Home სხვადასხვა დაიჯესტი “ბაიდენის დიდი საჩუქარი პუტინისთვის” _ აშშ-ში ბევრს გაუცრუვდა იმედი

“ბაიდენის დიდი საჩუქარი პუტინისთვის” _ აშშ-ში ბევრს გაუცრუვდა იმედი

166
“ბაიდენის დიდი საჩუქარი პუტინისთვის” _ აშშ-ში ბევრს გაუცრუვდა იმედი

დონალდ ტრამპი, როცა პრეზიდენტი იყო, მოწინააღმდეგეებს არაერთხელ შეუჩვენებიათპრორუსულობისთვის”. ტრამპს ბევრჯერ მოხვედრია ლიბერალი პოლიტიკოსებისა და მასმედიისგან რუსეთის მიმართ გამოთქმული ნებისმიერი მოსაზრების გამო: კარგს იტყოდა _ მოღალატეა, პუტინის მარიონეტიო; ცუდს _ ფარისეველი და მოღალატეო. ჯო ბაიდენისგან სხვა რამეს ელოდნენ: აი ახლა მოვა და ყველას დაანახვებსო. და რა დაგვანახვა ბაიდენმა?

ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია, მიუხედავად იმისა, რომ “ჩრდილოეთის ნაკადი-2”-ის წინააღმდეგია, მზად არ არის, ამ პროექტის შესაჩერებლად გერმანიასთან ურთიერთობა გააფუჭოს. სანქციები იგეგმება, მაგრამ ეს სანქციები სახის შესანარჩუნებლად იქნება და არა იმისთვის, რომ მილსადენის მშენებლობას მძლავრი წინაღობა შეუქმნას. ეს სანქციები შეიძლება შემოიღონ ოთხი გემის წინააღმდეგ, რომლებიც მონაწილეობდნენ “ჩრდილოეთის ნაკადი-2”-ის მშენებლობაში და არა ოპერატორ Nord Stream 2 AG-ისა და მის ხელმძღვანელ მატიას ვარნიგის მიმართ. ამასთანავე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა დაადასტურა, რომ “ჩრდილოეთის ნაკადი-2” ემუქრება ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, აგრეთვე, უკრაინისა და ნატოს აღმოსავლელი პარტნიორების უსაფრთხოებას.

როგორც კი ამის შესახებ სანდო წყაროებზე დაყრდნობით დაწერეს Axios-მა და Politico-მ, ბაიდენეის პოლიტიკამ რუსეთის მიმართულებით კითხვები გააჩინა. ამ პროცესს კარგად ახასიათებს რეაქცია თავგამოდებულ რუსოფობ ტომ როგანისა, რომელმაც თავისი უარყოფითი დამოკიდებულება Washington Examiner-ის ფურცლებზე გადმოანთხია. მან მწვავედ გააკრიტიკა ბაიდენი იმის გამო, რომ ის პუტინის წინააღმდეგ უფრო სუსტია, ვიდრე ტრამპი.

როგანი დარწმუნებულია: შეცდომა იქნებოდა გვეფიქრა, თითქოს ბაიდენი მიიჩნევს, რომ მილსადენის გაუქმებით გერმანიისთვის მიყენებული ზარალი მეტი იქნება ნატოსა და ევროპის უსაფრთხოებისთვის მოტანილ სარგებელზე. მისი აზრით, მიზანი ანგელა მერკელის მთავრობისადმი ბაიდენის მზრუნველობა კი არ არის, არამედ ის, რომ ბაიდენის რიტორიკა პუტინის მიმართ, უბრალოდ, რიტორიკაა. რა თქმა უნდა, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების დიდი ნაწილი არად ჩააგდებს ამ ჭეშმარიტებას, მაგრამ ბაიდენის გადაწყვეტილება პუტინისთვის დიდი საჩუქარია”, _ ამტკიცებს როგანი და განმარტავს თავის პოზიციას.

