Home რუბრიკები პოლიტიკა დონალდ ტრამპი _ უმართავი თუ ლოგიკურად მოქმედი პრეზიდენტი?

დონალდ ტრამპი _ უმართავი თუ ლოგიკურად მოქმედი პრეზიდენტი?

1255
დონალდ ტრამპი

ტრამპის ამოცანაა, შეწყვიტოს ტრანსნაციონალური მმართველი კლანის ინტერესების მომსახურება და განავითაროს ნაციონალური ეკონომიკა

პრობლემა

1916 წელს, I მსოფლიო ომის მიმდინარეობისას, ლენინმა თავის წიგნში “იმპერიალიზმი, როგორც კაპიტალიზმის უმაღლესი სტადია” გააანალიზა მიზეზები, რომლებიც გამოიწვევდა იმპერიების შეჯახებას. მან გამოთქვა შემდეგი მოსაზრება: “იმპერიალიზმი არის კაპიტალიზმის განვითარების იმ ეტაპზე, როცა წარმოიქმნა მონოპოლიებისა და ფინანსური კაპიტალის ბატონობა. უდიდესი მნიშვნელობა მიენიჭა კაპიტალის გატანას, დაიწყო მსოფლიოს გადანაწილება საერთაშორისო ტრესტებს შორის და დასრულდა დედამიწის გადანაწილება უდიდეს კაპიტალისტურ ქვეყნებს შორის”.

XX საუკუნემ დაადასტურა ლენინის მიერ აღწერილი ლოგიკა კაპიტალის კონცენტრაციისა, რომლის შედეგადაც ერთი საუკუნის განმავლობაში შექმნა ახალი იმპერია _ ამერიკა.

შეერთებისა და შთანთქმის შემდეგ წარმოიქმნა რამდენიმე ტრანსნაციონალური კომპანია, რომლებმაც შვა მმართველი კლანი. ეს კლანი ყოველწლიურად იკრიბება დავოსში (შვეიცარია), ეს ადამიანები არ ემსახურებიან ამერიკელი ხალხის ინტერესებს და ზოგიერთი მათგანი არც არის ამერიკის მოქალაქე, მათი მიზანია მხოლოდ ის, რომ აშშ-ის ფედერალური ხელისუფლების ინსტრუმენტად გამოყენებით ხელში ჩაიგდონ მსოფლიოს მართვის სადავეები და ეს, როგორც წესი,  ამერიკის შეერთებული შტატების საზიანოდ ხდება.

დონალდ ტრამპი პრეზიდენტად აირჩიეს დაპირებისთვის, რომ ქვეყანაში აღადგენდა იმას, რაც წინ უსწრებდა იმპერიალიზმს _ “ამერიკულ ოცნებას” თავისუფალი კონკურენციის საფუძველზე.

გადაწყვეტილების გამონახვის მცდელობა

დონალდ ტრამპის მიზანი არის ის, რომ ინვესტიციები ჩაიდოს აშშ-ის ეკონომიკაში, პენტაგონი და ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო კი აიძულოს, იმუშაონ ნაციონალურ თავდაცვაზე. ამისთვის საჭიროა, გამოვიდეს საერთაშორისო სავაჭრო ხელშეკრულებებიდან და დაშალოს ძველი (იმპერიალისტურ-გლობალისტური) წესრიგის დამცველი მთავრობათაშორისი ორგანიზაციები.

საერთაშორისო სავაჭრო შეთანხმებების გაუქმება

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავისი მანდატის პირველივე დღეებში განაცხადა აშშ-ის უარის შესახებ, მონაწილეობა მიიღოს ტრანსწყნარი ოკენის პარტნიორობის შეთანხმებაში, რომელიც ჯერ კიდევ არ იყო ხელმოწერილი. ეს შეთანხმება წარმოადგენდა მსოფლიოს მმართველობის მონოპოლიზაციისა და  და ჩინეთის იზოლაციის სტრატეგიულ გეგმის ნაწილს.

ტრამპმა ამ შეთანხმების გაუქმება დაიწყო ახალი საბაჟო გადასახადების შემოღებით.

გარდაქმნას ან დაშალოს მთავრობათაშორისი სტრუქტურები

დღეს არავინ დავობს, რომ გაერო უკვე აღარ არის მშვიდობის დაცვის ფორუმი. ეს ორგანიზაცია ამერიკული იმპერიალიზმის ინსტრუმენტად იქცა.

ტრამპს არ სურს გაეროს განადგურება, თუმცა უნდა, ეს ორგანიზაცია ისე გარდაქმნას, რომ მან თავისი თავდაპირველი ფუნქციები შეასრულოს. ტრამპმა პირდაპირ გაილაშქრა გაეროს ორი ძირითადი იმპერიალისტური ინსტრუმენტის  _ მშვიდობის ხელშემწყობი ოპერაციებისა და ადამიანის უფლებების საბჭოს (ამ სტრუქტურების ერთადერთი მიზანი ნატოს ომების გამართლებაა) წინააღმდეგ. პირველს დაფინანსება შეუწყვიტა, მეორეში მონაწილეობაზე კი აშშ-მა თქვა უარი.

ცოტა ხნის წინათ ტრამპა G7-საც შეუტია. ეს სამიტი თავიდანვე ჩაფიქრებული იყო, როგორც იმპერიული დომინირების ინსტრუმენტი. შარლერუაში გამართულ სამიტზე ტრამპი შეეცადა, ეჩვენებინა დაბნეული მოკავშირეებისთვის, რომ ის არ არის მათი მმართველი და ამიერიდან თვითონვე უნდა იზრუნონ საკუთარ თავზე.

