ზოგჯერ ქრისტეს ეკლესიისგან განდგომილ სხვა სარწმუნოების წარმომადგენელთა წრეშიც კი აეხილება ხოლმე ზოგიერთს თვალი, ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს და უშიშრად გაილაშქრებს ვატიკანის წინააღმდეგ. ასეთია კათოლიკური ეკლესიის მაღალი იერარქი, არქიეპისკოპოსი კარლო მარია ვიგანო _ ყოფილი პაპის, ბენედიქტე XVI-ის, ნდობით აღჭურვილი პირი, ყოფილი მოციქულთა ნუნცია (რომის პაპის დიპლომატიური წარმომადგენელი _ გ.გ.) სხვადასხვა ქვეყანაში. დიდი ხანია, ვიგანო ებრძვის იეზუიტების ორდენს “სექსუმცირესობების პონტიფიკოსის” _ ფრანცისკეს მეთაურობით და მსოფლიოს აცნობს გლობალისტთა გეგმებს. აშშ–ის პრეზიდენტის არჩევნების წინ არქიეპისკოპოსმა ვიგანომ ჯერ კიდევ მოქმედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მისწერა წერილი, რომელშიც ფრანცისკეს გლობალისტების მსახური უწოდა, ახალ კორონავირუსს კი _ ბოროტი ძალების იარაღი. წერილს ვატიკანის გამოცდილი დიპლომატისა, რომელსაც ურთიერთობა ჰქონდა და აქვს ბევრ გავლენიან პოლიტიკოსსა თუ ბიზნესმენთან, აუცილებლად უნდა გაეცნოს დედამიწის ყველა მცხოვრები. გთავაზობთ კარლო მარია ვიგანოს წერილს:
“კვირა, 25 ოქტომბერი, 2020 წ.
ქრისტეს შობიდან
“ბატონო პრეზიდენტო,
ნება მიბოძეთ, მოგმართოთ ამ მომენტში, როცა სრულიად მსოფლიოს ემუქრება გლობალური შეთქმულება ღმერთისა და კაცობრიობის წინააღმდეგ. გწერთ, როგორც არქიეპისკოპოსი, როგორც მოციქულთა მემკვიდრე, როგორც ყოფილი მოციქულთა ნუნცია ამერიკის შეერთებულ შტატებში. მოგმართავთ, როგორც სამოქალაქო, ისე რელიგიური ხელისუფლებების ჩუმად ყოფნის პირობებში. მიიღეთ ჩემი სიტყვები, როგორც “ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა” (იოანე. 1:23).
ამ ისტორიულ მომენტში ბოროტების ძალები ერთიანდებიან სიკეთის ძალების წინააღმდეგ; ბოროტების ძალები, რომლებიც ძლევამოსილ და ორგანიზებულ ძალებად გვეჩვენება, რადგან ისინი უპირისპირდებიან სინათლის შვილებს, რომლებიც, დეზორიენტირებულნი და დეზორგანიზებულნი, მიტოვებულნი არიან სამოქალაქო და სასულიერო ლიდერებისგან.
ჩვენ ყოველდღიურად განვიცდით მათ შეტევებს, ვისაც სურს, დაანგრიოს საზოგადოების საფუძვლები: ბუნებრივი ოჯახი, ადამიანის სიცოცხლისადმი პატივისცემა, ქვეყნისადმი სიყვარული, განათლებისა და ბიზნესის თავისუფლება.
ჩვენ ვხედავთ, როგორ უწყობენ ხელს ერის მეთაურები და რელიგიური ლიდერები დასავლური კულტურისა და მისი ქრისტიანული სულის თვითმკვლელობას, როცა მოქალაქეთა და მორწმუნეთა ძირითადი უფლებები უარყოფილია ჯანდაცვის სფეროში საგანგებო ვითარების სახელით. ეს საგანგებო ვითარება სულ უფრო წარმოგვიდგება, როგორც ისტებლიშმენტის არაადამიანური ტირანიისთვის განკუთვნილი ინსტრუმენტი.
რეალიზაციის პროცესშია გლობალური გეგმა სახელწოდებით “დიდი გადატვირთვა”. მისი არქიტექტორია გლობალური ელიტა, რომელიც ცდილობს, დაიმორჩილოს კაცობრიობა იძულებითი ზომების შემოღებით, რომლებიც მკვეთრად ზღუდავს პიროვნებისა და სრულიად მოსახლეობის თავისუფლებას. ზოგიერთ ქვეყანაში ეს გეგმა დამტკიცებული და დაფინანსებულია, სხვებში ჯერ კიდევ ადრეულ სტადიაზეა.
