Home რუბრიკები საზოგადოება ლამპიონის ბოძი, პინტურიკიო, ელ პისტოლერო, რწყილი და სხვები

ლამპიონის ბოძი, პინტურიკიო, ელ პისტოლერო, რწყილი და სხვები

პოპულარული ფეხბურთელების მეტსახელები

1085
ელ პისტოლერო და ლა პულგა

სპორტსმენებისთვის მეტსახელების შერქმევის ტრადიცია კარგა ხნის წინათ დამკვიდრდა და სპორტის თითქმის ყველა სახეობა მოიცვა. აღსანიშნავია, რომ ცნობილ ფეხბურთელ კაკას გვარი ნამდვილი არ არის, ის მეტსახელია, რომელიც წარმოიშვა მისი სახელისგან _ რიკარდო. კიდევ რას მოგვითხრობს სპორტსმენთა თიკუნები, საიდან და როგორ წარმოიშვა ისინი?

პინტურიკიო
პინტურიკიო

როგორ იქმნება სპორტსმენების მეტსახელები

ფეხბურთში მეტსახელების შერქმევა მოთამაშეებისთვის ძალიან გავრცელებულია. ცნობილ ინგლისელ ფეხბურთელ დევიდ ბექჰემს “სპაის ბოის” ეძახიან. მან 2000-იანი წლების დასაწყისში იქორწინა პოპულარული ჯგუფის _ “სპაის გერლზის” წევრ ვიქტორია ადამსზე, მაგრამ ეს მეტსახელი დევიდ ბექჰემს ქორწინებიდან რამდენიმე წლის შემდეგ შეარქვეს, როცა მან დიდი ყურადღება დაუთმო თავის გარეგნობას. მისი თანაგუნდელები ამბობდნენ, რომ “სპაის ბოი” (“ცეცხლოვანი წიწაკა”) თავის გარეგნობაზე მატჩის მსვლელობის დროსაც ზრუნავდა.

ცნობილია, რომ ლეგენდარულ პელეს (ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუს) კარიერის დასაწყისში კარგი შედეგები არ ჰქონდა და სწორედ ამიტომ შეარქვეს მეტსახელი ამცდენი, სწორედ ამას ნიშნავს სიტყვა პელე ბრაზილიურად.

ნემო
ნემო

იტალიელების პომპეზური მეტსახელები

მეტსახელი ხშირად ასახავს ადამიანის შინაგან სამყაროსა და ხასიათს. ცნობილ იტალიელ გოლკიპერს, ტურინის “იუვენტუსის” ყოფილ კაპიტან ჯანლუიჯი ბუფონს ბეტმენი უწოდეს იმის გამო, რომ პრაქტიკულად ყველა ბურთს იგერიებდა. იტალიის ნაკრებისა და რომის “რომას” ყოფილ ფეხბურთელს, რომელიც ამჟამად “ფიორენტინას” წვრთნის, ვინჩენცო მონტელას აეროპლანი შეარქვეს, რადგან ბურთის გატანის შემდეგ ხელებგაშლილი გარბოდა.

კონცერნ “ფიატის” ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს, ტურინის “იუვენტუსის” ყოფილ მფლობელ ჯანი ანიელის (1921-2003) უყვარდა თავისი ფეხბურთელების შედარება აღორძინების ეპოქის მხატვრებთან. როდესაც ჭაბუკი ალექსანდრო დელ პიერო მხარდამხარ თამაშობდა უფროს მეგობარ რობერტო ბაჯოსთან, ანიელი ამბობდა: “თუ ბაჯო რაფაელია, მაშინ დელ პიერო არის პინტურიკიო”. იტალიურ ენაში პინტურიკიო “პატარა მხატვარს” ნიშნავს, ამ სახელით შევიდა ისტორიაში აღორძინების ეპოქის მხატვარი ბერნარდინო დი ბეტო.

