ევროკომისიის ხელმძღვანელი ურსულა ფონდერ ლაიენი არ უნდა ჩაერიოს იტალიის საშინაო საქმეებში, _ განაცხადა ევროკავშირთან ურთიერთობის საკითხების ყოფილმა მინისტრმა, ნაციონალური საბირჟო კომისიის ხელძღვანელმა პაოლო სავონამ.
სავონამ ფონ დერ ლაიენის განზრახვა, “ახლოს გაეცნოს” იტალიის საფინანსო სიტუაციას, უარყოფითად შეაფასა.
2018 წლის ზაფხულსა და 2019 წლის გაზაფხულზე ევროკომისიამ (ჯერ კიდევ ჟან კლოდ იუნკერის ხელმძღვანელობით) გააკრიტიკა იტალიის ხელმძღვანელობა, ევრობიუროკრატების აზრით, მეტისმეტი სოციალური ჟესტებისთვის (გადასახადებისა და საპენსიო ასაკის შემცირება) და აღნიშნა, რომ იტალიის ამჟამინდელი სახელმწიფო ვალის დონის (მშპ-ის 130%) გათვალისწინებით ეს დაუშვებელია.
ევროკომისიის ამჟამინდელი შემადგენლობის გათვალისწინებით იტალიისა და ევროკავშირის ურთიერთობა რთული იქნება _ იტალიის ყველაზე პოპულარულმა პოლიტიკოსმა, ქვეყნის შს მინისტრმა, პარტია “ჩრდილოეთის ლიგის” ლიდერმა მატეო სალვინიმ და ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკვე გაცვალეს მწვავე განცხადებები.