Home სხვადასხვა დაიჯესტი ამერიკელ ოლიმპიურ ჩემპიონს ჯგუფურ გაუპატიურებაში დასდეს ბრალი

ამერიკელ ოლიმპიურ ჩემპიონს ჯგუფურ გაუპატიურებაში დასდეს ბრალი

487
ამერიკელ ოლიმპიურ ჩემპიონს ჯგუფურ გაუპატიურებაში დასდეს ბრალი

ამერიკული სპორტის ლეგენდა ტხეკვანდოში, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი სტივენ ლოპესი, რომელიც პოპულარობის მწვერვალზე ყოფნისას ჩართული იყო ცნობილ გლამურულ ჟურნალ Pეოპელეისმსოფლიოს 50 ულამაზესი ადამიანის სიაში”, ჯგუფური გაუპატიურების სკანდალში გაეხვა.

რამდენიმე ქალმა, რომლებიც ლოპესთან ერთად ერთ-ერთ დარბაზში ვარჯიშობდნენ, უჩივლეს მას სასამართლოში, მაგრამ უშედეგოდ.

ამჯერად იგი ძალადობაში ამხილა კანადელმა მოქალაქე ოდრი-ენ ლებლანმა, რომელიც სპორტის ამ სახეობაში მიღწევებით ვერ დაიკვეხნის, მაგრამ აღმოსავლურ ორთაბრძოლას მოზარდობიდანვე მისდევდა და ოლიმპიურ ჩემპიონს თავის კერპად მიიჩნევდა.

2010 წეს ოდრი ლას ვეგასში ჩავიდა, სადაც გაიცნო ლოპესი და ფოტოსურათიც კი გადაიღო მასთან ერთად, რამაც “უსაზღვროდ აღაფრთოვანა”.

ქალიშვილს ეგონა, რომ მათი ურთიერთობა ამით ამოიწურებოდა, მაგრამ მალე ისინი კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს. სტივენმა იგი სავახშმოდ დაპატიჟა. “კერპი” კანადელი თაყვანისმცემლის მიმართ კომპლიმენტებს არ იშურებდა, თავისთან, სასტუმროში მიიწვია.

ოდრი ისე იყო მოხიბლული ასეთი ყურადღებით, რომ უარი არ უთქვამს და დათანხმდა მასთან ღამის გატარებას.

ამის შემდეგ სპორტსმენი სისტემატურად უგზავნიდა შეტყობინებას და მათ კავშირს “ნამდვილ თავგადასავალს” უწოდებდა. ოდრის კი “არნახულად მომხიბვლელ და წარმტაც არსებად” მოიხსენიებდა. მოუწოდებდა, დამტკბარიყვნენ ამ არაჩვეულებრივი მომენტით (მთელი ეს მიმოწერა ქალიშვილმა გადასცა ამერიკულ გამოცემას The Daily Beas).

მოხიბლული ლებლანი კვლავ ჩაფრინდა აშშ-ში და ლოპეს ამჯერად დალასში ეწვია, მაგრამ მალე ყველაფერი ისე იდეალურად არ გაგრძელდა, როგორც ეს თავგზააბნეულ ქალიშვილს ეგონა…

ისინი ერთმანეთს კვლავ სასტუმროში შეხვდნენ.

ქალიშვილის მონაყოლით, მან თავი შეუძლოდ იგრძნო, როცა ჩემპიონის შეთავაზებული კოქტეილი მოსვა. ლოპესმა იგი სხვა ოთახში გაიყვანა, სადაც მისი ორი მეგობარი იმყოფებოდა.

“გავიფიქრე, რომ რაღაც ცუდი უნდა მომხდარიყო. მივუბრუნდი სტივენსს, რომელიც გვერდით მედგა. მან დამამშვიდა და მითხრა, რომ ყველაფერი რიგზეა. დამაწვინა ლოგინზე და კოცნა დამიწყო. ამ მომენტისთვის სხეული სრულად მომიდუნდა, ხელის განძრევაც არ შემეძლო”, _ იხსენებს ოდრი.

უკანასკნელი, რაც კანადელს ახსოვს, იყო ის, რომ ლოპესმა მასთანსექსუალური აქტი დაიწყო, ერთერთი მისი მეგობარი კი ორალური აქტის განხორციელებას შეეცადა”. მაშინ მოიკრიბა ძალა და თავი სხვა მხარეს გადააბრუნა. “აი, მაშინ შევნიშნე, რომ ამ ყველაფერს თვალს ადევნებდა კიდევ ერთი კაცი”.

მეორე დღეს იგი გამოფხიზლდა სასტუმროს იმ ნომერში, რომელშიც ლოპესთან ერთად იმყოფებოდა. თავი უსკდებოდა. შიშველი იწვა.

“ვიფიქრე: ღმერთო ჩემო, რა მოხდა? და შინ დაბრუნება მომინდა”, იხსენებს კანადელი.

ლოპესს უკვე გაესწრო სასტუმროდან ისე, რომ არც დამშვიდობებია.

ოდრის ამ ინციდენტის შესახებ არავისთვის უთქვამს მანამდე, სანამ არ შეიტყო, რომ ლოპესს უჩიოდნენ ამერიკელი ტხეკვანდოისტი ქალები და მათ არ დაუკავშირდა.

დუმილის მთავარი მიზეზი იყო ის, რომ ვერ შეძლებდა, პასუხი მოეთხოვა ამერიკელი ვარსკვლავისთვის, რადგან იგი საზოგადოებაში უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობდა, ხოლო მომჩივანი ყველათვის უცნობი უცხოელი იყო. ამასთანავე, მას არ სურდა ამ საშინელების გახსენება და ვინმესთვის განდობა.

მაგრამ შემდეგ კანადელმა შეიტყო, რომ სულაც არ იყო ცნობილი სპორტსმენის ერთადერთი მსხვერპლი და გადაწყვიტა, არცთუ სასიამოვნო ნაბიჯის გადადგმა. “მთელი ამ ხნის განმავლობაში მე მარტო არ დავრჩენილვარ”, დაასკვნა ლებლანმა.

ამჟამად ლოპესი დროებით ჩამოაცილეს სპორტულ მოღვაწეობას ოდრისა და აშშ-ის ტხეკვანდოისტი ქალების ბრალდების გამო.

შესაძლო ინციდენტს იძიებს ტხეკვანდოს მსოფლიო ფედერაცია.

საქმე სერიოზული ხდება, თუმცა საეჭვოა, რომ გამოძიება შეძლებს ინციდენტის დამადასტურებელი რაიმე ფაქტის პოვნას: იმ შემთხვევიდან დღემდე 10 წელიწადი გავიდა.

სათქმელია ისიც, რომ ლოპესის რეპუტაცია კი არის შერყეული, მაგრამ ოფიციალურად დღემდე არც ერთ შემთხვევაში დამნაშავედ არ არის მიჩნეული.

ცნობისთვის: 2018 წლის აპრილში ხუთმა ამერიკელმა ტხეკვანდოისტმა ქალმა მიმართა კოლორადოს სასამართლოს და სტივენსსა და მის ძმას, ჟან ლოპესს, წაუყენა ბრალდება სექსუალურ ძალადობაში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here