“რუსთავი 2” _ ეს არის უცხოეთის მიერ საქართველოს სხეულში ჩანერგილი სიმსივნე, ხალხის მიერ გაპანღურებული “ნაციონალური მოძრაობის” მეტასტაზი, რომელსაც საერთო არაფერი აქვს სიტყვის თავისუფლებასთან, დემოკრატიისა და ხალხის სასიცოცხლო ინტერესების დაცვასთან, ამიტომ იცავენ ასე გააფთრებით მას დემოკრატიისა და სამართლიანობის ნიღაბაფარებული ევროპელი მწვრთნელები.
რომ არა ნაციონალთა თავხედობა, აღვირახსნილი პარპაში, კაცთმოძულეობა, ყოველივე ქართულის მტრობა და საქართველოს დაქუცმაცების მცდელობა, “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში ვერ მოვიდოდა, როგორც ვეტოქექია მარგველაშვილი ვერ ეღირსებოდა პრეზიდენტობას ბიძინა ივანიშვილის ძალისხმევის გარეშე, და არავის ეცოდინებოდა მისი “ფილოსოფიის” შესახებ, რომ თურმე ქართველები ფიზიკურად იზრდებიან, მაგრამ გონებრივად ბავშვის დონეზე რჩებიან. მისი ტრაბახიც მდიდარ სექსზე სოფლის სალაყბოს შერჩებოდა სასაცილოდ და არა სრულიად საქართველოს. ამის შემდეგ რატომ უნდა გაგვიკვირდეს ტელევიზორის ეკრანიდან სასამართლოზე სხვის ზეწოლაზე ლაპარაკი, ამავე სასამართლოზე მისი ზეწოლა და მეუღლის “რუსთავი 2”-ის საპროტესტო აქციებზე სიარული? ხალხი კარგად ხვდება, ვინ ცეკვავს უცხოეთის დაკრულზე თავისი ეგოისტური მიზნების სასარგებლოდ, როგორ დააკნინეს ერთ დროს მთლიანი და ჯანმაგარი საქართველო, როგორ გაანახევრეს ქართველობა და უცხოელთა ხელისშემყურედ აქციეს.
უსმენ პოლიტიკოსად წოდებულ უამრავ გადაგვარებულ არსებას და უნებლიეთ შეგიჩნდება მწარე ფიქრი _ რა ძალამ მოწამლა ანტიეროვნულობის შხამით ასე, რომ სიკეთის, სიყვარულისა და მამულიშვილობის მარცვალიც არ დაუტოვა?
ხელისუფლებაში ყოფნის სენით დაავადებულთა განკურნების მცდელობა საცრით წყლის ზიდვას ჰგავს. ასე რომ არ იყოს, ნაციონალები, თავიანთი ფიურერის თამადობით, ბნელში უნდა იმალებოდნენ მას შემდეგ, რაც მათ ისედაც მრავალტანჯულ საქართველოს უბედურება დამართეს, მაგრამ ეტყობა, ამგვარი სენით დაავადებულებს, უწინარესად, სინდისის ძარღვი უწყდებათ, თუ ოდესმე ჰქონდათ.
ტელეეკრანიდან კი გაკოტრებული პოლიტიკოსები დაუღალავად აფრქვევენ თავიანთ ინტერესებზე მორგებულ რეკომენდაციებს და მიმდინარე მოვლენებს თავიანთი გემოვნებით აფასებენ. ასეთების კოჰორტაში არიან ისინიც, “ქართული ოცნების” კოალიციიდან გამოპანღურების შემდეგ ივანიშვილის ქება ძაგებით რომ შეცვალეს, და ისინიც, ვისაც ამ გობიდან წილი არ ერგო.
ვინც ყრუ არ არის, ესმის ხალხის უძღები შვილების მუხთლობასთან წილნაყარი გნიასი.
ვინც ბრმა არ არის, ხედავს ქართველი ერის საუბედუროდ საქართველოს შესეულ ევროატლანტიკურ სიგიჟეშეყრილთა აღვირახსნილ პარპაშს.
