Home რუბრიკები პოლიტიკა “ლუგარის ლაბორატორია მუდმივად იქნება დაპირისპირების თემა, რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობის დაძაბულობის გამომწვევი”

“ლუგარის ლაბორატორია მუდმივად იქნება დაპირისპირების თემა, რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობის დაძაბულობის გამომწვევი”

“რუსეთის სამხრეთ ნაწილში გავრცელებული ვირუსები აშფოთებს ამ ქვეყნის ხელისუფლებას და მას აქვს უფლება, იცოდეს, რა ხდება ლუგარის ლაბორატორიაში”

“ლუგარის ლაბორატორია მუდმივად იქნება დაპირისპირების თემა, რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობის დაძაბულობის გამომწვევი”

რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი (ლაბორატორია) საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ბაზაზე არსებობს, რომელიც 2011 წელს გაიხსნა და ექსპლუატაციაში 2013 წლის აგვისტოში შევიდა. კვლევითი ცენტრი მდებარეობს თბილისში, კახეთის გზატკეცილზე.

ლუგარის ლაბორატორია საზოგადოების ყურადღების ცენტრში 2017 წლიდან მოექცა, მას შემდეგ, რაც რუსეთის ხელისუფლების სხვადასხვა ინსტანციის წარმომადგენლებმა მისი საქმიანობა გააკრიტიკეს და დაავადებების გავრცელებაში დაადანაშაულეს.

ამა წლის 22 მაისს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობის გასაცნობად რუს ექსპერტებს შენობის ყველა კორპუსსა და დოკუმენტზე წვდომა უნდა ჰქონდეთ.

ბიოობიექტის მონახულების მიზანშეწონილობას ვხედავთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იქნება გარანტია, რომ წვდომა გვექნება ყველა ლაბორატორიულ კორპუსზე, მათ შორის, იმ შენობებზე, რომლებშიც ამერიკელი სპეციალისტები არიან, ასევე, ყველა დოკუმენტზე. სწორედ ასეთი ფორმატი მოგვცემს საშუალებას, უზრუნველვყოთ რეალური შემოწმება”, _ აღნიშნულია განცხადებაში. რუსული მხარის თქმით, ვიზიტი უნდა განხორციელდეს ორმხრივ საფუძველზე, სხვა ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობის გარეშე. გარდა ამისა, რუსეთის საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ ელოდება ოფიციალურ პასუხს შესაძლო ვიზიტის ნოტაზე, რომელიც საქართველოში 2019 წლის ივნისში გამოიგზავნა.

ლუგარის ლაბორატორიის საეჭვო საქმიანობაზე ამერიკელებიც საუბრობენ. მაგალითად, 2015 წელს საქართველოში ვიზიტისას ჟურნალისტმა ჯეფრი სილვერმანმა განაცხადა: “ლუგარის ლაბორატორია აეროპორტთან ახლოსაა. ბომბების ჩატვირთვას ან ვირუსების გადატანას სხვადასხვა ობიექტზე იქიდან, სადაც ლუგარის ლაბორატორიაა, დიდი დრო არ დასჭირდება. ნახეთ, რა უეფექტოა აშშის ბრძოლა სირიაში ტერორისტებთან. ერთერთი სცენარით, არაბებს, ტერორისტებს და .. საშუალებას აძლევენ, ერთმანეთი დახოცონ და მას, ვინც ცოცხალი გადარჩება, აშშ გაანადგურებს ბიოიარაღით”.

ლუგარის ლაბორატორიაზე გვესაუბრებიან საინფორმაციო სააგენტოპატრიოტისდირექტორი გიორგი ირემაძე და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი თამარ კიკნაძე.

მოსახლეობა თავიდანვე მიხვდა, რომ შენობა იყო საეჭვო და თანაც მშენებლობა მიმდინარეობდა კონსპირაციულად

გიორგი ირემაძე
გიორგი ირემაძე

გიორგი ირემაძე, საინფორმაციო სააგენტოპატრიოტისდირექტორი:

_ მოსახლეობის დიდი ნაწილი აეროპორტის დასახლებაში, კერძოდ, ე.წ. ალექსეევკის ტერიტორიაზე, სადაც ლუგარის მთავარი ლაბორატორია მდებარეობს, რაღაცას ეჭვობდა. ადგილობრივები ხედავდნენ, რომ ლაბორატორიიდან კვამლი ამოდიოდა, ამ კვამლს სუნიც ცუდი ჰქონდა და ფერიც. ალექსეევკაში მცხოვრებლებმა, სანამ ჩემამდე მოაღწევდნენ, ყველა ტელევიზიას მიმართეს, გამართეს საპროტესტო აქციებიც, მაგრამ არავინ არ გააშუქა მათი პრობლემა, მხოლოდ ჩვენ დავინტერესდით ამ საკითხით და გავაშუქეთ კიდეც.

