Home რუბრიკები პოლიტიკა რუსეთი და საქართველო _ მართლმადიდებლობის უკანასკნელი ბასტიონი მსოფლიოს მმართველი ანგლოსაქსების იმპერიაში

რუსეთი და საქართველო _ მართლმადიდებლობის უკანასკნელი ბასტიონი მსოფლიოს მმართველი ანგლოსაქსების იმპერიაში

274

ლამის 5 საუკუნეა, რაც ფარული თუ აშკარა ბრძოლა მიმდინარეობს მართლმადიდებელ, ანუბნელდა კათოლიკურ, ანუგანათლებულქრისტიანულ ეკლესიებს შორის. სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს, რომ სიტყვა განათლებულისთვის ბრჭყალები მხოლოდ მას შემდეგ შეიქნა ლეგიტიმური, რაც .. კოლექტიურმა დასავლეთმა სრულიად მსოფლიოს ლგბტზაცია დაისახა მთავარ მიზნად, თორემ დასავლეთი ოდესღაც ნამდვილად იყო განათლებულიც და, რაც მთავარია, მეტნაკლებად ზნეობრივიც. ეს თუ არ ვაღიარეთ, იმ რუსოფობებს დავემსგავსებით, რომელთა დევიზია: “რუსულია? .., უპირობოდ ცუდია და პირიქით _ ევროპულამერიკულია? .., უპირობოდ საუკეთესოა!”

