Home რუბრიკები საზოგადოება “რეალიდან” “ბარსელონამდე” _ უძლიერესი კლუბები ფეხბურთის ისტორიაში

“რეალიდან” “ბარსელონამდე” _ უძლიერესი კლუბები ფეხბურთის ისტორიაში

922
რეალ-მადრიდი

30 აგვისტოს ევროპის ყველაზე პრესტიჟული საფეხბურთო ტურნირის, უეფას ჩემპიონთა ლიგის (1992 წლამდე _ ევროპის ჩემპიონთა თასი) 2018-2019 წლების ჯგუფური ეტაპის გათამაშების მონაკოში გამართულმა კენჭისყრამ ევროპის 32 უძლიერესი საფეხბურთო კლუბი 8 ჯგუფში გაანაწილა და ახლა ფეხბურთის მოყვარულები მოუთმენლად ელიან მსოფლიოს წამყვანი გუნდების დაპირისპირებას. 1955-1956 წლების სეზონიდან დღემდე უეფას ამ პრესტიჟულ ტურნირში გაიმარჯვა 22-მა გუნდმა, მათგან 12-მა რამდენჯერმე მოიპოვა ჩემპიონობა. გთავაზობთ საუკეთესო შედეგების მქონე კლუბების ჩამონათვალს.

რეალი” (მადრიდი) _ 13 ტიტული

მადრიდელებმა უეფას ამ ტურნირით პირველ 5 გათამაშებაში (1956-1960 წლები) იზეიმეს გამარჯვება. მსგავსი რამ ფეხბურთის ისტორიაში არასოდეს მომხდარა. იმ პერიოდში “სამეფო კლუბის” რიგებში ბრწყინავდნენ დი სტეფანო და ფერენც პუშკაში. ცნობილი ინგლისელი ფორვარდი ჯიმი გრივზი “რეალსა” და “აინტმახტს” შორის 1960 წლის ჩემპიონთა თასის საფინალო მატჩზე გუნდის წევრების დასწრებას ასე იხსენებს: “ჩვენ პირდაღებული ვისხედით. თითოეულ ჩვენგანს ესმოდა, რომ ასეთი თამაშისთვის ჯერ მზად არ ვიყავით, “რეალს” რამდენიმე წლით ჩამოვრჩებოდით”.

მეექვსე ტიტული “რეალმა” 1966 წელს მოიპოვა, შემდეგ კი მხოლოდ 32 წლის შემდეგ გაიბრწყინა. 1998, 2000, 2002 წლებში “რეალმა”, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ რაული, რობერტო კარლოსი, ზინედინ ზიდანი, რონალდო, ფერნანდო იერო, ბექჰემი და სხვ, 3-ჯერ მოიპოვა ჩემპიონთა ლიგის თასი. 2014-2017 წლებში “რეალმა”, ზინედინ ზიდანის ხელმძღვანელობით, ზედიზედ სამჯერ გაიმარჯვა ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში. ამ გამარჯვებების სულისჩამდგმელები იყვნენ: სერხიო რამოსი, მარსელო, ტონი კროოსი, გარეტ ბეილი, ქარიმ ბენზემა, ლუკა მოდრიჩი და, რა თქმა უნდა, კრიშტიანუ რონალდუ (ამჟამად ტურინის “იუვენტუსის” ფეხბურთელი).

ბენფიკა” (ლისაბონი) _ 2 ტიტული

1961 წელს მადრიდის “რეალი” “ტახტიდან ჩამოაგდო” ლისაბონის “ბენფიკამ”, რომელსაც ხელმძღვანელობდა სახელგანთქმული უნგრელი მწვრთნელი ბელა გუტმანი. პორტუგალიურ კლუბში კი ბრწყინავდნენ ეუსებიუ, მარიუ კოლუნა, ზოჟე აუგუშტუ და სხვები. 1962 წელს ევროპის ჩემპიონთა თასის მეორედ მოგების შემდეგ ბელა გუტმანმა, რომელსაც კლუბის ხელმძღვანელობამ უარი განუცხადა ხელფასის მომატებაზე, დაწყევლა “ბენფიკა”, რომ 100 წლის განმავლობაში ვერ გაემარჯვა უეფას ამ პრესტიჟულ ტურნირზე. ამის შემდეგ “ბენფიკა” ევროპული ტურნირების 8 ფინალში დამარცხდა. გუტმანის წყევლიდან 56 წელი გავიდა, დარჩა _ 44…

ინტერი” (მილანი) _ 3 ტიტული

1962-1967 წლების მილანის “ინტერნაციონალე” (“ინტერი”), რომელსაც ცნობილი მწვრთნელი ელენიო ერერა ხელმძღვანელობა, თანამედროვე იტალიური საფეხბურთო სტილის ფუძემდებელია, სწორედ ელენიო ერერას მიიჩნევენ “კატენაჩოს” (საფეხბურთო ტაქტიკური სქემა დაცვასა და ტაქტიკურ ჯარიმებზე აქცენტით) შემქმნელად, რომელსაც ის “ინტერში” იყენებდა. “ინტერმა”, რომლის ღირსებასაც იცავდნენ ჯიაცინტო ფაკეტი, სანდრო მაცოლა და სხვები, 1964-65 წლებში ორჯერ მოიპოვა უეფას ჩემპიონთა თასი: ჯერ მადრიდის “რეალი” დაამარცხა, შემდეგ _ ლისაბონის “ბენფიკა”.

