რა უძღოდა იალტა–პოტსდამის სისტემის შექმნას?
მცირე ექსკურსი:
* 1911 წელი _ აშშ–ის უზენაესი სასამართლოს ანტიმონოპოლიური გადაწყვეტილება Standard Oil–ის (როკფელერის სანავთობე კორპორაცია) მიმართ: გაიყო 34 კომპანიად, ჯამურმა კაპიტალიზაციამ მყისვე მოიმატა 3,5-ჯერ. ოლიგარქიამ დაიწყო სანავთობე ექსპანსია;
* 1912 წელი _ ვუდრო ვილსონის პრეზიდენტად გაყვანა. არჩევნებს იგებდა პრეზიდენტი უილიამ ტაფტი, მაგრამ როტშილდებთან დაახლოებულ მორგანების კლანთან დაკავშირებული ვილსონის არჩევა უზრუნველყო რესპუბლიკელების რიგებში განხეთქილებამ, რომელიც გამოიწვია არჩევნებში “მესამე კანდიდატის _ ექსპრეზიდენტ თეოდორ რუზველტის _ მონაწილეობამ;
* 1913 წლის სექტემბერი _ ვენაში გამართულ სიონისტური მოძრაობის XI კონგრესზე ხელმძღვანელობის შეცვლა; როტშილდების კონტროლქვეშ გადასვლა და ინტეგრაცია ანგლოსაქსონურ ინტერესებთან (ბალფურის დეკლარაცია და ერთა ლიგის მიერ ინგლისისთვის მიცემული პალესტინის მანდატი);
* 1913 წლის ბოლო _ ფედერალური სარეზერვო სისტემის შექმნა: სპეცოპერაცია სამი ვარიანტით _ მთავრითა და ყურადღების გადამტანებით. გეგმა მიღებული იქნა 1910 წლის 22 ნოემბერს ბანკირების საიდუმლო შეხვედრაზე, რომელიც ჯორჯიის ნაპირებთან, კუნძულ ჯეკილზე გაიმართა. შეხვედრას ხელმძღვანელობდა პოლკოვნიკი ჰაუსი, მოგვიანებით _ ვილსონის მრჩეველი, რომელმაც პირადად შეარჩია ფედერალური სარეზერვო სისტემის მმართველთა პირველი შემადგენლობა (კონგრესში პროექტი გაიტანა 5 ძმა როკფელერის ბაბუამ დედის მხრიდან, სენატორმა ნელსონ ოლდრიჩმა);
* 1914 წელი _ I მსოფლიო ომი: პოლიტიკური რესურსის კონსოლიდაციითა და მსოფლიოს ფინანსებზე კონტროლის დაწესების შემდეგ ოლიგარქია დაიძრა მსოფლიოზე ბატონობის მოსაპოვებლად. ერთა ლიგის პროექტი _ ეს იყო მსოფლიოს მთავრობა ოთხი იმპერიის _ რუსეთის, გერმანიის, ავსტრია–უნგრეთისა და ოსმალეთის _ ნანგრევებზე.
მცირე გადახვევა: რისთვის დასჭირდათ მონარქიების დანგრევა? იმისთვის, რომ წაერთმიათ მათთვის ძალაუფლების ორგანიზების დინასტიურობის პრინციპი და გადაეცათ ის ოლიგარქიული ბიზნესისთვის. და არჩევნებში მონაწილე პოლიტიკოსები ოლიგარქიის მარიონეტებად გადაექციათ.