ამ მავნე იდეოლოგიის მიმდევარი, პირველ რიგში, კოლექტიური დასავლეთის ახალგაზრდა თაობაა და, სამწუხაროდ, ამავე იდეოლოგიით არის მოწამლული საქართველოს ახალგაზრდების მნიშვნელოვანი უმრავლესობა; თაობა, რომელსაც მე სააკაშვილის ბუჩქებში აღზრდილ-გაზრდილი ახალგაზრდები ვუწოდე. ნაცებმა 9-წლიანი ბატონობის პერიოდში დაანგრიეს “რეგრესული” განათლების სისტემა, რომელშიც მამა-პაპათა თაობები (მიუხედავად კომუნისტური წყობისა) პატრიოტებად იზრდებოდნენ. კახა ლომაიასპროგრესულიგანათლების სისტემის კურსდამთავრებულთათვის სამშობლო, ისტორია, წინაპრები, პატრიოტიზმი, მართლმადიდებლობა და .., რომელთა მეოხებითაც ქართველმა ერმა, ავად თუ კარგად, დღემდე მოიტანა გვემული სხეული და ტანჯული სული, სააკაშვილის მიერ მოწამლული ახალგაზრდობისთვის სრულიად უცხო, დრომოჭმული (გნებავთ, გოიმური) ცნებებია. ნათქვამია, ძალა აღმართს ხნავსო და იქ, კოლექტიურ დასავლეთში, ლგბტ-ის ძალამ კათოლკური ზნეობის აღმართი დახნა, თბილისსა და მოსკოვში მართლმადიდებლურ აღმართს (ქრისტემაც გოლგოთას აღმართი აიარა) ვერანაირი ძალა ვერ ხნავს და ეს არის, რომ აცოფებთ ჩვენს სტრატეგიულ “მეგობრებს”. საქართველო ხომ ამერიკის მიერ მართული გუბერნიაა და მის გუბერნატორ აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს, სურს, საქართველომ თავისი დასაკლავი დანა თვითონ გალესოს. კათოლიკური დასავლეთ ევროპის, რბილად რომ ვთქვათ, გულგრილობის გამო ნახევრად ველური თურქული ტომების მრავალრიცხოვანი სამხედრო ძალის წინ მარტოდ მარტო დარჩენილმა კონსტანტინოპოლმა ვერ გაუძლო ურიცხვი მტრის გავეშებულ შეტევებს და 1453 წლის 29 მაისს ბიზანტიის ლამის 1500-წლოვანი იმპერიის ულამაზესი და უმდიდრესი დედაქალაქი კონსტანტინოპოლი დაეცა, მასთან ერთად პოლიტიკური რუკიდან გაქრა მართლმადიდებლობის ბურჯი ბიზანტია. სულთანი მეჰმედ II გამარჯვების აღსანიშნავად ცხენზე ამხედრებული შეიჭრა აია სოფიას დიდებულ ტაძარში, რომელსაც მოგვიანებით 4 მინარეთი მიაშენეს და მართლმადიდებელთა უპირველესი ტაძარი მეჩეთად გამოაცხადეს, ხოლო სულთანმა თავის ჯარს 2 დღით განუკითხავი თარეშისა და ძარცვისთვის დაუთმო წმინდა კონსტანტინეს ქალაქი… ბიზანტიის გაქრობის შემდეგ, შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოს მართლმადიდებელი ეკლესია უმეთაუროდ, გნებავთ, უპატრონოდ დარჩა და პაპიზმმა, ანუ კათოლიკურმა ქრისტიანობამ, ვატიკანმა ფართოდ გაშალა ინკვიზიციური ფრთები _ თვით ერეტიკოსები (მართლმადიდებლური სწავლების მიხედვით, კათოლიციზმი ერესია) ერესის ბრალდებით ათასობით ადამიანს ცოცხლად წვავდნენ. ეს ის პერიოდია, როდესაც ბრიტანეთის იმპერია ეკონომიკური ძლიერების მწვერვალისკენ მიისწრაფვოდა. სწორედ ამ პერიოდში იშვა მართლმადიდებელ რუსეთში მესამე რომის იდეა, როდესაც ბრიტანეთის ხელისუფლებამ ივანე მრისხანეს მამას, მოსკოვის დიდ მთავარ ვასილს, შესთავაზა, რუსი ერი კათოლიკურ სარწმუნოებაზე გადასვლით ზემოთ ხსენებული “კულტუროსანი” დასავლეთის ნაწილი გამხდარიყო, რის გამოც XVI საუკუნეში მოღვაწე ფსკოველმა ბერმა ფილოფეუსმა დიდ მთავარს შემდეგი შინაარსის წერილი მისწერა: ყურად იღე, მართლმორწმუნე მეფეო: ორი რომი დაეცა, მესამე რომი _ მოსკოვი დგას, ხოლო მეოთხე რომი აღარ იქნება”. როგორც ჩანს, მართლმორწმუნე მეფემ ყურად იღო ფსკოველი ბერის შეგონება და ბრიტანეთს ცივი უარი უთხრა. უფრო მეტიც, მისმა მემკვიდრე მეფე ივანე IV-მ, მრისხანედ წოდებულმა, “მესამე რომის” კონცეფცია მესიანიზმის დონემდე აამაღლა და რუსეთის საგარეო თუ საშინაო პოლიტიკის პრიორიტეტის სტატუსი მიანიჭა, სტატუსი, რომელსაც რიურიკების სამეფო დინასტიის გადაშენების შემდეგ, მისი შემცვლელი რომანოვების დინასტიაც აღიარებდა. მოკლედ, ივანე მრისხანეს პერიოდში ბრიტანეთსა და რუსეთს შორის დაწყებული მტრობა დღემდე, ე.ი., 5 საუკუნის განმავლობაში გრძელდება. მართლმადიდებლობასთან ბრძოლა, თუ არ ჩავთვლით 1853 წელს ყირიმის ომის სახელით ცნობილ ბრძოლას (ისიც ინგლის-საფრანგეთ-ოსმალეთის კოალიციასთან), თითქმის ყოველთვის ფარული, დაზვერვითი ხასიათის იყო, ანუ სპეცსამსახურების აგენტების დონეზე მიმდინარეობდა. ივანე მრისხანეს გარდაცვალებამ ნაწილობრივ შეასრულა ინგლისელთა ზრახვები. ნაწილობრივ, რადგან რუსეთს მართლმადიდებლობა მყისიერად ვერ დაათმობინეს, სამაგიეროდ, ქვეყანაში უმეფობის, დიდი არეულობის (Великая смута) ხანა დაიწყო. შედეგად რუსეთში მეფედ პოლონელი კათოლიკე სიგიზმუნდი დაჯდა და, რომ არა დიმიტრი პოჟარსკისა და ანდრეი მინინის მეთაურობით სახალხო აჯანყების შედეგად პოლონელ ოკუპანტთა დამარცხება, ვინ იცის, რუსეთი დღეს შეიძლება კათოლიკური ოჯახის წევრი ყოფილიყო… პოლონელთა განდევნის შემდეგ დიდი ნოვგოროდის ე.წ. ზემსკი სობორმა რუსეთის მეფედ ალექსი რომანოვი აირჩია და რომანოვთა სამეფო დინასტიას ჩაუყარა საფუძველი, რომელმაც პეტრე I-ისა და ეკატერინე დიდის მეცადინეობით, მართლმადიდებელი რუსეთის უდიდესი და უძლიერესი იმპერია შექმნა. ამ იმპერიის დედაქალაქი პეტრე I-ის აშენებული პეტროგრადი გახდა. ამ პერიოდში ბრიტანეთის ბრძოლა რუსეთის მართლმადიდებლობის წინააღმდეგ უპერსპექტივო გახდა, სამაგიეროდ, ინგლისელთა მზაკვრობამ სხვა მიმართულება შეიძინა _ მათი საგარეო პოლიტიკის წყალობით შეესია რუსეთს ნაპოლეონის ურდოები, რომლებმაც მოსკოვში რა ჩიტიც დაიჭირეს, ვიცით, და, საერთოდ, ბრიტანელთა მზაკვრობების ჩამოთვლა უსასრულოდ შეიძლება, მაგრამ რამდენიმე აუცილებლად უნდა ჩამოვთვალო. პირველ მსოფლიო ომში 6 იმპერია ჩაება ე.წ. ანტანტის ბლოკი _ ინგლისის, საფრანგეთისა და რუსეთის იმპერიები, ხოლო, მეორე მხრივ, ოსმალეთის, გერმანიისა და ავსტრო-უნგრეთის იმპერიები. ანუ, ერთმანეთის დაუძინებელი მტრები _ რუსეთი და ინგლისი _ მოკავშირეები აღმოჩნდნენ. ბრიტანეთმა აქაც გამოიჩინა ჩვეული ვერაგობა _ ე.წ. ბრუსილოვის გარღვევის შემდეგ, რუსეთის გამარჯვება უეჭველი იყო და რუსეთის არმია სტამბოლის აღებას აპირებდა, რაც, ერთი მხრივ, ისტორიული სამართლიანობის აღდგენას, ოსმალეთის იმპერიის სამუდამოდ გაქრობას ნიშნავდა და, მეორე მხრივ, შავი ზღვიდან ხმელთაშუა ზღვაში გასასვლელი სრუტეების რუსეთის კონტროლს დაქვემდებარებას. სწორედ ამ მომენტში ინგლისი “ძმურად” დაეხმარა რუსეთს _ კერენსკის 2 მილიონი გირვანქა სტერლინგი (იმ დროისთვის კოლოსალური თანხა) გადასცა რუსეთში რევოლუციის მოსაწყობად. ბოლშევიკების (რომლებსაც გერმანია აფინანსებდა) აგიტაციის შედეგად რუსმა ჯარისკაცებმა დეზერტირობა დაიწყეს, რომელიც ნიკოლოზ II-ის გადადგომით დამთავრდა და ელისეს მინდვრებზე ანტანტის გამარჯვების აღსანიშნავ სამხედრო აღლუმში, სამოქალაქო ომის ცეცხლში გახვეული რუსეთის ნაცვლად, აშშ-ის ჯარისკაცები მონაწილეობდნენ; აშშ-ის, რომელიც ომის დამთავრებამდე რამდენიმე თვით ადრე ჩაება ომში და, მიუხედავად ამისა, დამარცხებულთა ტორტის მსუყე ნაჭერი ერგო.

