Home რუბრიკები პოლიტიკა რისთვის სჭირდება დასავლეთს “ასოცირებული ტრიო”

რისთვის სჭირდება დასავლეთს “ასოცირებული ტრიო”

აშშ-მა საქართველო, უკრაინა და მოლდოვა რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად გააერთიანა

284
რისთვის სჭირდება დასავლეთს “ასოცირებული ტრიო”

აშშის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის კიევში ვიზიტის შემდეგ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის დიპლომატიური უწყებების ხელმძღვანელებმა ახალი გაერთიანების შესახებ განაცხადეს _ “ასოცირებული ტრიოევროპაში ინტეგრაციისთვის. დღეს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში ინეტეგრაცია ნაკლებად სავარაუდოა, ზემოღნიშნულ გაერთიანებაში უკრაინის მონაწილეობა კი მხოლოდ ართულებს დანარჩენი ორი ქვეყნის ამოცანას, თუმცა ეს ინიციატივა აშშის ანტირუსულ გეგმებში კარგადჯდება”.  როგორია აღნიშნული ტრიოს შექმნის ჭეშმარიტი მიზანი?

17 მაისს კიევში უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა: დიმიტრი კულებამ, დავით ზალკალიანმა და აურელიუ ჩოკოიმ (ის აგრეთვე, არის მოლდოვის მთავრობის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი) ხელი მოაწერეს მემორანდუმს “ასოცირებული ტრიოს” შექმნის შესახებ, რომელიც ითანამშრომლებს ევროპაში ინტეგრაციის საკითხებზე.

“ეს არის ჩვენი განაცხადი, რომ ამ სამი პარტნიორი ქვეყნისთვის არ არსებობს ევროპაში ინტეგრაციის ალტერნატივა”, _ განაცხადა დიმიტრი კულებამ. უკრაინის დიპლომატიის მეთაურის თქმით, “ევროკავშირმა ეს სამი ქვეყანა სერიოზულ პროექტად უნდა აღიქვას ევროპის აყვავებისა და უსაფრთხოებისთვის”. კულებას ქართველი კოლეგა, დავით ზალკანიანი, უფრო კონკრეტული იყო. მისი თქმით, თბილისი-კიევი-კიშინიოვი იმედოვნებს, განამტკიცოს კავშირები ევროკავშირის ხელმძღვანელ სტრუქტურებთან, უწინარესად, ევროკავშირთან “ასოცირების შეთანხმების ბაზაზე”. ევროკავშირთან კონტაქტები გამყარდება, აგრეთვე, “უსაფრთხოების საკითხებზეც”.

ევროკავშირზე ორიენტაცია საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის სუვერენული არჩევანია “და ვერც ერთი სახელმწიფო ვერ შეძლებს ევროკავშირისკენ ჩვენი მოძრაობის ცვლილებას”, _ აღნიშნა ზალკანიანმა. პრეზენტაციას ამ ახალი რეგიონული ინიციატივისა, რომელიც აშკარად მიმართულია რუსეთის წინააღმდეგ, უძღვოდა “სამეულის” წევრი ქვეყნების კონტაქტების გააქტიურება. მოლდოვის ხელისუფლების სათავეში პროდასავლური მაია სანდუს მოსვლის შემდეგ კიშინიოვმა და კიევმა ურთიერთობის გადატვირთვა გამოაცხადეს. მაია სანდუს პირველი ვიზიტი უკრაინაში ჰქონდა ვლადიმერ ზელენსკისთან _ საუბარი შეეხო ორი ქვეყნის სტრატეგიულ თანამშრომლობას. აპრილში კი საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შესთავაზა სანდუს, “დაეწყოთ მუშაობა ევროპაში ინტეგრაციის ერთობლივი მიზნების მისაღწევად”.

“ასოცირებული ტრიოს” შესახებ მემორანდუმზე ხელმოწერის შემდეგ მოლდოვის მთავრობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა, ისევე, როგორც უკრაინა და საქართველო, დაინტერესებულია, განახორციელოს “აღმოსავლური პარტნიორობის” ამბიციური მიზნები.

