Home სხვადასხვა Facebook ფრაზები გურამ ქართველიშვილი: ერიდეთ ლიბერასტულ ტყუილებს-მავნებელია…

გურამ ქართველიშვილი: ერიდეთ ლიბერასტულ ტყუილებს-მავნებელია…

გურამ ქართველიშვილი

„საქართველო და მსოფლიო“  სოციალურ ქსელ ფეისბუქში  გურამ ქართველიშვილის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს გთავაზობთ:

„ისტორია, რომ ზღაპარი არ არის და მისი ცოდნა, წაკითხულის მოკლე შინაარსის თხრობა, ამაზე უნდა შევთანხმდეთ თანამოქალაქეებო, თორემ წალეკა ათასმა სისულელემ ინტერნეტ სივრცე. ეს სისულელეები კი არც მეტი არც ნაკლები ლიბერასტულ თრენინგებზეა დამუშავებული იმ ქართველების ტვინის გასარეცხად, ვისაც მიზეზთა გამო წარმოდგენაც არ აქვს საკუთარი ქვეყნის ისტორიაზე. ასეთი თრენინგ გავლილი ,,იტორიკოსები,, კი გააფთრებით გვიმტკიცებენ იმას რისიც თავად არა გაეგებათ, მაგრამ გვიმტკიცებენ ქედმაღლობით და ,,დამაჯერებლობით,, (ასე მოქცევაც იქ ასწავლეს–თრენინგებზე).

აი მაგალითად: მუდმივად გვესმის თითქოს დავით აღმაშენებელის მიერ თურქმანული მომთაბარე ტომის ყივჩაღების გადმოსახლებას რაიმე საერთო ქონდეს დღევანდელ მიგრანტთა მოძალებასთან და ქვეყანაში ბორდელური ტურიზმის განვითარებასთან.  ამიტომ აჯობებს ერთხელ და სამუდამოდ დავიმახსოვროთ- დავითმა ეს მომთაბარე ტომი, მაშინ შემოიყვანა ქვეყანაში, როდესაც ძირითადი ქართული მიწები უკვე გაერთიანებული ჰქონდა. სახელმწიფო ფეხზე დაყენებული და მტერი არაერთხელ ჰყავდა დამარცხებული. ყივჩაღი მას სახელმწიფოს მშენებლობის იმ ეტაპზე დაჭირდა, როცა ,,დიდი თურქობით,, გავერანებულ და ნაომარ ქვეყანაში შედარებითმა მშვიდობამ დაისადგურა. საჭირო გახდა ამ მშვიდობის შენარჩუნება . მაჰმადიანურ სამყაროს მიბჯენილ საქართველოს მშვიდობის დრო ნაკლებად ჰქონდა და ამიტომაც დავით აღმაშენებელმა უმძიმესი სამხედრო საქმე არისტოკრატიასთან ერთად ჩამოსახლებულ მომთაბარე ყივჩაღებს დაადო ბეგარად და მათსავით მომთაბარე თურქ სელჩუკებს დაუპირისპირა. ასე შექმნილმა ქვეყნის შიდა მშვიდობამ მოიტანა შედეგად ინტელექტუალთა ფენის გააქტიურება სახელმწიფოებრივ ასპარეზზე და მოსახლეობის ჩართვა მიწათმოქმედებასა თუ საქალაქო ვაჭრობაში. სხვათა შორის დავითის გარდაცვალების შემდეგ ყივჩაღებმა დიდი საფრთხე შეუქმნეს დემეტრე პირველს და ქართულ სახელმწიფოს. დემეტრეს გამჭრიახობით ეს საფრთხე თავიდან იქნა აცილებული, ხოლო ყივჩაღთა უმეტესობა ქვეყნიდან გაძევებული.

