გამომზეურდა 1000-ზე მეტი დოკუმენტი, რომლებსაც მოხსნილი აქვს გრიფი “სრულიად საიდუმლოდ”
საბჭოთა კავშირისდროინდელი არქივების გახსნამ და გასაიდუმლოებული საარქივო მასალების გამომზეურებამ ბოლო პერიოდში ხელი შეუწყო გენიალური ადამიანის, გენერალისიმუს სტალინისთვის იმ ცილისწამებისა და ჭორების ჩამორეცხვას, რომელთა გავრცელებასაც ასე გულმოდგინედ ცდილობდა და ცდილობს ზოგიერთი დასავლელი და დასავლეთის მიერ გრანტებით ნაკვები ადგილობრივი ე.წ. ისტორიკოსი. გამომზეურებულმა დოკუმენტებმა ნათლად წარმოაჩინა სტალინის როლი სსრკ–ის აღმშენებლობისა და ფაშიზმზე გამარჯვების საქმეში.
სტალინის პიროვნების წარმოჩენას ემსახურება ახალი დოკუმენტები, რომლებიც საგამომცემლო სახლ “კომსომოლსკაია პრავდის” ეგიდით ახლახან გამომზეურდა სახელწოდებით “სტალინი: “მეჩექმის შვილიდან “ხალხების მამობამდე”. ეს არის 456 გვერდზე განთავსებული 1000-ზე მეტი დოკუმენტი, რომლებსაც ადრე გრიფი “სრულიად საიდუმლო” ედო. მასალებში შესულია უამრავი ფოტო, ნახატი და რუკა. ეს დოკუმენტები ასახავს სტალინის რევოლუციური მოღვაწეობის, სამოქალაქო ომის, ინდუსტრიალიზაციისა და დიდი სამამულო ომის მომენტებს.
ამ დოკუმენტების წაკითხვის შემდეგ მკითხველი თვითონ შეძლებს დასკვნის გამოტანას სტალინის ეპოქის შესახებ.
ეს მათთვის, ვისაც ჯერ ყურებიდან ბამბა არ გამოუღია და ისევ დეპოში, გრიშა ბიძიას ვაგონში, არიან ჩარჩენილები.
მივმართავ ზოგიერთ სულგაყიდულ ვაიისტორიკოსს: გაეცანით საარქივო მასალებს, რომლებიც ყველასთვის ხელმისაწვდომია, თავი დაანებეთ იდიოტი ხრუშჩოვის სისულელეების გამეორებას და დასავლეთის კარნახით სტალინის სახელის ლაფში ამოსვრას!
გაიხსენეთ დიდი გოგლას სიტყვები:
“მზე ჩავიდა, მზე ხვალე ამოვა,
უფრო დიდი და ჩახჩახა”.
სტალინი მოდის, ძრწოდეთ, გლობალისტებო და ლიბერალებო!
გრიგოლ ონიანი
დიდი სიამოვნებით წავიკითხავ ამ დოკუმენტად მასალას, გთხოვთ როგორც შევძლებთ
გამოაქვყნეთ ყველასთვის
ხელმისაწვდომათ.
ჯერ სადა ხართ, კიდევ ბევრი დოკუმანტებია, რომელიც სტალინს გაათეთრებს და გააპრიალებს.
სპეციალურად მალავენ, რომ ხალხმა არ გაიგოს სიმართლე.
დამპალმა ხრუშოვმა აბსოლუტურად ტყუილები მიუგონა სტალინს და ბერიას. და ზოგიერთ ჩათლახ რუსებს აწყოფთ ეს საზიზღარი ტყუილები.
სტალინი და ბერია მართლაც წ მ ი ნ დ ა ნ ე ბ ი არიან.
კარგად გაიგეთ ზოგიერთო ბოროტო ქართველებო.
ოქროს ჟანგი არ ეკიდება და სტალინი უსევ იცოცხლებს …
ჯერ გაკეთებული დაგვანახონ და მერე აკრიტიკონ სტალინი განათლებიდან დაიწყონ საბჭოთა სკოლა მართლა იძლეოდა ისეთ განათლებას რომ ყველა სკოლადამთავრებულს შეეძლო პასუხი გაეცა ყველა კითხვაზე და არა ახლა თბილისი ხაბაზმა ააშენა თუ სააკაშვილმა