1980-იანი წლების დასაწყისში უცხოელი ჟურნალისტები ხშირად ქილიკობდნენ საბჭოთა კავშირის ლიდერებზე. ლეონიდ ბრეჟნევს, კონსტანტინე ჩერნენკოს, იური ანდროპოვსა და სხვებს “მარაზმატიკებსა” და მიხრწნილ ბებრებს უწოდებდნენ.
![ნენსი პელოსი](http://geworld.ge/ge/wp-content/uploads/2021/01/nensi-pelosi.jpg)
ბრეჟნევი 76 წლის იყო, როცა გარდაიცვალა, იური ანდროპოვი _ 70 წლის, კონსტანტინე ჩერნენკო _ 74 წლის. თუმცა, თუ გადავხედავთ ჯო ბაიდენისა და მისი გარემოცვის წარმომადგენელთა წლოვანებას, დავინახავთ, რომ ბრეჟნევი და მისი პოლიტბიუროს წევრები ბიჭბუჭები იყვნენ აშშ-ის ამჟამინდელ “ელიტასთან” შედარებით:
![ჩაკ გრალსი](http://geworld.ge/ge/wp-content/uploads/2021/01/charles-grassley.jpg)
* აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 78 წლისაა;
* აშშ-ის სენატის პრეზიდენტი ჩაკ გრასლი _ 88 წლის;
* აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი _ 81 წლის;
* აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კლიმატის საკითხებში ჯონ კერი _ 77 წლის;
* სოფლის მეურნეობის მინისტრი ტომ ვილსაკი _ 70 წლის;
* აშშ-ის ელჩი გაეროში ლინდა ტომას გრინფილდი _ 69 წლის;
* აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი _ 67 წლის.
ru-an.info–ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა
ნიკა კორინთელმა