Home რუბრიკები საზოგადოება ბერი გაბრიელის პატარა სასწაული

ბერი გაბრიელის პატარა სასწაული

2360
ბერი გაბრიელი

წმინდანებისპირადად გაცნობაყოველთვის მიუღწევლად და აუხსნელად ხდება. ალბათ, იმიტომ, რომ, როგორც საღვთო წერილშია ნათქვამი, “სული იქ სუნთქვას, სადაც სურს”. ამ პირველსახეშია ღმერთის ჩვენეული აღქმის თავისუფლება _ განწმენდა ცოდვებისგან, დამმონებელ სისუსტეთაგან, იმ ყველაფრისგან, რასაც უფალს შევთხოვთ და რასაც ჩვენდა შესაწევნად თავიანთ ლოცვებში აღავლენენ წმინდანები.

ბერი გაბრიელის (ურგებაძის) შესახებ შემთხვევით შევიტყვე და იმთავითვე პატივისცემითა და სიყვარულით განვიმსჭვალე მისდამი. წარმოუდგენელია, სხვაგვარად ყოფილიყო. მისი მხურვალე რწმენა, რომელიც ძველი აღთქმისდროინდელ წინასწარმეტყველებს გვახსენებს, გარშემო მყოფებზე ზრუნვა, მათ მიმართ მამა-შვილური დამოკიდებულება, მისკენ იზიდავდა ადამიანებს ბერის მიწიერი ცხოვრების ჟამს და ასე გრძელდება დღესაც: მავანთათვის _ წმინდანების ცხოვრების აღწერის კითხვის დროს, სხვებისთვის (ასეთები კი ცოტანი არ არიან) _ ძილში გამოცხადებისას რომ ამხნევებს მათ რჩევით, ამშვიდებს და აკვალიანებს გაჭირვებულებს.

ყველაფერი მარტივად დაიწყო: წავიკითხე წმინდა გაბრიელის შესახებ და შევთხოვე მას, კალთა გადაეფარებინა ჩემი ოჯახისთვის. მალევე ჩემი ქმარი გაემგზავრა წმინდა აღდგომის მონასტერში, რომელიც ქალაქ ტოლიატთან ახლოს მდებარეობს, სადაც დაკრძალულია ჩვენი სულიერი მამა. დიდად გავოცდი, რომ სწორედ იმ მონასტერში, ადამიანმა, რომელიც წმინდა მამას თავის მემკვიდრედ მიაჩნდა, ჩემს ქმარს აჩუქა… ზეთი, რომელიც ნაკურთხი იყო ბერი გაბრიელის წმინდა ნაწილებზე. ყოფითმა ცნობიერებამ ვერ გაითავისა ასეთი რამ: სად ტოლიატი და სად ის ადგილი, ბერი გაბრიელი რომ ცხოვრობდა! გული კი ხარობდა.

დაახლოებით ერთი თვის წინათ ინდოეთიდან, სადაც ჩემი ქმარი მსახურობდა, რუსეთში დაბრუნება მოგვიხდა. ზუსტად გამოფრენის წინ ჩვენი ბიჭი ძალიან ავად გაგვიხდა. ადგილს ვერ ვპოულობდით. ერთი მხრივ, გვიუქმდებოდა ძვირად ღირებული ბილეთები, რომლებიც კეთილისმყოფელებმა გვიყიდეს; მეორე მხრივ, ვერ გავრისკავდით ავადმყოფი ყმაწვილის თვითმფრინავით მგზავრობას, რომელიც ისეთ მდგომარეობაში იყო, როცა ნორმალური ადამიანები “სასწრაფო დახმარებას” გამოუძახებენ პაციენტის საავადმყოფოში გადასაყვანად. საქმეშიმესამე ფაქტორიჩაერია _ ჩვენი ბიჭი, რომელმაც კატეგორიულად განგვიცხადა: აუცილებლად უნდა გავფრინდეთო. “მოდი ვილოცოთ და ყველაფერი კარგად იქნება!” _ თქვა მან.

ნაკურთხი ზეთი მის საწოლთან იდგა. წავიცხეთ ზეთი, დავიწყეთ ლოცვა და პირობა დავდეთ, რომ ბერის ხატს აუცილებლად შევიძენდით ჩვენი ტაძრისთვის. შვილის მდგომარეობა ცოტა გაუმჯობესდა _ ფეხზე წამოდგომა შეძლო. დროს გავუსწრებ და ვიტყვი, რომ ჩვენი ბიჭი ერთ დღეღამეში სრულიად გამოჯანმრთელდა.

ჩავედით სამარაში და ყველა ეკლესიაში, სადაც კი მივედით, საეკლესიო ატრიბუტიკის მაღაზიაში ბერი გაბრიელის ხატი მოვიძიეთ, მაგრამ ვერსად მივაკვლიეთ. წავედით მართლმადიდებლურ ბაზრობაზე, მაგრამ ვერც იქ ვიპოვნეთ.

