Home რუბრიკები ისტორია როცა ხალხი საკუთარი გონებითი არ ცხოვრობს და მის მაგიერ სხვა “ზრუნავს” და...

როცა ხალხი საკუთარი გონებითი არ ცხოვრობს და მის მაგიერ სხვა “ზრუნავს” და მოქმედებს…

ჩინური კომპანია „ჰუალინგი“ თბილისის ზღვის ახალი ქალაქის მშენებელი

რა წაგვწევს წინ, რა დაგვაწინაურებს იმოდენათ, როგორც სხვა ხალხი დაწინაურებულა?.. ნუთუ შესაძლებელია სხვის ჯობნა, თუ კი სხვას არ გავიცნობთ?”  ამ შეკითხვის პასუხიც იქვეა: “აუცილებლად საჭიროა, რომ უწინდელს გონებით სიბრმავეში არ დავტოვოთ ჩვენი საზოგადოება, ბრმაც კი უნდა მიხვდეს, რომ ყოველი საშუალება, რომელიც ამ საზოგადოებას გონებას განუვითარებს და გააძლიერებს, რომელიც მას გულში იმედს ჩაუნერგავს ან მხარში ძალას მისცემს, სასარგებლო იქნება ჩვენი ხალხისათვის”. და: “მარტო უსუსურები ხდებიან და ფუჭდებიან სხვის გავლენის ქვეშ, და უსუსურს გინდ ძიძად გაუხდე, გინდ ნიადაგ ჭკუას ასწავლიდე, ხეირის მოტანა მაინც თავის დღეში არ შეეძლება”.

ნიკო ნიკოლაძე წუხდა, რომ ქართველებმა საკუთარი ტრადიციები მიივიწყეს, უცხოეთი კი მათ თვალში “რაღაც უზენაეს ქმნილებად იხატებოდა”, “ყველა ჩვენი მეზობლები, და მთელი უცხოეთი, ათი-ათასჯერ, ან ასი-ათასჯერ უფრო დაწინაურდნენ უწინდელზე, ჩვენ კი მარტო ათასჯერ უფრო გავმაგრდითო”. დღესაც ყველა ჩვენი მეზობელი ჩვენზე უკეთ ცხოვრობს, ამიტომაცაა, რომ ქართველები ქვეყნიდან გარბიან თუ ლუკმაპურის საშოვნელად და აქ დატოვებული ოჯახის გამოსაკვებად, თუ უცხო ქვეყნისთვის სამუდამოდ თავის შესაფარებლად. ხელისუფლების ვალდებულება _ შეინახოს საკუთარი მოსახლეობა _ ემიგრანტებმა იტვირთეს: მხოლოდ 2018 წლის განმავლობაში საქართველოში უცხოეთიდან ფულადი გზავნილების სახით 1 მილიარდ 576 მილიონ 508 ათას 500 დოლარი შემოვიდა, რაც ლარებში 4 მილიარდს აღემატება.

როდესაც ნიკო ნიკოლაძე ერის ცხოვრებაში განვითარების ოთხ პერიოდზე საუბრობს, თითქოს ახალს არაფერს ამბობს. პირველ პერიოდს ის დრო შეადგენს, როცა ხალხი საკუთარი გონებითი არ ცხოვრობს, როცა მის მაგიერ სხვაზრუნავსდა მოქმედებს, როცა ხალხი მცონარეობს, საზოგადოებრივ ინტერესებს არ გრძნობსო.

აზერბაიჯანული კომპანია საქართველოში
აზერბაიჯანული კომპანია საქართველოში

ეს პერიოდი კარგა ხანია, გავიარეთ.

მეორე პერიოდი მიმბაძველობითიაო. ამ დროს ხალხი უცხოეთის დაწინაურებას ხედავს და მის მონურ მიბაძვას იწყებს, თავის უძლურებას ან სისუსტეს იზიზღებს და ცდილობს, გადასხვაფერდეს გარეგნული წაბაძვითო.