მოსახლეობა თავიდანვე მიხვდა, რომ შენობა საეჭვო იყო, თანაც მშენებლობა კონსპირაციულად მიმდინარეობდა. თავდაპირველად იქ მუშაობდნენ ქართველები, მაგრამ შემდეგ ყველა გაუშვეს და თურქები ჩამოიყვანეს. ჩვენს სიუჟეტში არის რესპონდენტი, რომელიც ვინაობას არ ასახელებს, მაგრამ საუბრობს მშენებლობაზე. ის ამბობს, რომ საძირკველი ქართველებს ჩააყრევინეს, მაგრამ შემდეგ ყველა ქართველი დაითხოვეს, რადგან შენობა გასაიდუმლოებული უნდა ყოფილიყო _ არც ერთი ქართველი არ დატოვეს სამსახურში.

ის, რაც ალექსეევკელებისგან მოვისმინე, გაამყარა ამერიკელი ჯეფრი სილვერმანის ნათქვამმა, რომლის შინაარსი ასეთია: ლუგარის ლაბორატორიის ასაშენებლად თურქები დაიქირავეს. შენობა აშენდა უხარისხოდ. ის არ აკმაყოფილებს სტანდარტებს, შესაბამისად, სახიფათოა. სილვერმანი, აგრეთვე, ამბობს, რომ ლუგარის ლაბორატორიაში არის კრემატორიუმი, მისი კვამლი გამოდის გარეთ და არის მომწამვლელი, რაც საფრთხის შემცველია და სწორედ ამას ამბობენ ალექსეევკის მცხოვრებნიც.

აქამდე ჯერ არავის ჩაუტარებია კვლევა იმის შესახებ, თუ რა ხდება სინამდვილეში ლუგარის ლაბორატორიაში.

_ იქნებ ეს ლაბორატორია მართლაც არ არის ცუდი და ჩვენი ხალხი ტყუილად არის პანიკაში?

_ ლუგარის ლაბორატორიები არის უკრაინაში, სომხეთში, ყაზახეთში… ძალიან ბევრი ეჭვი და შეკითხვა ჩნდება ამ ლაბორატორიების გარშემო… ფაქტია, იქ ბიოიარაღი მზადდება პენტაგონისთვის, ამაზე საუბრობს ყველა და გამონაკლისი არც ჩვენ ვიქნებით. შეკითხვები ჩნდება და პასუხს არ იძლევა არავინ _ არც ლაბორატორიის ხელმძღვანელობა, არც მთავრობა და არც ისინი, ვინც აღფრთოვანებულნი არიან ლუგარის ლაბორატორიის არსებობით.

არავინ საუბრობს იმაზე, თუ რატომ არის ეს ბიოლაბორატორია განთავსებული დასახლებულ პუნქტთან ასე ახლოს. ამერიკამ ამ ლაბორატორიების მშენებლობაში დიდძალი თანხა ჩადო და ააშენა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში: სომხეთში, უკრაინაში, საქართველოში, ყაზახეთში… 350 მილიონი დოლარი დაჯდა საქართველოში ლუგარის ლაბორატორიის აშენება. როგორც წესი, ამერიკელები ამხელა ფულს არ ხარჯავენ, თუ სარგებელი არ აქვთ. ყველა განვითარებულმა ქვეყანამ, არსებული კონვენციის ფარგლებში, ლუგარისა და მისი მსგავსი ლაბორატორიის აშენებაზე უარი განაცხადა.

ლუგარის ლაბორატორია 2013 წელს ამუშავდა და მას შემდეგ არავინ დაინტერესებულა, რა ხდება იქ, არ ჩამოსულა კომისია, არ გამოუქვეყნებიათ დასკვნა, რომ უსაფრთხოა და მოსახლეობისთვის მავნებელი არ არის; არავის უთქვამს, რომ დაცულია და ვირუსის გაჟონვის შანსი არ არსებობს

2018 წლის ნოემბერში რაღაც ორდღიანი შემოწმება ჩატარდა, რომელსაც ფორმალური სახე უფრო ჰქონდა, ვიდრე საფუძვლიანი კვლევის, ამიტომ გასაკვირი არ არის რუსეთის მხრიდან ამ ლაბორატორიით დაინტერესება. მართლაც არის დიდი ეჭვი, რომ აქ ბიოლოგიური იარაღი მზადდება; არის ეჭვი, რომ მწერების გავრცელებაც კი ხდება ხელოვნურად, მაგალითად, ფაროსანასი. ამას ვჩივით არა მხოლოდ ჩვენ, არამედ მეზობელი ქვეყნებიც, მაგალითად, სომხეთი. რუსეთის სამხრეთ ნაწილში გავრცელებული ვირუსები აშფოთებს ამ ქვეყნის ხელისუფლებას და აქვს უფლება, იცოდეს, რა ხდება ლუგარის ლაბორატორიაში.

პრობლემა მყისვე მოგვარდება, თუ ჩვენი ხელისუფლება ლუგარის ლაბორატორიაში კომპეტენტურ კომისიას შეუშვებს. ამით დაწყნარდება მოსახლეობაც, მეზობელიც და ხელისუფლებაც.

