Home სხვადასხვა დაიჯესტი აშშ-ის ახალი სამხედრო სტრატეგია _ არასასურველი ხელისუფლებების დამხობა “ფერადი რევოლუციებისა” და იარაღის...

აშშ-ის ახალი სამხედრო სტრატეგია _ არასასურველი ხელისუფლებების დამხობა “ფერადი რევოლუციებისა” და იარაღის გამოყენებით

1156
აშშ-ის ახალი სამხედრო სტრატეგია _ არასასურველი ხელისუფლებების დამხობა “ფერადი რევოლუციებისა” და იარაღის გამოყენებით

პენტაგონმა დაიწყო შემუშავება სამხედრო მოქმედებების ახალი სტრატეგიისატროას ცხენი”, რომლის არსიც არის მნიშვნელოვან ობიექტებზე მაღალი სიზუსტის იარაღით დარტყმებთან ერთადმეხუთე კოლონისსაპროტესტო პოტენციალის აქტიური გამოყენება ვითარების დესტაბილიზაციისთვის. _ განაცხადა რფ შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსმა, თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, არმიის გენერალმა ვალერი გერასიმოვმა სამხედრო სტრატეგიის განვითარებისადმი მიძღვნილ პრესკონფერენციაზე.

“პენტაგონმა დაიწყო შემუშავება საომარი მოქმედებების პრინციპულად ახალი სტრატეგიისა, რომელსაც სახელად უწოდეს “ტროას ცხენი”. მისი არსი არის “მეხუთე კოლონის” საპროტესტო პოტენციალის აქტიური გამოყენება ვითარების დესტაბილიზაციისთვის, ამასთანავე, მაღალი სიზუსტის იარაღიდან დარტყმები მნიშვნელოვან ობიექტებზე”, _ განაცხადა ვალერი გერასიმოვმა.

საგარეო პოლიტიკის აგრესიული ვექტორი

გენშტაბის უფროსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-მა მოკავშირეებთან ერთად განსაზღვრა თავისი საგარეო პოლიტიკის აგრესიული ვექტორი. “ისინი ამუშავებენ შეტევითი ხასიათის სამხედრო მოქმედებებს, ისეთს, როგორიც არის “გლობალური დარტყმა”, და “მრავალსფეროიანი ბრძოლა”. მან, აგრეთვე, აღნიშნა, რომ აშშ იყენებს “ფერადი რევოლუციების” ტექნოლოგიებს და ე.წ. რბილ ძალას. გერასიმოვმა მიუთითა, რომ ასეთი მოქმედებების მიზანი არის აშშ-სთვის მიუღებელ ქვეყნებში სახელმწიფოებრიობისთვის ძირის გამოთხრა და კანონიერად არჩეული სახელმწიფო ორგანოების შეცვლა.

ასეთი რამ უკვე მოხდა ერაყში, ლიბიაში, აგრეთვე, უკრაინაში. რფ-ს გენშტაბის უფროსის თქმით, ანალოგიური რამ ამჟამად ხდება ვენესუელაში.

მოამზადა

გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here