მსოფლიო ლიდერების უკან, რომლებიც არიან ამ ჯოჯოხეთური პროექტის მონაწილეები და შემსრულებლები, დგანან არაკეთილსინდისიერი პერსონაჟები, რომლებიც თავიანთი დღის წესრიგის ცხოვრებაში გასატარებლად აფინანსებენ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმსა და “ღონისძიება 201”-ს (ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტისა და მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ე.წ. პანდემიური სწავლება, რომელშიც მონაწილეობს ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი _ გ.გ.).
“დიდი გადატვირთვის” მიზანია ე.წ. ჯანმრთელობის დიქტატურის დაწესება, რომელიც მიმართულია ლიბერტარიანული ზომების შემოღებისკენ და ეს ზომები დამალული იქნება საყოველთაო დოვლათის უზრუნველყოფის მაცდუნებელი დაპირებებითა და ინდივიდუალური ვალების ჩამოწერით. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხრიდან ამ დათმობების საფასური იქნება უარის თქმა კერძო საკუთრებასა და კოვიდ-19-სა და კოვიდ-21-ის ვაქცინაციის პროგრამების შესრულებაზე, რომლებსაც ბილ გეიტსი ლობირებს წამყვან ფარმაკოლოგიურ ჯგუფებთან ერთად.
ვაქცინაციის დაწესებას მოჰყვება ჯანმრთელობის პასპორტისა და პირადობის ციფრული მოწმობის შემოღება, რათა შემდგომ შესაძლებელი იქნეს მსოფლიოს მოსახლეობის კონტაქტების დადგენა და თვალთვალი. ვინც ამ ზომებს არ დაეთანხმება ბანაკებში გამოამწყვდევენ ან საშინაო პატიმრობას მიუსჯიან, ხოლო ქონებას ჩამოართმევენ.
ბატონო პრეზიდენტო, თქვენ, ალბათ, უკვე იცით, რომ ზოგიერთ ქვეყანაში “დიდი გადატვირთვა” გააქტიურდება მიმდინარე წლის ბოლოს და დასრულდება 2021 წლის პირველ ტრიმესტრში. ამ მიზნით დაგეგმილია ბლოკირებები, რომლებსაც ოფიციალურად გაამართლებენ პანდემიის მეორე და მესამე ტალღებით. თქვენ კარგად ხართ ინფორმირებული იმ საშუალებების შესახებ, რომელთა გამოყენებასაც აპირებენ პანიკის დასათესად და პირადი თავისუფლებების დრაკონულად შესაზღუდავად ეკონომიკური კრიზისის ოსტატურად პროვოცირებით.
შემქმნელთა ჩანაფიქრით, ეს კრიზისი ხელს შეუწყობს ხალხების დათანხმებას “დიდ გადატვირთვაზე”, ეს იქნება ბოლო დარტყმა სამყაროზე, რომლის მოსახლეობის მეხსიერების სრულად განადგურებასაც ცდილობენ. მაგრამ ამ სამყაროში, ბატონო პრეზიდენტო, არიან ადამიანები, ინსტიტუტები, რწმენა, კულტურა, ტრადიციები და იდეალები: ფასეულობები და ადამიანები, რომლებიც არ მოქმედებენ მანქანებივით, რადგან მათ აქვთ სული, გონება, გული. იმიტომ, რომ ისინი ერთმანეთთან დაკავშირებულნი არიან სულიერებით, რომელიც ძალას იკრებს ზევიდან _ ღმერთიდან, რომლის გამოწვევა ჩვენს მოწინააღმდეგეებს სურთ ზუსტად ისე, როგორც ეს ლუციფერმა გააკეთა თავისი non servian–ით (ამბოხებული ლუციფერის სიტყვები: “არ გემსახურები!” _ გ.გ.).
ბევრს, როგორც ვიცით, აღიზიანებს ეს მითითება სიკეთისა და ბოროტების შეჯახებაზე და “აპოკალიფსური” ქვეტექსტების გამოყენება, რომლებიც, მათი აზრით, აღიზიანებს სულებს და ამწვავებს უთანხმოებას. გასაკვირი არ არის მოწინააღმდეგის აღშფოთება იმით, რომ ის გამოააშკარავეს მაშინ, როდესაც, მისი აზრით, მიზანს მიაღწია, მაგრამ გასაკვირია ის, რომ განგაშის ზარების დამრისხებელი არავინაა.
