Home რუბრიკები საზოგადოება გეიაღლუმი არ უნდა დავუშვათ!

გეიაღლუმი არ უნდა დავუშვათ!

ხელისუფლებამ ეს არ უნდა დაუშვას, ვალდებულია, ყველა მის ხელთ არსებული ბერკეტი მაქსიმალურად გამოიყენოს!

224

ლგბტ თემი და მისი მხარდამჭერები გეიაღლუმისთვის ემზადებიან. ამის დასტურია ივლისის დასაწყისში დაგეგმილი ლგბტ კვირეული, რომელიც, შესაძლოა, ლგბტის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირებაში გადაიზარდოს. ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, როცა სექსუალური უმცირესობა ცდილობს, თავისი ცხოვრების დღის წესრიგი თავს მოახვიოს საზოგადოების დანარჩენ ჯანსაღ ნაწილს, როცა მწვანე შუქი აქვს ანთებული არა მხოლოდ გაუკუღმართებული სექსუალური ორიენტაციის პროპაგანდას, არამედ ერთი და იმავე სქესის პირთა შორის ქორწინების დაკანონებასაც.

საქართველოში ლგბტ თემის სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის მაგალითია ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელიც “ქართული ოცნების” ბედოვლათმა პარლამენტმა “ტაშის გრიალით” მიიღო 2015 წელს.

თავს ნუ მოვიტყუებთ _ ანტიდისკრიმინაციული კანონიდან, ლგბტ კვირეულის ჩატარებიდან (რომელიც შეფუთულია შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების ლოზუნგით), ერთი და იმავე სქესის პირთა ქორწინებამდე და მათთვის შვილის აყვანის უფლების დაკანონებამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯია.

ნიშანდობლივია, რომ ეს საკითხი ყველაზე მწვავედ დგას მართლმადიდებელ საქართველოში _ სწორედ მართლმადიდებელი სამყარო არის ყველაზე დიდი სამიზნე ულტრალიბერალებისთვის, რომლებიც გაშმაგებით ებრძვიან ტრადიციულ ფასეულობებს და ცდილობენ, შეარყიონ ეროვნული თვითშეგნება.

ლოგიკურად ჩნდება კითხვა: ვინ უმაგრებს ზურგს გაუკუღმართებული სექსუალური ორიენტაციის მიმდევრებსა და მხარდამჭერებს და ამაში რა როლს ასრულებს მოქმედი ხელისუფლება და პოლიტიკური ისტებლიშმენტი?

უდავოა, რომ ლგბტ თემის მხარდამჭერებს შორის ე.წ. ასო-ები (არასამთავრობო ორგანიზაციები) ლიდერობენ, რომლებიც, ძირითადად, უცხოეთიდან ფინანსდებიან, მათი პოზიციის გამხმოვანებელი კი არის სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია (სხვათა შორის, მას არც მისი წინამორბედი მანქურთი უჩა ნანუაშვილი ჩამორჩებოდა), რომელიც მხოლოდ სექსუალური უმცირესობების უფლებების ხმალშემართულ დამცველად გვევლინება. რამდენიმე დღის წინათ ტელეკომპანია ქართულ თV-ზე ცნობილ უფლებადამცველს, ყოფილ პარლამენტარსა და კვალიფიციურ იურისტს, ბატონ დიმიტრი ლორთქიფანიძეს ვუსმენდი. გაოცებული დავრჩი, როცა სახალხო დამცველის შერჩევის კრიტერიუმზე ისაუბრა _ დარწმუნებული ვარ, ბატონი დიმიტრი, რომელიც საზოგადოების მხარდაჭერით სარგებლობდა, ამ პოსტზე დასამტკიცებლად საუკეთესო კადრი იქნებოდა. აშკარაა, რომ ხელისუფლება კადრების შერჩევისას კუთხეშია მიმწყვდეული (საკადრო პოლიტიკა, ფაქტობრივად, არ აქვს) და, ვისაც შეაჩეჩებენ, უსიტყვოდ უნდა დაამტკიცოს.

