Home რუბრიკები პოლიტიკა ისლამიზაციას გადარჩენილი ქართველი ერი ლგბტ-ზაციის საფრთხის წინაშე

ისლამიზაციას გადარჩენილი ქართველი ერი ლგბტ-ზაციის საფრთხის წინაშე

2599

რუსეთთან უნდა აღდგეს ძმური ურთიერთობა და ეს უნდა მოხდეს ძალიან მალე!”

საქართველოს კათოლიკოსპატრიარქის ერთერთი ქადაგებიდან

ცხონებულმა ლევან სანიკიძემ (უწიგნური ლიბერასტების საყურადღებოდ: “უქარქაშო ხმლებისტეტრალოგიის ავტორია) თავის დროზე 309 ისტორიული ქართული სირცხვილი და 777 სიქველე დაგვითვალა ქართველებს და ისტორიკოსიმწერალი, ალბათ, იმ იმედით წავიდა იმქვეყნად, რომ მომავალი თაობები არათუ თავს შეირცხვენდნენ, პირიქით, სიქველეთა რაოდენობას გაზრდიდნენ, მაგრამ

“საქართველო და მსოფლიოს” რედაქციის შვებულებაში ყოფნის პერიოდში იმდენი რამ მოხდა საქართველოში, რომ, სიქველისა რა მოგახსენოთ და, სირცხვილის ფაქტებმა რამდენიმე პუნქტით იმატა… თვითონ განსაჯეთ:

ჯერ იყო და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავზე თბილისს ეწვია გერმანიის კანცლერი _ ფრაუ ანგელა მერკელი, რომელსაც ისე შესციცინებდნენ თვალებში ქოც-ნაცები (წინა სტატიებში არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ ქოცებმა და ნაცებმა ქართველი საზოგადოების თვალის ასახვევად დაირქვეს ხელისუფლება და ოპოზიცია. სინამდვილეში კი ორივე ნეოლიბერასტული იდეოლოგიის ალხანა-ჩალხანაა და ორივეს ერთი უფროსი ჰყავს _ “ძია სემი”), როგორც წყალობის მომლოდინე მათხოვრები უყურებენ ხელებში ქუჩაში გამვლელ-გამომვლელთ. კავკასიური ტურნეს დასაწყისში საქართველოში გავლით მყოფმა კეთილმა ფრაუმაც არ დააღალატა მასპინძლები _ მეო, მართალია, მხოლოდ 10 წლის შემდეგ გამახსენდა საქართველო, მაგრამ, სამაგიეროდ, რუსეთსაქართველოს ომიდან 10 წლის შემდეგაც მხარს ვუჭერ თქვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და მეტი რაღა გინდათო (აქაც და ქვემოთაც, სადაც დამჭირდება, მავანთა ნათქვამის შინაარსზე ვარ პასუხისმგეგელი, და არა ზუსტ ციტირებაზე)?! თუმცა იქვე დასძინა: ფუჭი დაპირებები არ მინდა მოგცეთ და ამიტომ იცოდეთ, უახლოესი 5 წლის განმავლობაში ვერც ნატოში მიგიღებთ და მით უმეტეს _ ვერც ევროკავშირშიო და, საერთოდაც, გახსოვდეთ, რომ ისევე როგორც გერმანიისთვის, ასევე სრულიად ევროპისთვის რუსეთთან კარგი ურთიერთობების დამყარებაა მთავარი პრიორიტეტიო _ “ცივი წყალი გადაასხაფინია ძაღლებივით ორ თათზე შემდგარ ქოცნაცებს, მაგრამ რად გინდა?! მაგათ ხომ ევროპა-ნატოს ზღაპრები ე.წ. საშინაო მოხმარებისთვის, ქართველი საზოგადოების “დასაბოლებლად” სჭირდებათ; იმას კი ვერ აცნობიერებენ, რომ ქოც-ნაცების სახით სრულიად ქართველ ერს გვიგდებენ მასხრად და სულში გვაფურთხებენ ჩვენი დასავლელი “მეგობრები”…