სიღრმისეული სახელმწიფოს რეაქცია მათზე, ვინც მისი გეგმა გამოამზეურა, წყვეტილი და არათანმიმდევრულია, თუმცა გასაგები; სახელდობრ მაშინ, როცა მასობრივი საინფორმაციო საშუალებების თანამონაწილეობით მოხდა ახალ მსოფლიო წესრიგზე უმტკივნეულოდ და შეუმჩნევლად გადასვლა, ამოტივტივება დაიწყო სიცრუემ, სკანდალებმა და დანაშაულებმა.
ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინათ ადვილად უტეხდნენ სახელს და “შეთქმულების თეორეტიკოსებს” უწოდებდნენ მათ, ვინც გმობდა ამ საშინელ გეგმებს, რომლებიც, როგორც ახლა ვხედავთ, დეტალურად ხორციელდება. გასული წლის თებერვლამდე ვერავინ იფიქრებდა, რომ ჩვენს ქალაქებში დაიწყებდნენ მოქალაქეების დაპატიმრებას მხოლოდ იმისთვის, რომ მათ სურთ ქუჩაში გავლა, სუნთქვა, თავიანთი ბიზნესის შენარჩუნება, ეკლესიაში შესვლა აღდგომას. ახლა კი ეს ყველაფერი ხდება სრულიად მსოფლიოში, იტალიაშიც კი, რომელსაც ბევრი ამერიკელი პატარა მომხიბვლელ ქვეყნად მიიჩნევს უძველესი ძეგლებით, ეკლესიებით, შესანიშნავი ქალაქებითა და სოფლებით.
და სანამ პოლიტიკოსები თავიანთ სასახლეებში არიან გამაგრებულნი და სპარსი სატრაპებივით გასცემენ განკარგულებებს, საწარმოები წარუმატებლობას განიცდის, მაღაზიები იხურება, ადამიანებს კი არ ეძლევათ მოგზაურობის, მუშაობის, ლოცვის საშუალება. უკვე აშკარაა ამ ოპერაციის კატასტროფული ფსიქოლოგიური ზემოქმედების შედეგი, დაწყებული თვითმკვლელობებით სასოწარკვეთილი მეწარმეებისა და ჩვენი შვილებისა, რომლებსაც უბრძანეს, შინ დამსხდარიყვნენ კომპიუტერებთან და ისე ედევნებინათ თვალყური გაკვეთილებისთვის.
წმინდა წერილში წმინდა პავლე გველაპარაკება უკანონობის შემაკავებელ წინააღმდეგობაზე (თესალონიკელთა მიმართ. 2:6-7). რელიგიურ სფეროში ეს წინააღმდეგობა არის ეკლესია, განსაკუთრებით _ პაპიზმი; პოლიტიკურ სფეროში ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ახალ მსოფლიო წესრიგს.
ნათელია, რომ მან, ვისაც ამჟამად უკავია პეტრეს სავარძელი, თავიდანვე უღალატა თავის როლს, რათა დაეცვა და განევითარებინა გლობალისტური იდეოლოგია, მხარი დაეჭირა დღის წესრიგისთვის სიღრმისეული ეკლესიისა, რომელმაც ის თავისი რიგებიდან აირჩია.
ბატონო პრეზიდენტო, თქვენ მკაფიოდ განაცხადეთ, რომ გსურთ, დაიცვათ ერი _ ღმერთის მიერ გაერთიანებული ერი, ძირითადი თავისუფლებები და ფასეულობები, რომლებიც დღეს უარყოფილია და რომელთა წინააღმდეგაც იბრძვიან. ეს თქვენ ხართ, ძვირფასო პრეზიდენტო, ის, ვინც გამოდის სიღრმისეული სახელმწიფოსა და ბნელეთის მოციქულთა ბოლო თავდასხმის წინააღმდეგ.
ამიტომ აუცილებელია, რომ ყველა კეთილი ადამიანი დარწმუნებული იყოს მომავალი არჩევნების ეპოქალურ მნიშვნელობაში, არა მხოლოდ ამა თუ იმ პოლიტიკური პროგრამის გამო, არამედ თქვენი ქმედებების საერთო აღმაფრენის გამო, რომლებიც ყველაზე კარგად განასახიერებს _ ამ კონკრეტულ ისტორიულ კონტექსტში _ იმ სამყაროს, ჩვენს სამყაროს, რომლის განადგურებასაც ისინი ცდილობენ იზოლაციის საშუალებით.
თქვენი მოწინააღმდეგე ჩვენი მოწინააღმდეგეცაა _ ის კაცობრიობის მტერია, ვინც “მკვლელია თავიდანვე” (იოანე 8:44). თქვენ გარშემო რწმენითა და ვაჟკაცობით შეიკრიბნენ ისინი, ვისაც მიაჩნიხართ მსოფლიო დიქტატურის წინააღმდეგ მებრძოლ ბოლო გარნიზონად.