წლებია, ამ გზაზე ვდგავართ. დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე გავიწვდინეთ ხელი უცხოეთისკენ და, იქ პროგრესულსა და სასარგებლოს კი არ ვეძებდით, ბრმად, დაუფიქრებლად დავიწყეთ, როგორც დიდი ილია იტყოდა, “ერის გათახსირება”, ანუ ნარკომანიის დაუსჯელობაზე საუბარი; ელბტ პროპაგანდა; განათლების სისტემის რღვევა; ტრადიციულ ქორწინებაში, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობაში, ეჭვის შეტანა და ა.შ.

მესამე პერიოდს ნიკოლაძეძველებურობის აღმადგენელსუწოდებს, როცა ხალხი რწმუნდება, რომ მაიმუნური მიბაძვა დიდ ხეირს არას მისცემს, და საკუთარი წინაპრების ადათწესების აღდგენას მოინდომებს.

საბედნიეროდ, საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი დღეს ხმალამოწვდილი იცავს ერის ტრადიციებს. და ასე, გამუდმებულ კამათსა და ჭიდილში, ვდგავართ მეორე და მესამე პერიოდების გზაგასაყართან. აი აქ არის ბოლოგაჩერება”: ან უნდა გადავიჩეხოთ უფსკრულში, ან ბოლოსდაბოლოს უნდა დავფიქრდეთ და გავარკვიოთ, როგორ მოახერხეს სხვა ხალხებმა ძლიერი სახელმწიფოს აშენება; სადამდე მიდის ჩვენი შესაძლებლობები ჩვენი ბუნებიდან და ძლიერებიდან გამომდინარე; რა აქვთ სხვებს კარგი _ ისეთი, რომლის შეთვისებაც ჩვენს ბუნებასაც შეუძლია, და თვითონ ჩვენ რა გვაქვს ცუდი _ ისეთი, რომლის თავიდან მოშორებაც შესაძლებელია.

ნიკო ნიკოლაძის აზრით, აი ეს არის მეოთხე პერიოდი, რომელიც ჩვენ არ გვღირსებიაო. საკითხავი ის არის, XXI საუკუნის ქართველებს გვეღირსება კი?

მამულის სიყვარული და მსახურება

დასასრული. დასაწყისი იხ. #1, 2019 .

II

მიბაძვის პერიოდი ერთობ გრძელი იყო ჩვენში. ბუნებას ჩვენი ქვეყანა იმისთანა ადგილს მოუთავსებია, საცა ათასნაირი ხალხი იყრიდა თავს, თითქო ისეთს მოედანზე, რომელზედაც ერთბაშად ოცი თუ ოცდა ათი ქუჩა გამოდის, ჩვენს სამშობლოს ჯერ ერთი ხალხი მოადგებოდა კარზე, მერე მეორე, მერე მესამე და სხვ. თითქმის ყველანი კი ჩვენზე გაძლიერებულნი ყოფილან.

ერთის გაცნობას ვერ მოვასწრებდით, მისი დაწინაურება გაგვეგო, მისი ხეირიანი ჩვეულებანი შეგვეთვისებია, აკი მეორე მოგვადგებოდა, პირველზე უფრო ძლიერი ან დაწინაურებული. ვიწყებდით მაშინ ამ ხალხის გაცნობას, ან შეთვისებას, ერთიც ვნახოთ, მესამე მობრძანდებოდა, ორივეზე უმჯობესი, მერე, მეოთხე და მეხუთე. რა უნდა გვექნა ამ მდგომარეობაში, რა გვეშველებოდა? უბრალო სტუმრად რომ მობრძანებულიყო ყველა ეს ხალხი, კიდევ რასმე მაინც მოუხერხებდით. შეგვეძლებოდა მათი კარგი და ავი გონიერად გაგვეცნო, მათი სიკეთით გვესარგებლა, ან მათს ცუდს ავშორებოდით, მაგრამ ისინი სტუმრად კი არა, გამგლეჯგამაოხრებლად მოდიოდენ ჩვენსა. თითოეული ეს წვეულება ჩვენი ხალხისთვის აკლება იყო. თითოეული მათგანი ჯერ თავპირს დაგვამტვრევდა, მერე ბატონად გვიჯდებოდა სახლში, მშიერად და ღატაკად გვტოვებდა, ვის ექნებოდა დრო, გონიერად დაკვირვებოდა მათს კარგსა და ავს? განუმარტებლად, უბრალო შეჩვევის ძალით, გვრჩებოდა თითოეულ ამ ხალხისაგან უმთავრესი მისი ზნე, სწორედ ისე, როგორც დიდ ჯარში, ან ვეება ხალხის გროვაში გარეულ კაცს ყოველი მისი შემხვდომის ჩირქი ან ტალახი ედება, და კარგი რამ კი ძვირად ხვდება.

