Home რუბრიკები პოლიტიკა დასავლეთი ჩვეული სქემით ცდილობს, ხელი მოითბოს სომხეთ-აზერბაიჯანის ომზე

დასავლეთი ჩვეული სქემით ცდილობს, ხელი მოითბოს სომხეთ-აზერბაიჯანის ომზე

რიგითი მოქალაქეები ამ ომიდან უბედურების მეტს არაფერს ელიან, დასავლეთში კი სარგებლის მიღება სურთ

896
დასავლეთი ჩვეული სქემით ცდილობს, ხელი მოითბოს სომხეთ-აზერბაიჯანის ომზე

ჩვენს მეზობლად, სამწუხაროდ, ომია გაჩაღებული. თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ტექნიკის გამოყენებით _ უპილოტო თვითმფრინავებით, ტანკებითა და საზენიტო მოწყობილობებით აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთის ცოცხალ ძალასა თუ ჯავშანტექნიკას ანადგურებენ და, ჩანს, გაჩერებას არ აპირებენ. ყოველ შემთხვევაში, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა არაერთხელ თქვა: სანამ ბოლოში არ გავალთ, არ გავჩერდებითო. ბოლო მთიანი ყარაბაღის დაბრუნებაა, ტერიტორიის, რომელსაც, რამდენიმე წელია, მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა ჰქვია, თვითგამოცხადებული ხელისუფლება ჰყავს და რეალურად სომხეთი აკონტროლებს. აზერბაიჯანი მას საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს და ამაში გაეროც ეთანხმება და გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ჩარევა რომ მოისურვოს, მხარე უნდა დაიჭიროს, აზერბაიჯანის მხარე.

დღევანდელი მდგომარეობით, მთიან ყარაბაღში 150 ათასამდე სომეხი ცხოვრობს და სომხეთის პრეზიდენტიც ამბობს, ჩემს მოქალაქეებს ვიცავო. საზოგადოდ, ომი ძალიან ცუდია, განსაკუთრებით _ როცა მეზობლად არის და, როგორც წესი, მას უამრავი ახალგაზრდის სიცოცხლე ეწირება.

ასეთ შემთხვევაში უმნიშვნელოვანესია მართებული პოზიციის დაკავება, სიტყვების შერჩევა, ქმედება და, რა თქმა უნდა, ფიქრი იმაზე, რომ საქართველოს საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრში მიმდინარე ომმა უშუალოდ საქართველოც არ დააზიანოს. ამის მიუხედავად, ოპოზიციამ ხელისუფლებას მყისიერი ქმედებისკენ მოუწოდა, აქაოდა, უშიშროების საბჭო მოიწვიეთ, რამე მოიმოქმედეთო.

სერიოზული ეჭვი გვაქვს, პრეზიდენტად ისევ მიხეილ სააკაშვილი რომ გვყავდეს, საქართველო ომში ჩაერთვებოდა და სააკაშვილი ჩვენს ჯარისკაცებს აომებდა. ახლა არ თქვათ, სხვის ომში არ იბრძვიან ჩვენი ბიჭებიო. სამხრეთ აფრიკაში ქართველი კაცი საომრად რომ წავა და ეს სახელმწიფო ინტერესის დონეზე იქნება აყვანილი, ცოტა არ იყოს, სასაცილოა. აფრიკაში თურმე იმიტომ ვიბრძვით, რომ ნატოს წევრობა გვინდა, თუმცა ჯერჯერობით ნატოს კარს არავინ გვიღებს და აკი წამოსცდათ კიდეც რამდენჯერმე: დროა, საქართველომ და უკრაინამ საერთო სამხედრო კავშირზე იფიქრონ, ნატოში შესვლა გაუჭირდებათო. შესაბამისად, საქართველომ აზერბაიჯანისა და სომხეთის დაპირისპირებაში, დიდი-დიდი, მედიატორის როლი უნდა შეასრულოს და არ აჰყვეს არც ოპოზიციის მოწოდებას, _ არიქა, რამე იღონეთო, არც დასავლელ პარტნიორებს, რომლებსაც ამ საკითხზე თავიანთი მოსაზრება და ამ მოსაზრებაში საქართველოს როლი უკვე გაწერილი ექნებათ. ახლა, ამ ერთხელ მაინც, ხელისუფლებამ მხოლოდ საქართველოზე უნდა იფიქროს, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე და არა იმაზე, როგორ ისარგებლონ სხვა ძალებმა საქართველოს დაუფიქრებელი ქმედებებით. მცირე ოპტიმიზმის საფუძველს ის გვაძლევს, რომ როგორც სომხურმა, ისე აზერბაიჯანულმა მხარემ სცადა ჩვენი ჩათრევა კონფლიქტში (სომხების მიერ ჯავახეთში თურქული ტრაილერებისთვის გზის გადაკეტვა და შიდა ქართლში სომხეთისკენ მიმავალი ინტერნეტ-კაბელის გადაჭრა), მაგრამ ჯერ-ჯერობით ეს არ გამოუვიდათ.