ნაციონალების გაპანღურებით შეშფოთებული უცხოელი მფარველები დემოკრატიისა და სამართლიანობის დაცვის საბაბით ყველაფერს კადრულობენ, მათ მიერვე სასაცილოდ ქცეული ნაციონალების მფარველობას.
საქართველოს დამოუკიდებლობა ბუტაფორიული რომ არის დღეს, მათაც კი არ შეეპარებათ ეჭვი, ცრუ ყბედობისას ენით ზურგს რომ იფხანენ.
საქართველოში ამერიკის ელჩის შეუზღუდავი პარპაშის ფონზე უცხოეთის ლაქია ნაციონალების მიერ სახელმწიფო გადატრიალების მუქარა, აღვირახსნილი ასო-ების აშკარა ქართველთმოძულეობა, ევროკავშირის მიერ საქართველოს საქმეებში ჩარევა დემოკრატიად და სამართლიანობად ინათლება და ავტორიტეტმორღვეული სახალხო დამცველის ყოველი გამოსვლა მწარე ღიმილით ამოგაკვნესებს: _ ვაი შენ, ამგვარი არსებების მიერ დასაცავო ხალხო და ქართულო სულიერებავ!
მათხოვრისთვის ლუკმასავით მიგდებულ ე.წ. ვიზალიბერალიზაციას ევროპული ოჯახის წევრობად გვალანდებენ და ლამისაა სამოთხეში შებიჯებად მონათლონ. ისინი, ვინც ევროპაში ისედაც უპრობლემოდ დაბრძანდებოდნენ, ამ “ბედნიერების” ხალხისთვის ჩუქებით ზეიმობენ, რომელსაც ვერ გაუგია, რა უხარიათ? ხალხს ევროპაში წასვლა კი არა, მეზობელ სოფელში გაუსაძლისი გაჭირვების უღელში მყოფი ნათესავი ვერ მოუნახულებია. ან როგორ უნდა დაიჯერონ, როცა ევროპული საპნის ბუშტების ფრიალში დნება ქართველობა და უცხოეთიდან წამოსული უზნეობის სიბინძურე მისი სპეტაკი ტრადიციების დასვრასა და ამაყი ერის შვილების მონებად გადაქცევას ცდილობს?!
უმუშევრობით სულშეხუთული ახალგაზრდობა თავშესაფარს საზღვარგარეთ ეძებს, ფუფუნებაზე გახელებულთა გაუმაძღრობა კი ღუპავს ქვეყანას ისე, როგორც დაღუპა ძველი რომი. სოფელი იცლება. იმის მაგიერ, რომ მიწის რეფორმით დაარეგულირონ სოფლის მეურნეობაში გამძვინვარებული ქაოსი, შექმნან მსხვილი საწარმოები და ხალხი სამშობლოში დაასაქმონ, ე.წ. ვიზალიბერალიზაციით ცდილობენ ისედაც განახევრებული ქვეყნის ენერგიით სავსე ახალგაზრდობისგან დაცლას. ხალხს ისე სჯერა “ვიზალიბერიზაციის” სამოთხისა, როგორც ავღანეთიდან საქართველოს დაცვის ზღაპრის.
გონს მოდით! ხალხს მშვიდობა და უშფოთველი შემოქმედებითი შრომა ენატრება, რის გამოც ჯერჯერობით ითმენს ანტიეროვნული ჭიაღუის თავხედობას. მოთმინების ფიალა კი წვეთ-წვეთობით ივსება და ვაი მათ, ვის მიმართაც უსაზღვრო მოთმინება მრისხანე ანგარიშსწორებად იქცევა!
გამათხოვრებული საქართველო საბჭოთა კავშირის ყოფილ მოკავშირე რესპუბლიკებს სამარცხვინოდ ჩამორჩება. ადრე ყველაზე მძლავრი, აყვავებული და წარმატებული რომ იყო, ახლა ევროპელობის დევნაში ბანანის რესპუბლიკის დონე მონატრებია. ევროკავშირშიც ქარავანს მიტმასნილი, გზააბნეულ გოშიასავით გვექცევიან, ქართველი პოლიტიკოსების ლაქუცზე ერთობიან და გოშიას საკადრებელს გვკადრებენ.