ამ სახით მონგოლებსაც კი ვბაძავდით დიდხანს ძალა-უნებურად, სპარსელებსაც, თათრებსაცა და ლეკებსაც. ზოგმა ქუდი დაგვიტოვა, ზოგმა შარვალი, ზოგმა სიზანტე, ზოგმა ორპირობა… ხეირიანი და მაგარი ბუნება რომ არ გვქონოდა, ჩვენ სისხლში რომ ის დაუნდობელი და დაუშრეტელი ძალა არ მდგარიყო, რომელიც ზოგიერთს რჩეულ ხალხს უკვდავებას აძლევს, დიდი ხანია, რაც დედამიწის პირითგან ქართველებისა და საქართველოს ხსენებაც კი გაქრებოდა.

ყველასაგან იმოდენი ჩირქი გვრგებია, ყველას ჩვენთვის იმდენი ტალახი და მტვერი მოუცხია, რომ სხვა, უფრო სუსტი ხალხი, კიდეც დაიმარხებოდა აქამდი ამ სისქე ტლაპოს ქვეშ. ვინ, რომელი ბრძენი, ისტორიკოსი ან ეტნოგრაფი გვეტყვის დღეს, როგორი იყო ნამდვილი და პირველდროინდელი ქართველების ბუნება, ზნე, ხასიათი, თვისება? რა შეგვრჩა ჩვენი საკუთარი ან რა გამოგვყვა და მოგვედო სხვისი? ჩვენი რა გვაქვს დღეს და სხვისი რა ან რომლის რა? ვინ იცის ეს! მართალია, ბევრს არც საჭიროდ უნდა მიაჩნდეს ამ ნაირი გამოკვლევა, მაგრამ, დღეს ამ უბედურ მიმბაძველობის პერიოდი რომ, ღვთის მადლით, ჩვენთვის გათავდა, და ვიწყებთ შემდგომს ისტორიულ პერიოდს, პერიოდს ჩვენის თვისტომობისკენ დაბრუნებისას, მეტის მეტად საჭიროც არის და გამოსადეგიც ვიცოდეთ _ ჩვენი თვისტომობა ნამდვილად რაში მდგომარეობს, ან რომელ თვისტომობას უნდა დავუბრუნდეთ, დავუახლოვდეთ? რომელს დროსა ან რომელს ზნეს უნდა დავუბრუნდეთ: როცა ქართველობას სპარსეთის დაღი ეკრა, თუ როცა თათრების გავლენის ქვეშ ყოფილა ჩვენი ქვეყანა, როცა თათრების ჭკუით ვცხოვრობდით და ვიკვებებოდით, თუ როცა საბერძნეთი გვპატრონობდა, როცა ვიზანტიის სწავლით გაბრწყინვებულ იქნა მოკლე ვადით ჩვენი ბნელი ცხოვრება? რა ზნე და წესი უნდა გვიყვარდეს, რა წყობილებისკენ უნდა მივესწრაფებოდეთ, რაში უნდა ვხედავდეთ ჩვენს იდეალს, რას უნდა ვსთვლიდეთ კარგად და ავად? ხომ შეუძლებელია ყველა ამ კითხვის განმარტება და გარჩევა, სანამ არ დაარსდება ჩვენში ხეირიანი ისტორიული შკოლა, სანამ ისეთი ხეირიანი ისტორიკოსები არ გაგვიჩნდებიან, რომელთაც ჩვენის ხალხის ძველი ცხოვრება გამოიკვლიონ და ის სიბნელე თვალიდან მოგვაშორონ, რომელიც ჩვენს წარსულს გვიმალავს? სანამ ამნაირი ისტორიკოსები არ გვეღირსებიან, სანამ მათის შემწეობით ჩინებულად არ გაიგებს ჩვენი ხალხი თავის წარსულ ცხოვრებას, მანამდი იმ ახალ პერიოდში, რომელშიაც ჩვენი ქვეყანა ამ ხანებში შესულა, ერთობ დაბნეულად, უთავბოლოდ და უმნიშვნელოდ წაჩოჩდება ჩვენი ხალხის გონებითი წინ-წაწევა. დღეს რომ ჩვენ ამისთანა ისტორიკოსები გვყვანდეს, დღესვე ზედმიწევნით რომ ვიცნობდეთ ჩვენს წარსულს, ეს ისტორიული პერიოდი იქნება მარტო თუთხმეტიოდე წელიწადს გაგრძელდეს ჩვენში, მეტს კი არა. მაშინ, რაკი ასე მალე მოვიხდით ამ სახადს, ადვილად შეგვეძლებოდა ისტორიულ ცხოვრებაში შემდგომი ნაბიჯი გადაგვედგა და ჩვენი საკუთარი მუხლების ძალა გვეშინჯა.… დღეს კი უთავბოლოდ უნდა ვიბოდიალოთ, და ვინ გვეტყვის – რამდენს ხანს, რამდენს წელიწადს, ან იქნება საუკუნესაც, გასწევს ეს, “დროებითი” პერიოდი ჩვენის ხალხის ისტორიული განვითარებისა?