ისე, ცნობისთვის: ინგლისი ერთხელ ჩვენც “დაგვეხმარა”, როდესაც 1918 წელს სომეხ-ქართველთა ომში ქართველებმა, გენერალ მაზნიაშვილის მეთაურობით, შულავერში სომხებს ისეთი პანღური ამოვცხეთ, რომ პირდაპირ ერევნის მისადგომებთან მოადინეს ზღართანი და, როცა მაზნიაშვილმა ერევნის აღება გადაწყვიტა, ჩვენმა “მოკავშირე” ინგლისმა ერის მოღალატე ნოე ჟორდანიას უბრძანა, ერევანისთვის ხელი არ ეხლოთ და გენერალი მაზნიაშვილი იძულებული შეიქნა, უკან შემობრუნებულიყო.

სწორედ I მსოფლიო ომის შემდეგ იქცა აშშ დიდ გეოპოლიტიკურ მოთამაშედ, თორემ მანამდე ევროპისკენ არც კი გაუხედავს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კი აშშ-მა ზესახელმწიფოს სტატუსი მოიპოვა და დიდ ბრიტანეთთან ერთად ანგლოსაქსების იმპერია შეიქმნა.

პირველი მსოფლიო ომის მთავარი ამოცანა მართლმადიდებელი სარწმუნოების განადგურება იყო. მართლმადიდებლობის, რომელსაც მცველად იმხანად უძლიერესი არმია ჰყავდა _ რუსეთის, რომელსაც, თავისი არმიისა და ფლოტის გარდა, მოკავშირე არასოდეს ჰყოლია.

“კულტუროსანი” დასავლეთი საუკუნეების განმავლობაში მიზეზთა გამო ებრძოდა მართლმადიდებლობას, მაგრამ ისეთი გავეშებით, როგორც დღეს ებრძვის, არასოდეს. რატომ? იმიტომ, რომ დიდ რუსეთსა და პატარა საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის კამუფლაჟით ვერაფრით მიაღებინეს ე.წ. ევროპული ღირებულებები.

რას ნიშნავს ევროპული ღირებულებები? _ ამის ნათელი მაგალითი ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიადაა. რა არ გაუკეთეს რუსებს, როგორ არ დაამცირეს _ დროშაც წაართვეს, ჰიმნიც, მაგრამ რუსი სპორტსმენები ოლიმპიური სიმშვიდით მედალს მედალზე იგებენ.

სამაგიეროდ, ტოკიოს ოლიმპიადაზე რეკორდული რაოდენობის ტრანსგენდერი “სპორტსმენი” მონაწილეობს. ერთი მათგანი ქალად გადაკეთებული კაცი ძალოსანია, რომელიც ისე ადვილად წევს სიმძიმეებს, შემეშინდა, კაცებში არ გადმოვიდეს. ვაი, მაშინ ლაშა ტალახაძეს

დავით მხეიძე

P.S. ნარკომან შავკანიანებს ახლა ოქროს კუბოში რომ აწვენენ და ძეგლებს უდგამენ, ადრე რას უკეთებდნენ ბრიტანელები? ბრიტანელებმა 1519 წელს პირველად შეიყვანეს აფრიკელი ტყვეები ვირჯინიის შტატში. 1860 წელს, მონობის გაუქმებისას კი ამერიკის 15 შტატის 12-მილიონიანი მოსახლეობიდან 4 მილიონი იყომონა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here