2010 წელს კი იტალიურმა კლუბმა დიეგო მილიტოს ორი გოლის წყალობით ფინალში მიუნხენის “ბაიერნს” სძლია. იმ პერიოდში “ინტერის” მწვრთნელი იყო პორტუგალიელი ჟოზე მოურინიო.

აიაქსი” (ამსტერდამი) _ 4 ტიტული

შეუძლებელია, არ აღინიშნოს “ტოტალური ფეხბურთის” გავლენა გუშინდელ, დღევანდელ და ხვალინდელ ფეხბურთზე. სანაკრებო დონეზე ტოტალურ ფეხბურთს განასახიერებდა ჰოლანდია, საკლუბო დონეზე _ “აიაქსი”, დღეს ასე პოპულარული განლაგება 4-3-3-ს სწორედ მწვრთნელ რინუს მიხელსის “აიაქსმა” ჩაუყარა საფუძველი. ფეხით კარგად მოთამაშე მეკარე, უნივერსალური ჰავბეკი ბოქს-თუ-ბოქსი (ცენტრალური ნახევრადმცველი, რომელიც დიდ როლს თამაშობს როგორც თავისი კარის დაცვაში, ისე გუნდის შეტევის განვითარებაში), პერიმეტრზე მოძრავი ფორვარდი _ ეს ყველაფერი გაჩნდა “აიაქსთან” ერთად, რომელშიც თამაშობდნენ იოჰან კროიფი, იოჰან ნეესკენსი, რუუდ კროლი და სხვები. ამ ბრწყინვალე გუნდმა 1971, 1972, 1973 წლებში 3-ჯერ მოიპოვა ევროპის უძლიერესი გუნდის ტიტული, 1995 წელს კი ლუი ვან გალის ხელმძღვანელობით _ მეოთხედ.

ბაიერნი” (მიუნხენი) _ 5 ტიტული

1974-76 წლების სახელგანთქმული “ბაიერნი”, რომელმაც ზედიზედ სამჯერ (1974-75-76 წლებში) მოიგო ევროპის ჩემპიონთა თასი, შექმნა გერმანელმა მწვრთნელმა უდო ლატეკმა. გუნდში თამაშობდნენ მსოფლიოს ვარსკვლავები: ზეპ მაიერი, ფრანც ბეკენბაუერი, კარლ-ჰაინც რუმენიგე, გერდ მიულერი, ული ჰიონესი და სხვები. ჩემპიონთა ლიგის გამარჯვების კიდევ ორი ტიტული კი ბავარიულმა კლუბმა 2001 და 2013 წლებში მოიპოვა.

ლივერპული” (ლივერპული) _ 5 ტიტული

ლივერპულელები მე-6 ტიტულთან ახლოს იყვნენ ამა წლის გაზაფხულზე _ 2016-17 წლების გათამაშებაში, მაგრამ დამარცხდნენ მადრიდის “რეალთან” _ 1:3.

1947, 1978, 1981 წლებში კი მწვრთნელ ბობ პეისლის მიერ შექმნილმა გუნდმა, რომლის ღირსებასაც იცავდნენ რეი კლემენსი, რეი კენედი, კენი დალგლიში, ტერი მაკდერმოტი და სხვები, სამჯერ მოიპოვა ევროპის უძლიერესი გუნდის ტიტული, შემდეგ კი “ლივერპულმა” ეს მიღწევა 1984 და 2005 წლებში გაიმეორა.

მანჩესტერ იუნაიტედი” _ 3 ტიტული

1958 წლის 6 თებერვალს თვითმფრინავმა, რომლითაც “მანჩესტერ იუნაიტედი” ბელგრადიდან ინგლისში ბრუნდებოდა, მიუნხენში კატასტროფა განიცადა. დაიღუპა 8 ფეხბურთელი და სხვა 15 მგზავრი, მათ შორის, სამწვრთნელო შტაბის წევრები, გადარჩა მთავარი მწვრთნელი მატ ბასბი, რომელმაც ასევე გადარჩენილ კაპიტან ბობი ჩარლტონთან ერთად ახალი გუნდი შექმნა. ამ გუნდმა, რომელშიც ბრწყინავდა ჯორჯ ბესტი, 1968 წელს მოიპოვა ევროპის უძლიერესი გუნდის ტიტული.

