Home რუბრიკები სამართალი ევროპის ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი ღამის კლუბში დაჭრეს

ევროპის ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი ღამის კლუბში დაჭრეს

1094
ევროპის ჩემპიონი, მოჭიდავე: ზურაბ დათუნაშვილი

ევროპის ჩემპიონი, მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი ღამის კლუბში დაჭრეს. ქართველი მოჭიდავე, ევროპის ორგზის ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი ამჟამად ე.წ. “არამიანცის” საავადმყოფოში მკურნალობს. სპორტსმენს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული.


არსებული ინფორმაციით, ორი დღის წინ თბილისის ერთ-ერთ ღამის კლუბში დათუნაშვილს უცნობ პირებთან შელაპარაკება მოუვიდა, რის შემდეგაც მას დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს. როგორც  შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, გამოძიება სსკ-ს 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

მოჭიდავე, რომელიც რამდენიმე თვეში მსოფლიო ჩემპიონატზე უნდა გასულიყო, სავარაუდოდ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ იასპარეზებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here