კერძო პირი ხშირად ვერც კი ხედავს, თუ თვითონ მას რა ისტორიული ძალა ამოქმედებს, რა ბუნების ძალას მიჰყავს ის ხან წინ, ხან უკან. ვისაც ზედმიწევნით არ შეუსწავლია “ისტორიის ფილოსოფია”, მას ყოველთვის ჰგონია, რომ, რასაც მე დღეს ვშვრები, იმას ჩემი საკუთარი ჭკუით ვშვრებიო, ჩემი გონებით ვმოქმედობ და სხვებს ვამოქმედებო. დიდი შეცდომაა ეს, დიდი სიბრიყვეა. კერძო პირი ცხოვრებაში უბრალო პაიკია, რომელსაც ისტორიული ძალა და ჩარხი ატრიალებს ან ათამაშებს. ათასიც რომ იხტუნოს ამ პაიკმა, ათასიც რომ თავის ნებით გაიწიოს, ქვეყნის ჩარხის ბრუნვა მას მაინც უპოვის თავის ადგილს და თავის ნებაზე დაატრიალებს. მართალია, კაცის გონიერებასაც ბევრი შეუძლია ამ საქმეში, მაგრამ ეს ბევრის შეძლება მარტო იმაში მდგომარეობს, რომ ზოგი პაიკი გაიგებს, რა ძალა ათამაშებს იმას, და ამ ძალით ისარგებლებს, ამ ძალას დაეხმარება; ზოგი კი ამას ვერ მიხვდება და ბრიყვულად თავს გაალახვინებს, ან მთელ თავის ღონეს ამ ძალასთან შეუფერებელ ბრძოლაში დალევს.… ეს უნდა გვახსოვდეს კარგად, მეტადრე იმიტომ, რომ ჩვენში ზოგიერთს ყმაწვილთაგანს ჰგონია, რომ ქვეყნის ისტორია მით იწყება და მითვე გათავდებაო. სლავიანოფილობის პირველი თვისება ის იყო, რომ თავიანთს ყველაფერს იწონებდა ან თაყვანს-სცემდა, და უცხოეთისას ყველაფერს იძულებდა ან აძაგებდა. წაბილწულიაო ყოველი კაცი, ვინც რუსულ ენას არ ხმარობსო და ვისაც უცხო ენაზე გინდ ერთი სიტყვაც წაცდებაო. შენიშნეთ, რომ რუსული ენის გამამშვენებლადა და გამამდიდრებლად სლავიანოფილები კი არ გამოდგენ, არა. ევროპის განათლების მომხრე მწერლებმა: პუშკინმა, ლერმონტოვმა, გოგოლმა, ღერცენმა და სხვ. გაამდიდრეს ეს ენა მით, რომ ხალხის ლაპარაკს დაუახლოვეს მწერლობის კილო, რომ ხალხის ენისგან მწერლობაში ათასობით შემოიტანეს ახალი სიტყვები და სიტყვისწყობილობა. შენიშნეთ, კიდევ, რომ არც შიშკოვის, არც ხომიაკოვის, არც კირევსკის, არც აპ. გრიგორიევის ენა რუსის ხალხს არ ესმოდა, სწორეთ ისე, როგორც დღეს ჩვენს ხალხს “ივერიის” მწერლების ენის გაგება უჭირს.… სლავიანოფილების მეორე თვისება ის იყო, რომ უცხოეთის ცხოვრებას, ძალას, მოძრაობას და განზრახვას ყურს სრულიადაც არ უგდებდენ. ჩვენს დროში ვერც ერთი ხალხი, რაგინდ ძლიერი, ან დიდი იყოს, თავისთავად ვერ იცხოვრებს ისე, რომ სხვა ხალხთან დამოკიდებულება ან განწყობილება არ ჰქონდეს. თუნდ მართლაც შეეძლოს ამ ხალხს თავის თავად განკერძოებული ცხოვრება, იმას ხომ მაინც ვერ იტყვის, ჩემს დღეში არც ერთ სხვა ხალხთან შეტაკება არ მომიხდებაო? სლავიანოფილებს მარტო რუსეთში კი არ უნდა ემოქმედათ, მარტო რუსეთის ხალხის გაღვიძებისათვის კი არ უნდა ეშრომათ, უცხოეთლების შეგონებაც, შეჩერებაცა და შეკავებაც უნდა დაეწყოთ. უცხოეთლების