რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე სი ძინპინს შორის 5 ივნისს კრემლში გამართულ შეხვედრაზე განხილული იყო რუსეთ–ჩინეთის ყოვლისმომცველი პარტნიორობისა და სტრატეგიული ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების გზები, დიდი ეკონომიკური და ჰუმანიტარული პროექტების რეალიზაცია, აგრეთვე, გაიცვალა თვალსაზრისი აქტუალურ საერთაშორისო და რეგიონულ პრობლემებზე.
როგორც კრემლის პრესსამსახური იუწყება, მოლაპარაკებების შედეგების მიხედვით გაიმართა სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ დოკუმენტების გაცვლის ცერემონია. კერძოდ, სახელმწიფოს მეთაურებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას ყოვლისმომცველი პარტნიორობისა და სტრატეგიული ურთიერთქმედებების განვითარების შესახებ, აგრეთვე, ერთობლივ განცხადებას თანამედროვე ეპოქაში გლობალური სტრატეგიული სტაბილურობის განმტკიცების თაობაზე.
“მხარეები მიუღებლად მიიჩნევენ ზოგიერთი სახელმწიფოს უპასუხისმგებლო მიდგომას ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ შეთანხმების ვალდებულებების შესრულების მიმართ. ასეთმა სახელმწიფოებმა უარი უნდა თქვან “ერთობლივი ბირთვული მისიების” პრაქტიკაზე და ბირთვული სახელმწიფოების საზღვრების გარეთ განლაგებული ყველა ბირთვული იარაღი დააბრუნონ ნაციონალურ ტერიტორიებზე”, _ ნათქვამია ვლადიმერ პუტინისა და სი ძინპინის ერთობლივ განცხადებაში.