ლამპიონის ბოძი
ლამპიონის ბოძი

ესპანეთში მოთამაშე ფეხბურთელების მეტსახელები

ესპანელი თავდამსხმელი ფერნანდო ტორესი განთქმულია თიკუნით “პატარა”. როგორც ჩანს, ეს მეტსახელი იმიტომ დაიმსახურა, რომ ნიჭი გვიან გამოავლინა. ელ პისტოლერო _ ასე ეძახიან “ბარსელონას” ურუგვაელ თავდამსხმელ ლუის სუარესს (ლუის ალბერტო სუარეს დიასი), ბომბარდირის უნარის გამო, იმავე “ბარსელონას” არგენტინელ თავმდამსხმელს, მრავალი ბავშვის (არა მხოლოდ) კერპს, ლიონელ მესის კი la pulga (რწყილი) შეარქვეს მისი სიდაბლისა და განსაცვიფრებელი სიმკვირცხლის გამო, რადგან მხოლოდ ერთი ფეხბურთელი, პრაქტიკულად, უძლურია მას ბურთი წაართვას.

ჰალკი
ჰალკი

ინგლისური იუმორი და ფეხბურთელების მეტსახელები

ინგლისელ ფეხბურთელს, “ჩელსის” ყოფილ ნახევარმცველ ფრენკ ლემპარდს ლამპიონის ბოძს ეძახიან. ეს თიკუნი დაკავშირებული არ არის ლემპარდის, როგორც ფეხბურთელის, უნარებთან, მეტსახელი წარმოიშვა მისი გვარისგან. სპორტსმენის მეტსახელი ხშირად იქმნება მისი გარეგნობის გათვალისწინებით. მაგალითად, ინგლისის “არსენალში” მოთამაშე თურქული წარმოშობის გერმანელ ფეხბურთელ მესუთ ოზილს ნემოს ეძახიან, რადგან თვალებით, გამოხედვით ძალიან ჰგავს მულტფილმის ამავე სახელწოდების პერსონაჟს.

სპაის ბოისი
სპაის ბოისი

მხატვრული ფილმების პერსონაჟები და მეტსახელები

მულტფილმისა და მხატვრული ფილმის პერსონაჟის სახელს _ ჰალკს ეძახიან ბრაზილიის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს, ამჟამად ჩინურ კლუბ “შანხაის” კაპიტან ჟივანილდუ ვიეირა დე სოუზას.

“ლივერპულის” ყოფილ ფეხბურთელს, ირლანდიელ ჯეისონ მაკეიტირს ჩახმახს ეძახიან და ეს მეტსახელი სულაც არ არის განპირობებული მისი ბომბარდირული უნარებით. ჩახმახი _ ეს არის პერსონაჟი ბრიტანული პოპულარული კომედიური სერიალისა “მხოლოდ სულელები და ცხენები”.

ფიფქი
ფიფქი

ტრაქტორი და მკვლელი უმანკო სახით

მილანის “ინტერნაციონალეს” არგენტინელ მცველსა და კაპიტანს _ ხავიერ ძანეტის სიძლიერისა და ამტანობის გამო ტრაქტორი შეარქვეს.

“მანჩესტერ იუნაიტედის” ექსთავდამსხმელს, ამჟამად ამ გუნდის მთავარ მწვრთნელს, ნორვეგიელ ულე გუნარ სულშერს (ნორვ. _ სოლკიაერს) მოწინააღმდეგის საჯარიმო მოედანში დაუნდობელი ქმედებებისა და, ამასთანავე, ბავშვის უმანკო სახის გამო მკვლელი უმანკო სახით შეარქვეს.

ფიფქი და ადამიანიგველი

“ბარსელონაში” თამაშის პერიოდში ჰოლანდიის ნაკრების ფეხბურთელ როლანდ კუმანს, რომელსაც თითქმის თეთრი ფერის თმა აქვს, “ბარსელონაში” თამაშის პერიოდში ფიფქი შეარქვეს. აღსანიშნავია, რომ ეს მეტსახელი კუმანს ერგო ბარსელონას ზოოპარკის ბინადარ ალბინოს გორილასთან მსგავსების გამო.

1970-იან წლებში ჰოლანდიის ნაკრების ვარსკვლავს რობ რესენბრინკს გულშემატკივრებმა ადამიანი-გველი შეარქვეს სიგამხდრის, მოქნილობისა და პლასტიკური დრიბლინგის გამო.

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here