გულში სლავიანების შესახებ კაცობრივი გრძნობა უნდა გაეღვიძებიათ, უნდა უცხოეთი აეღელვებიათ იმ სურათის გამოსახვით, როგორსაც სლავიანების გაჭირვებული მდგომარეობა წარმოადგენდა. მათ უნდა აეხსნათ უცხოეთისთვის, რომ სლავიანებიც ღვთის გაჩენილი ადამიანები არიან, რომ გონება მათაც ჰქონიათ, რომ სლავიანების პოეზია, მწერლობა, მუზიკა, ჩვეულებანი და სხვა ამ გვარი თვისებანი ყოველი განათლებული კაცისგან პატივისცემას მოითხოვენ იმ ხალხისთვის, რომელსაც ამდენი გაჭირვება გამოუვლია, ამდენი უშრომია და დღეს კი საცოდავი მონობა ღუპავს იმის მაგიერ, რომ ეს მათი საქმისთვის საჭირო მოვალეობა შეესრულებიათ, ისინი სწორეთ ჩვენებურ პატრიოტებსავით _ მოღალატედ სთვლიდენ იმ მწერლებს, ვინც ამ გზას ადგა.… სლავიანოფილების მესამე თვისება ის იყო, რომ გარეგან შეხედულებას, გარეგან საქციელს და სიტყვას ისინი ყოველთვის მეტ მნიშვნელობას აძლევდენ, ვინემ თვითონ საქმეს ან მის არსებითს მხარეებს. ისინი ცდილობდენ, რომ რუსგლეხივით ჩაეცვათ ტანისამოსი, თმა ირგვლივ შამოეკრიჭათ, წვერი მოეშვათ, ვოტკა ესვათ. მათ ეგონათ, ხალხთან დაახლოვება, ხალხის ამაღლება ამაში მდგომარეობსო. ხავერდის შარვალს ჩაიცვამდენ, აბრეშუმის წითელ პერანგს, მოყვითალო ქამარს შემოირტყამდენ, თავზე ქუჩრულ ქუდს იხურავდენ და ისე მიბრძანდებოდენ თავიანთ სოფელში, რომლის ყველა გლეხები მათი ყმა და მონა იყვენ. ხალხისთვის მათი ენა გაუგებარი იყო, მათი ტანსაცმელები უცნობი და, რასაკვირველია, მათი სიტყვა უნდო, ამიტომ რომ საქმით უშველებელი წინააღმდეგობა და მტრობა იყო ამ “განათლებულ და კეთილის მოსურნე მებატონეებსა” და მათ გლეხებს შუა. _ “ჩვენი ბატონია, ჩვენი გამტყავებელი ბატონი, მაშასადამე, ჩვენი მტერი უნდა იყოსო, მაშასადამე, ყოველი მისი სიტყვა მტრული უნდა იყოსო”. აი, რას ფიქრობდა გლეხკაცობა. ამ ვაჟბატონების ლაპარაკის დროს…ავიწყდებოდათ სლავიანოფილებს, რომ მარტო ცარიელი სიტყვით კი არ მოიგება ხალხის გული, რომ მარტო “ერთმანეთი გვიყვარდესო”, “ერთობა ვიქონიოთო”, საკმაო როდია, ნამდვილი ერთობის დასაარსებლად… ამის გამო ისინი სრულიათაც არ იკვლევენ მეცნიერულად იმ კითხვას, თუ რუსეთის ხალხში რას მოუხდენია ერთობის დარღვევა, რა ძალა უშლის ერთობის დაარსებას. მეოთხე თვისება სლავიანოფილებისა იმაში მდგომარეობდა, რომ ყოველდღე რომელსამე უცხო ნაციონალობას დევნიდენ. დღეს ნემცებს ჩაეჯიბრებოდენ და ღრიალს იწყებდენ: შეგვჭამეს ნემცებმა, რაც ადგილია, მათ დაიკავესო, რაც დუქნებია, მათ ხელში არისო, რაც ვაჭრობა ან აღებ-მიცემობა მოიპოვება, მათიაო, პურსაც ისინი გიცხობენ, ხორცსაც ისინი გვიჭრიან, წაღებსაც გვაცმევენო, ტანსაცმელსაც გვიკერავენო და სხვ. ხვალ ფრანცუზებს აუტყდებოდენ და ფრანგული ენის, საქონლის დევნას თუ კიცხვას იწყებდენ; ზეგ იტალიურ ოპერას ჩაექიშპებოდენ, მაზეგ დააწესებდენ _ ინგლისურ სასმელებს ნურვინ სვამსო, ინგლისიდგან მაშინები ნურავის მოაქვსო და სხვ. და სხვ. აი, სწორეთ ისე, როგორც ამას წინათ ერთმა ჩვენმა პატრიოტმა დაუბოლოებელი სტატია დაწერა, როგორ შეიძლება, თფილისში ვინმემ მოსკოვიდგან კალაჩების (პურის) მცხობელი დაიბაროს, განა ჩვენ ხაბაზი ცოტა გვყავსო, განა პურის ცხობა ჩვენ წინაპრებს არ სცოდნიათო და სხვ. საქმე, რასაკვირველია, სლავიანოფილების კიჟინით არც კეთდებოდა, არც იცვლებოდა. სულ სხვა იქნებოდა, მათ რომ საქმით ეშველათ ამ შენიშნულ ვნებისთვის, ან ხეირიანი რჩევა მიეცათ ხალხისთვის, თუ როგორ, რა გზით შეუძლია მას ნემცების ან ფრანცუზების უპირატესობისაგან თავის დახსნა, ესწავლებიათ, იმ დალოცვილებს – ნემცებივით იმუყაითეთ, მათსავით ისწავლეთ ხელოსნობა და შრომაო, ეს სირცხვილი კი არა, ჩინებული საქმე იქნებაო, და სხვ. და სხვ. ან გაეხსნათ სამოსწავლო და სახელოსნო სასწავლებლები და სხვა ამგვარი დაწესებულებანი, მაშინ რუსობას ადვილად შეეძლებოდა იმ ადგილების ან მდგომარეობის დაპყრობა, რომელიც ნემცებსა თუ ფრანცუზებს ჩაეგდოთ ხელში. ისიც მოიფიქრეთ, თუ რა გასაკვირველი უნდა ყოფილიყო, რკინის გზის ან სპეციალური სამსახურის ადგილები ნემცებს რომ კავებოდათ, რაკი სლავიანოფილები დილიდგან საღამომდი იმას ქადაგობდენ, უცხოეთის მეცნიერება ჩვენ გვავნებსო, საჭირო არ არისო უცხოეთის გამოცდილების მიღება და მისი სწავლის შეძენა! რათ უნდა გაკვირვებოდათ, რომ ამ ცრუ ქადაგების გამგონთ არც უცხოეთის მეცნიერება ესწავლათ, არც იქაური გამოცდილება მიეღოთ, და, მაშასადამე, არც უცხოეთის წესზე გამართული სამსახურის ასრულება შეეძლოთ? მთელ რუსეთს რომ დაეჯერებია სლავიანოფილების ქადაგება, მართლა ყველა რუსებს რომ სლავიანოფილების ჭკუაზე ეარათ, ყველანი უმეცარნი დარჩებოდენ, და მთელი სახელმწიფოს უმჯობესი ადგილები, მთელი მისი აღებ-მიცემა, ვაჭრობა, წარმოება და შეძლება სულ ერთიანად მარტო უცხოეთლების ხელში ჩავარდებოდა, მაშინ რუსები თავის საკუთარ ქვეყანაში სხვის სასარგებლოდ მეწველ ძროხად გადიქცეოდენ და მართლა ნემცების ან ფრანცუზების შინაყმად გახდებოდენ… რომ ვინდომო ამგვარი შედარების გაგრძობა, ერთ თვეშიაც ვერ გავათავებდი ყველა მსგავსების ჩამოთვლას, – იმ სიდიდე ანალოგია არსებობს სლავიანოფილებს და ჩვენ ვიწრო პატრიოტებს შუა.… მგონია კი, რომ გონიერი მკითხველის დასაჯილდოებლად და მისი თვალის ასახილველათ ეს ოთხი მსგავსებაც საკმაო უნდა იყოს ჯერჯერობით. თუ ვინმემ ამ აზრისა და შედარების დარღვევა მოინდომა, თუ სადმე მისი უსაფუძვლობის შეწამება მოისმა – მზათა ვარ, უფრო დაწვრილებით დავუბრუნდე ამ საგანს და უფრო საფუძვლიანად დავამტკიცო ეს ხელმეორედ.…