* 1917-1918 წლები _ ვერსალის ზავის შედეგები გადაფარა ოქტომბრის რევოლუციამ; ეს იყო პირველი გლობალისტური პროექტის სისტემური კრახი. უინსტონ ჩერჩილის განცხადებით, “ბოლშევიკები წარმოადგენენ ინტერნაციონალს _ დაწესებულებას და იდეას, რომელიც სრულიად უცხო და მტრულია ჩვენი ცივილიზაციისთვის” (ე.ი. აღვნიშნოთ: ბოლშევიზმი არ შეესაბამება დასავლური გლობალიზმის ცივილიზებულ პროექტს);
* 1920 წელი _ აშშ უარს ამბობს ვერსალის ზავის რატიფიკაციაზე და არ შედის ერთა ლიგაში; კურსი აღებულია პირველი მსოფლიო ომის გადათამაშებაზე;
* 1920 წლის მაისში მკვეთრად ეცემა ფედერალური სარეზერვო სისტემის ფსონები, რომლებსაც 1929 წლის თებერვალში მკვეთრად მაღლა სწევენ და ამით იწვევენ ე.წ. დიდ დეპრესიას. ამ აფერის საკვანძო ფიგურები იყვნენ ინგლისის ბანკის დირექტორი მონტეგიუ ნორმანი და აშშ-ის ფინანსთა მინისტრი (სამი ადმინისტრაციის პერიოდში!) ბანკირი ენდრიუ მელანი;
* ბოლო მოვლენებს შორის, 1927 წლის თებერვალში, კონგრესმა შესწორებები შეიტანა ფედერალური სარეზერვო სისტემის შესახებ კანონში, გააუქმა 20-წლიანი შეზღუდვა აღნიშნული სისტემის უფლებამოსილებებზე და ეს უფლებები უვადოდ მიანიჭა, ამით კონგრესმა ოლიგარქებს ხელ–ფეხი გაუხსნა მაქინაციების ჩასატარებლად;
* 1932 წელი _ გერმანიის ყოფილი კანცლერი ფრანც ფონ პაპენმა კელნში ჰიტლერი წარუდგინა მონტეგიუ ნორმანსა და ძმებს _ ალენ და ჯონ ფოსტერ დალესებს; ზუსტად ერთი წლის შემდეგ ფონ პაპენმა ჰიტლერი შეიყვანა გერმანიის ფინანსურ და სამრეწველო წრეებში, კიდევ ორი კვირის შემდეგ კი ჰიტლერი კანცლერი გახდა; რაიხსბანკის ხელმძღვანელად დაინიშნა მონტეგიუ ნორმანის პროტეჟე იალმარ შახტი, რომელიც ნორმანთან ერთად როტშილდების უახლოესი გარემოცვის წევრია. მანამდე შახტი ხელმძღვანელობდა ვაიმარის რაიხსბანკს, მაგრამ დატოვა თანამდებობა, როდესაც ოუენის რეპარტიული გეგმა შეიცვალა იანგის გეგმით, რომლის მიხედვითაც 1930 წელს შექმნეს საერთაშორისო ანგარიშების ბანკი. ეს ბანკი მოგვიანებით დასავლეთის მიერ ჰიტლერის დაფინანსების არხი იყო (გლობალური ხელისუფლების სისტემაში ეს ბანკი დღესაც “ტივტივებს”: აკონტროლებს ცენტრალური ბანკების ბაზელის კლუბსა და “ოცეულის ჯგუფის” ფინანსური სტაბილურობის საბჭოს);
* და ბოლო პუნქტი: გერმანიის მრეწველობის აღდგენა მოხდა ორი ჰოლინგის _ I.G. Farbenindustrie–სა და Vereinigte Stahlwerke–ს მიერ. ეს ორი მმართველი კომპანიაა აშშ–ში. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჰოლდინგები დაშალეს, მათი არქივები კი დაიკარგა. ასე წაიშალა კვალი.
რა დასკვნების გაკეთება შეიძლება ამ ყველაფრიდან?
მთავარი: გლობალურმა ოლიგარქიამ გერმანული ნაციზმის კონსტრუქცია შექმნა “რუსული საკითხის” გადასაჭრელად, რომელიც დღის წესრიგში დადგა ოქტომბრის რევოლუციის გამო. სწორედ ოქტომბრის რევოლუციამ გაწყვიტა დროებითი მთავრობის კავშირი საგარეო მართვასთან.
ცნობისთვის: ჰიტლერი _ ანტანტის მიერ გაკონტროლებული გერმანიის სამხედრო დაზვერვის აგენტი, რომელიც გადაბირებული იყო 1919 წელს, რათა სათავეში ჩასდგომოდა ანტონ დრექსლერის გერმანიის მუშათა პარტიას; 1921 წელს, როცა მისი ლიდერი გახდა, სახელი გადაარქვა და უწოდა ნაციონალ-სოციალისტური გერმანიის მუშათა პარტია. ე.წ. ლუდის პუტჩის ჩაფლავების შემდეგ გადაიყვანეს მოქმედ რეზერვში, რომელშიც მისი და რუდოლფ ჰესის კურატორი იყო კარლ ჰაუსჰოფერი _ გენერალი, გამოჩენილი გეოპოლიტიკოსი, ავტორი კონცეფციისა Lებენსრაუმ (“ცხოვრებისეული სივრცე”), ოკულტისტი მისტიკოსი საიდუმლო საზოგადოება Thule-Gesellschaft-დან, მას ეკუთვნის “მაინ კამპფის” ძირითადი იდეები, რომლებიც ჰიტლერს უკარნახა. თვითონ ჰიტლერმა კი მათი ვექტორი გაშალა აღმოსავლეთისკენ, რომელსაც, სხვათა შორის, ეწინააღმდეგებოდა ჰაუსჰოფერი.