აი ამიტომ ჩამოასახლა დავითმა ყივჩაღები. ხოლო ეს რომ არ იცოდეს ხალხმა და ლიბერასტული ტყუილების სჯეროდეს, ამიტომაც იხურება მათ კონტროლირებად საზ. მაუწყებელში 17 ივლისს ,,გააგრძელე საქართველოს ისტორია,, . როდემდე დაგვხურავთ? როდემდე შეინარჩუნებთ ტყუილებით რეჟიმს, რომელსაც რეპრესიები ვეღარ უმაგრებს ზურგს…გაჩუმდით მაინც მარტივი ჭეშმარიტების გათვალისწინებით–,,ნაკლებს ილაპარაკებ, ნაკლები სისულელე წამოგცდება,, მე კი შეგახსენებთ, რომ ცუდად ნუ ამახსოვრებთ თავს ისედაც თქვენგან შეურაცხყოფილ საქართველოს…

გურამ ქართველიშვილი

წყარო

2 COMMENTS

  1. 🙁 🙁 🙁 🙁 🙁 🙁 🙁 🙁 🙁 🙁 🙁 🙁
    დაიწრიტააა! დაიშრიტა საქართველო!!!
    აღარ შეგვრჩა არაფერი ქართული,
    ერთმანეთთან აზრები, რომ შევაჯეროთ…
    ერთმანეთის ჭამითა ვართ გართულნი..
    არ დასრულდა წეწვა, გლეჯვა, კბენა, ღრენა,
    კბილთა ღრჭენა, შური, მტრობა „მხარეთა“…
    ზოგს ლონდონში, „საშოფინგოდ“ უყვარს ფრენა,
    ზოგს მოსკოვში, „ოცდაჩვიდმეტ მანეთად“,
    ის, ეძახის სამაჩაბლოს „ოსეტიას“…
    ეს, გვაშინებს რუსი ოკუპანტებით…
    ერთად ნახავ „ჩოხოსანს“ და კორსეტიანს,
    ძაღლებივით დაგეშილებს „გრანტებით“…
    ყველა რჯულის ვირთხასა და „ობივატელს“
    საქართველოს ხვრის მადა აქვთ აშლილი,
    ჩვენი დროის „ბებუთოვს“ და „არარატელს“,
    ტოლს არ უდებს ცქვიტი „ყორღანაშვილი“,
    ზოგი, ნაზად გესალმება „ჰაი“-თი და…
    ზოგი კიდევ, თავს იწონებს „ზდრასტებით“
    ზოგი, დიდის რუდუნებით გვიქსოვს წინდას…
    ზეობაა ერში პიდარასტების….
    დავივიწყეთ გუშინდელი „ჩარეცხილი“,
    მომავალი დავაჩლუნგეთ თაობა,
    აღვაღზევეთ სინდის- ნამუს- გარეცხილი,
    განვადიდეთ ნული, არარაობა…
    ვისღა ახსოვს ავადმყოფი, ხანდაზმული,
    უქონელი, უპატრონო, მშიერი,
    ერთმანეთის ღლეტვაზე ვართ გადასული,
    დაგვიკარგავს კაცობა და იერი…
    არ თავდება სიარული ნაცად კვალზე,
    იყიდება, რაც რამ გასაყიდია,
    სავარძელს, რომ წამოვიცვამთ უკანალზე,
    ხალხი… უკვე სულ ფეხებზე გვკიდია,
    იყიდება, სახატე და სალოცავი,
    ტყე და მიწა, ქალაქი და სოფელი,
    საკუთარიც კი გავყიდეთ მონად თავი,
    სახეიროდ უცხო მონათმფლობელის…
    წინაპრების მრავალწლოვან ტრადიციებს,
    ვუკადრისობთ, ვლანძღავთ, ვთათხავთ, ვაფურთხებთ,
    შევეჩვიეთ ამპარტავნულ ამბიციებს
    და პრემიებს „მამაოსგან ნაკურთხებს“…
    მივატოვეთ წინაპართა საფლავები,
    სახეიროდ… ყველა საჯდომს ვერგებით
    და გზადაგზა, ნაბიჯების „გაპრავებით“
    დასაღუპად თავებს მივერეკებით…
    დაიწრიტააა! დაიშრიტა საქართველო!!!
    აღარ შეგვრჩა არაფერი ქართული…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here