თამარ კიკნაძე
თამარ კიკნაძე

ლუგარის ლაბორატორიის გარშემო ატეხილი აურზაური საქართველოს კომპეტენციის ფარგლებს გასცდა. ეს ამერიკისა და რუსეთის კონფრონტაციის თემაა

თამარ კიკნაძე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი:

_ ლუგარის ლაბორატორია 2017 წელს მოექცა ყურადღების ცენტრში… ამბობდნენ, რომ იქ ცუდი რაღაცები ხდება. კონკრეტულად _ რა, არავინ იცის, მაგრამ ყველასთვის საეჭვო ლაბორატორიაა.

ლუგარის ლაბორატორიის გარშემო ატეხილი აურზაური საქართველოს კომპეტენციის ფარგლებს სცილდება და არა მხოლოდ ლუგარის ლაბორატორიის… ასეთი საკითხები გლობალურ ჭრილში განსახილველი საქმეა, ეს ამერიკისა და რუსეთის კონფრონტაციის თემაა. მოგეხსენებათ, რუსეთი ყველაფერს ეჭვის თვალით უყურებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რაღაც ხდება მის საზღვართან, თანაც ამერიკის დაფინანსებით.

როდესაც ქვეყანაში არსებობს ლუგარისნაირი ლაბორატორია, ფაქტია, რომ რაღაც ფორმით ვირუსებთან შეხება გაქვს. ხშირად შეხვედრაზე ჩემთან ერთად ამირან გამყრელიძეც და პაატა იმნაძეც ყოფილან, მათ ყოველთვის მწვავე შეკითხვებს უსვამდნენ ლაბორატორიაზე, ისინი ცალმხრივად პასუხობდნენ.

სამწუხაროდ, არავინ იცის, რა ხდება ლუგარის ლაბორატორიაში, რაც ძალიან ცუდია. ვფიქრობ, აუცილებელია, იქ კომპეტენტური დელეგაცია შევიდეს. ამბობენ, მსგავსი ლაბორატორიები მხოლოდ .. განვითარებად ქვეყნებში შენდებაო და, თუ ეს მართლა ასეა, მაშინ ბრალი ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებას მიუძღვის, თუ ყველგან აკრძალულია, საქართველოში რატომ ააშენეს? მართალია, დღეს ამბობენ, რომ ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ლაბორატორიამ კარგად იმუშავაო, მაგრამ მაინც…

ლუგარის ლაბორატორია მუდმივად იქნება რუსეთსაქართველოს შორის ურთიერთობის დაძაბვის გამომწვევი. ჩვენ ისედაც ვართ ცუდ ურთიერთობაში მეზობელთან, ეს მეზობელი დაპირისპირებულია ამერიკასთან და, როცა ამერიკის ფულით აშენებულ საეჭვო ლაბორატორიას ამუშავებ, ცუდია.

ახლა მთავარია, მართლაც შეუშვან დელეგაცია და გაარკვიონ, რა ხდება შიგნით. კომისიის მუშაობა იყოს გამჭირვალე. როგორც ამირან გამყრელიძე ამბობს, იქ ცუდი არაფერი ხდება და, თუ მართლაც ასეა, რა პრობლემაა კომისიის შეშვება?

ძველი მსოფლიო წესრიგი წარსულს ჩაბარდა, მიმდინარეობს ახალი გადანაწილება. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მთელი მსოფლიო შეიძლება სავალუტო ზონებად დაიყოს. ამერიკა ვეღარ აკონტროლებს პროცესებს, შეერთებული შტატების დაღმავლობის პიკია მსოფლიოში. შტატებში ელიტები დაეჯახნენ ერთმენთს, რაც ყველასთვის ცუდი პროცესია, რადგან 1990-იანი წლებიდან მთელი მსოფლიო დოლარზეა ჩამოკიდებული.

მსოფლიოში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, საქართველომ რაც შეიძლება ჭკვიანური პოლიტიკა უნდა აწარმოოს, რათა დიდი ქვეყნების დაპირისპირებაში არ გაიჭყლიტოს.

ლუგარის ლაბორატორიაში კი კომისია უნდა შეუშვან, მაგრამ ვიცით, რომ ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებელი და სუვერენული არ არის და ამიტომ ამერიკის ნებართვის გარეშე ამას ვერ გააკეთებენ, თუმცა უნდა შეეცადონ, როგორმე შეუშვან იქ კომისია. კიდევ ვიმეორებ: ამბობენ, იქ ცუდი არაფერი ხდებაო, ამიტომ უკეთესი იქნება, შესაბამისი კომისია შევიდეს, გამჭვირვალედ ჩატარდეს კვლევა და ყველა დაწყნარდება.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

1 COMMENT

  1. ლუგარის ლაბორატორია წარმოადგენს უდიდეს საფრთხეს საქართველოსათვის – ან ამერიკელები გაგვანადგურებენ ვირუსის გამოშვებით, თუ ამის მიზეზი ექნებათ, ანდა რუსები დაგვარტყამენ ატომურ ბომბს და მიწასთან გაგვასწორებენ, თუ მოინდომებენ. ამიტომ ქართველებს დიდი ჭკუის და მოხერხების გამოჩება გვჭირდება ამ ლაბორატორიისგან გასანთავისუფლებლად.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here