მოგვიანებით კი ალექს ფერგიუსონის მიერ შექმნილმა გუნდმა, რომლის ღირსებასაც იცავდნენ პეტერ შმეიხელი, რაიან გიგზი, დევიდ ბექჰემი, პოლ სქოულზი, კრიშტიანუ რონალდუ და სხვები, ორჯერ (1999 და 2008 წელს) მოიპოვა ჩემპიონთა ლიგის თასი.

იუვენტუსი” (ტურინი) _ 2 ტიტული

1985 წლის ფორმაციის “იუვენტუსში”, რომელიც შექმნა ჯოვანი ტრაპატანიმ, თამაშობდნენ მსოფლიოს 1981 წლის ჩემპიონები: ანტონიო კაბრინი, გაეტანო შირეა, მარკო ტრადელი, პაოლო როსი, აგრეთვე, ფრანგი მიშელ პლატონი და პოლონელი ზბიგნევ ბონეკი. 1995-1998 წლების “იუვენტუსი” კი შექმნა მარჩელო ლიპიმ.

1996 წელს, როცა მეორედ მოიპოვა ევროპის უძლიერესი გუნდის ტიტული, “იუვენტუსის” ღირსებას იცავდნენ: დიდიე დეშამი, ანტონიო კონტე, ალესანდრო დელ პიერო და სხვები.

მილანი” (მილანი) _ 7 ტიტული

1989-1994 წლებში “მილანმა” სამჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, 4-ჯერ _ იტალიის ჩემპიონატი. იტალიურ-ჰოლანდიური შენადნობი (ბარეზი, მალდინი, რაიკაარდი, გულიტი, ვან ბასტენი), არიგო საკის ხელმძღვანელობით, იმხანად ყველაზე ძლიერი აღმოჩნდა. მანამდე კი “მილანმა” 1963 და 1969 წლებში მოიპოვა ევროპის უძლიერესი გუნდის ტიტული, შემდეგ კი _ 2003 და 2007 წლებში. ამ ფორმაციას “მილანში” პაოლო მალდინის, ჯენარო გტუზოს, ანდრეა პირლოს, ფილიპო ინძაგისა, ანდრეი შევჩენკოსა და სხვათა გვერდით კახა კალაძეც გამოდიოდა.

ბარსელონა” (ბარსელონა) _ 5 ტიტული

ევროპის ჩემპიონთა თასი “ბარსელონამ” პირველად 1992 წელს მოიგო, იოჰან კროიფის ხელმძღვანელობით. შემდეგი ტიტული 2006 წელს მოიპოვა. 2008 წელს გუნდში მივიდა ხოსეპ გვარდილა, რომელმაც შექმნა ე.წ. ტიკი-ტაკა და მოიგო ყველაფერი, რისი მოგებაც კი შეიძლებოდა. ამ გუნდში თითქმის ყველა ფეხბურთელი მსოფლიო დონის იყო: რონალდინიო, ჩავი, ინიესტა, ბუსკეტსი, ანრი, ეტო’ო, პიკე, პუიოლი, მესი და სხვ. “ბარსელონამ” ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულის ბოლო ტიტული 2015 წელს მოიპოვა.

P.S. 30 აგვისტოს უეფას ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრასთან ერთად გაიმართა ევროპის საუკეთესო მეკარის, მცველის, ნახევარმცველისა და თავდამსხმელისა და საუკეთესო ფეხბურთელის დაჯილდოების ცერემონია. ქართველი ფეხბურთელი გურამ კაშია კი, რომელიც ახლა აშშის საფეხბურთო კლუბსან ხოსე ერტკვეიკსისღირსებას იცავს, ისედაც დაკნინებული ქართული ფეხბურთის სამარცხვინოდ უეფამ არა სპორტული მიღწევებისთვის, არამედ ლგბტთა მხარდაჭერისთვის დააჯილდოვა. 2017 წელს ჰოლანდიისვიტესისშემადგენლობაში თამაშისას კაშიამ ლგბტთა მხარდასაჭერად ცისარტყელას ფერებიანი სამკლავური გაიკეთა, რის გამოც ქართველი საზოგადოების დიდი ნაწილის გულისწყრომა გამოიწვია. სამაგიეროდ, კაშიას მხარი დაუჭირეს .. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, აგრეთვე, თბილისის მერმა კახა კალაძემ

სახელოვანი ქართველი ფეხბურთელების _ მურთაზ ხურცილავას, რევაზ ძოძუაშვილის, ვლადიმერ ბარქაიასა და მანუჩარ მაჩაიძის აზრით კი, კაშიას საქციელი დასაგმობია და ლგბტ ადგილი ქართულ ფეხბურთში არ უნდა იყოს.

ნიკა კორინთელი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here