Home რუბრიკები ისტორია გამოჩენილი საბჭოთა სარდლები იოსებ სტალინის სამხედრო ნიჭსა და დამსახურებებზე

გამოჩენილი საბჭოთა სარდლები იოსებ სტალინის სამხედრო ნიჭსა და დამსახურებებზე

გამოჩენილი საბჭოთა სარდლები იოსებ სტალინის სამხედრო ნიჭსა და დამსახურებებზე

1879 წლის 21 დეკემბერს გორში დაიბადა გენიალური ქართველი იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილი, შემდგომში სტალინი. იოსებ სტალინის პიროვნული ღვაწლი ნაცისტური გერმანიის, ფაშისტური იტალიის, რუმინეთის, უნგრეთის, სლოვაკეთის, ფინეთისა და მილიტარისტული იაპონიის დამარცხებაში უდიდესია. სტალინი პასუხისმგებელია მეორე მსოფლიო ომისა და დიდი სამამულო ომის, როგორც წარუმატებლობებზე, მარცხებსა და დანაკარგებზე, ისე საბოლოო გამარჯვებაზე. დიახ, სტალინი არის გამარჯვების კონკრეტული ავტორი.

სტალინი 1941 წლის ივნისში საბჭოთა კავშირზე ნაცისტური გერმანიის თავდასხმის დღიდან ხელმძღვანელობდა ომს. 23 ივნისს შევიდა უმაღლესი მთავარსარდლობის შტაბის (“სტავკის”) შემადგენლობაში, ხოლო 10 ივლისიდან მისი მეთაური გახდა. 19 ივლისიდან 1947 წლის მარტამდე თავდაცვის სახალხო კომისრის (მინისტრის) პოსტსაც ითავსებდა, ხოლო 1941 წლის 8 აგვისტოდან 1945 წლის სექტემბრამდე საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი გახლდათ. 1945 წელს მიიღო გენერალისიმუსის ტიტული და საბჭოთა კავშირის გმირის წოდება.

სტალინის ხელში კონცენტრირებული აღმოჩნდა სამხედრო ძალაუფლება, მაგრამ იგი ასევე უწყვეტად უძღვებოდა საბჭოეთის საგარეო პოლიტიკას და, ამასთანავე, მას არც ეკონომიკასა და საშინაო პოლიტიკაზე ზრუნვა შეუნელებია _ სტალინს მინისტრთა საბჭოს (1946 წლამდე _ სახალხო კომისართა საბჭოს) თავმჯდომარის თანამდებობაც ეკავა. მაინც რაში მდგომარეობს სტალინის გენიალურობა და როგორ გაართვა მან თავი ურთულეს ამოცანას _ ერთდროულად, უშუალოდ ეხელმძღვანელა სამხედროებისთვის, დიპლომატებისა და ეკონომიკის სხვადასხვა დარგის სპეციალისტებისთვის? და, თანაც, დრო რჩებოდა არქიტექტურაზე, კულტურასა და ხელოვნებაზე ფიქრისა და ზრუნვისათვის!.. ამ თემაზე დიდხანს შეიძლება საუბარი, მაგრამ ახლა მოვიყვანოთ სტალინის თანამედროვე გამოჩენილი რუსი (საბჭოთა) სამხედროების რამდენიმე ციტატა, რომლებიც სტალინის უნიკალურ თვისებებს უფრო გასაგებად წარმოაჩენს.

გიორგი ჟუკოვი
გიორგი ჟუკოვი

გიორგი ჟუკოვი (1896-1974), წითელი არმიის გენერალური შტაბის უფროსი, უმაღლესი მთავარსარდლის მოადგილე, თავდაცვის კომისრის პირველი მოადგილე, სსრ კავშირის მარშალი:

“შეუძლებელი იყო სტალინთან ისეთი მოხსენებით მისვლა, რომელიც, დავუშვათ, შეიცავდა ისეთ რუკას, რომელზეც თუნდაც უმნიშვნელოდ არსებობდა “თეთრი ლაქები”. ასევე შეუძლებელი იყო სტალინისთვის საორიენტაციო, მით უმეტეს, გაზრდილი მონაცემების მიწოდება. ი.ბ. სტალინი ვერ იტანდა ვარაუდიდან გამომდინარე პასუხებს, ითხოვდა ამომწურავ სისავსესა და სიცხადეს. მას ჰქონდა განსაკუთრებული ამოცნობის უნარი და დაუყოვნებლივ პოულობდა მოხსენებებსა და დოკუმენტებში არსებულ სუსტ ადგილებს, იგი მკაცრად სთხოვდა ამისთვის პასუხს დამნაშავეებს”.