ბოლოს კი, ევროკავშირის ძირის გამოსათხრელად საფრანგეთის გამოყენების მცდელობის შემდეგ, იტალიში გაგზავნა სტივ ბენონი ანტისისტემური მთავრობის შესაქმნელად. რომი გაერთიანდა სხვა 5 დედაქალაქთან ბრიუსელის წინააღმდეგ.

ინვესტიციები რეალურ ეკონომიკაში

გადასახადებისა და საბაჟო მოსაკრებლების საშუალებით, რომელთა შემოღებაც ძნელია კონგრესის მეშვეობით და რომელთა დასაწესებლად განკარგულების გამოცემაც საკმარისია, ტრამპი დიდ კომპანიებს აიძულებს, დააბრუნონ თავიანთი ქარხნები ქვეყანაში, სწორედ ამით არის განპირობებული ეკონომიკის ზრდა, და ეს ერთადერთია, რასაც ნებისმიერი მედია უხალისოდ აღიარებს მის დამსახურებად.

მიუხედავად ამისა, ჯერ ადრეა ფინანსურ კაპიტალზე გამარჯვების ზეიმი. ფინანსური კაპიტალი განაგრძობს აყვავებას აშშ-ის საზღვრებს გარეთ და ქაჩავს ეროვნულ სიმდიდრეს სხვადასხვა ქვეყნიდან.

პენტაგონისა და ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს გარდაქმნა

ეს, რა თქმა უნდა, ყველაზე რთული ამოცანაა. არჩევნებში ტრამპს მხარი დაუჭირეს სამხედროებმაც, ოღონდ არა უმაღლესი რანგის ოფიცრებმა და გენერლებმა.

დონალდ ტრამპი პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩნდა 2001 წელს, 11 სექტემბრის ტერორისტული აქტის შემდეგ, როცა ის ამ მოვლენის ოფიციალური ვერსიის წინააღმდეგ გამოვიდა. პრეზიდენტი ჯორჯ ბუში- უმცროსი და ბარაკ ობამა ლაპარაკობდნენ თავიანთ სურვილებზე, ბოლო მოეღოთ ჯიჰადისთვის, სინამდვილეში  კი სწორედ მათი პრეზიდენტობის პერიოდში ჯიჰადი გავრცელდა სრულიად მსოფლიოში. საქმე იქამდეც მივიდა, რომ ერაყისა და სირიის ტერიტორიაზე შეიქმნა “დამოუკიდებელი ისლამური სახელმწიფო”.

აი რატომ შემოიკრიბა ტრამპმა გაპრეზიდენტების შემდეგ გარშემო ის ოფიცრები, რომლებიც თავიანთ დანაყოფებში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდნენ. მისთვის ეს იყო ერთადერთი არჩევანი, თავიდან აეცილებინა სამხედრო გადატრიალება და განეხორციელებინა ჩაფიქრებული რეფორმა.

შემდეგ მან სამხედროებს გადასცა კარტბლანში ყველაფერში, რაც დაკავშირებული იყო ტაქტიკურ ოპერაციებთან “მიწაზე”. დღეს ტრამპი ხელიდან არ უშვებს შემთხვევას, დაადასტუროს თავისი მხარდაჭერა შეიარაღებული ძალებისა და სადაზვერვო სამსახურებისადმი.

ტრამპმა ნაციონალური უსაფრთხოების საბჭოში სავარძლები ჩამოართვა შტაბების უფროსების გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარესა და ცსს-ის დირექტორს, შემდეგ კი უბრძანა მათ, შეეწყვიტათ ჯიჰადისტების მხარდაჭერა. “ალ ქაიდამ” და “ისლამურმა სახელმწიფომ” ნელ-ნელა დაკარგეს პოზიციები _ უკვე ვეღარ ქმნიან კერძო არმიებს, აყალიბებენ მხოლოდ პატარ-პატარა ჯგუფებს, რომლებსაც  წერტილოვანი ტერაქტებისთვის იყენებენ.

ანალოგიური სულისკვეთებით მოქმედებდა ტრამპი ნატოს მიმართ. აშშის პრეზიდენტმა  პირდაპირ განაცხადა, რომ დაშლიდა ნატოს, თუ ეს ორგანიზაცია უარს იტყოდა ანტიტერორისტული ფუნქციების განხორციელებაზე. ახლა კი ტრამპი ამბობს, რომ ნატოს არ უნდა ჰქონდეს მუდმივი პრივილეგიები, და ეს ნათლად აჩვენა, როდესაც უარი განუცხადა სპეციალური ვიზის მიცემაზე ნატოს ყოფილ გენერალურ მდივან ხავიერ სოლანას. ამასთანავე, ტრამპი მოლაპარაკებებს მართავს აღმოსავლეთ ევროპაში ალიანსის სამხედრო სწავლების შეწყვეტის თაობაზე.

ამის გარდა, ის გამოსცემს ადმინისტრაციულ აქტებს, რომლებშიც აღრიცხულია მოკავშირეების მიერ კოლექტიურ თავდაცვაში თანხის შეტანაზე უარის თქმის შემთხვევები. ამით ტრამპი ცდილობს, აღიკვეთოს მოკავშირეების პარაზიტობა (მაგრამ არ გამოსდის).

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ტრამპი არ არის უმართავი პრეზიდენტი, რომლის მოქმედების წინასწარ განჭვრეტა შეუძლებელია, რის  წარმოჩენაც ლიბერალურ მასმედიას სურს. პირიქით _ ტრამპი ლოგიკურად მოქმედებს.

მოამზადა

ნიკოლოზ აბაშიძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here