“ჩრდილოეთის ნაკადი-2”, პირველ რიგში, პუტინს მისცემს საშუალებას, ევროპა დიდი ხნის განმავლობაში ჰყავდეს ენერგეტიკულად დამოკიდებული რუსეთზე და ევროპაში პოლიტიკური ვნებათაღელვის ჩაცხრობის სანაცვლოდ ის ცივ ზამთარში ენერგიას მიაწოდებს ევროპას. ამრიგად, დაირღვევა ის საერთაშორისო დღის წესრიგი, რომელსაც სათავეში უდგას ამერიკის შეერთებული შტატები. ეს დღის წესრიგი კი დაფუძნებულია დემოკრკატიულ სუვერენიტეტზე, თავისუფალ ვაჭრობასა და ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვაზე. ეს განსაკუთრებით შეაშფოთებს ნატოელ მოკავშირეებს, რომლებიც რუსეთს ესაზღვრებიან, კერძოდ, პოლონეთსა და ბალტიისპირეთის რესპუბლიკებს _ ლიტვას, ლატვიას, ესტონეთს. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ქვეყნები თავიანთი მშპ-ს 2%-ს ხარჯავენ თავდაცვაზე”, _ წერს როგანი.

მას ძალიან სტანჯავს უკრაინის ბედიც, რომელსაც “ჩრდილოეთის ნაკადი-2” წაართმევს მილიარდობით დოლარის ყოველწლიურ შემოსავალს, რადგან შეწყდება ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება უკრაინული მილსადენით.

“ბაიდენის დიდი საჩუქარი პუტინისთვის” _ აშშ-ში ბევრს გაუცრუვდა იმედი

ქვეყნისთვის, რომელიც იმყოფება რუსეთის სამხედრო წნეხის ქვეშ, ბაიდენის ქმედებები მოღალატეობრივია”.

მესამე _ როგანიჩრდილოეთის ნაკადი-2”-ზე ბაიდენის გადაწყვეტილებას მისი სხვა ქმედებების ლოგიკურ გაგრძელებად მიიჩნევს, რომლებიც მის სისუსტეებს წარმოაჩენს, მაგალითად, როგორ ევედრებოდა პუტინს, დათანხმებოდა უმალღესი დონის შეხვედრაზე.

ბოლოს, წერილის ავტორი მკითხველებს შეახსენებს, რომ არსებობს თვალსაზრისი, რომლის მიხედვით გერმანიას არაფერი გაუკეთებია იმისთვის, რომ ასეთი დიდი საჩუქარი დაემსახურებინა. ბაიდენი სხვანაირად უნდა მოქცეულიყო, მერკელი კი არ უნდა დაეცვაჩრდილოეთის ნაკადი-2”-ის სანაცვლოდ, არამედ ეს პროექტი სანქციებით ისე უნდა ჩაეშალა, რომ გერმანიაში მთავრობა შეცვლილიყო, და მერკელის ადგილი სექტემბერში გასამართი არჩევნების შემდეგშთამბეჭდავ ანალენა ბერბოკსდაეკავებინა, რადგანაშკარაა ფაქტები მერკელის დამოკიდებულებისა აშშის კრიტიკული ინტერესების მიმართ”.

ამ ფაქტებს შორის როგანი ჩამოთვლის მერკელის დადებით დამოკიდებულებას ჩინეთისადმი, მერკელის მიერ დადებული პირობის დარღვევას, რომ ნატოს ბიუჯეტში გადაიხდიდა გერმანიის მშპ-ს 2%-ს, თავის ტერიტორიაზე რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ქიმიური ობიექტებისთვის მოქმედების უფლების მიცემას. ბოლო პუნქტი ბაიდენისთვის არც ისე კარგია _ მან უნდა აღიაროს, რომ რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველო ანგრევს ამერიკელი პატრიოტების ნერვულ სისტემას მთელ მსოფლიოში. აქ ავტორი გულისხმობს ამერიკის სადაზვერვო თანამეგობრობაში და კაპიტოლიუმის ბორცვზე სულ უფრო მეტად გამძაფრებულ ეჭვს, რომ რუსეთი მიზანმიმართულად ახორციელებს რაიდიოსიხშირეებით შეტევას აშშის მთავრობის იმ თანამშრომლებზე, რომლებიც მუშაობენ საგარეო პოლიტიკის ან ეროვნული უსაფრთხოების სფეროებში.

“მარტივად რომ ვთქვათ, ბაიდენს შეეძლო, მართებული რაღაცები ეთქვა ნატოზე, შეიძლება, თქვას კიდეც, მაგრამ მსგავსი ქმედება პუტინისთვის დიდი საჩუქარია. თუ ეს არის “კა-გე-ბეს” ყოფილი თანამშრომლისთვის მკაცრი მიმართვა, მაშინ ვიმედოვნებ, ჩვენ ვერასოდეს შევიტყობთ, რა არის ბაიდენის სისუსტეები”, _ ავისმომასწავებლად ასკვნის ტომ როგანი.

iarex.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here