Home სხვადასხვა დაიჯესტი ლუკაშენკო: ბელარუსი იძულებული შეიქნა, უკრაინასთან საზღვარი ჩაეკეტა

ლუკაშენკო: ბელარუსი იძულებული შეიქნა, უკრაინასთან საზღვარი ჩაეკეტა

773
ლუკაშენკო

პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ბელარუსი იძულებული შეიქნა, უკრაინასთან საზღვარი ჩაეკეტა. ამის მიზეზი კი უკრაინიდან ქვეყანაში იარაღის დიდი რაოდენობით შეტანა გახდა.

“ჩვენ იძულებული ვართ, ჩვენს ძმებთან, ახლობელ ადამიანებთან იმაზე უფრო მკაცრად ჩავკეტოთ საზღვარი, ვიდრე ჩრდილოატლანტიკურ ბლოკთან, რომელიც ჩვენთვის, დიდი ხანია, ნომერ პირველ მტრად მიიჩნეოდა”, _ განაცხადა ლუკაშენკომ საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც ინოვაციური მიდგომებით ტერორიზმთან ბრძოლას მიეძღვნა.

“თუ იარაღი მოხვდება ჩვეულებრივი ადამიანების, განსაკუთრებით კი ნაციონალისტურად განწყობილთა ხელში, ელოდე ტერორიზმს”, _ განაცხადა ლუკაშენკომ. ბელარუსის სახელმწიფო სასაზღვრო კომიტეტის ცნობით, უკრაინასთან საზღვარზე შარშან 800-ზე მეტი საბრძოლო მასალა და 76 ერთეული იარაღი ამოიღეს.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here