რისთვის სჭირდება დასავლეთს “ასოცირებული ტრიო”

პროექტიაღმოსავლეთის პარტნიორმაევროკავშირის 2004 წლის ინიციატივაა და გულისხმობს საინტეგრაციო კავშირების განმტკიცებას ევროკავშირსა და ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებს შორის, კერძოდ, ბელარუსთან, უკრაინასთან, მოლდოვასა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან _ იმ ტერიტორიებთან, რომლებზეც გასული საუკუნის ბოლოდან არ წყდება ანტირუსული სარტყლის შექმნის მცდელობა.

ნიშანდობლივია, რომ “ასოცირებული ტრიოს” მიზნები, პარაქტიკულად, სიტყვასიტყვით ემთხვევა ევროკავშირის მოხსენების თეზისებს რუსეთის მიმართ დამოკიდებულების 5 პრინციპზე. პირველი პრინციპია რუსული საფრთხის შეკავება”. დოკუმენტის ავტორების ჩანაფიქრის მიხედვით, ევროკავშირმა ნატოსთან ერთად უნდა დაუჭიროს მხარი სტაბილურობას “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ქვეყნებში და წნეხში მოაქციოს მოსკოვი “ოკუპირებული ტერიტორიების” დაბრუნების მიზნით. მეორე პრინციპი _ ეს არის “ევროკავშირსა და “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ქვეყნების საშინაო საქმეებში რუსეთის ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლა. აქ აღნიშნულია უსაფრთხოების ხელშეკრულების გაფორმება რეგიონის იმ ქვეყნებთან, რომლებმაც ხელი მოაწერეს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას. ეს ქვეყნები კი არიან ისევ უკრაინა, საქართველო და მოლდოვა, რომლებმაც ასოცირების ხელშეკრულებას 2014 წელს მოაწერეს ხელი.

ევროკავშირის მიერ რუსეთთან ურთიერთობის გამოცხადებული 5 პრინციპის გარდა, აუცილებლად უნდა აღინიშნოს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა _ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენისა, და მისი მოადგილის, ვიქტორია ნულანდის, ვიზიტი კიევში მაისის დასაწყისში. ექსპერტთა შეფასებით, სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელთა კიევში ვიზიტი, რომლის მიმდინარეობისას ბლინკენი შეხვდა პრეზიდენტ ზელენსკის და საგარეო საქმეთა მინისტრ კულებას, სავარაუდოდ, შეეხებოდა უკრაინის მიერ საგარეოპოლიტიკური კურსის გამომუშავებას.

“თუ დაუშვებთ, რომ “ტრიო” შექმნილია ამერიკის შეერთებული შტატების მიერ, მაშინ უნდა ველოდოთ, რომ აშშ კონცენტრირებულად დაეხმარება ამ საერთაშორისო გაერთიანებას (უკვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID-ი საქართველოს 67 მლნ დოლარის ოდენობის გრანტს გამოუყოფს _ გ.გ.)”, _ ამბობს პოლიტიკის უკრაინული ინსტიტუტის ხელმძღვანელი რუსლან ბორტიკი. ამასთანავე, ბორტნიკმა ახალი გაერთიანება შეადარა სხვა პროდასავლურ პროექტს _ “დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია სუუამს (საქართველო, უკრაინა, უზბეკეთი, აზერბაიჯანი, მოლდოვა). 1999 წელს ნატოს საიუბილეო სამიტზე ვაშინგტონში სუუამის სახელმწიფოების მეთაურებმა მიიღეს დეკლარაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის შესახებ. პროექტი აქტუალური იყო 2000-იანი და 2010-იანი წლების შუაში, შემდეგ მის მიმართ ინტერესი მინელდა. ჯერ ორგანიზაციის აბრევიატურიდან ამოვარდა ერთი “უ” _ გავიდა უზბეკეთი. აღსანიშნავია, რომ უკრაინისა და მოლდოვის იმჟამინდელი პრეზიდენტები: ვიქტორ იანუკოვიჩი და ვლადიმერ ვორონინი მრავალვექტორიან პოლიტიკას უჭერდნენ მხარს. ითვლება, რომ სუამის როლის დაკნინებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მოლდოვის პრეზიდენტის, იგორ დოდანის, კატეგორიულმა უარმა რესპუბლიკის ანტირუსულ კოალიციაში ჩათრევის შესახებ და მიხეილ სააკაშვილის წასვლამ საქართველოს პრეზიდენტის პოსტიდან.

როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, კიშინიოვში ხელისუფლების შეცვლას მორიგი “დემოკრატიის ბლოკის” შექმნა მოჰყვება. სუამის მსგავსი ბლოკის შექმნაზე ჯერ კიდევ მარტში ალაპარაკდნენ. რაც შეეხება ევროკავშირში ინტეგრაციის რეალურ გეგმებს, საქართველოს დიპლომატიური აკადემიის ყოფილი ხელმძღვანელის _ სოსო ცინცაძის თქმით, “ქართველი პოლიტიკოსები უნდა დაფიქრდნენ, დაეხმარება თუ არა მოლდოვასა და საქართველოს უკრაინასთან “მიბმა” ევროინტეგრაციაში, ან პირიქით _ დაამუხრუჭებს თუ არა ამ პროცეს”.

“ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა ჩვენ მაშინ მივიღეთ, “როცა უკრაინისგან ცალკე განგვიხილავდნენ”, და შეგახსენებთ, ჩვენ მას ძალიან გავუსწარით ამ საკითხში, _ განმარტა სოსო ცინცაძემ, _ ახლა კი მიბმამ უკრაინაზე შეიძლება ხელი შეგვიშალოს. საკმარისია, ითქვას, რომ ნატოში საქართველოს ინტეგრაციაზე რუსეთს ისეთი რეაქცია არ ექნება, როგორიც ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში უკრაინის შესვლაზე. ამასთანავე, მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს, პრეზიდენტი სანდუ იმედოვნებს, უკრაინასა და საქართველოსთან ერთად ახალშექმნილი ფორმატი მას დამატებით ქულებს მოუტანს, მაგრამ ეს გადაწყვეტილება საკმაოდ საეჭვოა, რადგან, თუ მოლდოვაში ევროპის მომხრეები ვერ გაიმარჯვებენ, კიევში ხელმოწერილი დოკუმენტები ფიქცია ხდება: ნებისმიერ შემთხვევაში “ასოცირებული ტრიო” საქართველოსთვის სარგებელს ვერ მოიტანს”.

ასოცირების ტრიოზუსტად შეესაბამება ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკურ დღის წესრიგს სამხრეთაღმოსავლეთ ევროპაში. მოლდოვა, როგორც მეზობელი პოსტსაბჭოთა სახელმწიფოები, წარმოადგენს იმ ღერძს, რომელსაც დასავლეთი ინსტრუმენტად იყენებს რუსეთთან დაპირისპირებაში”, _ განაცხადა მოლდოვის საზოგადოებრივი საბჭოს, “თავისუფალი სამშობლოსთვისხელმძღვანელმა იგორ ტულიანცევმა.

უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის “სამმაგი კავშირი” მნიშვნელოვანი სიდიდისა და გავლენის არ არის და ამ ქვეყნების ევროინტეგრაციის პერსპექტივაზე საუბრის სერიოზულ საფუძველს არ იძლევა, მაგრამ აშშ და ნატო პოსტსაბჭოთა ტრიოს რუსეთზე ზემოქმედების ინსტრუმენტად გამოიყენებენ. რთული მისახვედრი არ არის, რას მოუტონს ამ ქვეყნებს რუსეთთან დაპირისპირების ინსტრუმენტად ყოფნა.

vz.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

P.S. რა მოაქვს დასავლეთისადმი უსიტყვო მორჩილებას და მისი მითითებით ზესახელმწიფოსთან დაპირისპირებას საქართველოსთვის, გვაჩვენა 2008 წლის აგვისტოს ომმა, როდესაც შეურაცხადმა სააკაშვილმა დასავლეთის წაქეზებით წამოიწყო .. სამშვიდობო ოპერაცია ცხინვალში და შედეგად საქართველომ ცხინვალის რეგიონიც დაკარგა და აფხაზეთთან ერთად კოდორის ხეობა და ახალგორის რაიონი. სწორედ ასეთიდაპირისპირებისთვისსჭირდებათ ჩვენსსტრატეგიულ მეგობრებსსაქართველო, რათა ჩვენმა ქვეყანამ, ამერიკელი გენერლის თქმით, “უკანასკნელ ჯარისკაცამდეიბრძოლოს რუსეთთან დასავლეთის ინტერესების დასაცავად.

..

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here