ჟუკოვი წერს: “სტრატეგიულ საკითხებში სტალინი ომის დაწყებიდანვე ერკვეოდა. სტრატეგია მისი პოლიტიკის ჩვეულ სფეროსთან ახლოს იდგა; და, რაც უფრო პირდაპირ ურთიერთქმედებაში მოდიოდა პოლიტიკურ საკითხებთან სტრატეგიის საკითხები, მით მყარად გრძნობდა იგი თავს… ჭკუამ და ნიჭმა მას ომის მსვლელობისას მისცა შესაძლებლობა, ოპერატიულ ხელოვნებას ისე დაუფლებოდა, რომ ფრონტების მეთაურები გამოეძახებინა და მათთან ოპერაციების ჩატარებასთან დაკავშირებული თემები განეხილა. სტალინმა თავი გამოიჩინა, როგორც ადამიანმა, რომელიც ამ საკითხებში თავის ქვეშევრდომებზე არანაკლებად, ხშირად კი უკეთესად ერკვეოდა. ამასთანავე, იყო შემთხვევები, როდესაც იგი თავად პოულობდა და ასახელებდა საინტერესო ოპერატიული გადაწყვეტის გზებს”.

გიორგი ჟუკოვი განაგრძობს: “ი.ბ. სტალინი საფრონტო ოპერაციების საკითხებს შესანიშნავად ფლობდა და მათ საქმის სრული ცოდნით უძღვებოდა. მას შეეძლო, სტრატეგიულ მდგომარეობაში მთავარი რგოლი ეპოვა და მტრის საწინააღმდეგოდ, ამა თუ იმ შეტევითი ოპერაციის განხორციელებისას გამოეყენებინა. ეჭვგარეშეა, რომ სტალინი ღირსეული უმაღლესი მთავარსარდალი იყო. გარდა ამისა, ოპერაციების უზრუნველყოფაში, სტრატეგიული რეზერვების შექმნაში, საომარი ტექნიკის წარმოების ორგანიზებაში და, საერთოდ, იმ ყველაფრის თავმოყრაში, რაც ფრონტს სჭირდება, ი.ბ. სტალინმა, პირდაპირ ვიტყვი, თავი გამოავლინა, როგორც უდიდესმა ორგანიზატორმა. უსამართლობა იქნება, ჩვენ რომ მას ჯეროვანი პატივი არ მივაგოთ ამის გამო”.

ალექსანდრე ვასილევსკი
ალექსანდრე ვასილევსკი

ალექსანდრე ვასილევსკი (1895-1977), ოპერატიული მართვის უფროსი, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, მოსკოვის კონტრშეტევის ორგანიზატორი, გენერალლეიტენანტი:

“სტალინზე, როგორც ომის წლების სამხედრო ხელმძღვანელზე, აუცილებელია სიმართლის დაწერა. იგი არ იყო სამხედრო ადამიანი, მაგრამ მას ჰქონდა გენიალური ტვინი. მას შეეძლო საქმის არსში ღრმად შეღწევა და სამხედრო გადაწყვეტის კარნახი… თუკი სტალინი რაიმეთი უკმაყოფილო იყო, ხოლო ომში, განსაკუთრებით მის დასაწყისში, საამისო მიზეზი ბევრი იყო, მას შეეძლო, ადამიანი მკვეთრი ფორმით და უსამართლოდ გაელანძღა, მაგრამ ომის მსვლელობისას იგი შესამჩნევად შეიცვალა. გენშტაბის მუშაკებისა და თავდაცვის სახალხო კომისარიატის მთავარი სამმართველოების მიმართ, ფრონტების სარდლების მიმართ იგი უფრო თავშეკავებული და მშვიდი გახდა, მაშინაც კი, როდესაც ფრონტზე რაღაც ცუდი ხდებოდა. მასთან შეხვედრა გაცილებით მარტივი გახდა, ვიდრე უწინ იყო. როგორც ჩანს, ომმა, მისმა ზიგზაგებმა, ჩვენმა წარუმატებლობებმა და წარმატებებმა სტალინის ხასიათზე იმოქმედა… მე კარგი ურთიერთობა მქონდა . . ხრუშჩოვთან ომის დასრულების პირველ წლებში, მაგრამ ეს ურთიერთობა შემეცვალა მას შემდეგ, რაც მხარი არ დავუჭირე ხრუშჩოვის მტკიცებებს იმის თაობაზე, თითქოს . . სტალინი ვერ ერკვეოდა ოპერატიულსტრატეგიულ საკითხებში და არაკვალიფიციურად ხელმძღვანელობდა ჯარების მოქმედებებს, როგორც უმაღლესი მთავარსარდალი. დღემდე ვერ გამიგია, როგორ შეეძლო ხრუშჩოვს ასეთი რამის მტკიცება. როდესაც იგი პარტიის ცკის პოლიტბიუროს წევრი და რიგი ფრონტების სამხედრო საბჭოს წევრი იყო. . . ხრუშჩოვს არ შეეძლო, არ სცოდნოდა, რაოდენ მაღალი იყოსტავკისადა სტალინის ავტორიტეტი სამხედრო მოქმედებების წარმოების საკითხებში. ასევე შეუძლებელია, მას არ სცოდნოდა, რომ ფრონტებისა და არმიების სარდლები დიდი პატივით ეპყრობოდნენ “სტავკასა” და სტალინს, აფასებდნენ მათ ბრძოლებში ნაჩვენები განსაკუთრებული კომპეტენტურობისთვის. ჩემი ღრმა რწმენით, . . სტალინიიყო ყველაზე ძლიერი და კოლორიტული ფიგურა სტრატეგიულ სარდლობაში. იგი წარმატებით ახორციელებდა ფრონტების მეთაურობას და შეეძლო არსებითი გავლენა მოეხდინა ომში მოკავშირე ქვეყნების წამყვან პოლიტიკურ და სამხედრო მოღვაწეებზე. სტალინთან მუშაობა საინტერესო და თან წარმოუდგენლად ძნელი იყო, განსაკუთრებით ომის პირველ წლებში. იგი ჩემს მეხსიერებაში დარჩა მკაცრ, ძლიერი ნებისყოფის სამხედრო ხელმძღვანელად, რომელსაც, ამასთანავე, პიროვნული მომხიბვლელობაც არ აკლდა. ი. ბ. სტალინს არა მხოლოდ უზარმაზარი გონება ჰქონდა, არამედ საოცრად დიდი ცოდნა. მისი ანალიტიკური აზროვნების შესაძლებლობები პარტიის ცკ-ის პოლიტბიუროს სხდომებზე, თავდაცვის სახელმწიფო ბიუროს სხდომებზე და “სტავკაში” მუდმივი მუშაობისას ჩანდა. სტალინი აუჩქარებლად, ოდნავ მხრებში მოხრილი დააბიჯებდა და ისე უსმენდა გამომსვლელებს, ხანდახან კითხვას სვამდა, რეპლიკებს აკეთებდა. როდესაც განხილვა მთავრდებოდა, მკაფიოდ აყალიბებდა დასკვნებს, შედეგებს აჯამებდა. მისი დასკვნები არ იყო უხვსიტყვიანი, სამაგიეროდ არ აკლდა შინაარსობრივი სიღრმე და, როგორც წესი, პარტიის ცენტრალური კომიტეტის ან სახელმწიფო თავდაცვის კომიტეტის დადგენილების საფუძველი ხდებოდა, ისევე, როგორც უმაღლესი მთავარსარდლის დირექტივებსა და ბრძანებებში აისახებოდა”.

კირილე მოსკალენკო
კირილე მოსკალენკო

კირილე მოსკალენკო (1902-1985), 38- და მე-40 არმიების სარდალი, სსრ კავშირის მარშალი:

“როდესაც ნიკოლოზ ვატუტინმა უმაღლესთან (მთავარსარდალთან) თავისი საუბრის შესახებ მოგვითხრო, მე ვერ ვფარავდი გაოცებას იმ სინატიფის გამო, რომლითაც “სტავკა” აანალიზებდა სამხედრო მოქმედებებს და უნებურად აღმომხდა: “რომელი რუკებით ადევნებს თვალს უმაღლესი (მთავარსარდალი) ჩვენს ქმედებებს, თუკი ჩვენზე მეტს ხედავს და ჩვენზე ღრმად იყურება?” ნიკოლაი ფიოდოროვიჩმა გაიღიმა: “ორ და ხუთათასიანებით უყურებს ფრონტს და ასიათასიანებით _ თითოეულ არმიას. იგი იმის უმაღლესია, რომ გვიკარნახოს ჩვენ, შეგვისწოროს შეცდომები…”

