Home სხვადასხვა დაიჯესტი ამერიკელი “ნოუთბუკზე” დაქორწინების უფლებისთვის იბრძვის

ამერიკელი “ნოუთბუკზე” დაქორწინების უფლებისთვის იბრძვის

2099
ამისთვის იბრძვის ადამიანი, რომელიც არც ფსიქიკურად ავადმყოფია, არც გიჟი და ეპატაჟური პიროვნება, რომელიც ყურადღების მისაპყრობად ყველაფერს იკადრებს, ის არის ადამიანი, რომელსაც დაკარგული აქვს ღირსება და სირცხვილი... “ნოუთბუქის” ცოლად მოყვანა სურს და მიეცით უფლება, უფლებადამცველებო ყველა ქვეყნისა! მაგრამ არგუმენტმა, რომ “ნოუთბუქი” საკმაოდ “ზრდასრულია” დასაქორწინებლად, გავლენა ვერ მოახდინა მოსამართლეზე, ისევე, როგორც ერთნაირსქესიანთა დაქორწინების შესაძლებლობის აღიარებული პრაქტიკის მოხმობამ. გაჯიქდა საოლქო სასამართლოს მოსამართლე დევიდ ნაფერი, ისე გაჯიუტდა, რომ არც კი მოისურვა კრის სევიერის სარჩელის განხილვა, რომელმაც განაცხადა, რომ, რადგან ლეგალიზებულია ერთნაირსქესიანთა დაქორწინება, მას ნება უნდა დართონ, ცოლად შეირთოს “ნოუთბუკი”, ანუ კომპიუტერი. მომჩივანმა თავის სარჩელში ჩართო ჯონ ჰანტერ-უმცროსისა და უიტნი კოულის მოთხოვნა პოლიგამიურ ქორწინებაზე ნებართვის მიცემის შესახებ. სევიერმა სასამართლოში უჩივლა იუტას შტატის გუბერნატორს, გენერალურ პროკურორსა და ოლქის მდივანს, რომლებმაც 2017 წელს ნება არ დართეს, დაეკანონებინა ურთიერთობა ლეპტოპთან. მოსამართლე ნაფერმა თავისი გადაწყვეტილება უარი ეთქვა მომჩივანისთვის ახსნა იმით, რომ სევიერი “ნოუთბუკზე” ქორწინებით კი არ არის დაინტერესებული, არამედ სურს, ერთი და იმავე სქესის მქონე პირების ქორწინების ლეგალიზაციის გაუქმება ქვეყანაში. საქმე ის არის, რომ ჯერ კიდევ 2014 წელს ფლორიდაში სარჩელის შეტანისას მომჩივანმა განაცხადა: “თუ გეებს აქვთ უფლება, დაქორწინდნენ მათი სექსუალური მისწრაფების ობიექტზე მაშინაც კი, როცა მათ შესაბამისი სექსუალური ნაწილები არ გააჩნიათ, მაშინ მეც უნდა მქონდეს უფლება, ცოლად მოვიყვანო ის სექსუალური ობიექტი, რომელსაც უპირატესობას ვანიჭებ”. შტატების უმრავლესობაში არასრულწლოვნებს ნებას რთავენ, დაქორწინდნენ სასამართლოს ან მშობლების თანხმობის შემთხვევაში, 27 შტატში კი ქორწინების მინიმალური ასაკი საერთოდ არ არის განსაზღვრული. შტატის გენერალურმა პროკურორმა აღნიშნა, _ იმის მიუხედავად, რომ მოსარჩელის “ნოუთბუკს” უკვე შეუსრულდა 15 წელიწადი, იგი ქორწინებაზე ნებას არ დართავს. სევიერმა განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. მანამდე მსგავსი სარჩელები მან სხვა შტატებშიც შეიტანა, მაგრამ ყველგან წააგო საქმე. ტენესიში კი მას, როგორც დიპლომირებულ იურისტს, საადვოკატო საქმიანობა აუკრძალეს. მსგავსი ანომალიები ადრეც მომხდარა: მაგალითად, ბრიტანელმა ამანდა ლიბერტიმ, რომელსაც “ინტიმური ურთიერთობა” ჰქონდა ორ ქალთან, განაცხადა, რომ დანიშნულია ერთ მათგანზე; იტალიელი ქალბატონი ლაურა მესი კი საკუთარ თავზე დაქორწინდა.