თუმცა კიდევ ერთი სირცხვილი თურმე წინ გვქონია _ როცა ფრაუ მერკელს ვერაფრით ათქმევინეს, რომ რუსეთი ოკუპანტია, ქოც-ნაცებმა საქმეში ჩართეს რუსოფობი სტუდენტები, რომლებმაც უნივერსიტეტში მისული ანგელა ლამის “შააღონეს” და მესამედ დასმულ კითხვაზე, რატომ არ იყენებთ ტერმინ ოკუპაციასო, “ეროპული საქართველოს” წევრ(?) სტუდენტს უპასუხა _ თქვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებულიაო. ამის გამო ისეთი ყიჟინა დასცეს სტუდენტებმა, გეგონებოდათ, ოკუპირებული ცხინვალ-სოხუმი დავიბრუნეთ. ამ სამარცხვინო მარაზმს შეცბუნებულ-გაკვირვებული უცქერდა გერმანიის კანცლერი: ნეტავი რა უხარიათო და უნივერსიტეტის აუდიტორიიდან პირდაპირ კონფლიქტის ზონისკენ გასწია, ჭოგრიტით გახედა რუსულ სამხედრო ბაზას და, როგორც ვალერი კვარაცხელიამ “წაიღადავა”, ალბათ, გაიფიქრა: ეჰ, რომ არა გორელი სტალინი, აქ ახლა რუსეთის კი არა, მესამე რაიხის სამხედრო ბაზა იქნებოდაო. სერიოზულად კი, კონფლიქტის ზონაში ჩასული ფრაუ მერკელი, ალბათ, კიდევ ერთხელ დარწმუნდა რუსეთთან კარგი ურთიერთობების უალტერნატივობაში, რასაც ვერ ვიტყვი ურაპატრიოტ, რუსოფობ ქოც-ნაცებსა და მათ მიერ “მოწამლულ” სტუდენტებზე. ისინი დღენიადაგ უჩიჩხინებენ ყალყზე შემდგარ დათვს _ რუსეთს, რომელსაც, სირიის შემდეგ, ჟარგონით თუ ვიტყვით, “ზადნი” აღარ აქვს. ასე იყო თუ ისე, ფრაუ მერკელი გავისტუმრეთ ერევან-ბაქოში, სადაც, თბილისისგან განსხვავებით, არ “შაუღონებიათ” მაღალი სტუმარი _ აქეთ სომხებს: გინდა თუ არა, თქვი, ყარაბაღი ჰაოსიანთა ტერიტორიააო, და იქით აზერებს: არიქა, აღიარე, რომ აზერბაიჯანის ყარაბაღი ერევანს აქვს ოკუპირებულიო.

მერკელთან ასოცირებული სირცხვილი მონელებული არ გვქონდა, რომ თავს კიდევ ერთი “უბედურება” დაგვატყდა _ გარდაიცვალა სენატორი ჯონ მაკეინი, რომელიც კიევ-თბილისის პოლიტიკურმა ისტებლიშმენტმა ისე იგლოვა, როგორც არ უგლოვიათ მის მშობლიურ ამერიკაშიც კი?! რატომ თბილისსა და კიევში? _ იმიტომ, რომ ორივე ანტირუსულ (ლიბერასტულ) რეჟიმს წლების განმავლობაში ისტერიკულად უჭერდა მხარს რუსოფობი სენატორი, თუმცა კიევის ბანდერელ-ფაშისტ ხელისუფლებას, რომ იტყვიან, თავში ქვა უხლია, ჩვენ ჩვენი ვიკითხოთ… “საქართველოს ერთგული მეგობარი”, “უშიშარი რაინდი” _ ამ ეპითეტებით შეამკეს მაკეინი. მეტიც, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა საქართველოს ეროვნული გმირი უწოდა რუსეთის ბოღმისგან გულგასერილ სენატორს. დიახ, რუსეთის ბოღმისგან, რადგან სწორედ საბჭოთა (რუსულმა) რაკეტამ ჩამოაგდო ვიეტნამის მშვიდობიანი მოსახლეობის დასაბომბად მიმავალი ახალგაზრდა ჯონ მაკეინის ავიაგამანადგურებელი, რის შემდეგაც რამდენიმე წელიწადი ვიეტნამელების ტყვეობაში გაატარა. როგორც ბოროტი ენები ამბობენ, “მადლიერ” ვიეტნამელებს მომავალი სენატორისთვის მამაკაცისთვის სამარცხვინო პატივიც უციათ და ამიტომაც რუსული რაკეტით ამწვარი უკანალი საფლავში ბოღმად ჩაიტანა საქართველოს “ეროვნულმა გმირმა”(?!).

