Home რუბრიკები საზოგადოება თელავში ალმანახი “კახიონი” გამოსცეს

თელავში ალმანახი “კახიონი” გამოსცეს

775
თელავში ალმანახი “კახიონი” გამოსცეს

საფრანგეთის ეროვნულ გმირზე, თელაველ ვახტანგ სეხნიაშვილზე, ჩემი წერილი გაზეთსაქართველო და მსოფლიოში” ( #14, 2018.) დაიბეჭდა. დიდი სამამულო ომის მონაწილე, მძიმედ დაჭრილი ვახტანგ სეხნიაშვილი 1942 წელს გერმანელებმა ტყვედ ჩაიგდეს და საფრანგეთის ტყვეთა ბანაკში გადაიყვანეს. აქ ჩაება იგი წინააღმდეგობის მოძრაობაში და საფრანგეთის ეროვნული გმირი გახდა.

დღეს საქართველოში და ჩემს ქალაქ თელავში შექმნილი ეკონომიური ვითარების გამო ქართულ-ფრანგული ურთიერთობის დიდი და მრავალმხრივ საინტერესო ისტორიის ეს ფურცელი, სამწუხაროდ, დავიწყების ბურუსით იფარება, ამიტომ გადავწყვიტე, თქვენთვის მოკლედ მომეთხრო საინტერესო ამბები, რომლებიც თელავს საფრანგეთთან, ფრანგ ხალხთან აკავშირებს.

დიდი სულხან საბა-ორბელიანით დაწყებული ამ გზით იარა ექვთიმე თაყაიშვილმა და ქართველ ემიგრანტთა დიდმა ჯგუფმა, რომელთა შორის იყო თელაველი (ვარდისუბნელი) ნინო ქურციკაშვილი (სალია), რომლის აქაურ ოჯახზე, შთამომავლებზე არაერთხელ მოვუთხრეთ მკითხველს ჩვენს გაზეთში (ჯერ “ალაზნის განთიადში”, რომელიც ახლა “თელავის მოამბედ” იწოდება). ამ გზით იარა პარიზის უხუცესმა მოქალაქემ – ქართველმა მანდილოსანმა, თელაველმა (კისისხეველმა) სოფიო ჩიჯავაძეკეიდიამ, რომელსაც საფრანგეთის პრეზიდენტმა ჟაკ შირაკმა დაბადების ასი წლის იუბილეზე პირადად მიართვა მისთვის საგანგებოდ დამზადებული მედალი და დიპლომი. “ამ გზამ გვაზიარა ჟორჟ სანდის, ვიქტორ ჰიუგოს, ალექსანდრე დიუმას, ონორე დე ბალზაკის, პროსპერ მერიმეს, ფლობერის, ემილ ზოლას, ანატოლ ფრანსის, რომენ როლანისა და სხვა ფრანგ მწერალთა პროზას”, _ ვკითხულობთ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ფრანგულქართული ურთიერთობისადმი მიძღვნილი ალმანახის _ “კახიონისპირველ ნომერში.

ბატონი როინ ჭიკაძე _ მაშინ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი _ მონაწილეობდა საფრანგეთის იონის დეპარტამენტსა (ბურგუნდია) და კახეთის მხარეს შორის დამყარებულ რეგიონულ კონტაქტებში; ლიონის დეპარტამენტმა უნივერსიტეტს საჩუქრად გადასცა კომპიტერული ტექნიკა, უნივერსიტეტში დაფუძნდა “მარი ბროსეს საზოგადოება”. როინ ჭიკაძე წერს, რომ ეს საზოგადოება მიზნად ისახავს მარი-ფელისიტე-ქსავიე ბროსეს მიერ დაწყებულ საქმეთა ღირსეულ გაგრძელებას, საფრანგეთ-საქართველოს კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობის შესწავლა-პოპულარიზაციას, მჭიდრო სამეცნიერო და საგანმანათლებლო კავშირურთიერთობის დამყარებას.

ცნობილია, რომ მარი ბროსე 1947 წლის სექტემბერში ჩამოვიდა კახეთში; ეწვია თელავს, ალავერდს, იყალთოს, ქისტაურს, მატანს. აქ ჩაეყარა საფუძველი მის მეგობრულ და საქმიან ურთიერთობას რაფიელ ერისთავთან და იოსებ ცისკარიშვილთან. სწორედ მარი ბროსეს თელავთან ურთიერთობის გამოძახილად გვესახება გიორგი ჯავახიშვილის წერილების კრებული “ქართულ-ფრანგული კულტურულ-ლიტერატურული შეხვედრები თელავში”, რომელიც “მარი ბროსეს საზოგადოების” პირველი გამოცემაა. მასში მიმოხილულია ჩვენი უახლოესი წარსულის ქართულ-ფრანგული ლიტერატურული შეხვედრები, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს უშუალოდ თელაველმა და თელავთან დაკავშირებულმა მოღვაწეებმა ნიკო კურდღელაშვილმა, იოსებ ცისკარიშვილმა, ერეკლე ჯაბადარმა, ელისაბედ ორებლიანმა, ნინო ქურციკაშვილმა. თელავის თეატრში იდგმებოდა ელისაბედ ორბელიანის, ვოლტერის, რასინის, პიერ კორნელის, ალექსანდრე დიუმას (შვილის), მოლიერის, ვიქტორ ჰიუგოს, ონორე დე ბალზაკის ნაწარმოებების მიხედვით შექმნილი სპექტაკლები.

“კახიონი” ქართულ-ფრანგული ურთიერთობის, უფრო სწორად, საფრანგეთთან, ფრანგებთან თელავისა და თელაველების ურთიერთობის ამსახველი პატარა კრებულია, რომელიც დიდებულად წარმოაჩენს ხალხების ურთიერთპატივისცემას და თავისთავადობის შენარჩუნების ხიბლს. აი ასეთად გვესახება სამომავლოდ ჩვენი, თელაველების, “პატარა ლევილი” ან იქნებ “კახიონი”.

ჩვენი ეს მოსაზრება არასამთავრობო ორგანიზაციათა გაერთიანება “თელავის დარბაზის” მხარდაჭერით ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძესა და ქალაქ თელავის მერ შოთა ნარეკლიშვილს გავაცანით. მათი მხარდაჭერით გამხნევებული, კიდევ ერთხელ მოგმართავთ თქვენ, ძვირფასო რედაქცია, დაგვიჭირეთ მხარი და მიაწვდინეთ ჩვენი ხმა საფრანგეთის საელჩოს.

მერი ზაალაშვილი,

საქართველო დამსახურებული ჟურნალისტი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here