ალტერნატივა _ ეს არის ხმის მიცემა იმ ადამიანისთვის, რომლითაც მანიპულირებს სკანდალებითა და კორუფციით კომპრომეტებული სიღრმისეული სახელმწიფო, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებს გაუკეთებს იმას, რასაც უკეთებს ბერგოლიო ეკლესიას, რასაც უკეთებს პრემიერმინისტრ კონტეს იტალიაში, პრეზიდენტ მაკრონს _ საფრანგეთში და ა.შ.
ჯო ბაიდენის შანტაჟს დაქვემდებარებულ ხასიათს _ ზუსტად ისევე, როგორც ვატიკანის “ჯადოსნური წრის” პრელატების _ ზოგიერთი არაკეთილსინდისიერად გამოიყენებს და უკანონო ძალებს უფლებას მისცემს, ჩაერიოს როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკაში და დაარღვიოს წონასწორობა. აშკარაა, რომ მათ, ვინც მანიპულაციებს ეწევა, უკვე მზად ჰყავთ ბაიდენზე უარესი, რომლითაც შეცვლიან მას, როგორც კი ამის შესაძლებლობა მიეცემათ.
და მაინც, ამ პირქუშ სურათში, ამ “უხილავი მტრის” შეუპოვარი შემოტევის მომენტში ჩნდება იმედის ელემენტი. მოწინააღმდეგეს არ შეუძლია სიყვარული და ვერ აცნობიერებს, რომ მასების დასამორჩილებლად და ადამიანებისთვის პირუტყვებივით დამღის დასადებად საკმარისი არ არის დოვლათის საყოველთაო უზრუნველყოფა ან იპოთეკური კრედიტების გაუქმება. ეს ხალხი, რომელიც დიდხანს ითმენდა ტირანული და საძულველი ხელისუფლების ბოროტ ქმედებებს, ხელახლა აღმოაჩენს, რომ მას აქვს სული; .ეს არის გაცნობიერება იმისა, რომ მას არ სურს თავისუფლების გაცვლა ჰომოგენიზაციასა და თავის იდენტურობაზე; ის დაიწყებს ოჯახური და სოციალური კავშირების, რწმენისა და კულტურის ფასეულობების გაცნობიერებას, რომლებიც აერთიანებს პატიოსან ადამიანებს.
ამ “დიდ გადატვირთვას” ჩაფლავება უწერია, იმიტომ, რომ, ისინი, ვინც ის დაგეგმა, ვერ ხვდებიან, რომ კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებიც მზად არიან, გავიდნენ ქუჩაში თავიანთი უფლებების დასაცავად, თავიანთი ახლობლების დასაცავად, თავიანთი შვილებისა და შვილიშვილების მომავლის დასაცავად. გლობალისტური პროცესის არაადამიანობა ხმაურით დაიმსხვრევა სინათლის შვილების მტკიცე და ვაჟკაცური წინააღმდეგობის წინაშე. მტრის მხარესაა სატანა, ის, ვისაც მხოლოდ სიძულვილი შეუძლია. ჩვენ მხარესაა ყოვლისმომცველი ღმერთი, საბრძვოლველად დაწყობილი მხედრიონის ღმერთი, და წმინდა ქალწული, რომელიც განგმირავს ძველი გველის თავს. “თუ ღმერთი ჩვენკენაა, ვინღა გამოვა ჩვენს წინააღმდეგ?” (რომაელთა. 8:31).
ბატონო პრეზიდენტო, თქვენთვის კარგად არის ცნობილი, რომ ამ გადამწყვეტ საათს ამერიკის შეერთებული შტატები ითვლება იმ დამცავ კედლად, რომლის წინააღმდეგაც გაჩაღებულია ომი გლობალიზმის დამცველთა მიერ. მიენდეთ უფალს და გაძლიერდით მოციქული პავლეს სიტყვებით: “ყოველივე ძალმიძს ჩემი გამაძლიერებლის, ქრისტეს მეშვეობით” (ფილიპინელთა მიმართ. 4:13).
იყო განგების იარაღი, დიდი პასუხისმგებლობაა, რომლისთვისაც თქვენ დაუყოვნებლივ მიიღებთ ყველა სახელმწიფოებრივ მადლს, რადგან მას თქვენთვის გულმხურვალედ ევედრება ბევრი ადამიანი, რომლებიც თქვენზე ლოცულობენ.
ამ ციური იმედითა და ლოცვებში თქვენი, პირველი ლედისა და თქვენი თანამშრომლების მოხსენიებით, მთელი გულით გიგზავნით ჩემ კურთხევას.