ერთი ფიქრი მაწუხებდა: ნუთუ ვერ შევასრულებ ბერი გაბრიელისთვის მიცემულ პირობას? სრულიად მოულოდნელად და ჩემდა უნებურად (არ ვაჭარბებ), წავედი ბაზრობის იმ რიგისკენ, რომლისკენაც წასვლას არ ვაპირებდი. “ალბათ, კარგად ვერ გამოვიძინე”, _ გავიფიქრე იმწამს და… აღმოვჩნდი ქართული მონასტრის მაღაზიის წინ, რომლის თითქმის ნახევარი ბერი გაბრიელისადმი იყო მიძღვნილი.

მან მოგიყვანათ ჩვენთან!” _ დაასკვნეს მორჩილებმა, ჩემი გაოცების მიზეზი რომ შეიტყვეს.

მათ რომ მოვუსმინე, ერთი ამბავი გამახსენდა, რომელიც ახლახან წავიკითხე. ქალს სამშობლოში დაბრუნება სურდა და დახმარებას სთხოვდა წმინდა გაბრიელს. ბერი მას გამოეცხადა და უთხრა: “როგორ ამბობ, რომ ჩემზე ლოცულობ? სად გაქვს ჩემი ხატი, სადაა აკაფისტი?” (აკაფისტი _ ქების სიმღერა ან საზეიმო საგალობელი, რომლის შესრულება-მოსმენა მხოლოდ ფეხზე დგომით შეიძლება).

ამოვირჩიე ხატი ტაძრისთვის და გავიფიქრე, რომ ჩემთვის არც ხატი მქონდა შეძენილი, არც აკაფისტი. მაშასადამე, ბერს შეეძლო ჩემთვის ეთქვა იგივე, რაც იმ ქალს უთხრა. მაშინვე, როგორც კი ეს გავიფიქრე, მორჩილმა მითხრა: “მე თქვენ გაჩუქებთ მის პატარა ხატს და აკაფისტს!” ნაჩუქარი ხატი ზუსტად ისეთივე აღმოჩნდა, რომლის რეპროდუქცია დაწებებული იყო წმინდა ზეთის ჭურჭელზე, შინ რომ გვქონდა შენახული.

ბერი გაბრიელისადმი მიძღვნილი აკაფისტები სოციალურ ქსელში უამრავია, მაგრამ ისეთი, მე რომ მაქვს, ვერ ვიპოვე.

საეკლესიო მაღაზიაში დასვენებული ბერის დიდი ხატი მის წმინდა ნაწილებზე იყო ნაკურთხი. ხატის წინ ვილოცეთ, შემდეგ მარტო დავრჩი ხატის წინაშე, რათა ბერისთვის რჩევა მეკითხა. ლოცვის დამთავრებისთანავე მორჩილებმა მითხრეს: “აიღე _ მისი სისხლია”.

ეს იყო ფოტოსურათი პატარა სინჯარისა, რომელშიც ესხა სისხლი. გაირკვა, რომ ერთ ხანს წმინდა ბერი საავადმყოფოში იწვა და, როგორც ყველა პაციენტი, ისიც გამოიკვლიეს, სისხლიც აუღეს. მისი გარდაცვალების შემდეგ ეს სინჯარა არავის გახსენებია. იპოვეს საკმაოდ მოგვინებით. ანალიზით დადგინდა, რომ ეს სისხლი ისეთ მდგომარეობაში იყო, თითქოს წუთის წინათ აეღოთ.

ამ საჩუქრის აზრი თავდაპირველად ვერ გავიგე. “ამბობენ, ლოცვა სისხლის გაღებას ნიშნავსო… ეგებ, წმინდა გაბრიელს სურს, მითხრას, რომ იგი ჩემთვის ლოცულობს?” _ გავიფიქრე.

რამდენიმე დღის შემდეგ მძიმედ ავად გავხდი. ამ ავადმყოფობამ ხელი დამრია იმ დღეს, როცა სტავროპოლის მამათა მონასტერი დავტოვეთ და წინ მრავალსაათიანი გზა გვედო. “ადამიანები მონასტრიდან სულიერად და ფიზიკურად გაჯანსაღებულები ბრუნდებიან. მე კირა დიდი ცოდვილი ვყოფილვარ!” _ მტანჯავდა ფიქრი. მხოლოდ ერთი დღის შემდეგ, როცა მდგომარეობა უკიდურესად გამირთულდა და მედდამ ჩემი სისხლის ანალიზი გამაცნო, გამახსენდა ჩემთვის მორთმეული სინჯარის ფოტო. ჩანს, წმინდა ბერს სურდა, სასო არ წარმკვეთოდა, მანიშნა, რომყველაფერს აკონტროლებს”, რომ ეს უსიამოვნებაც ღვთის ნებით შემეყარა, და იგი საბოლოოდ რაღაც სარგებლის მომტანი იქნებოდა.

ყოველ დილით ვკითხულობ ნაჩუქარ, ძალიან ლამაზ აკაფისტს. მწამს, რომ სიძნელეები, რომელთა დაძლევა მიწევს, რაღაცისთვისაა საჭირო. მწამს, რაც გინდა მოხდეს, ბერი გაბრიელი გვერდით გვეყოლება და ჩვენთვის ილოცებს.

იულია კულაკოვა,

პრიხოჟანინი”,

2018 წლის 8 ოქტომბერი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here