Home რუბრიკები საზოგადოება დიმიტრი ლორთქიფანიძე: გეიაღლუმის ჩატარებისთვის ხელშეწყობის ნებისმიერი მცდელობა იქნება ბოლო ლურსმანი მათ პოლიტიკურ...

დიმიტრი ლორთქიფანიძე: გეიაღლუმის ჩატარებისთვის ხელშეწყობის ნებისმიერი მცდელობა იქნება ბოლო ლურსმანი მათ პოლიტიკურ კუბოში

“რომელი კორდონი დაიცავს გარყვნილების მქადაგებელი ერთი მუჭა ადამიანების ჯგუფს, თუ ასიათასობით ადამიანი გამოვა ქუჩაში?!”

4065
დიმიტრი ლორთქიფანიძე

საქართველოში მოქმედი სხვადასხვა ლგბტ ჯგუფის მიერ 18-23 ივნისს დაანონსებულ საზეიმო ღონისძიებებს (რომელიც ბოლოს დედაქალაქის რომელიმე ცენტრალურ უბანში გრანდიოზულმა მსვლელობამ, ანუ ღირსების მარშად წოდებულმა გეიაღლუმმა უნდა დააგვირგვინოს) უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მათ აქტივისტებთან ერთად აქტიურ მონიტორინგს ამერიკის საელჩოც გაუწევს. როგორც დიპლომატიური უწყების საზოგადოებრივი ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა ჯეფ რენომ განაცხადა, ისინი დაგეგმილი კვირეულის ფარგლებში პროცესების დინამიკას ყურადღებით დააკვირდებიან, ამ ადამიანთა უფლებების დაცულობა ქვეყნის განვითარების უმთავრესი წინაპირობაა და მნიშვნელოვანია, კვირეულმა მშვიდობიან გარემოში ჩაიაროს: “ივნისამდე დროა, დაველოდოთ. ყველა მოქალაქის, ყველა ადამიანის უფლება დაცული უნდა იყოს. საზოგადოდ, უფლებების დაცულობა მიუთითებს ქვეყნის განვითარებაზე…”

შეგახსნებთ, რომ ამერიკის საელჩო ქვეყანაში მოქმედი ერთადერთი დიპლომატიური ინსტიტუტი არ არის, რომელიც ბოლო პერიოდში დასავლეთიდან ნაკარნახევი “დემოკრატიული პროცესების” მნიშვნელობაზე არა რჩევების, არამედ მითითებების რიტორიკით გვესაუბრება. ცოტა ხნის წინათ ორგანიზაცია “ატლანტიკური საბჭოს” წარმომადგენელმა ლარა ლინდერმანმაც განაცხადა რადიო “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში, რომ, თუ საქართველო “დემოკრატიულ ნაწილს დაკარგავს, ის დასავლეთის ბევრი ქვეყნისა და მათ შორის შეერთებული შტატების დღის წესრიგიდან გაქრება”. როგორც ჩანს, 18-23 ივნისს დაგეგმილი ლგბტ ღონისძიებების კვირეული ერთ-ერთი ის “ტესტია” საქართველოსთვის, რომელმაც უნდა “აჩვენოს”, “იმსახურებს” თუ არა ქვეყანა თავისი “სტრატეგიული პარტნიორების” პოლიტიკური (და არა მხოლოდ) მფარველობის ქვეშ დარჩენას. დიპლომატიური წნეხი და პრესინგი კი ამ “პარტნიორების” მხრიდან, ეტყობა, სტრატეგიის ის ნაწილია, რომელიც ხელისუფლებას აიძულებს, ნებისმიერ ფასად უზრუნველყოს უმცირესობებად წოდებული უკუღმართების პარპაში…

რატომ უჭერს ამერიკის საელჩო ასე აქტიურად მხარს ლგბტ კვირეულის ჩატარებას საქართველოში და რა მოქმედებებს უნდა ველოდოთ ხელისუფლების მხრიდან, თუ საზოგადოება არ დაუშვებს ამ ღონისძიებების ჩატარებას?

საქართველო და მსოფლიოსესაუბრება უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე.