ამრიგად, მეორე მსოფლიო ომის წინ დასავლეთის სტრატეგია იყო ის, რომ ერთმანეთისთვის დაეჯახებინა გერმანია და საბჭოთა კავშირი, რათა შემდეგ ორივესთვის ეკარნახა თავისი ნება. ამას ადასტურებს რუსი მზვერავი–არალეგალი, გენერალი იური დროზდოვი; ეს 1941 წლის ივნისში აღიარა აშშ–ის მომავალმა პრეზიდენტმა ჰარი ტრუმენმა. ანგლო–ამერიკული გეგმა მდგომარეობდა იმაში, რომ დალოდებოდნენ მომენტს და ომში ჩართულიყვნენ თავიანთი პირობებით. და დაბრუნებოდნენ ახალი მსოფლიო წესრიგის პროექტს, რომელიც ოქტომბრის რევოლუციამ ჩააფლავა.
ანტიჰიტლერული კოალიცია _ ეს იყო დასავლეთის იძულებითი ნაბიჯი, რათა მოხვედრილიყვნენ გამარჯვებულთა წრეში და მონაწილეობა მიეღოთ ომის შემდგომი მსოფლიოს დანაწილებაში, თუმცა არა ისე, როგორც სურდათ, არა დამოუკიდებლად, არამედ საბჭოთა კავშირთან ერთად.
იალტა-პოტსდამის სისტემა ერთი მხარეა დასავლეთისთვის იძულებითი კომპრომისისა, მეორე მხარე _ ამ ფონზე გაჩაღებული ცივი ომი: ჯორჯ კენანის “გრძელი ტელეგრამა”, ჩერჩილის სიტყვა ფულტონში, ნატოს და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შექმნა და სხვ.
იალტა–პოტსდამის სისტემა კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა პოტსდამის დაწყებამდე; გეგმა “წარმოუდგენელის” მიხედვით, 1945 წლის 1 ივლისს აშშ–სა და დიდი ბრიტანეთის სამხედრო ძალები ვერმახტის 10 დივიზიასთან ერთად თავს უნდა დასხმოდნენ სსრკ–ს და გაეჩაღებინათ ახალი ომი.
ავანტიურისტები გამოაფხიზლა ამ თარიღის (1945 წლის 1 ივლისი) წინ საბჭოთა კავშირის არმიის ნაწილების გადაჯგუფებამ, რომლის შედეგადაც ანგლო-ამერიკელებმა დაინახეს, რომ მათი გეგმის შესახებ საბჭოთა კავშირის მხედართმთავრობისთვის ცნობილი იყო. შედეგად დაიკარგა მოულოდნელობის მომენტი და შანსი გამარჯვების მოსაპოვებლად. ამის შემდეგ სსრკ-ის წინააღმდეგ გამოიყენეს ატომური შანტაჟი, როცა აშშ-მა წარმატებით გამოსცადა ატომური ბომბი. სწორედ ამ შანტაჟით დაიწყო პოტსდამის კონფერენცია.
ამრიგად, იალტა–პოტსდამის სისტემა _ ეს არის ომის შემდეგ შექმნილი ბალანსის შედეგი, რომელიც ხელს არ აძლევდა დასავლეთს, ამიტომ ის გამუდმებით განიცდიდა შეტევას _ დასავლეთის ატომური მონოპოლიის განმტკიცებიდან (ბარუხის გეგმა გაეროში) კარიბის ზღვის დონემდე დაპირისპირების ესკალაციამდე. როცა ცხადი შეიქნა, რომ ომის გზით საბჭოთა კავშირს ვერაფერს დააკლებდნენ, ბრძოლაში ჩართეს ე.წ. რბილი ძალის ჰიბრიდული ვარიანტი და აამოქმედეს პროექტები:
* რომის კლუბი, რომელშიც ჩართეს დასავლეთთან კომპრომისზე ორიენტირებული საბჭოთა ელიტის გავლენიანი ნაწილ;.
* განმუხტვის. სსრკ ჩაითრიეს ჰელსინკის პროცესში. შედეგი _ სსრკ–ის დაშლა. სწორედ ეს სურდა დასავლეთს; სახელდობრ, იმიტომ, რომ საბჭოთა მეომრებს არავინ ელოდა ევროპის ცენტრში 1945 წელს, ასევე დღესაც ცდილობენ, არ დაუშვან გლობალური ბალანსის აღდგენა. განიხილავენ ყველა ვარიანტს და იმის მიხედვით, როგორ მიმდინარეობს ნატოს წვრთნებისთვის მზადება, ჩანს, რომ ისინი ამუშავებენ რუსეთთან სრულმასშტაბიანი ომისთვის.