ვითომ დამოუკიდებელი საქართველოს უზენაესი სასამართლოს ცხრავე მოსამართლის ერთხმად მიღებული გადაწყვეტილება სტრასბურგის ერთმა მორიგე თუ მოსეირნე მოსამართლემ შეაჩერა, ასეთ თავხედობას ევროპის რომელიმე მიყრუებულ პროვინციას გაუბედავდნენ?
ვინ ბედავს, რომ ეწოდებოდეს, თუნდაც ევროპელთაგან ასე მასხრად აგდებული ქვეყნის ხელისუფალი და სამშობლოს ამგვარი დამცირება აიტანოს?!
ნუთუ თქვენში ერთი წვეთი აღარ დარჩა ღირსეული ქართველი მამულიშვილის სისხლი?!
ევროპა თურმე ჩვენი ოჯახი ყოფილა, _ ასე გვმოძღვრავენ. დაიჯერებ თუ არა, სულაც არ ენაღვლებათ, მთავარია, რომ ევროატლანტიკურ აგენტურაში სანდოდ ჩაითვლებიან. მეოთხედი საუკუნეა, საქართველოში ქართველთა გაჩანაგებას, ისტორიის ქარცეცხლში გამოტარებული ტრადიციების, ლიტერატურის, კულტურის და ეროვნული სიამაყის შებღალვას ცდილობენ, მახინჯი სექსუალური, ზნეობრივ–მორალური სიბინძურით ახალგაზრდობას სულიერად ამახინჯებენ.
ეს არ არის დემოკრატიისა და სამართლიანობის დაცვის ჩვენთვის კარგად ცნობილი ევროატლანტიკური თვალთმაქცობა, ეს არის შეურაცხყოფა ქართველი ხალხისა, რომელიც, სიმცირის მიუხედავად, კაცობრიობის წინაშე დამსახურებით დიდი და მდიდარი ერია; ის ევროკავშირიდან თავხედურ დამცირებას არ იმსახურებს და არც შეეგუება!
ევროკავშირმა და სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შეჩერებით საბოლოოდ ჩამოიხსნეს დემოკრატიისა და სამართლიანობის დამცველის ისედაც დაფხრეწილი ნიღაბი.
“რუსთავი 2” ნაციონალების მიერ დაყაჩაღებული ტელევიზია რომ არის, ეჭვი არავის ეპარება. უკრაინაში გაქცეული, ძებნილი სააკაშვილი ამ ტელევიზიის ეთერიდან აფრენდა თავისი მუხთლობის ბარტყებს, ბოლოს კი სახელმწიფო გადატრიალების მოწყობით დამოძღვრა ბოროტი სულები. რომელი ხელისუფლება მოითმენდა მათ თავხედობას, კოჰაბიტაციის დამბლით შეპყრობილი “ქართული ოცნების” გარდა?
ახლა სასამართლო არჩევს ამ ტელევიზიის კერძო მფლობელების დავას. რა შუაშია აქ “ნაციონალური მოძრაობა”, გვარამია, ასო-ები თუ გაკოტრებული პოლიტიკოსები და პარტიები. “რუსთავი 2”-ის ეთერიდან ნაციონალები იმ ხალხის სახელით იმუქრებიან, რომელსაც ასე შეაძულეს თავი. ნაციონალების საპროტესტო აქციებისა და მოსამართლეთა დაშანტაჟების, “რუსთავი 2”-ის ეთერიდან მუქარისა და თავისუფალი სიტყვის დევნის ბრალდებების მიუხედავად, ვერ დააშინეს უზენაესი სასამართლო და, ერთსულოვანი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ისევ ჩაერთო სტრასბურგის “სამართალი”. მოხდა ის, რასაც საქართველოს დამოუკიდებლობის მასხრად აგდება ჰქვია, აი ევროკავშირის მოძალადეთა თვითნებობასთან საქართველოს საცოდავი ხელისუფლების მონური მორჩილება.
სტრასბურგის სასამართლოს გარდა, ნაციონალების კიდევ ერთი კოზირი ამერიკის ელჩის თითის დაქნევა და საქართველოს დამოუკიდებლობის მითით ზოგიერთი გულუბრყვილოს გამოთაყვანებაა.