ეს ისე, მცირე “ლირიკული” გადახვევა. ახლა კი პლასტელინ, ქსლისამბეჭველ პრეზიდენტს ვკითხოთ: რომელი ერის ეროვნული გმირია ჯონ მაკეინი? იმ ერის ხომ არა, რომელსაც დაუნდებილი უწოდაფალოსოფოსმამარგველამ?

დავით ბაქრაძე, რომელიც მოგვიწოდებდა, დანა-ჩანგლით ებრძოლეთ რუსეთის არმიასო, უფრო შორს წავიდა, როცა განაცხადა, გორში სტალინის ქუჩას მაკეინის სახელი დავარქვათო და კიდევ ერთმა, ამჯერად ბათუმის საკრებულოს ნაც-დეპუტატმა, _ ბათუმში ოკუპანტი ლერმომტოვის ქუჩა რად გვინდა, მაკეინის სახელი დავარქვათო!

რატომ, რისთვის, რა დამსახურებისთვის? _ იმისთვის, რომ აგვისტოს ომის დროს განაცხადა: “ჩვენ, ყველანი, ქართველები ვართო”?

დიდი შეღავათია, ჩემმა მზემ! მნიშვნელოვანწილად სწორედ მაკეინის წაქეზებით დაიწყო სააკაშვილმა ცხინვალის დაბობვა და საქართველოს კიდევ ერთხელ აოხრებას, ახალი ტერიტორიების დაკარგვას უშველის მაკეინის ფრაზა “ჩვენ, ყველანი, ქართველები ვართ”? მით უმეტეს, რომ ეს არავის გაუზიარებია ჩვენს “მეგობარ” დასავლეთში…

თუმცა ეგეც იქით იყოს და, რომ თქვა, სააკაშვილმა დაიწყო ომი, იმას არ ნიშნავს, რომ ომი საქართველომ დაიწყო, რადგან სააკაშვილი და საქართველო ერთი და იგივე არ არის. ასევეა ჯონ მაკეინის შემთხვევაშიც. ქოც-ნაცები რომ გაიძახიან, მაკეინი საქართველოს უჭერდა მხარსო, მაგათ თავიანთი დიპლიპიტო თავები საქართველო ხომ არ ჰგონიათ? რადგან მთელი ლიბერასტული დასავლეთი და, კონკრეტულად, ჯონ მაკეინი წლების განმავლობაში მათ მიერვედემოკრატიის შუქურადშერაცხილ სააკაშვილის ფაშისტურსადისტურ რეჟიმს უჭერდა მხარს და, აქედან გამომდინარე, როგორც, საზოგადოდ, დასავლეთი, ასევე, კონკრეტულად, მაკეინი იმ სისხლისა და ცრემლის თანამონაწილეა, რომელიც 9 წლის განმავლობაში უხვად ღვარა სააკაშვილის რეჟიმმა. მაკეინის სახელს ქუჩებსა და მოედნებს კი არ უნდა ვარქმევდეთ, სამარადჟამოდ უნდა შევაჩვენოთ, როგორც საქართველოს დაუძინებელი მტერი.