_ ბატონო დიმიტრი, რამდენიმე დღის წინათ ამერიკის საელჩომ მხარდაჭერა გამოუცხადა 18-23 ივნისს დაგეგმილ ლგბტ ღონისძიებებს და განაცხადა, რომ ლგბტთა უფლებების დაცულობა პირდაპირი მაჩვენებელია ქვეყნის განვითარების. რა მიზანს ემსახურება რეალურად ეს ყველაფერი?

_ ვერანაირი “ღირსების მარში” თბილისში ვერ ჩატარდება და, დარწმუნებული ვარ, ქართველი საზოგადოება 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღეს, ამის სიგნალს მისცემს ხელისუფლებას. თავის მხრივ, ხელისუფლება, არ მგონია, ისეთი ახლომხედველი იყოს, რომ ვერ გააცნობიეროს, რა სავალალო პოლიტიკური შედეგები შეიძლება მოჰყვეს მისთვის ამ გზავნილის გაუთვალისწინებლობას. რაც შეეხება კონკრეტულ განცხადებას, ის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს დღემდე არ გამოუგზავნია ახალი ელჩი საქართველოში და, მიუხედავად ამისა, საელჩოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ჯეფ რენო ბედავს, ილაპარაკოს საზოგადოებისთვის მეტად მნიშვნელოვან თემაზე, ნიშნავს ერთ რამეს: მიუხედავად მოსახლეობის განწყობისა, მიუხედავად ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესებისა და კიდევ სხვა ფაქტორებისა, საქართველოს მიმართ განუხრელად გრძელდება კოლონიური პოლიტიკა, რომელიც თავიდანვე აგებული იყო მბრძანებლურ რიტორიკაზე და მკაცრ იდეოლოგიურ დირექტივებზე. ჩვენთვის გასაგებია, რამხელა წნეხის ქვეშ ექცევა ჩვენი ხელისუფლება და ამაზე ნიშნის მოგებით ნამდვილად არ მინდა საუბარი, მაგრამ ერთია წნეხი და მეორე _ სახელმწიფოს ინტერესები, რომლებიც ობიექტური რეალობიდან გამომდინარეობს. სხვათა შორის, თავის დროზე ბატონი ივანიშვილი დააყენეს წნეხქვეშ _ ან უნდა აერჩია კოაბიტაციანაცმოძრაობასთან”, ან საზოგადოების დაკვეთა, რომელიც სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნაში მდგომარეობდა. მან პირველი აირჩია და რაც მიიღო, ყველამ ვნახეთ: ხელისუფლებაში მოსვლიდან სამი თუ ოთხი წლის თავზე გაკოტრდა პოლიტიკურად და დღეს “ოცნება”, პრაქტიკულად, დაშლის პირასაა. თუ არ უნდა ხელისუფლებას, ეს კრიზისი უფრო რომ გამწვავდეს, მისთვის ნათელია, როგორ უნდა მოიქცეს; თუ არა, კიდევ ვიმეორებ, გეიაღლუმის ჩატარებისთვის ხელისშეწყობის ნებისმიერი მცდელობა იქნება ბოლო ლურსმანი მათ პოლიტიკურ კუბოში

_ ამას, ალბათ, საზოგადოების დიდი ძალისხმევაც დასჭირდება

_ ეს თავისთავად ცხადია. ეს პროცესები, ისევე, როგორც 2013 წელს განვითარებული მოვლენები, იქნება დიდი გამოცდა ჩვენი საზოგადოებისთვის. სწორედ აქედან გამოჩნდება შემდეგ, შეგვრჩა თუ არა ღირსება, ბრძოლის შინაგანი ძალა და მთავარი _ უფლება, ვიწოდებოდეთ საქართველოს მოქალაქეებად, სუვერენული სახელმწიფოსი და არა კოლონიის, რომელსაც მინიმალური უფლებებიც არ აქვს. კიდევ ვიმეორებ: ჩვენთვის ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, ფეხზე დავდგეთ და, როგორც ევროპის არაერთ ქვეყანაში ხდება, მაგალითად, საფრანგეთში, სადაც მილიონობით ადამიანი დაუპირისპირდა “ლიბერალურ ტერორს”, მასობრივად ვუთხრათ უარი სახიფათო სოციალურ ექსპერიმენტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ექსპერიმენტები გაგრძელდება და ახლო მომავალში, ევროპის ქვეყნების მაგალითებიდან გამომდინარე, მივიღებთ გადაგვარებულ, დეგრადირებულ თაობას, რომელიც არათუ წინ აღუდგება ამ მავნე ექსპერიმენტებს, თვითონ იქნება მისი გამტარებელი.