ღმერთმა დალოცოს ამერიკის შეერთებული შტატები!
კარლო მარია ვიგანო
ულპიანის არქიეპისკოპოსი.
ყოფილი მოციქულთა ნუნცია ამერიკის შეერთებულ შტატებში”.
ჩვენთვის უცხო ბანაკიდან წამოსულმა ამ გზავნილმა, როგორც იტყვიან, საბოლოოდ უნდა დასვას წერტილი ყველა ი-ს თავზე ვატიკანის პოლიტიკაში. სხვათა შორის, ეს პოლიტიკა, დიდი ხანია, გამოწვლილვით არის შესწავლილი მართლმადიდებელი პატრიოტების მიერ, რომლებიც ანალოგიურ დასკვნამდე მივიდნენ. ახლა ყველა არგუმენტი მართლმადიდებელი მორწმუნეებისა, რომლებსაც არ სურთ ეკუმენიზმსა და ფილოკათოლიციზმთან შეგუება, რომ აღარაფერი ვთქვათ პაპიზმზე, უბრალოდ, საკამათოც აღარ არის. ამიტომ მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან ყველა “ღვთისმეტყველური დიალოგი” გლობალისტური “ელიტის” მსახურ სატანისტურ ვატიკანთან, მსოფლიო ბოროტებასთან, კოლაბორაციონიზმად უნდა ჩაითვალოს.
ამასთანავე, ამ მაღალი იერარქის პრელატმა, რომელსაც ფსიქიკურ გადახრებში ან მარგინალიზაციაში ვერავინ დაადანაშაულებს, სრულიად ნათლად ახსნა, რისთვის გაავრცელეს მსოფლიოში ახალი კორონავირუსი და რა ელის მათ, ვინც უარს იტყვის ჯანდაცვის “ელექტრონულ პასპორტსა” და ტოტალურ ვაქცინაციაზე.
ნიშანდობლივია, რომ ამერიკულმა მასმედიამ (Washington Post-მა) უკვე მოასწრო აშშ-ის პრეზიდენტად საკუთარი თავის გამომცხადებელი ჯო ბაიდენის გეგმებზე დაწერა _ ბაიდენს სურს, გააუქმოს ტრამპის გამოსვლები მსოფლიო შეთანხმებებიდან გლობალური დათბობის შესახებ და დააბრუნოს ამერიკა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში.
მაგრამ ის, ვინც გაფრთხილებულია, უკვე შეიარაღებულია! ასე რომ, სინათლისა და ბნელეთის ძალებს შორის ფინალური ბრძოლის შედეგი თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული.
katyusha.org–ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ
ყველაზე კარგი „ვაქცინა“ ჯანმრთელი ცხოვრების წესია. ჩვენ თუ ეს გავითავისეთ, ვერც ვერანაირი
კორონავირუსი და ვერც მასზე ათჯერ ძლიერი სხვა უცხო სხეული მათი შემქმნელი სატანური
ძალების ზეწოლასთან ერთად ვერაფერს ვერ დაგვაკლებდა და ოდნავ პანიკასაც ვერ დათესდა.
ყველაფერ ამას ჩვენი ძლიერი იმუნიტეტი წელში გადაამტვრევდა.
ერმა გონება უნდა მოიკრიბოს, უარი უნდა ვთქვათ ყოველგვარი ნარკოტიკისა და თამბაქოს მოხმარებაზე, უარი უნდა ვთქვათ ათასგვარი წამლის გაუაზრებლდ მიღებაზე (მით უმეტეს, რომ
ისევე, როგორც სხვა რამეში აქაც ე. წ. მაფია ტრიალებს). ჩვენს ექიმებსაც არ ექნებოდათ ამდენი დატვირთვა. სიცივეში ძნელია პირობების დაცვა, მაგრამ შეძლებისდაგვარად უნდა ვიზრუნოთ
სუფთა ჰაერზე, ნატურალურ საკვებზე. უნდა ვთხოვოთ უფალს შემწეობა, მისთვის შეუძლებელი არაფერია.
ახალი არაფერია ნათქვამი.არის კი ტრამპი ის კაცი,რომელიც ამხელა მანქანას გააჩერებს და დაამსხვრევს? შეგვიძლია ვენდოთ მას? განა მისი მმართველობის დროს არ გამოჩნდა კოვიდ 19? რა გააკეთა მან ამ ყველაფრის შესაჩერებლად? ვშიშობ,რომ ტრამპი ორმაგ თამაშს თამაშობს.რაც შეეხება ბაიდენს;—-ჩვენ არ ვიცით,რა მოხდება მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში და ვისი წარმომადგენელია ის.