რამდენი ქუჩა თუ ძეგლია საქართველოში მათი, ვისაც საქართველოსთან არაფერი აკავშირებს ან თუ აკავშირებს, მხოლოდ ცუდი ან ზედაპირული: ბუშის, პოლიტკოვსკაიას, სობჩაკის, კაჩინსკის ქუჩები… სრული ბედნიერებისათვის, რომ იტყვიან, ამ ჩამონათვალს მაკეინიღა აკლია…

საქართველოში მაკეინის სახელის უკვდავსაყოფად მიმართული ქმედებები აშკარა მარაზმია იმ ფონზე, როდესაც საქართველოს უდიდესი მეფის, დავით აღმაშენებლის, ძეგლი თბილისის ცენტრიდან გააძევეს და მის ადგილას ველოსიპედი დაგვიდგეს. აღარაფერს ვიტყვი ლადო ასათიანზე, რომლის არც ძეგლი გვაქვს და მთაწმინდაზეც ვერ აგვისვენებია. არადა, ზოგიერთისგან განსხვავებით, ლადოს ადგილი სწორედ იქ არის, მთაწმინდაზე…

ყოველივე ზემოთქმული რომ არა, წინამდებარე წერილის ერთადერთი თემა გასულ კვირაში ტელეიმედის ეთერში გასული ვრცელი სიუჟეტი იქნებოდა, რადგანაც იგი “საქართველო და მსოფლიოს” ეხებოდა და ე.ი., პირადად თქვენს მონა-მორჩილსაც…

თურმე, ნუ იტყვით და, 5-6 სექტემბერს სასტუმრო “ვერეპალასში” გაიმართება ორდღიანი სემინარი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის ფონდიდან ფინანსდება და ამ სემინარზე ლექციებს წაიკითხავენ რუსი პოლიტოლოგები, ჟურნალისტები. ტელეკომპანია “იმედისთვის” ამ ლექციების თემებიც ცნობილი ყოფილა, რაც დააანონსა კიდეც _ რა ცუდია დასავლეთი და რა კარგია რუსეთი, ანუ, ორი სიტყვით თუ ვიტყვით, რუსული პროპაგანდა.

პროპაგანდა _ ეს არის რაიმე იდეის, მოძღვრების, ცოდნის გავრცელება დაწვრილებითი და ღრმა ახსნა-განმარტების გზით; ფართო მასებზე იდეური ზემოქმედება, რასაც პოლიტიკური ხასიათი აქვს. ასე განმარტავს ამ ლათინურ ტერმინს უცხო სიტყვათა ლექსიკონი. ამ ტერმინში თავისთავად არავითარი “ბუა” არ იგულისხმება, რომლითაც ცდილობენ, დააშინონ ქართველი საზოგადოება, რაც წლების განმავლობაში ვერ შეძლეს, რადგან, თუ ერთი რამის, უკაცრავად და, უკანალი გაქვს, რა პრობლემაა _ იდეას იდეა დაუპირისპირე, მოძღვრებას _ მოძღვრება, ცოდნას _ ცოდნა, დაწვრილებითი, ღრმა ახსნა-განმარტების გზით და ეგ არის, მაგრამ, რაც არ აქვთ ჩვენს ნეოლიბერალებს, რას დაუპირისპირებენ?!