ივანე (ოვანეს) ბაგრამიანი
ივანე (ოვანეს) ბაგრამიანი

ივანე (ოვანეს) ბაგრამიანი (1897-1982), 1-ლი ბალტიისა და მე-3 ბელორუსიის ფრონტების სარდალი, სსრ კავშირის მარშალი:

“ვიცოდი რა სტალინის უზარმაზარი უფლებამოსილებანი და მისი რკინისებური მმართველობა, მე გამაოცა ხელმძღვანელობის მისეულმა მანერამ. მას შეეძლო მოკლედ ებრძანებინა: “მიეცით კორპუსი! _ წერტილი”, მაგრამ, ამასთანავე, სტალინი დიდი ტაქტითა და მოთმინებით იღვწოდა იმისთვის, რომ შემსრულებელი თვითონ დარწმუნებულიყო ამ ნაბიჯის აუცილებლობაში. შემდგომ მე, როგორც ფრონტის სარდალს, თავად მიწევდა უმაღლეს მთავარსარდალთან საუბარი და დავრწმუნდი, რომ მას თავისი ქვეშევრდომების აზრის მოსმენა შეეძლო. თუკი შემსრულებელი მტკიცედ იდგა თავის პოზიციაზე და საამისოდ მყარი არგუმენტები ჰქონდა, სტალინი თითქმის ყოველთვის უთმობდა”.

ალექსანდრე გოლოვანოვი
ალექსანდრე გოლოვანოვი

ალექსანდრე გოლოვანოვი (1904-1975), შორი მოქმედების ავიაციის სარდალი, მე-18 საჰაერო არმიის სარდალი, გენერალპოლკოვნიკი:

“უმაღლესი მთავარსარდალი ი. ბ. სტალინი უმძიმესი მსოფლიო ომის სათავეში იდგა… როდესაც იგი ამა თუ იმ ადამიანს შეისწავლიდა და მის ცოდნასა და ნიჭში დარწმუნდებოდა, ნდობით ეკიდებოდა. ასეთ ადამიანებს, მე ვიტყოდი, უსაზღვრო ნდობა ჰქონდათ, მაგრამ, ღმერთმა დაიფაროს, რომ ასეთ ადამიანებს ცუდი თვისებები გამოევლინათ რამეში. სტალინი ასეთ რაღაცას არავის მიუტევებდა… მისი დამოკიდებულება ადამიანების მიმართ, თუკი შეიძლება ასე ითქვას, შეესაბამებოდა მათ შრომას, მათთვის დავალებული საქმისადმი დამოკიდებულებას. . . სტალინთან მუშაობა, პირდაპირ უნდა ითქვას, არ იყო იოლი. იგი ფლობდა დიდ ცოდნას, არ ითმენდა ზოგადი ხასიათის მოხსენებებს, ზოგად ფორმულირებებს. ყველა კითხვას კონკრეტული პასუხები უნდა გასცემოდა, უაღრესად მოკლე და გასაგებისტალინს შეეძლო ადამიანებთან მიკიბვმოკიბვის გარეშე საუბარი, ეთქვა მათთვის პირდაპირ ის, რასაც ფიქრობდა, და ეს ამ ადამიანის წყენინებისა და შეურაცხყოფის გარეშე ხდებოდა. ეს იყო სტალინის განსაკუთრებული ხასიათი. სტალინის წილი დიდი სამამულო ომის მსვლელობაში უაღრესად მაღალი იყო როგორც წითელი არმიის მმართველ პირთა შორის, ისე საბჭოთა არმიის შეიარაღებული ძალების ყველა ჯარისკაცსა და ოფიცერს შორის. ეს უდავო ფაქტია, რომელსაც ვერავინ ვერაფერს უპირისპირებს”.