როგორც კი კონფლიქტი დაიწყო და პირველი ტყვია გავარდა, ვიმედოვნებდით, რომ დასავლეთი ვითარების გამწვავებას არ დაელოდებოდა და მაშინვე შეეცდებოდა მხარეების დაშოშმინებას, მაგრამ ომის დაწყებიდან მესამე დღეს, მაშინ, როცა ორივე მხარემ გარდაცვლილთა შესახებ პირველი მონაცემები გამოაქვეყნა, როცა ინტერნეტით ვიხილეთ აფეთქებული ტანკები და დახოცილი ხალხი, ამიერკავკასიაში ნატოს წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ ბრიფინგი გამართა და შეწუხებული სახით თქვა: ნატო მიმდინარე მოვლენებით შეშფოთებულია და ამას ვადასტურებო.

ისე როგორ იქნებოდა, ნატოს ოფიციალური შეშფოთების შემდეგ ევროკავშირს აღშფოთება არ გამოეხატა და ასეც მოხდა _ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მინისტრებმა თუ პირველმა პირებმა სასხვათაშორისოდ თქვეს: შეშფოთებულები ვართ, ეს რა ხდებაო. ჰო, სწორედ რომ სასხვათაშორისოდ, რადგან, რეალურად, მათზე მეტად შეფოთებული საქართველოს თითოეული მოქალაქეა, მაგრამ არაფრის შეცვლა არ ძალუძს და მხოლოდ მოვლენების განვითარებას ადევნებს თვალს. რიგით მოქალაქეებსა და ევროპელ ლიდერებს შორის განსხვავება ის არის, რომ რიგითი მოქალაქეები ამ ომიდან უბედურების მეტს არაფერს ელიან, დასავლეთში კი სარგებლის მიღება სურთ. ამაზე ოდნავ ქვემოთ, მანამდე ამერიკაზეც ვთქვათ. ოკეანის გაღმიდან დონალდ ტრამპმაც მოგვაწვდინა ხმა და, სავარაუდოდ, იმიტომ, რომ მას და მის პირმშვენიერ მეუღლეს ვირუსი დაუდასტურდათ, ხმა ცოტა სუსტი იყო. მოკლედ, ამერიკის პირველმა პირმა ერთ ამოსუნთქვას ამოაყოლა: მოლაპარაკების მაგიდასთან დასხედით, მეც შეშფოთებული ვარო და პლაქვენილის მისაღებად გაეშურა.