უფრო სწორად, რაც აქვთ, ეს არის მუნჯის ენა, ბრმათა სინათლე და ტყუილის სიმართლე, ანუ სიცრუე… საერთოდ, რომელ რუსულ პროპაგანდაზეა საუბარი, როდესაც რუსეთი საქართველოში ვერ აკონტროლებს ვერც ერთ ტელევიზიას, რომელიც პროპაგანდის უპირველესი საშუალებაა 21- საუკუნეში, მაგრამ, თუ ტელეკომპანიაიმედსადა სხვა მრავალ .. ნაციონალურ მაუწყებელთან უთანასწორო ჭიდილშისაქართველო და მსოფლიოქმნის პრორუსულ განწყობებს, რომელიც დღითიდღე მატულობს საქართველოში, მაშინ გაზეთს სატრაბახოდ ჰქონია საქმე. შესაბამისად, ისიც დიდი პატივია, რომ სემინარის ერთ-ერთ ორგანიზატორად “საქართველო და მსოფლიო” დასახელდა _ თუმცა, არა მგონია, ისე უჭირდეს ვლადიმერ პუტინის ფონდს, რომ “საქართველო და მსოფლიოს” გარეშე ვერ შეძლოს ასეთი სემინარის ორგანიზება.

რეალურად, გაზეთის რედაქცია მასპინძლობას უწევს და ეხმარება რუს კოლეგებს მათთვის საინტერესო პიროვნებათა მოძიება-დაპატიჟებაში და სხვა წვრილმანი საკითხების მოგვარებაში, რომლებიც, შესაძლოა, სემინარის მიმდინარეობისას წარმოიშვას. ტელეკომპანია “იმედმა” ისიც იკადრა, რომ ჩვენი გაზეთის ოფისში მიავლინა გადამღები ჯგუფი, რომელსაც კარი დაკეტილი დახვდა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, რედაქცია შვებულებაში იყო, მაგრამ ეს სურათი ისე წარმოაჩინეს, თითქოს შეგვეშინდა და დავიმალეთ.

ახლა, რაც შეეხება ისევ ყბადაღებულ რუსულ პროპაგანდას _ პრორუსული განწყობების მთავარი პროპაგანდისტი, გაგიკვირდებათ და, სწორედჩვენი მეგობარი დასავლეთია”, რომელიც წლების განმავლობაში მასხრად გვიგდებს და სულში გვაფურთხებს _ ნატოევროკავშირში მიგიღებთ, მაპზე უკეთესს მოგცემთ, ასპირანტობას მოგცემთ და .. ამასობაში კი ჩვენი სამშობლო ცოტავდება და ცოტავდება! რაც შეეხება იმას, რომ რუსეთი კარგია და დასავლეთი ცუდი, ერთი წუთით რუსეთს თავი დავანებოთ და მხოლოდ დასავლეთისა ვთქვათ:

* ტყუილია ის, რომ დასავლეთი, როგორც ქრისტიანულ კულტურაზე აღმოცენებული ფენომენი, ცივილიზაცია, პრაქტიკულად, აღარ არსებობს?

* ტყუილია, რომ დასავლეთს ნეოლიბერალი უღმერთო ხლისტები მართავენ და, აქედან გამომდინარე, იქიდან საქართველოში მხოლოდ გარყვნილება და სიბინძურე შემოედინება?

* რუსული პროპაგანდაა ის, რომ სოროსის მიერ უხვად დაფინანსებული .. არასამთავრობო მესამე სექტორის, სახალხო დამცველისრეკომენდაციებით”, აგრეთვე, დასავლეთს მიყიდული საკონსტიტუციო სასამართლოს ძალისხმევით ქოცნაცების ხელისუფლებამ, პრაქტიკულად, დაგვიკანონა ნარკომანია, პროსტიტუცია, პედერასტობა?

* თითიდან გამოწოვილი .. ოჯახური ძალადობის საშუალებით, პრაქტიკულად, დაგვინგრიეს ოჯახის წმინდა ინსტიტუტი _ ათასობით საქმეა აღძრული, როდესაც მამა შვილს, ცოლი ქმარს, და ძმას და .. უჩივის; საერთოდ, რაზეა საუბარი, როცა სახალხო დამცველი უტიფრად აცხადებს, რომ ცნებაოჯახის უფროსიდისკრიმინაციაა.