სტრასბურგის სასამართლო რომ არ ჰქონოდათ ევროატლანტიკური თვალთმაქცობის ოსტატებს, ნაციონალების მხარდაჭერის მიზნით შექმნიდნენ და საქართველოს უზენაეს სასამართლოს ცხრავე მოსამართლის ერთობლივ გადაწყვეტილებას ისე გააყალბებდნენ, როგორც ახლა გააყალბეს.
ასე მოიგონეს ჰააგის ტრიბუნალი სლობოდან მილოშევიჩისთვის, თავისი ერის ერთგულება და სერბეთის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლა დანაშაულად რომ ჩაუთვალეს მათ, ვინც ათასობით მშვიდობიანი სერბი გაჟლიტეს სიმართლის დამცველის მიეთმოეთით და ქვეყანა დაშალეს. ასე უქციეს სერბეთს ერთმორწმუნე რუსეთთან ისტორიული მეგობრობა უბედურებად. ევროატლანტიკურ “თანამეგობრობის” წარმომადგენლებს თავიანთი ხუშტურების შემსრულებელი, რუსეთის მაგინებელი, ჯაბანი, ყოველგვარი სამარცხვინოს მკადრებელი საქართველო სჭირდებათ და არა გამთლიანებული, ძლიერი და ყველასგან დამოუკიდებელი. ამიტომ ევლებიან თავს ნაციონალებს, დაკარგულ ტერიტორიებს თავის წილად ახალიც რომ მიუმატეს და უფრო გააღრმავეს ნაპრალი ქვეყნის გამთლიანების გზაზე. საქართველოს გამთლიანებას ევროატლანტიკურ “თანამეგობრობაზე” დიდი მტერი არ ჰყავს!
ახლა ფოთის პორტის ნატოსთვის დათმობაზე დაიწყო ლაპარაკი. ჭორია თუ სინამდვილე, ევროატლანტიკური ფსიქოზშეყრილებისგან ყველაფერია მოსალოდნელი. არც ის არის გასაკვირი, რომ ნატოს მიერ აწიოკებული ქვეყნების ლტოლვილებისგან შეწუხებული ევროპელები გამოსავალის ძებნაში საქართველოს მოადგნენ. გამოჩნდნენ კიდეც ეუთო-სა და გაეროში ლტოლვილების საქართველოში ჩასახლების მქადაგებლები, იმ ქვეყანაში, რომელსაც თავისი ლტოლვილებისთვის ვერ მოუვლია. ამას ვერ გაუბედავდნენ აზერბაიჯანს, ვერც სომხეთს, რადგან მათ პარლამენტს გასაოცარი ერთსულოვნებით არ მიუღია ლგბტ-კანონები. ევროკავშირიდან გარყვნილების, სექსუალური აღვირახსნილობისა და ერთნაირსქესიანთა სიბინძურის ხსენებაც კი ვერ ბედავს მათთან ცხვირის შეყოფას, საქართველო რომ ზნედაცემულობის ნავსაყუდელი ჰგონიათ.
გაპაპაჯორებული ნაციონალები კი ქვეყნის სასამართლო სისტემას დასცინიან და მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს სტრასბურგიდან აბუჩად აგდებით ემუქრებიან.
სასამართლოს დამოუკიდებლობაზე ამდენი ქადაგებისა და მოსამართლეთა შერჩევის გაწამაწიის შემდეგ მოსათმენია სტრასბურგიდან აშკარად ტენდენციური ჩარევა?!
სტრასბურგის სასამართლოს წინაშე ამგვარი კაპიტულაცია, ასე თავხედური, აშკარად ტენდენციური მოქმედების საპასუხოდ, თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხის არაფრად ჩაგდება და მისთვის ზურგის შექცევაა. ეს რით მთავრდება, ნაციონალებს ჰკითხონ, სანამ ჯერ კიდევ არის დრო, თორემ მერე ძალიან გვიან იქნება, როცა ხალხი განაჩენს გამოიტანს.
გივი სომხიშვილი, მწერალი