ყველაფერი იქით მიდის, რომ ორი სახელმწიფო არ გაჩერდება და ერთმანეთს როგორც ცოცხალ ძალას, ისე საკუთარ ეკონომიკას შეაკლავს. ისინი აუცილებლად დასუსტდებიან, რადგან ომის წარმოება არ არის იაფი და ყოველდღიურად რამდენიმე ათეულ მლნ დოლარის ხარჯვასთან არის დაკავშირებული. ჰო, სოროსის ფონდის დაფინანსებით მოსულდგმულე სომხეთის მთავრობა (რევოლუციის შემდეგ ისინი ზუსტად ისეთ გზას გადიან, როგორიც ნაციონალებმა გაგვატარეს) ისევ სოროსის იმედად არის, მაგრამ, მანამ არ გეტკინოთ არაფერი, სანამ სოროსმა საბრძოლო ტექნიკასა და იარაღში ფული არ ჩადოს. მას ექსპერიმენტები სჭირდება და ამიტომ ამ მიმართულებით აბანდებს თანხებს და ეს ექსპერიმენტები კი ადამიანის ქვეცნობიერის შეცვლასა და გადაგვარებას ემსახურება. თუმცა შეიძლება, ომი სოროსელებისთვისაც აუცილებელი იყოს, ჩვენც ხომ გვაომეს 2008-ში და მერე დაწყებული ექსპერიმენტი წარმატებით განაგრძეს?!

როგორც ჩანს, ზესახელმწიფოები ამერკავკასიაში მხოლოდ საქართველოთი არ არიან დაინტერესებულები და იმის გათვალისწინებით, რომ ტერიტორია სამ სახელმწიფოზეა გადანაწილებული, სამივეს ხელში ჩაგდება სურთ, სწორედ ტერიტორიის და არა იქ მცხოვრები ადამიანების, რადგან ჩვენ ზედმეტი ბარგი ვართ, არაფერში ვჭირდებით და ამიტომაც იყო, აგვისტოს ომში მხოლოდ პამპერსი და წყალი რომ მოგვაშველეს, ისიც მოგვიანებით. ეჭვი გვაქვს, სომხეთსა და აზერბაიჯანსაც ანალოგიური ჰუმანიტარული დახმარება ელით. ეს ომი, ადრე თუ გვიან, აუცილებლად დასრულდება ან კონფლიქტი დაკონსერვდება და დაპირისპირებულ მხარეებს შორის გაეროს სამშვიდობოები ჩადგებიან. ეკონომიკაჩამოშლილ, ყველა მიმართულებით დასუსტებულ სახელმწიფოებს საერთაშორისო ფონდებიდახმარებისისეთ ხელს გაუწვდიან, როგორსაც ქართული ბანკები უწვდიან ხოლმე კრედიტორებს და შემდეგ უმარტივესად დაიმონებენ ფინანსურად მათზე დამოკიდებულ ქვეყნებს. რაც მთავარია, ფინანსური რესურსის გარდა, სომხეთსა და აზერბაიჯანს ადამიანური რესურსის დეფიციტი დაუდგებათ, რადგან ის ახალგაზრდა ბიჭები, რომლებიც დღეს ომში იღუპებიან, ქვეყნის მომავალია, მათ უნდა შეექმნათ, მათ უნდა ეშრომათ და ახლა ამ ადამიანურ რესურსს ტყვია იწირავს.

