მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ წლევანდელ იანვარში კონორ მაკგრეგორი დააკავა პოლიციამ ძალადობის ჩადენის ბრალდებით. კონორს გაესაუბრნენ და ოფიციალური ბრალდების წაუყენებლად უცებ გაათავისუფლეს. გაირკვა, რომ ჯერ კიდევ შარშან, დეკემბერში ერთმა ქალმა მიმართა პოლიციას განცხადებით, რომ კონორმა იგი გააუპატიურა დუბლინის ერთ–ერთ სასტუმროში.
ეს ამბავი პრესაში უკვე გაშუქდა, მაგრამ მაშინ სპორტსმენის სახელი არ გაუმჟღავნებიათ იმ მოტივით, რომ მიმდინარეობდა გამოძიება. მარკგრეგორს ბრალი ვერ დაუმტკიცეს. გაურკვეველია, რატომ გამჟღავნდა ეს ამბავი ასე დაგვიანებით.
სპორტსმენის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ეს არ არის დაკავშირებული განცხადებასთან კარიერის დამთავრების შესახებ, რომელიც მან 26 მარტს გააკეთა.
სპორტსმენმა არ დაასახელა თავისი გადაწყვეტილების მიზეზები. ეს გადაწყვეტილება ფანებისთვის ფრიად მოულოდნელი იყო.