დაიბეჭდა 1879 წელს . ნიკოლაძის მიერ შედგენილ ალმანახშისაახალწლო”, რომელიც გამოვიდა 1880 წელს

P.S. დღეს საქართველოში უამრავი უცხოური ფირმა მოღვაწეობს _ აშენებენ, მოჰყავთ მოსავალი, აწარმოებენ პროდუქციას და .. ჩვენ კი დაბოღმილები მხოლოდ ვბუზღუნებთ: წაგვლეკეს ამ ურჯულოებმა, ლამის ქვეყანას დაეპატრონონო; “რაც ადგილია, მათ დაიკავესო; რაც დუქნებია, მათ ხელში არისო; რაც ვაჭრობა ან აღებმიცემობა მოიპოვება, მათიაო; პურსაც ისინი გვიცხობენ, ხორცსაც ისინი გვიჭრიან, წაღებსაც გვაცმევენო, ტანსაცმელსაც გვიკერავენო და სხვ.”(ნიკო ნიკოლაძე).

ამ უაზრო ბუზღუნს ხომ არ სჯობს, კარგად ავწონდავწონოთ: რა აქვთ სხვებს კარგი _ ისეთი, რომლის შეთვისებაც ჩვენს ბუნებასაც შეუძლია, და ჩვენ რა გვაქვს ცუდი _ ისეთი, რომლის თავიდან მოშორებაც შესაძლებელია. მერე იქნებ პურიც ჩვენვე გამოგვეცხო, სახორცე პირუტყვიც ჩვენვე გაგვეზარდა, “წაღებიცჩვენივე შეკერილი ჩაგვეცვა და ტანსაცმელიც

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here