ბლოგერი ჯენი ბურჯანაძე სოციალურ ქსელში აკრიტიკებს იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც ვერ გაურკვევიათ რით დაკავდნენ და რაზე ნერვიულობას დაუთმონ დრო, რომლებიც ვერ აცნობიერებენ, რა სჭირს მათ სამშობლოს და მეტიც საერთოდ არ აინტერესებთ სამშობლოს მომავალი. მათი აზროვნება კონცენტრირებულია პრიმიტიულ საკითხებზე ფიქრზე. მაგალითად, როგორიცაა სერიალები, მათ სიჭარბეს კი ნამდვილად ვეღარ ავუდივართ, უცხოური სერიალები ქართული სატელევიზიო სივრცის მოუშორებელი სენია.
„გუშინ მეზობელთან შევედი და ასეთი სურათის მოწმე გავხდი: 50 წლის მანდილოსანი სავარძელში იჯდა და ცხარე ცრემლებით ტიროდა. ლამის ჩავიკეცე, მერე აკანკალებული ხმით ვკითხე: რა დაგემართამეთქი? თურმე, ნუ იტყვით და… რომელიღაც თურქული სერიალის გმირის სიკვდილს გლოვობდა.
შინ დაბრუნებულმა თეთრად გავათენე ღამე, ვიწექი და სევდა არ მასვენებდა, საქართველოს ყოფნა არ ყოფნის სევდა… რა გადაარჩენს ქართველ ერს, როცა ადამიანებმა არ იციან, რაზე იტირონ, თუ იცინონ…. მეტიც, ვერ აცნობიერებენ, რა სჭირს მათ სამშობლოს. აქედან გამომდინარე, რაზე ან რომელი ერის გამრავლებაზე შეიძლება საუბარი?! ან რა გაგვამრავლებს მაშინ, როცა ქართველი მანდილოსნების დიდი ნაწილი ფსიქიკურადაა დაავადებული, ხოლო ახალგაზრდობის გარკვეული რაოდენობა კი არატრადიციული სექსითაა დაკავებული, რაც, სხვა თუ არაფერი, უძიმესი სენი და დიდი ცოდვაა“. – წერს ბურჯანაძე სოციალურ ქსელში.