რუსეთი, ჩინეთი და ინდოეთი ფულის გადახდის გლობალური სისტემა SWIFT–ის თავიანთ ანალოგს ქმნიან. ამის შესახებ ლაპარაკი იყო ბრიჩსის (სახელმწიფოების ჯგუფი, რომელიც შედგება 5 ქვეყნისგან: ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთი აფრიკა) ქვეყნების სამიტის კულუარებში.
სამ სახელმწიფოს განზრახული აქვს, ძალისხმევა მიმართოს საკუთარი სავაჭრო ინტერესების დასაცავად აშშ-ის მხრიდან სანქციების გაძლიერების ფონზე. ბრიჩსის სხვა წევრებს _ ბრაზილიასა და სამხრეთ აფრიკას _ ჯერჯერობით ინტერესი არ გამოუვლენიათ. ვარაუდობენ, რომ ფულადი მიმოქცევის რუსულ სისტემას დაუკავშირებენ ინდურ და ჩინურ ფინანსურ ინფრასტრუქტურას. ჩინეთის შემთხვევაში იგეგმება ფულადი მიმოქცევის რუსული სისტემის შეპირაპირება ჩინურ ანალოგიურ სისტემასთან _ ბანკთაშორის გადახდის სისტემასთან (CIPS). ინდოეთს ჯერჯერობით არ აქვს ბანკთაშორისი გადახდების სუვერენული ინსტრუმენტი.