Home სხვადასხვა დაიჯესტი ბრიტანელი პოლიტიკოსის აზრით, ყველა ღარიბ-ღატაკი და უმუშევარი კასტრირებული უნდა იყოს

ბრიტანელი პოლიტიკოსის აზრით, ყველა ღარიბ-ღატაკი და უმუშევარი კასტრირებული უნდა იყოს

2775
ბრიტანეთი

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის დეპუტატის, კონსერვატიული პარტიის წევრ ბენ ბრედლის წინადადებით, კასტრირებული უნდა იყვნენ ღარიბები და უმუშევრები, რომლებიც წლობით სოციალური დახმარების ხარჯზე ცხოვრობენ.

28 წლის მისტერ ბრედლი, რომელიც ახლახან პარტიის ვიცეპრეზიდენტი გახდა, იმდენად გულკეთილი აღმოჩნდა, რომ ამ კატეგორიის ადამიანებისთვის ვაზექტომიის ოპერაციის უფასოდ გაკეთება შესთავაზა პარლამენტს.

ეს მოსაზრება მან პორტალ BuzzFeed-ის მეშვეობით გაასაჯაროა და განაცხადა, რომ “ქვეყანა იხრჩობა ღატაკი მუქთამჭამელების ზღვაში”, ამასთანავე, უმუშევრების ოჯახში 4-5 ბავშვი იბადება, შეძლებულებისაში _ ერთი ან ორი.

“საშინელებაა, როცა არსებოს ოჯახები, რომელთა ერთობლივი შემოსავალი საშუალოს ჭარბობს მხოლოდ იმიტომ, რომ მათ 10 შვილი ჰყავთ. ბოდიშს გიხდით, მაგრამ რამდენი შვილი უნდა იყოლიოთ, მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია. თუ არ შეგიძლიათ მათი გაზრდა, შეწყვიტეთ გაჩენა. ვაზექტომია უფასო უნდა იყოს”.

“ბრიტანეთში ოჯახები სოციალური დახმარების ხარჯზე 60 000 გირვანქა სტერლინგზე მეტს იღებენ ისე, რომ თითს თითზე არ აკარებენ, მხოლოდ ბავშვებს ამრავლებენ”.

მოგვიანებით სტატია ქსელიდან ამოიღეს, პოლიტიკოსი კი იძულებული შეიქნა, ბოდიში მოეხადა. ბრიტანეთის საზოგადოებრიობა ააფორიაქა პოლიტიკოსის ამ განცხადებამ, კონსერვატორების პარტიის მოწინააღმდეგეებმა, ლეიბორისტებმა, ისარგებლეს მომენტით და საზოგადოებას შეახსენეს, როგორი საშინელი ადამიანები დგანან ლონდონში ხელისუფლების სათავეში.

1 COMMENT

  1. საწყალ ბრედლის გაუფრენია. ეს არ არის ქრისტიანული აზროვნება. უთუოდ მასონია. სულით ავადმყოფებს რა უნდათ პოლიტიკაში, მაგრამ ეს ბრიტანეთია. ბრიტანეთში ყველაფერი შესაძლებებია.
    საწყალიბრიტანელები. უფალო , დიდება სენს სახელს და არსს, გევედრები მოაშორე ბრიტანეთი საქართველოს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here