Home რუბრიკები საზოგადოება “გვჭირდება თუ არა სტალინი დღეს”

“გვჭირდება თუ არა სტალინი დღეს”

1338
“გვჭირდება თუ არა სტალინი დღეს”

საქართველო და მსოფლიოსმე-16 ნომერში გამოქვეყნებულმა წერილმაგვჭირდება თუ არა სტალინი დღესდააინტერესა ჩვენი მკითხველები და ინტერნეტმომხმარებლები: მათმა უმრავლესობამ _ 5400-ზე მეტმა _ მოიწონა პუბლიკაცია და დადებითად შეაფასა იგი.

ჩვენ ვწერდით, რომ იოსებ სტალინისადმი საზოგადოებრიობის დამოკიდებულების საკითხი კვლავ და კვლავ დგება დღის წესრიგში. დროს მოაქვს, მსოფლიოში შექმნილი ვითარება ხდის აქტუალურს, სადღეისოს, გასათვალისწინებელს. ამიტომაა, რომ საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ცენტრები აქტიურად განაგრძობენ სოციოლოგიურ კვლევებს პრობლემაში საფუძვლიანად გარკვევის მიზნით.

აქვე ვთქვათ, რომ კვლევების შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, იოსებ სტალინის მოღვაწეობის დადებითად შეფასების დონემ წლების განმავლობაში განხორციელებულ გამოკითხვებში ახალი რეკორდი დაამყარა.

დაადასტურა ეს ჩვენი მკითხველების შეფასებებმაც.

სასიხარულოა!

და აქვე _ ერთი მორიდებული შენიშვნა.

ერთ-ერთი ინტერნეტმომხმარებელი გვსაყვედურობს, რომ ამაოდ მოვცდით, ტყუილად გავისარჯეთ, რადგან რუსული მედია, უკვე რამდენიმე თვეა, განიხილავსო ამ მასალებს.

კი! განიხილავდა, მაგრამ წინა გამოკითხვების შედეგებს. ჩვენი წერილი კი უახლესს ეყრდნობა, და ეს უახლესი მაჩვენებელი არნახულია.

მაშ, როგორია მკითხველთა რეაქცია?

შალვა გუგეშაშვილი: _ ვეღარ ვსუნთქავთ, ჰაერივით გვჭირდება სტალინი. რა გამოვედით ასეთი, რომ ვერავინ ვერ მიბაძა, ვერავინ ვერაფერი ისწავლა მისგან. არადა, უძლიერესი მასწავლებელია.

ლარისა გვენცაძე: _ ასი პროცენტით მართალი ბრძანდებით. სტალინის ძეგლიც უნდა აღვადგინოთ და მისი კონსტიტუციაც უნდა მივიღოთ, წინ რომ წავიყვანოთ ჩვენი ქვეყანა… უნდა მოვსპოთ ფულის გამო მთავრობაში სწრაფვის მანია.

ნიკუშა ბეროზაშვილი: _ ეს კვლევები რომ გამოქვეყნდა, ამის შემდეგ დაიწყო სიცრუის ახალი ტალღა. კერძოდ, საგრძნობლად გაზარდეს (რეპრესიების დროს) დახოცილთა რაოდენობა არა მარტო საქართველოში, არამედ საბჭოეთში…

შალვა გუგეშაშვილი: _ ცისფერები ვერაფერს იზამენ! მთელი მსოფლიოს მილიარდერები და სახელმწიფოთა მთავრობები ებრძვიან, სტალინის იდეების ეშინიათ, მორჩილი მონები სჭირდებათ…

მალხაზ თარხნიშვილი: _ ისე გაიხრწნა და გადაგვარდა ერი, ორი სტალინიც შეიძლება არ გვეყოს.

იზოლდა ტატიშვილი: _ სტალინიც გვჭირდება, ბერიაც და ყველა იმდროინდელი მოღვაწეც, რომლებიც ამ მუქთახორებს მოგვაცილებდა…

მზია გულისაშვილი: _ (სტალინი) უნდა აღდგეს ფერფლისგან ისე, როგორც ფენიქსი, გამოსცეს ხმა თუნდაც წელიწადში ერთხელ საქართველოს საკეთილდღეოდ…

ბიჭი თორელი: _ ჩალათავგამოტენილებო, დროა, დაიჯეროთ! დიდება სოსო ჯუღაშვილს, იოსებ სტალინს!