_ დასავლეთის მხრიდან ხელისუფლებაზე განხორციელებული წნეხი ახსენეთ. ეს დღემდე გრძელდება. მაგალითად, ამას წინათატლანტიკური საბჭოსუფროსმა მკვლევარმა ლარა ლიდერმანმა განაცხადა, რომ, თუ საქართველოდემოკრატიულ ნაწილს დაკარგავსდასავლეთის დღის წესრიგიდან გაქრება. რა შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება ძალის გამოყენებით შეეცდება, ლგბტ აქტივისტებს აღლუმის ჩატარების საშუალება მისცეს?

_ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ ყველა. სხვათა შორის, ჩვენ ამის მინიმოდელი ვიხილეთ, როდესაც საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დამრღვევი “ნაციონალური მოძრაობა”, გიგა ბოკერიას მეთაურობით, გამოვიდა აღმაშენებლის გამზირზე და გეიაღლუმის მსგავსი პოლიტიკური აქტი განახორციელა. გახსოვთ, ალბათ, რომ მაშინაც ძალიან დიდი იყო საზოგადოების უკმაყოფილება და პროტესტი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მათ ეს მოახერხეს და სამართალდამცველების სამმაგი კორდონის მიღმა აქცია ჩაატარეს. რაც შეეხება გეიაღლუმის ჩატარებას, როგორ წარმოგიდგენიათ, ქვეყანა, რომლის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ტრაგედიად აღიქვამს მომავალი თაობების გამრყვნელი პოლიტიკის განხორციელებას, შეეგუება მამათმავლობის დაკანონებას?! ვინმეს წარმოუდგენია, რომ ეს ერი, ეს საზოგადოება საბოლოოდ დადუმდება და ჩაცხრება ასეთი პროცესების მიმართ?! ან რომელი კორდონი და ჯებირი დაიცავს გარყვნილების მქადაგებელი ადამიანების ერთ მუჭა ჯგუფს, თუ ასიათასობით ადამიანი გამოვა ქუჩაში?!

_ თქვენი აზრით, გამოვა? არ ფიქრობთ, რომ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი დღეს, ცოტა არ იყოს, პასიურია?

_ ადამიანები პასიური შეიძლება იყვნენ კონკრეტული პოლიტიკური პროცესების მიმართ, მაგრამ ჩვენ ამ შემთხვევაში პოლიტიკაზე არ ვსაუბრობთ. საუბარია იდეოლოგიურ ტერორზე, რომელსაც აგრესიული ლიბერალური დღის წესრიგი განაპირობებს, ამიტომ ეს მხოლოდ პოლიტიკურ ჭრილში არ უნდა განვიხილოთ. კიდევ ვიმეორებ შეკითხვას _ ვინ დაიცავს უსაფრთხოებას იმ ადამიანებისა, რომელთა რიგებშიც იქნება საზღვარგარეთიდან ჩარტერული რეისებით ჩამოყვანილი სპეციალურად გეიაღლუმებისთვის გაწვრთნილი ხალხი? ვინ იქნება ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი?

_ საზღვარგარეთიდანაც გეგმავენ აქტივისტების ჩამოყვანას?