ანდრეი ხრულიოვი
ანდრეი ხრულიოვი

ანდრეი ხრულიოვი (1892-1962), თავდაცვის კომისრის მოადგილე, წითელი არმიის ზურგის მთავარი სამმართველოს უფროსი:

“სტალინი ყველაფერს თავისკენ იზიდავდა. თვითონ არსად მიდიოდა. მოვიდოდა, დავუშვათ, დღის ოთხ საათზე კრემლის კაბინეტში და იწყებდა გამოძახებას. მას ჰქონდა სია, ვინ უნდა მოეწვია. როცა მოდიოდა, ესე იგი, თავდაცვის კომიტეტის ყველა წევრი უნდა გამოცხადებულიყო. ადრე არავინ იკრიბებოდა. მოვიდოდა სტალინი და მისი მდივანი პოსკრებიშევი იწყებდა მათთან რეკვას, ვინც მოცემულ მომენტში იყო საჭირო… თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის ყველა წევრს ჰქონდა თავისი სამუშაო უბანი. მაგალითად, მოლოტოვი ტანკებზე აგებდა პასუხს, მიქოიანი _ საინტენდანტო მომარაგებაზე, საწვავით მომარაგებაზე, ლენდ-ლიზის საკითხებზე, ხანდახან ასრულებდა სტალინის დავალებებს ფრონტზე ჭურვების გასაგზავნად. მალენკოვი დაკავებული იყო ავიაციით, ხოლო ბერია _ საბრძოლო მასალებითა და შეიარაღებებით. ყველა მოდიოდა სტალინთან თავისი საკითხებით და ამბობდა: გთხოვთ, მიიღოთ ესა და ეს გადაწყვეტილება ამა და ამ საკითხზე… და რა არის “სტავკა”? ეს იყო სტალინი, “სტავკის” წევრები, ოპერატიულ საკითხებზე გენერალური შტაბის ხელმძღვანელი ან მისი მოადგილე და თავდაცვის მთელი სახალხო კომისარიატი… არც “სტავკაში”, არც სახელმწიფო თავდაცვის კომიტეტში არანაირ ბიუროკრატიზმს არ ჰქონია ადგილი. ეს იყო მხოლოდ ოპერატიული ორგანოები. ხელმძღვანელობა სტალინის ხელში იყო კონცენტრირებული… სახელმწიფო და სამხედრო აპარატში ცხოვრება დაძაბული იყო, მუშაობა _ ოცდაოთხსაათიანი, ყველანი იმყოფებოდნენ თავიანთ სამუშაო ადგილებზე. არავინ იძლეოდა ბრძანებას, რომ ეს ასე უნდა იყოს, მაგრამ ეს ასე მოხდა თავისით. სამხედრო-საჰაერო ძალების სარდალმა . ნოვიკოვმა ერთხელ ბრძანება გასცა, რომელშიც ასეთი პრეამბულა ეწერა: იმუშავეთ იმავე საათებში, როგორც სტალინი; ამაზე უმაღლესს მაშინვე ჰქონდა რეაქცია: რა მნიშვნელობა აქვს, რომ მე ასე ვმუშაობ. სტალინი მუშაობას იწყებდა და ასრულებდა სხვადასხვა დროს სხვადასხვა დღეებში. მას შეეძლო ერთ დღეს ნაშუადღევის 4 საათზე მოსულიყო, მეორე დღეს კი _ საღამოს 8 საათზე, მუშაობის დასრულება შეეძლო დილის 4-ზე ან 7 საათზე… სტალინი დოკუმენტებს ხშირად აწერდა ხელს ისე, რომ მათ არ კითხულობდა, მაგრამ ეს ასე იყო მანამ, სანამ თქვენ საკუთარ თავს არ გაუკეთებდით კომპრომეტაციას. ყველაფერი ნდობაზე იყო აგებული. თუკი სტალინი დარწმუნდებოდა, რომ ეს ადამიანი მატყუარაა, რომ მან იცრუა, მისი ბედი მაშინვე წყდებოდა… მე სტალინისთვის ხელმოსაწერად ათასობით დოკუმენტი მაქვს მომზადებული, მაგრამ მათი მომზადებისას თითოეულ ასოს ვაკვირდებოდი… თუკი არ მიძახებდა, მაგრამ მნიშვნელოვანი საქმე მქონდა, მივდიოდი თავად, შევდიოდი სტალინთან კაბინეტში. თუკი რამე სხდომა ტარდებოდა, ვჯდებოდი შესაფერისი მომენტის მოლოდინში. მე არასოდეს გამოვუგდივარ, თუმცა არც არავინ გამოუგდიათ იქიდან”.

ეს მხოლოდ მცირე ნაწილია პროფესიონალი სამხედროების მიერ დიდი მთავარსარდლის შეფასებებისა.

didisamamulo.ge

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here