მერე აუცილებლად იქნება ჟენევის ფორმატის მსგავსი, იპოვნიან აზერბაიჯანელ და სომეხზურაბ აბაშიძეს”, რომელიც თვეში ერთხელ ივლის ჟენევაში ჩვენს ხარჯზე, გაუთავებლად იმსჯელებსრიგ საკითხებზედა რეალური ძვრა კონფლიქტის მოგვარების მიმართულებით იქნება ნული. სამაგიეროდ, ქვეყნის კონსტიტუციას, უკვე ადგილობრივი კანონმდებლები კი არა, ამერიკის ელჩი დაუწერთ ევროპელი ელჩების თანხლებით (როგორც ჩვენთან). ისინი გადაუწყვეტენ, რომელმა პარტიამ რამდენი პროცენტი უნდა მიიღოს არჩევნებში და ვინ უნდა იყოს ქვეყნის სათავეში. ჰო, აუცილებელი პირობა იქნება რუსეთის ოკუპანტად მოხსენიება. მერე რა, რომ ამ ომში რუსეთი არ ერევა?! რუსეთის ფედერაციის პირველი პირი განცხადებით შემოიფარგლა და შუამავლის როლს დასთანხმდა. სამაგიეროდ, თურქეთი ჩაერია ღიად, მაგრამ არა უშავს, თურქეთზე, თურმე, ხსნილი ყოფილა. შედეგად, კავკასია წავა ერთ წრეზე ერთი და იმავე ადამიანების გარშემო. გვეცოდინება, რომ ჩვენი ხსნა არის ნატოსა და ევროკავშირში, თუმცა იქ არასოდეს არ მიგვიღებენ. გვექნება ზუსტად იმდენი შემოსავალი, რომ მშივრები არ დავიხოცოთ (რამდენიმე ათეულს თუ ასეულს შიმშილით თუ გაძვრება სული, არც ეგაა პრობლემა), სამივე სახელმწიფოს მოსახლეობა იცხოვრებს, პრაქტიკულად, ერთნაირად და ერთნაირი პრობლემები ექნებათ. შესაძლოა, დილაობით ამერიკის საელჩოსთანპოლიქრონიონგვაძახებინონ და მერე დაიწყოს ვინმე წვეროსანმა ან უწვერომ: “მომძღვნელმან ჩვენის პურისა და სარჩოსი…”

ვინმეს, შესაძლოა, ეს მწარე ხუმრობა ეგონოს, მაგრამ აქეთ დიდი ნაბიჯებით მივდივართ. სხვას რას უნდა მივაწეროთ ის, რომ ყოველდღიურად რამდენიმე ათეული (სულ ცოტა) ახალგაზრდის სიცოცხლე ქრება და, შეშფოთების გარდა, არავინ არაფერს არ აკეთებს. თუ ეს ორი სახელმწიფოს საქმეა, მაშინ, მათ საშინაო საქმეებში რატომ ცდილობენ ჩარევას სხვა ქვეყნები მშვიდობიანობის პერიოდში? თუ ეს სწორედ ის არის, რაც სურთ _ ომი ხომ ბიზნესის კეთების საუკეთესო საშუალებაა? ჯერ იარაღს შეასყიდვინებენ ორივე მხარეს, მერე, თუ ომი დასრულდება, ახალი ომის შიშით მეტ იარაღს მოამარაგებინებენ, მერე მაცივრებში წლობით შენახულ ვადაგასულ პროდუქტებს დაურიგებენ, თან დაამადლიან, თან გადასაყრელად გამზადებულ ნაგავს, პრაქტიკულად, გაყიდიან (ჩვენი ჯარი ომის შემდეგ 10-15 წლის გაყინულ თევზსა და ხორცს ჭამდა, ევროპაამერიკიდან შემოტანილს) და სხივისი უბედურების ხარჯზე ისეთ ნირვანას მოიწყობენ, თქვენი მოწონებული. ჰო, არც ის დაგავიწყდეთ, რომ დაიწყება სომხეთსა და აზერბაიჯანში სხვადასხვა ქვეყნის ლიდერების სირბილი, ისინი სტრატეგიულ პარტნიორებად მოინათლებიან, შესაძლოა, რამდენიმე ლიდერი ერთადაც კი ჩავიდეს და მარტივად მოხდება დამონება.

ჩვენს მეზობლად, სამწუხაროდ, ომია გაჩაღებული. თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ტექნიკის გამოყენებით _ უპილოტო თვითმფრინავებით, ტანკებითა და საზენიტო მოწყობილობებით აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთის ცოცხალ ძალასა თუ ჯავშანტექნიკას ანადგურებენ და, ჩანს, გაჩერებას არ აპირებენ

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here