_ ეს ე.წ. ღონისძიებების ორგანიზატორებმა განაცხადეს. ეს არის ერთგვარი სპეციალური აქტივი, რომელიც ჩარტერული რეისებით დაჰყავთ სხვადასხვა ქვეყანაში. სხვათა შორის, განსაკუთრებით დიდი რაოდენობით შეჰყავთ იქ, სადაც ზნეობაზე ორთოდოქსული ხედვაა ფესვგადგმული. საქართველო კი, მოგეხსენებათ, ამ მხრივ, მათთვის განსაკუთრებული ინტერესის საგანია და, ბუნებრივია, აქ ყველანაირად ეცდებიან, რაც შეიძლება მეტი აქტივისტი შემოიყვანონ. ისე, მათ უნდა ახსოვდეთ ერთ რამ, რომ არსებობს ბუნებაში ნიუტონის მესამე კანონი: ქმედება უდრის უკუქმედებასაი, ზუსტად აქედან გამომდინარე, ეს იქნება ტესტი არა მხოლოდ ხელისუფლებისთვის, არამედ საზოგადოებისთვისაც. ვნახოთ, რამდენად ეყოფა ძალა და შინაგანი სიმტკიცე ჩვენს ხალხს, რომ ერთად დადგეს და დაიცვას თავისი ინტერესები აქვე მინდა, ხაზი გავუსვა ერთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს: ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არის მსოფლიოში ცივილიზებული სახელმწიფოები, რომლებშიც გეიაღლუმები კანონითაა აკრძალული. მაგალითად, რუსეთში, ბავშვებზე ზრუნვიდან გამომდინარე, აკრძალულია მსგავსი ტიპის აქტივობები. ვფიქრობ, პირველი, რაც ახლა უნდა გავაკეთოთ, არის ის, რომ 17 ივნისამდე უნდა წარვადგინოთ ინიციატივა ასეთი კანონის მიღების შესახებ…

_ გაქვთ იმედი, რომ ამ ინიციატივას გაითვალისწინებს ხელისუფლება?

_ არ მაქვს და ამიტომ ვამბობ, რომ ეს იქნება საპროტესტო კამპანიის ნაწილი. დარწმუნებული ვარ, ამ მოთხოვნას მხარს დაუჭერს უამრავი ადამიანი, რომლებიც გამოვლენ აქციაზე, პირობითად, ასეთი მოწოდებით: არა სოდომიას საქართველოში!

რაც შეეხება ისევ ჩვენი დასავლელი “მეგობრების” მოწოდებებს ადამიანის უფლებების დაცვაზე, ჩვენ ადრეც არაერთხელ მოგვისმენია განცხადებები იმის თაობაზე, რომ დემოკრატია არის მთავარი მიღწევა, რომელიც საქართველოს მიმზიდველ ქვეყნად აქცევს და, თუ ამ დემოკრატიულ ნაწილს დავკარგავთ, დასავლეთის დღის წესრიგიდან გავქრებით და ა.შ. ჩნდება შეკითხვა: ჩვენთვის რით არის დასავლეთი, როგორც გეოპოლიტიკური ოჯახი, მიმზიდველი, თუ ის იმ ტრადიციებითა და კულტურული იდენტობით არ მიგვიღებს, რომლებიც ისტორიულად გვაქვს, და თვითონ გვიდგენს გარკვეულ იდოლოგიურ დღის წესრიგს? ან რაში მდგომარეობს მათი ტოლერანტობა და სწრაფვა მრავალფეროვნებისკენ, როცა მსოფლიოს ერთსა და იმავე წესებს ახვევენ თავს და არც აინტერესებთ, ამა თუ იმ ქვეყნის ტრადიციები როგორ ესადაგება ამ ყველაფერს? ადრეც ვთქვი და კიდევ გავიმეორებ: რაც უნდა მუქარის შემცველი განცხადებები კეთდებოდეს დასავლეთისგან, რაც უნდა თითის ქნევით გვეუბნებოდნენ, _ ასე თუ არ მოიქცევით, გაქრებით ჩვენი დღის წესრიგიდანო, საზოგადოებამ და ხელისუფლებამ არც ერთ გარე ძალას ხარკი არ უნდა უხადოს. ჩვენი მატერიალური კეთილდღეობისა და დაცულობის ფასი არ უნდა იყოს კომპრომისი იმ ადამიანებთან, რომლებსაც სამიზნეში ჰყავთ საქართველო ამოღებული. იმიტომ, რომ არც უსაფრთხოება, არც პოლიტიკური მხარდაჭერა და მით უფრო, არც უსასრულო დაპირებები ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე არ ღირს იმად, რომ ჩვენი კულტურული იდენტობა, ჩვენი ტრადიციები და სახელმწიფოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სხვა ფასეულობები დავკარგოთ.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

7 COMMENTS

  1. დემოკრატიიის სახელით ანადგურებენ საქართველოს.ნარკომანია..ლგბტ. მიგრაცია და რავი კიდევ რომელი ერთი ჩამოვტვალო.

