თუ ქვეყნების მთავრობები ვერ გაატარებენ აუცილებელ ზომებს, კორონავირუსით გამოწვეული მძიმე ვითარება შეაფერხებს სურსათ–სანოვაგის მიწოდებას მსოფლიოში. ასეთი განცხადებებით გამოვიდნენ 1 აპრილის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაერო), ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა (ჯანმო) და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია (მსო) წარმომადგენლები.
“სურსათზე ხელმისაწვდომობაში დაურწმუნებლობამ შეიძლება გამოიწვიოს ექსპორტის შეზღუდვა, რაც შექმნის სურსათის დეფიციტს გლობალურ ბაზრებზე… . COVID-19-ის გამო საზღვრების ჩაკეტვამდე ძალისხმევა იქით უნდა იყოს მიმართული, რომ სასაქონლო ნაკადებმა თავისუფლად იმოძრაოს, რათა არ შეიქმნას სასურსათო დეფიციტი”, _ ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.