უფრო გავოცდი, როცა ნინოწმინდის პანსიონის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟზე ისაუბრა ნინო ლომჯარიამ. მისი წიოკი ჭიქაში ატეხილ ქარიშხალს ჰგავდა, რადგან ის ბენეფიციარი, რომელზე ძალადობის მოტივაციითაც გაილაშქრა პანსიონის წინააღმდეგ, თურმე არა ძალადობის მსხვერპლი, არამედ ასოების მიერ დაქოქილი, ფაქტობრივად კი, უვნებელი (ხელუხლებელი) ყოფილა. ეკლესიის დისკრედიტაციის მიზნით ფსევდოლიბერალები (ლომჯარიასნაირი უტიფრები) ყველაფერს კადრულობენ.

რა ვქნათ, კაპიტულაცია გამოვაცხადოთ?

არამც და არამც! ბოროტებას მედგრად უნდა დავუდგეთ და საკუთარი ძალაც ვუჩვენოთ. ჩვენი ძალა კი ეროვნული იდენტობის ერთგულებაშია… რადგან უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო სექტორის მავნებლობაზე ჩამოვაგდე საუბარი, აქვე ვიტყვი: ნუთუ ასე ძნელია, შევქმნათ მათი საპირწონე ქართული ფულით დაფინანსებული არასამთავრობოები, რომლებიც დააბალანსებენ მათ მავნებლურ საქმიანობას საქართველოში და ერთგულად დაიცავენ ქართულ თვითშეგნებასა და საზოგადოებასაც? მხოლოდ სურვილი და მონდომებაა საჭირო. ეს იქნება სამოქალაქო საზოგადოების ჩანასახი, რომლის გარეშეც თანამედროვე სახელმწიფოს არსებობა წარმოუდგენელია. თავის დროზე ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა აიღო სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების ვალდებულება, მაგრამ, როგორც ყოველთვის, დაპირება დაპირებად დარჩა.

* * *

ლგბტ თემის აქტიური მხარდამჭერი და პროპაგანდისტია ქართული მედია, განსაკუთრებით ტელემედია, რომელთა მავნებლური საქმიანობა, თუ არ აღემატება, არ ჩამორჩება ასო-ების ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას.

ქართული ტელემედია არა მხოლოდ ეწევა საზოგადოების ზომბირებას, არამედ ხმალშემართული ებრძვის ტრადიციულ ღირებულებებს, უწევს აქტიურ პროპაგანდას არატრადიციულ სექსუალურ ურთიერთობებს და ამას აკეთებს ადამიანის უფლებათა დაცვის ყბადაღებული ლოზუნგით. საუბედუროდ, ლომჯარიას, გიგაურს, გვარამიას, გრიგოლიას, კვესიტაძეს არ აქვთ არც სამშობლოს განცდა და არც ქართული ცნობიერება. ისინი გარყვნილი სააკაშვილის პოლიტორგიების პორნოვარსკვლავები არიან.

* * *

შეიძლება თამამად ითქვას, რომ ამ თვალსაზრისით ავანგარდში დგანან პოლიტიკური პარტიებიც. ამის მყარ არგუმენტად გამოგვადგება 15 პოლიტიკური პარტიის ერთობლივი განცხადება, რომლითაც ისინი უერთდებიან ლგბტ კვირეულის დღის წესრიგს. მიზანი ცალსახაა: ამდამსახურებისთვისმათ გარანტირებული აქვთ მხარდაჭერა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის, პირადად ამერიკის ელჩის, ასევე ევროკავშირისა და ნატოს მხრიდან მომავალ ადგილობრივ თუ საპარლამენტო არჩევნებში.

დასკვნა მარტივია: ქართული პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც პრეტენზია აქვთ ოპოზიციონერობაზე, შეგნებულად დგებიან სიბილწისა და გარყვნილების სამსახურში. ეს საზოგადოებამ უნდა გაითვალისწინოს და სათანადო ვერდიქტიც გამოუტანოს მათ.

