ბლოგერმა ჯენი ბურჯანაძემ სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც შეეხო „ლგბტ“ საზოგადოების სახელობის სკვერის გახსნის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს.
„90_იან წლებში პავლოვის ქუჩაზე, ე.წ. ჩეკების მაღაზიის წინ, ინფექციური საავადმყოფოს მესერებიან ღობესთან, რუსეთიდან ჩამოსული ქალები სხეულით ვაჭრობდნენ. სწორედ იქ იდგა ერთადერთი ქართველი, თბილისელი, მუდამ თმადავარცხნილი ,.სუფთად ჩაცაცმული “ცისფერი” ნოდარი. გამთენიისას ბიჭი, რატომღაც,”ჩეკების” მაღაზიის კორპუსთან გადმოინაცვლებდა ხოლმე და ქალის სასიამოვნო ხმით იძახდა: “მოვედი, ჩამოდი, კაცო, ნუ მალოდინებ ამდენხანს, ქეთინო ვარ, ქეთინო!”
აღნიშნულ კორპუსში, მოგეხსენებათ, სამედიცინო ელიტის წარმომადგენლები ცხოვრობენ. ასე რომ, სახლის მობინადრეებს არაფერი ჰქონდათ საერთო ნოდართან….
91-92 წლებში ნოდარი მოვისაკლისეთ…. მერე ერთმა თქვა, მოკვდავო.
93 წლის ზაფხულში ბათუმში გადავაწყდი. საპარიკმახეროში იჯდა და ფრჩხილებს იწესრიგებდა. დაველოდე. შენობიდან, რომ გამოვედით, ვკითხე ,,მიცანი_მეთქი!
კიო, გაეღიმა მერე კი მორიდებით მითხრა: “ხომ იცით, რა უბედურებაც მჭირს, ბათუმში ფულის გასაკეთებლად ვარ ჩამოსული. მაშინ ამ საქმეში ფულს არ ვიღებდი. ახლა გაჭირდა ცხოვრება და…გთხოვთ, არავის უთხრათ, სირცხვილია!” გამეღიმა, ვისთვის რა უნდა მეთქვ, როცა მის ახლობლებთან შეხება არ მქონდა.
ახლა ვზივარ და იმ საბჭოთა საქართველოს პერიოდზე ვფიქრობ, როცა გეები თითებზე ჩამოსათვლელები იყვნენ და თავიანთ სექსუალურ ორიენტაციას მალავდნენ, საზოგადოების სრცხვენოდათ. დღეს კი რას მოვესწარით, ხელუსუფლება ლგბტ საზოგადოებას სკვერებს უხსნის, მეტიც, მზადაა, გარდაცლილ გეი-ლეს-ტრასგენდერებს ძეგლებიც კი დაუდგას“. – წერს ბლოგერი სოციალურ ქსელში.