  2. მთელი საქართველო უნდა გამოვიდეთ და არ დაუშვათ გეი აღლუმის ჩატარება რადაც არ უნფა დაგვიკდეს ეს!!!

  3. ესეიგი გეი აღლუმის ჩატარება განვითარებაზე მიუთითებს არა?? რა ჯანდაბად გვინდა ესეთი ,,განვითარება”? აუცილებლად უნდა გამოვიდეთ ყველა და არ ჩავატარებინოთ ეს საშინელება!!

  4. ჩვენთან “დასაცლეთის” მეგობრობა გამოიხატება მხოლოდ შეშფოთება-აღშფოთებაში რუსეთის მორიგი თავხედური “ბორდერიზაციების” დროს, ასევე მაშინ, როცა ე.წ. რეკომენდაციებს, მითითებებს და ბრძანებებს გვაძლევენ, რომელთაგან უმეტესობა არც ჩვენს ინტერესებს და არც ისტორიულ და კულტურულ ტრადიციებს არ ესადაგება… და ეს ყოველივე მაშინ, როცა მათ კოლონიალურ ინტერესებს ჩვენ ჩვენი გენოფონდის საუკეთესო ნაწილის ჯანმრთელობასა და დიცოცხლეებს ვანაცვალებთ ავღანეთსა და სხვა “ცხელ” წერტილებში…
    …ასეთი მეგობრობა ცალსახად არა თანაბარი და არა თანასწორია… ქართველებს ოდითგანვე გვჩვეოდა გულუბრყვილო-(უფრო კი ბრიყვულ) ილუზიებში ცხოვრება და ახლაც ჯიუტად ასე ვაგრძელებთ, ახლაც გვჯერა რომ ქვეყანას ზეციდან მოევლინება ის გმირთა გმირი მზეჭაბუკი, რომელიც ქვეყანასაც გაგვიმთლიანებს, მტერსაც დაგვიმარცხებს, სახელმწიფოსაც (ბოლოსდაბოლოს) აგვიშენებს და სიუხვესა და ბედნიერებასაც ხონჩით მოგვართმევს…
    …ჩვენ გვეგონა რომ თუ ერთ პატრონს მეორეთი ჩავანაცვლებდით და ახალ მეგობარს ჩავეხუტებოდით აუცილებლად გვეშველებოდა და ვერ ვხვდებოდით რომ პატრონების ჩანაცვლებით მონათა ბედი არ იცვლება… თუ ერთი პატრონი ძალით გვიმორჩილებდა, მეორეს ნებით ვემონებით, საკუთარი ფეხით გავრბივართ მათ სამსახურში… ქართვული ხორცით შევავსეთ ევროპულ-ამერიკული ბორდელები, გაუაზრებლად, იდიოტურად ვღებულობთ და ვემონებით მათ “ფასეულობებს”…
    … ვიცით რომ უმძიმეს მდგომარეობაში ვართ და მშველელიც არ ჩანს, ვიცით რომ არც სახელმწიფო გვაქვს და აღარც ქვეყანა შეგვრჩა… ისიც ვიცით რომ გადაშენების (თანაც სწრაფი ტემპებით) გზაზე ვდგავართ, მაგრამ თუ მაინც მიწისა და პირისაგან აღგვა-გაქრობა გვიწერია, ხომ შეიძლება რომ დაბეჩავებულ და მიჩმორებულ მონებად კი არ გადავშენდეთ, არამედ თავისუფლების მოყვარე ამაყად თავაწეულმა და ღირსება შეულახავ ერად დავტოვოთ უთანასწორო ბრძოლის ასპარეზი და დიდ ხანს და მწარედ დავამახსოვროთ თავი ყველა მოძალადეს?… ასე როგორ დავმდაბლავდით რომ ჩვენივე ნებით ვუხრით თავს ყველა ჯურის სარკინოზს თავში ხელის წამოსართყმელად?…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here