კალიფორნიაში 54 წლის მამაკაცმა და მისმა 22 წლის ქალიშვილმა მოიტაცეს და გააუპატიურეს ქალი, რომელიც შემდეგ უდაბნოში დატოვეს სასიკვდილოდ, _ იუწყება Fox News–ი.
გამოცემის ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, წებოვანი ლენტით გაკოჭილი ქალი სამხედროებმა უდაბნოში სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზასთან ახლოს იპოვეს.
დანაშაული ჩადენილი იქნა 30 ოქტომბერს. პისტოლეტით შეიარაღებულმა მამა-შვილმა ქალი მისი სახლიდან (ლასვეგასიდან) გაიტაცეს კალიფორნიაში, სადაც 1 კვირის განმავლობაში ჰყავდათ დაკავებული, შემდეგ კი უდაბნოში დატოვეს. ორივე დამნაშავეს წარუდგინეს 7 ბრალდება: მოტაცება, გაუპატიურება, ძარცვა, თავდასხმა მკვლელობის მიზნით და 3 ბანკომატის გატეხვა.