* * *

დაბეჯითებით უნდა ითქვას: ხელისუფლების წაყრუება და პასიური პოზა რომ არა, მეტიც, მისი მხრიდან საკანონმდებლო დონეზე ლგბტ თემის მხარდაჭერა, ცხადია, სექსუალური უმცირესობის დიქტატი უმრავლესობაზე ასეთ რეზონანსს არ მიიღებდა. ცხადია ისიც, რომ ხელისუფლება მართულია ზემოჩამოთვლილი ძალების მიერ და მათი დავალებების ბრმა შემსრულებელიც. არ იქნება გადაჭარბებული, თუ ვიტყვით, რომ იგი ხელოვნურად აღვივებს დაპირისპირებას ტრადიციული ღირსებულებების მომხრეებსა და სექსუალურ უმცირესობას შორის, რაც ადვილი შესაძლებელია, ტრაგიკული შედეგებით დასრულდეს. მეტიც, შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ ხელისუფლება საკანონმდებლო დონეზე იცავს სექსუალური უმცირესობის უფლებებს (ანტიდისკრიმინაციული კანონი, “ბავშვთა კოდექსი”) უმრავლესობის დაკნინების ხარჯზე და, როგორც ზემოთ ვთქვი, ამით ხელს უწყობს დაპირისპირების ესკალაციას!

* * *

ერთადერთი ინსტიტუტი, რომელიც ქვეყანაში მაქსიმალური ავტორიტეტით სარგებლობს და საზოგადოების (მრევლის) მობილიზება შეუძლია, დედაეკლესიაა, თუმცა მისი “საბრძოლო არსენალი” მხოლოდ სიტყვითა და შეგონებით შემოიფარგლება, რადგან მისთვის ძეშეცდომილიც სულიერი შვილია და ისევე საპატრონო, როგორც ტრადიციული ღირსებულებების მიმდევარი. არადა, ბევრი დედაეკლესიისგან ისეთი ღონისძიებების გატარებას ითხოვს, რომლებიც მის შესაძლებლობებს აშკარად აღემატება. ნიშანდობლივია ისიც, რომ ხშირად ხელისუფლება ანგარიშს არ უწევს საქართველოს ეკლესიის რეკომენდაციებს და სასწორის პინა, უმეტესად, არატრადიციული ღირებულებების დაკანონებისკენ იხრება. რა ქნას ასეთ შემთხვევაში საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ: მოუწოდოს საკუთარ მრევლს, ცეცხლითა და მახვილით ამოშანთოს ბოროტება?!

მე გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან ვიცნობ მის უწმინდესობას, კათოლიკოსპატრიარქ ილია მეორეს. ერს ასეთი შორსმჭვრეტელი სულიერი მამა ჰყავდეს და მის ბრძნულ რჩევადარიგებებს არ უსმენდეს, ჩვენს უღმერთობასა და უგუნურებაზე მეტყველებს.

დასასრულ, როგორც რიგითი მართლმადიდებელი, კატეგორიულად ვაცხადებ: რადაც უნდა დაგვიჯდეს, თბილისში გეიაღლუმი არ უნდა ჩატარდეს! ხელისუფლებამ ეს არ უნდა დაუშვას, ვალდებულია ყველა, მის ხელთ არსებული ბერკეტი მაქსიმალურად გამოიყენოს.

ომარ მარგველაშვილი

P.S. მინდა, განსაკუთრებით გამოვყო ბატონი ლევან ვასაძე, როგორც ღირსეული პიროვნება, ღრმად მორწმუნე მართლმადიდებელი _ მას უსაზღვროდ უყვარს ჩვენი ბრძენი პატრიარქი და დიდი ძალისხმევითა და მონდომებით ებრძვის ლგბტ თემის ანტიმართლმადიდებლურ, ამაზრზენ და შემაძრწუნებელ გამოხდომებს. მას ჭეშმარიტი მამულიშვილებისა და მორწმუნე მრევლის მხარდაჭერა სჭირდება. ხელისუფლების უნიათობამ და წაყრუებამ შეიძლება უმძიმესი შედეგი მოგვიტანოს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here