მაკრონის კანცელარიაში განაცხადეს, რომ ნორმანდიის ფორმატში მონაწილე სახელმწიფოთა ლიდერების სამიტის გამართვა, რომელშიც გაერთიანებულია რუსეთი, უკრაინა, საფრანგეთი და გერმანია, დაგეგმილია პარიზში 2019 წლის 9 დეკემბრისთვის, _ იუწყება Bloomberg–ი.
შეხვედრის დრო და ადგილი მოგვიანებით კრემლშიც დაადასტურეს, რასაც წინ უძღოდა მაკრონისა და პუტინის სატელეფონო საუბარი. ორივე პრეზიდენტმა მიიჩნია, რომ შეხვედრამ ხელი უნდა შეუწყოს მინსკის შეთანხმებების რეალურად შესრულებას და რომ კიევმა აუცილებლად უნდა შეასრულოს შიდაუკრაინული დარეგულირების პოლიტიკური ასპექტები, რომლის ვალდებულებაც აღებული აქვს. პირველ რიგში, ძალაში უნდა შევიდეს კანონი დონბასის გამორჩეული სტატუსის შესახებ.