მაგრამ მთავარი წნეხი მიმდინარეობს კომპრომისის “მეორე ვარიანტზე”, რომელიც დაშიფრულია “მრავალპოლუსიანი მსოფლიოს” მითში, ვინაიდან ნამდვილი მრავალპოლუსიანობა _ ეს არის რამდენიმე დამოუკიდებელი ცენტრის არსებობა თავიანთი პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემებითა და ინსტიტუტებით, თანაც ეს ცენტრები ისე ძლიერია, რომ თითოეულ მათგანს მარტო შეუძლია დაუპირისპირდეს არა მხოლოდ ნებისმიერს, არამედ დანარჩენი ცენტრების კოალიციასაც კი. მრავალპოლუსიანი სისტემა _ ეს არის მორტონ კაპლანის “ერთპიროვნული ვეტოს” სისტემა, ხოლო დღევანდელ სისტემურ მოდელში _ გაერო, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია, საერთაშორისო სავალუტო ფონდი _ არანაირი მრავალპოლუსიანობა არ შეიძლება არსებობდეს. ეს არის ბჟეზინსკის ზღაპრები მისი “დიდი საჭადრაკო დაფიდან”. მხოლოდ ბრძოლაა კონტროლის ხელში ჩასაგდებად; თანაც ეფემერული, საყოველთაო ქაოსის გამოწვევით, თუკი დასავლეთი ამ კონტროლს მართლაც დაკარგავს.
ასეთი კონტროლის ხელში ჩაგდებას დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა ჩინეთი. ბოლო მოვლენები გვაჩენებს, რომ ამის იმედი ქრება. ამიტომაც ღრმავდება რუსეთ-ჩინეთის ინტეგრაცია, რომელსაც პოლიტკორექტულობიდან გამომდინარე კავშირს არ უწოდებენ, მაგრამ ეს საქმის არსს არ ცვლის. ეს არის კავშირი. მის ჩარჩოშიც დასავლეთს წარედგინება გლობალური ალტერნატივა, რომლის სტრუქტურაშიც იწყებს ჩამოყალიბებას:
* ინსტიტუტების სისტემა _ თანამშრომლობის შანხაის ორგანიზაცია, ინფრასტრუქტურული ინვესტიციების აზიური ბანკი, განვითარების ახალი ბანკი; ბრიჩსი (კავშირი 5 ქვეყნისა _ ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთის, ჩინეთისა და სამხრეთი აფრიკის) და სხვ.;
* გეოპოლიტიკური პროექტები _ ევრაზიის ეკონომიკური კავშირი და “სარტყელი და გზა”, რომლებიც დაკავშირებულია დიდ ევროაზიურ პარტნიორობასთან.
სააგენტო regnum.ru–ზე გამოქვეყნებული ვლადიმერ პავლენკოს წერილის მიხედვით მოამზადა
გიორგი გაჩეჩილაძემ
P.S. რისთვის ვწერთ ყოველივე ამას? დაკვირვებული მკითხველი ადვილად მიხვდება, რომ ზემოაღწერილ პროცესებში დასავლეთის თვალსა და ხელში საქართველოს აქვს გასახარჯი მასალის როლი. ეს უნდა ესმოდეს ყველას, ვინც ნატო–ამერიკა–ევროკავშირს გაიძახის, ისინი უნდა დაფიქრდნენ თავიანთ პასუხისმგებლობაზე ხალხისა და ქვეყნის წინაშე.
კაცობრიობა ტყუილით სიხარბით და ეგოიზმითაა დაავადებული ამიტომ არ არიან ადამიანები ბედნიერები. თუ ვინმემ ცადა განკურნება ყველა მოკლეს ქრისტედან მოყოლებული.ალბათ შოთა რუსთაველსაც მოკლავდნენ რომ ცოდნოდათ რა დაწერა .სტალინი რომ მოკლეს მილიონობით ადამიანი ტიროდა არა დაშინებით არა ტყუილად და თვალთმაქცურად.გამოსავალი ერთია ყველამ იზრუნოს თავის განკურვნაზე თორე პოლიტიკური ელიტის იმედი რომ ადამიანების გაბედნიერებას ხელს შეუწყობენ ოდესმე სასაცილოა.
ძაან დონე სტატიაა.. სწორია ყოველივე.. და ვემხრობი ვერსიას რომ ჰიტლერი ებრაელების მიერ მოსყიდული-“წამებულის მანტიით” შექმნილი ებრაული სახელმწიფოს შექმნის გეგმის შემსრულებელი იყო…