ეეე, ტუტუც! ოჯახში უფროს-უმცროსობა ცხოველებშიც (ლომები, მგლები) და ერთუჯრედიან მწერებშიც (ფუტკარი, ჭიანჭველა) კი არსებობს…

ამ ყველაფრის ავტორი რომ “დემოკრატიული დასავლეთია”, ესეც რუსული პროპაგანდაა?

* და ყველაზე მთავარი _ სოროსისტებმა საფუძვლიანად დაგვინგრიეს განათლების სისტემა, რომელიც თვით “საზიზღარი” კომუნისტების დროსაც კი ისე აწყობილი მუშაობდა, რომ საშუალო სკოლადამთავრებული წყალწაღებული სამოსანიც კი სამშობლოს პატრიოტი გამოდიოდა. ახლა კი ე.წ. საჯარო სკოლებში ჩვენს შვილებს საქართველოს ისტორიას მხოლოდ შავ-თეთრ ფერებში ასწავლიან, რომლის მიხედვით საქართველოს გადამრჩენი რუსეთი არის ისტორიული მტერი, ხოლო მართლაც ჩვენი ამომგდები თურქეთი _ ისტორიული მეგობარი. ეტყობა, სოროსისტებმაც კარგად იციან დიდი ილიას ნააზრევი: “ერის დაცემა და გათახსირება მაშინ იწყება, როდესაც იგი საკუთარ ისტორიას ივიწყებს”…

უწიგნურობის შედეგია ის, რომ ჩვენმა შვილებმა არაფერი იციან ილიას, აკაკის, ვაჟას, იაკობისა და საქართველოს სხვა მრავალ შვილთა დამოკიდებულებაზე “ოკუპანტი” რუსეთის მიმართ, რომელსაც ისინი ერთხმად უწოდებდნენ საქართველოს გადამრჩენს და რომ, ილია ჭავჭავაძის აზრით, დიდი რუსეთის გარეშე არ არსებობს ხსნა საქართველოსი.

დღესაც ასეა საქმე და უფრო უარესადაც _ თუ 200 წლის წინათ რუსეთმა, ფიზიკურ განადგურებასთან ერთად, ისლამიზაციისგანაც გადაგვარჩინა, ანუ ზნეობრივი გადაგვარებისგანაც, დღეს ფიზიკურ განადგურებასთან ერთად გაცილებით უარესი გვემუქრება, რადგან ადრე მამა ღმერთის ყველას სწამდა და, მიუხედავად იმისა, რომელ რელიგიას აღიარებდნენ, ადამიანები ერთმანეთთან შეხების წერტილებს ადვილად პოულობდნენ, ანუ არსებობდა საერთო საზოგადოებრივი მორალი. ახლა კი უღმერთო, სატანისტი ნეოლიბერალების მთავარი ამოცანა მსოფლიოს განარკომანება და ლგბტ-ზაციაა, რაც სულიერი სიკვდილის ტოლფასია. სახარება გვასწავლის: გეშინოდეს არა ფიზიკური სიკვდილის, არამედ სულის წაწყმედისა!

ისევე, როგორც 200 წლის წინათ, ახლაც ერთმორწმუნე რუსეთი გადაარჩენს ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოს, მიუხედავად იმისა, უნდათ თუ არა ეს ქოც-ნაცების ოკეანის გაღმა-გამოღმა პატრონებს…

დავით მხეიძე

P.S. უკვე აღნავლდნენ რუსოფობი ასოები თუ ლიბერასტი პოლიტიკოსჟურნალისტები და, ზემოხსენებული სემინარის ჩაშლით თუ ვერა, სემინარის მონაწილეთათვის დისკომფორტის შექმნით იმუქრებიან. მობრძანდით, ბატონებო! აქა ვდგავართ და სხვაგვარად არ ძალგვიძს

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here