Home რუბრიკები პოლიტიკა არაადეკვატურები

არაადეკვატურები

ნატო

მსოფლიოში შეუქცევადი პროცესები მიმდინარეობს _ დასრულდა ამერიკის ჰეგემონია და, შესაბამისად, მსოფლიო ერთპოლუსიანი აღარ არის.

აშშ ცდილობს, “სტრატეგიული პარტნიორებიაიძულოს, ფული გადაუხადონ უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, ისინი კი _ ნატოს წევრი ლიდერი სახელმწიფოები, უარს ამბობენ ნატოს ბიუჯეტში უზარმაზარი თანხების (ქვეყნის მშპ 2%-ის) გადარიცხვაზე; გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და ევროკავშირის მაღალჩინოსნები, მათ შორის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების კომისიის წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინი, აქტიურად ალაპარაკდნენ ევროკავშირის შეიარაღებული ძალების შექმნაზე. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ნატოს არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. აქედან გამომდინარე, გაუგებარია საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა მოლოდინი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს შესვლის შესახებ.

“ფაქტი არის ის, რომ საქართველო ნატოს მიმართ მოწინავე ქვეყანაა და ამ თვალსაზრისით საქართველოს პროგრესი უნდა გამოიხატოს შესაბამის ნაბიჯებში, რომელიც ჩვენ მიგვიყვანს წევრობამდე”, _ აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა 14 მაისს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე.

“ჩვენი მოლოდინი არის, რომ საქართველოს პროგრესი ნატოში ინტეგრაციის, წევრობის გზაზე შესაბამისად დაფიქსირდება”, _ განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ.

ეს კი საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაა:

“ჩვენი მიზანია, რომ საქართველოს პროგრესი ამ გზაზე შესაბამისად აღინიშნოს. საუბარი იყო, როგორ და რა ფორმით უნდა მოხდეს აღნიშვნა, რომ ამ გადაწყვეტილებამ მაქსიმალურად დაგვაახლოვოს ნატოსთან, რაც არის ჩვენი საბოლოო მიზანი”.

ხელისუფლების წარმომადგენელთა ამ განცხადებების (რომელთა მსგავსიც, უკვე მრავალი წელია, გვესმის) გაცნობის შემდეგ ნებისმიერ ადამიანს გაუჩნდება განცდა, რომ საქართველოს ხელისუფლების პირველი პირები არაადეკვატურები არიან მსოფლიოში შექმნილი ვითარების მიმართ ან ისევე, როგორც წინა ხელისუფლების წარმომადგენლები შეგნებულად ატყუებენ მოსახლეობას და თვალში ნაცარს აყრიან ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს შესვლაზე საუბრით.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here