Home სხვადასხვა დაიჯესტი პედაგოგი ქალი 15 წლის მოსწავლის გაუპატიურებისთვის დააპატიმრეს

პედაგოგი ქალი 15 წლის მოსწავლის გაუპატიურებისთვის დააპატიმრეს

330
პედაგოგი ქალი 15 წლის მოსწავლის გაუპატიურებისთვის დააპატიმრეს

მსჯავრდებული განაჩენს არ დაეთანხმა და აპელაცია შეიტანა.

გისოსებს მიღმა აღმოჩნდა 29 წლის ლინდსი ჯარვისი. უფროსი კლასების მასწავლებელი გაასამართლეს 15 წლის მოსწავლე გოგონასთან სექსუალური კავშირის ბრალდებით.

ჯარვისი ცდილობს, დაამტკიცოს, რომ ყველაფერი ურთიერთთანხმობით მოხდა და მას მოსწავლესთან (სახელი არ საჯაროვდება) რომანტიკული ურთიერთობა აკავშირებდა. რაც, მისი აზრით, დასტურდება ქალსა და გოგონას შორის მიმოწერით, რომელიც თვეების განმავლობაში გრძელდებოდა.

Daily Star წერს, რომ დამნაშავე ითხოვს პირობით ვადამდელ გათავისუფლებას და მისი სახელის ამოღებას სექსუალური დამნაშავეების სიიდან.

ლინდსი ჯარვისი გათხოვილია. ქმარი ენდრიუ მას იცავდა სასამართლო სხდომების დროს. მეტიც, მას თავად მიჰყავდა მოსწავლე მათ ბინაში “რომანტიკულ შეხვედრებზე”. თვითონ ენდრიუ ამ შეხვედრებში არ მონაწილეობდა. იგი დღესაც თავგამოდებით იცავს ცოლს.

გოგონა პოლიციაში დაჰკითხეს. მან ყველაფერი აღიარა და განაცხადა, რომ თავის მასწავლებელთან სუფთა გრძნობა აკავშირებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here