Home რუბრიკები საზოგადოება რაც გვინახავს, იმას ვნახავთ!

რაც გვინახავს, იმას ვნახავთ!

1225
მამუკა ბახტაძე

ასეთია ჩემი, როგორც საქართველოს ერთერთი მოქალაქის აზრი ნატოს გენერალური მდივნის თბილისში ერთდღიან ვიზიტზე: ვიყავით და კვლავაც ვრჩებით დაპირებების იმედად. აქამდე რაც გვინახავს, იგივე პერსპექტივა გველოდება. ახალი _ არაფერი!

70 წელიწადია, რაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსი არსებობს. 70 წლის განმავლობაში რამდენი ბოროტება ჩაიდინა ამ სამხედრო-აგრესიულმა ბლოკმა,  ჩამოთვლაც კი გაგვიჭირდება.

ყველას ვურჩევ, რეგულარულად წაიკითხოს საქართველოში გამორჩეული, ინტელექტუალურ-ანალიტიკური გაზეთი “საქართველო და მსოფლიო”, რომელიც დღიდან დაარსებისა, 2009 წლის თებერვლიდან, აქვეყნებს ნატოს “გმირულ” საქმეთა შესახებ ანალიტიკურ მასალებს. ამ მხრივ დიდ ინტერესს იწვევს გაზეთის 2016 წლის 37 ნომრიდან 46 ნომრის ჩათვლით გამოქვეყნებული ვრცელი ნარკვევი სახელწოდებით _ “ნატოს საიდუმლო არმიები”, რომლის ავტორია ცნობილი პუბლიცისტი დანიელ განსერი.

ჩვენ ვნახეთ, 1999 წლის გაზაფხულზე ნატოს ავიაციამ ჯოჯოხეთური ხანძარი რომ გაუჩინა მაშინდელ იუგოსლავიას: აღდგომის დღესასწაულზე ბელგრადს თავზე დააყარეს ბომბები ცინიკური წარწერით “გილოცავთ აღდგომას”.

ბელგრადი, 1999 წელი
ბელგრადი, 1999 წელი

ნატოს ავიაციამ შავი კვამლით დაფარა არა მხოლოდ იუგოსლავია, არამედ მეზობელი ქვეყნებიც. იუგოსლავიის პრეზიდენტი მილოშევიჩი მოკლეს იმისათვის, რომ თავგამოდებით იბრძოდა ისტორიულად კუთვნილი კოსოვოს შესანარჩუნებლად. ამერიკამ იარაღად გამოიყენა ნატოს ძალები, წაჰგლიჯა იუგოსლავიას კოსოვო, გამოაცხადა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ  და მის ტერიტორიაზე ააგო ევროპაში უდიდესი სამხედრო ბაზა, 7200 სამხედრო მოსამსახურით. აშშ-ის მიერ ნატოს ავიაცია გამოყენებულ იქნა ლიბიისა და ერაყის წინააღმდეგაც; დაამხო ამერიკისთვის არასასურველი კადაფისა და სადამ ჰუსეინის მთავრობები; დაეპატრონა ამ ქვეყნების სიმდიდრეს, დასვა მისთვის სასურველი ხელისუფლება.

საქართველოს უბედურებაა, რომ თითქმის მეოთხედი საუკუნე ქვეყნის ხელისუფალნი და მათ მიერ გაბრიყვებული ქართველები თავდავიწყებით ეთაყვანებიან ნატოს და მასთან ჩახუტებაზე ოცნებობენ. არადა, ნატოში გაერთიანება ქართული გეოსივრცისთვის, რომელიც სამხრეთ კავკასიაში ნატოს მოწინააღმდეგე ქვეყნების _ რუსეთის, სომხეთის, აზერბაიჯანისა და ირანის სამეზობლო გარემოცვაშია, ობიექტურად საზიანოა.

ნატო შეუთავსებელია საქართველოსთვის თუნდაც იმიტომ, რომ მას 700-კილომეტრიანი საერთო სამეზობლო საზღვარი აქვს ზესახელმწიფო რუსეთთან, რომელიც ნატოს გამოჩენას მის საზღვრებთან კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

ნატოზე შეყვარებულო გზააბნეულო ხელისუფალნო, შვილებო, შეეშვით ნატოს, იწამეთ მისი უწმინდესობის _ ილია მეორის რჩევა, რომელიც ჯერ კიდევ 2001 წლის სააღდგომო ეპისტოლეში თქვა: “ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ყველაზე უკეთესი პოზიცია ნეიტრალიტეტია”.

მე, 90-ე წელში გადაბიჯებული ისტორიკოსი, მოგიწოდებთ:

არა _ ნატოს, კი _ სამხედრო ნეიტრალიტეტის ფინურ ვარიანტს!

დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა და კეთილმეზობლობა რუსეთთან არის გზა საქართველოს გამთლიანებისკენ!

ბატონებო, ნატოში არავინ მიგვიღებს, უსირცხვილოდ გვატყუებენ, _ ნატოს კარი ღიააო. იენს სტოლტენბერგმაც იგივე გაგვიმეორა. რაც დღემდე გვინახავს,  იმასვე ვნახავთ ხვალ!

გივი გურეშიძე,

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ქუთაისი

1 COMMENT

  1. რაც გვინახვს ამ ბოლო 30 წლის განმავლობაში,–უარესს ვნახავთ თუ ნატო შემოვა საქარტველოში!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here