ამისთვის იბრძვის ადამიანი, რომელიც არც ფსიქიკურად ავადმყოფია, არც გიჟი და ეპატაჟური პიროვნება, რომელიც ყურადღების მისაპყრობად ყველაფერს იკადრებს, ის არის ადამიანი, რომელსაც დაკარგული აქვს ღირსება და სირცხვილი…

“ნოუთბუქის” ცოლად მოყვანა სურს და მიეცით უფლება, უფლებადამცველებო ყველა ქვეყნისა!

მაგრამ არგუმენტმა, რომ “ნოუთბუქი” საკმაოდ “ზრდასრულია” დასაქორწინებლად, გავლენა ვერ მოახდინა მოსამართლეზე, ისევე, როგორც ერთნაირსქესიანთა დაქორწინების შესაძლებლობის აღიარებული პრაქტიკის მოხმობამ.

გაჯიქდა საოლქო სასამართლოს მოსამართლე დევიდ ნაფერი, ისე გაჯიუტდა, რომ არც კი მოისურვა კრის სევიერის სარჩელის განხილვა, რომელმაც განაცხადა, რომ, რადგან ლეგალიზებულია ერთნაირსქესიანთა დაქორწინება, მას ნება უნდა დართონ, ცოლად შეირთოს “ნოუთბუკი”, ანუ კომპიუტერი. მომჩივანმა თავის სარჩელში ჩართო ჯონ ჰანტერ-უმცროსისა და უიტნი კოულის მოთხოვნა პოლიგამიურ ქორწინებაზე ნებართვის მიცემის შესახებ.

სევიერმა სასამართლოში უჩივლა იუტას შტატის გუბერნატორს, გენერალურ პროკურორსა და ოლქის მდივანს, რომლებმაც 2017 წელს ნება არ დართეს, დაეკანონებინა ურთიერთობა ლეპტოპთან. მოსამართლე ნაფერმა თავისი გადაწყვეტილება უარი ეთქვა მომჩივანისთვის ახსნა იმით, რომ სევიერი “ნოუთბუკზე” ქორწინებით კი არ არის დაინტერესებული, არამედ სურს, ერთი და იმავე სქესის მქონე პირების ქორწინების ლეგალიზაციის გაუქმება ქვეყანაში.

საქმე ის არის, რომ ჯერ კიდევ 2014 წელს ფლორიდაში სარჩელის შეტანისას მომჩივანმა განაცხადა: “თუ გეებს აქვთ უფლება, დაქორწინდნენ მათი სექსუალური მისწრაფების ობიექტზე მაშინაც კი, როცა მათ შესაბამისი სექსუალური ნაწილები არ გააჩნიათ, მაშინ მეც უნდა მქონდეს უფლება, ცოლად მოვიყვანო ის სექსუალური ობიექტი, რომელსაც უპირატესობას ვანიჭებ”.

შტატების უმრავლესობაში არასრულწლოვნებს ნებას რთავენ, დაქორწინდნენ სასამართლოს ან მშობლების თანხმობის შემთხვევაში, 27 შტატში კი ქორწინების მინიმალური ასაკი საერთოდ არ არის განსაზღვრული. შტატის გენერალურმა პროკურორმა აღნიშნა, _ იმის მიუხედავად, რომ მოსარჩელის “ნოუთბუკს” უკვე შეუსრულდა 15 წელიწადი, იგი ქორწინებაზე ნებას არ დართავს.

სევიერმა განაცხადა, რომ  ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. მანამდე მსგავსი სარჩელები მან სხვა შტატებშიც შეიტანა, მაგრამ ყველგან წააგო საქმე. ტენესიში კი მას, როგორც დიპლომირებულ იურისტს,  საადვოკატო საქმიანობა აუკრძალეს.

მსგავსი ანომალიები ადრეც მომხდარა: მაგალითად, ბრიტანელმა ამანდა ლიბერტიმ, რომელსაც “ინტიმური ურთიერთობა” ჰქონდა ორ ქალთან, განაცხადა, რომ დანიშნულია ერთ მათგანზე; იტალიელი ქალბატონი ლაურა მესი კი საკუთარ თავზე დაქორწინდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here