მერაბ ბოლქვაძე: _ ფაშისტების ოცნება იყო და არის კაცობრიობის დამონება და გარყვნა. ეს ოცნება აუსრულდათ. აწი დროა, სტალინისნაირი ბელადი საქართველოს გადასარჩენად.

გიორგი მალაზონია: _ სტალინისადმი სიმპათია კიდევ უფრო გაიზრდება, თუ ახალგაზრდობას დამახინჯებულ ისტორიას არ დავაზუთხვინებთ…

ნელი თარგამაძე: _ ძალიან მნიშვნელოვანია, მომავალმა თაობამ სწორად გაიგოს მისი მოღვაწეობის შესახებ.

მანანა ფაფანაშვილი: _ ვინც რა უნდა თქვას, ჭეშმარიტება ერთია _ სტალინი გენიოსია და _ წერტილი. მასთან ვერავინ მივა, ვერც ჩერჩილი და ვერც რუზველტი. საზოგადოება ამას ამჩნევს. მე ასე მწამს და ამ რწმენას ვერავინ წამიშლის.

ლირა გობეჩია: _კარგი იქნებოდა, სულ არ ყოფილიყო ნიკიტა (ხრუშჩოვი). ჩვენც ძლივს გადავურჩით.

ანა ჭანკოტაძე: _ აქ, ათენში, ბევრია მომხრე სტალინის.

ზაირა ნოზაძე: _ რომ არ გვჭირდებოდეს, ამისთვის რას ვაკეთებთ საქართველოში? სასამართლო პროცესები წლობით გრძელდება, მაგრამ სამართალი არსად ჩანს. ე.ი. საჭიროა სტალინური წესრიგი.

ქეთევან ოძელაშვილი:_ სტალინს ვერ დავიბრუნებთ, მაგრამ ერთი სტალინისნაირი წინამძღოლი არ გვაწყენდა.

მევლუდ ჭანუყვაძე: _სანამ კაცობრიობა იარსებებს, სტალინი ყოველთვის დაგვჭირდება.

ლამარა ყიფშიძე: _ რას არ წერენ რუსები, მაგრამ ჩვენი მთავრობის გონებამდე ამერიკა და ევროპა არ უშვებს.

“_ დიახ! დიახ!” “აუცილებლად!” “სასწრაფოდ!” “დედა რომ უტიროს ამ გამყიდველებს!” _ ასეთი ლაკონური პასუხი უამრავია.

შორენა ნიგურიანის კომენტარით, დესპოტად და ტირანად სტალინს აღიქვამენ ისინი, ვისაც ისტორიის ფურცლები არ გადაუშლია, წაკითხვაზე არაფერი რომ არ ვთქვათ.

ზურაბ გაგლოევი: _ხალხო, გამოიღვიძე, სანამ მამული, ენა, სარწმუნოება არ დაგვაკარგვინეს! “სტალინმა გვიჩვენა, როგორ უნდა იცხოვროს მშრომელმა ადამიანმა. ჩვენ უნდა განვახორციელოთ. ეს სახელმწიფო ხალხის მხრებზეა!

მაგალითების ჩამოთვლა ჩვენი მკითხველების დადებითი რეაქციის საჩენებლად უსასრულოდ შეიძლება გავაგრძელოთ, მაგრამ ვიკმაროთ.

როგორი დასკვნის გაკეთების უფლებას გვაძლევს ეს სახელდახელო სოციოლოგიური სურათი?

პირველი _ კვლავ და კვლავ დამტკიცდა, რომ თემა აქტუალურია. მკითხველის გულს მოხვდა.

მეორე _ კარგი იქნება, თუ საქართველოში არსებული სოციოლოგიური კვლევის ცენტრები გაბედავენ და ჩაატარებენ გამოკითხვას ამ თემაზე. ხომ უნდა გავარკვიოთ საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულება სტალინისადმი?

…ან, იქნებ, ეს თემა კვლავ ტაბუდადებულია ჩვენს დემოკრატიულ ქვეყანაში?!

არმაზ სანებლიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here