1 აპრილს ნიუ–იორკის აეროპორტში დაეშვა რუსეთის საჰაერო–კოსმოსური ძალების თვითმფრინავი AN-124, რომლითაც ამერიკელებს ჩაუტანეს სამედიცინო მოწყობილობები და კორონავირუსთან ბრძოლის ინდივიდუალური საშუალებები.
“აშშ და რუსეთი ადრეც ეხმარებოდნენ ერთმანეთს კრიზისულ პერიოდებში და ასე განაგრძობენ მომავალშიც”, _ განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მორგან ორტეგუსმა.
“პრეზიდენტ ტრამპისა და პრეზიდენტ პუტინის სატელეფონო საუბრის შემდეგ აშშ რუსეთისგან შეიძენს აუცილებელ სამედიცინო მოწყობილობებს, მათ შორის სასუნთქ აპარატებსა და დაცვის ინდივიდუალურ საშუალებებს. ეს ყველაფერი საგანგებო სიტუაციების ფედერალურ სააგენტოს 1 აპრილს გადაეცა ნიუ-იორკში”, _ წერია სახელმწიფო დეპარტამენტის საიტზე.