Home სხვადასხვა დაიჯესტი პედოფილს, რომელმაც 15 ბავშვი გახრწნა, “ჰორმონული ფონის” გამო გაათავისუფლებენ

პედოფილს, რომელმაც 15 ბავშვი გახრწნა, “ჰორმონული ფონის” გამო გაათავისუფლებენ

721
პედოფილს, რომელმაც 15 ბავშვი გახრწნა, “ჰორმონული ფონის” გამო გაათავისუფლებენ

ყოფილ ამერიკელ სტუდენტს, ჯოზეფ მეთიუ სმითს, მისჯილი ჰქონდა ხანგრძლივი ვადით პატიმრობა ბავშვების მიმართ სექსქუალური დანაშაულის ჩადენის გამო, მაგრამ წლევანდელ იანვარში აიოვას შტატის პროკურატურის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მიიღეს გადაწყვეტილება სასჯელის მოხდისგან მისი გათავისუფლების შესახებ. მას შემდეგ, რაც ეს გამხრწნელიქალად იქცა”, ანუ შეიცვალაჰორმონული ფონი”, იგი საზოგადოებრივად საშიში აღარ არის, _ აი ამ არგუმენტით ათავისუფლებენ მას.

საერთო ჯამში, პედოფილმა 1-დან 13 წლამდე ბავშვების მიმართ 15 დანაშაული ჩაიდინა. ციხეში ყოფნისას სმითმა განაცხადა, რომ გადაწყვიტა სქესის შეცვლა, ამ მიზნით ბოლო ორი წლის განმავლობაში შესაბამის თერაპიას გადიოდა.

სმიტმა განაცხადა, რომ 2017 წლიდან ტრანსგენდერია. ამჟამად მას, სასამართლოს საბუთების მიხედვით, ჰქვია ჯოზი, _ იუწყება Des Moines Register-ი, 2019 წლის ნოემბრიდან მას სქესის შესაცვლელი ოპერაციისთვის ამზადებდნენ.

სახელდობრ, როდის გაათავისუფლებენ ყოფილ ჯოზეფ სმიტს, აიოვას შტატის სასჯელაღსრულების დეპარტამენტში ვერ ამბობენ. იგი ამჟამად სამკურნალო დაწესებულებაში გადის “გარდამავალი პერიოდის” ადაპტაციას.

“ნებისმიერი შიში უსაფუძვლოა. ჯოზეფ სმიტი კვლავაც მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ იქნება, როგორც ყველა დამნაშავე, რომლებსაც ჩადენილი აქვთ სექსუალური ხასიათის დანაშაული. პოლიცია მას სიცოცხლის ბოლომდე უთვალთვალებს”, _ განუცხადა ჟურნალისტებს დეპარტამენტის პრესმდივანმა ლინ ჰიქსმა, რომელიც ასე შეეცადა ამ გადაწყვეტილებით აღშფოთებული საზოგადოებრიობის დაშოშმინებას.

მოვლენის ასეთ განვითარებას კატეგორიულად არ ეთანხმება შტატის ექსპერტი, დოქტორი ჯეფრი დევისონი. მისი წინასწარი დასკვნის მიხედვით, გათავისუფლების შემდეგ სმიტის მიერ მსგავსი დანაშაულის ჩადენის ალბათობა 20 პროცენტზე მეტია, რადგან მის მიერ გახრწნილი ბავშვები ორივე სქესის არასრულწლოვანები იყვნენ. დევისონის აზრით, სმითი დიდი ხნით უნდა გამოამწყვდიონ სექსუალურ დამნაშავეთა სპეცდაწესებულებაში.

1 COMMENT

  1. აქაური პედოფილებიც დაასაჭურისეთ და ისე გაუშვით უცხოეთში ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here