Home სხვადასხვა დაიჯესტი ველური უკრაინა: მამაკაცებმა მხეცურად აწამეს და გააუპატიურეს ყმაწვილი

ველური უკრაინა: მამაკაცებმა მხეცურად აწამეს და გააუპატიურეს ყმაწვილი

325
ველური უკრაინა: მამაკაცებმა მხეცურად აწამეს და გააუპატიურეს ყმაწვილი

ხარკოვის მახლობლად სოფელ რონაში ორმა მამაკაცმა 17 წლის ყმაწვილი გაიტაცა. აწამეს, გააუპატიურეს იმ აყალმაყალის გამო, რომელშიც გოგო მონაწილეობდა, იუწყება უკრაინის პრესა დაზარალებული ბიჭის, ვიაჩესლავ ტუნგუსკოვის, დედის მონათხრობზე დაყრდნობით.

ყმაწვილი დღემდე საავადმყოფოში წევს და ნორმალურად ლაპარაკი უჭირს.

ყველაფერი ვიაჩესლავის მეგობარი გოგოს, 18 წლის ანჟელას, გამო დაიწყო მას შემდეგ, რაც ისინი ერთმანეთს წაეჩხუბნენ, დასცილდნენ, მაგრამ განაგრძობდნენ მეგობრობას.

“4 მაისს ისინი ერთად სეირნობდნენ, _ ყვება ბიჭის დედა, _ წაკინკლავდნენ და იჩხუბეს. სლავამ შეაგინა. ანჟელას მეგობარმა გოგომ სლავას საზარდულში ფეხი ამოარტყა. ამანაც უკანალზე მისცხო. მეგობარმა გოგომ მამასთან უჩივლა სლავას, თუმცა არ უთქვამს, რომ პირველმა მან ამოარტყა ფეხი. არ იფიქროთ, რომ ჩემს შვილს ვამართლებ.

ანჟელამ თავის ბიჭთან, დიმიტრისთან, დაასმინა სლავა. დიმიტრის მთელი როგანი იცნობს. მას შემდეგ ჩემი შვილი მუქარის ზარებით აიკლეს, ერთ საღამოს კი, ტელეფონით რომ დავურეკე რამდენიმეჯერ, არ მიპასუხა”.

შეშფოთებულმა ქალმა ბიჭის ყველა მეგობარს ჩამოურეკა. 6 მაისის ღამეს კი შემთხვევითმა გამვლელმა სლავა ავტობუსის გაჩერებაზე მიგდებული იპოვა. სასწრაფო დახმარებამ ყმაწვილი გადაუდებელი ქირურგიის ინსტიტუტში წაიყვანა, პოლიციამ კი დედის განცხადება მიიღო.

საავადმყოფოში დაადგინეს, რომ პაციენტს გატეხილი ჰქონდა 4 ნეკნი, ცხვირი, მთელ სხეულზე აჩნდა ჰემატომები, სისხლი ჩაქცეული ჰქონდა მუცლის ღრუს ორგანოებში, კეფაზე, ჰაიმორის სინუსში.

ყმაწვილი იხსენებს, რომ მას რამდენიმე საათის განმავლობაში სცემდნენ, აუპატიურებდნენ ცელის ტარით, ურტყამდნენ არმატურას, სკოჩით შეუკრეს ხელ-ფეხი და თავი, ძალით ასხამდნენ პირში არაყს. თავში ჩარტყმით გაუტეხეს ტელეფონი, არსად რომ არ დაერეკა. ცდილობდნენ ფრჩხილების მოგლეჯას და ზურგზე დანით სიტყვა “პედერასტის” დაწერას, მაგრამ მხოლოდ პირველი ასოს დაწერა მოახერხეს. მუქრებოდნენ, მოგკლავთო და მთელ ამ საშინელებას ვიდეოზე იღებდნენ. ცემა-წამების პროცესს თავიდან ბოლომდე ესწრებოდა გოგონა, რომელმაც საზარდულში წიხლი ამოჰკრა ვიაჩესლავს. ისიც ვიდეოზე იღებდა. დაზარალებულს მხოლოდ იმ პირობით შეეშვნენ, რომ იგი მომხდარის შესახებ არსად კრინტს არ დაძრავდა. იტყვი და მოკლავთო.

ყმაწვილს ნეიროქირურგების, სახე-ყბის ქირურგებისა და ტრავმატოლოგების დახმარება სჭირდება, _ ამბობენ მედიკოსები.

მომდევნო დღეს ყმაწვილის დედას დაურეკეს პოლიციის რაიონული განყოფილებიდან და უთხრეს, რომ არ მიიღებენ მის განცხადებას, რადგან დანაშაული მათ რაიონში არ იყო ჩადენილი. ქალს უთხრეს, მიემართა ორჯონიკიძის რაიგანყოფილებისთვის, სადაც იგივე განუცხადეს: მიმართეთ სხვა რაიგანყოფილებასო. ასე აწვალეს, სანამ დედა ჟურნალისტებს არ დაუკავშირდა.

პოლიციელებმა დაარწმუნეს, რომ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და მიმდინარეობს გამოძიება. სამართალდამცველებმა დაადგინეს, რომ სლავა სცემა ორმა კაცმა, რომლებთან ერთადაც ალკოჰოლს სვამდა. სავარაუდო სასჯელი დამნაშავეებისთვის 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here