Home სხვადასხვა დაიჯესტი ამერიკელი მსახიობისა და მომღერლის, დინ რიდის, ღირსეული პასუხი ცილისმწამებელ სოლჟენიცინს

ამერიკელი მსახიობისა და მომღერლის, დინ რიდის, ღირსეული პასუხი ცილისმწამებელ სოლჟენიცინს

600
ამერიკელი მსახიობისა და მომღერლის, დინ რიდის, ღირსეული პასუხი ცილისმწამებელ სოლჟენიცინს

პოპულარულმა ამერიკელმა მომღერალმა და მსახიობმა 50 წლის წინათ საკადრისი პასუხი გასცა დისიდენტ ალექსანდრე სოლჟენიცინს საბჭოთა კავშირზე გავრცელებული ცილისწამებისთვის. მომღერლის სიტყვებს დღემდე არ დაუკარგავს აქტუალურობა.

საბჭოთა ეპოქის მწერალთაგან არავის ისე არ შეულახავს სსრკ-ის რეპუტაცია, როგორც “მწერალსა” და დისიდენტ ალექსანდრე სოლჟენიცინს. მთელი დასავლური სამყარო კითხულობდა მის წიგნებს, რომლებშიც საბჭოთა კავშირი წარმოდგენილია, როგორც ერთი დიდი ციხე. სოლჟენიცინის წიგნებმა დიდი წვლილი შეიტანა ქვეყნის დაშლის საქმეში, ამისთვისაც მას ნობელის პრემია მისცეს.

ჯერ კიდევ 50 წლის წინათ გამოჩნდა ადამიანი _ ცნობილი ამერიკელი მომღერალი და მსახიობი დინ რიდი, რომელმაც მკვეთრად უარყოფითი აზრი გამოთქვა სოლჟენიცინისა და მის “ნაშრომების” მიმართ.

აი დინ რიდის მოკლე ბიოგრაფია: დინ სერილ რიდი (1938-1986) _ ამერიკელი მომღერალი, მსახიობი, კინორეჟისორი და საზოგადო მოღვაწე _ დიდი პოპულარობით სარგებლობდა საბჭოთა კავშირში, ლათინური ამერიკისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში.

1971 წელს დინ რიდმა ალექსანდრე სოლჟენიცინს მისწერა ღია წერილი, რომელშიც სოლჟენიცინის მიერ საბჭოთა კავშირის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს სიცრუეს უწოდებს. სოლჟენიცინისადმი დინ რიდის მიმართვა გამოქვეყნდა იმხანად ძალიან პოპულარულ და მრავალტირაჟიან საბჭოთა გამოცემებში _ ჟურნალ “ოგონიოკსა” და გაზეთ “ლიტერატურნაია გაზეტაში” (1971 წლის მე-5 ნომრებში).

აი რამდენიმე ციტატა დინ რიდის 50 წლისწინანდელი წერილიდან, რომელსაც დღემდე არ დაუკარგავს აქტუალურობა.

წაიკითხეთ, დაფიქრდით და მართებული დასკვნები გამოიტანეთ.

* იმის შესახებ, რომ აშშის ეკონომიკა, რომელშიც დიდ როლს სამხედროსამრეწველო კომპლექსი თამაშობს, მუდმივად დაინტერესებულია ომის გაჩაღებით:

“…სახელდობრ, ამერიკა (და არა საბჭოთა კავშირი) აწარმოებს ომებს და ქმნის დაძაბულ ვითარებას ომის შესაძლებლობით, იმისთვის, რომ თავის ეკონომიკას მისცეს მოქმედების, ხოლო სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს კიდევ მეტი სიმდიდრის დაგროვებისა და ძალაუფლების ხელში ჩაგდების საშუალება ამერიკელი ჯარისკაცებისა და მსოფლიოს თავისუფლებისმოყვარე ხალხების სისხლზე;

ავადმყოფი საზოგადოება ჩემს სამშობლოშია და არა თქვენთან, ბატონო სეოლჟენიცინო!..”

* დანაშაული განუსაზღვრელად მაღალ დონეზეა აშშში, საბჭოთა კავშირთან შედარებით:

“…სახელდობრ ამერიკა (და არა საბჭოთა კავშირი) გადაიქცა ყველაზე მოძალადე საზოგადოებად, რომელიც კი ოდესმე ყოფილა კაცობრიობის ისტორიაში. ამერიკა, სადაც მაფიას აქვს იმაზე მეტი ეკონომიკური ძალაუფლება, ვიდრე მსხვილ კორპორაციებს, და სადაც ჩვენს მოქალაქეებს ღამით ქუჩაში გასვლის ეშინიათ. სახელდობრ, ამერიკის შეერთებულ შტატებში და არა საბჭოთა კავშირში 1900 წლიდან დღემდე მოკლეს იმაზე მეტი მოქალაქე, ვიდრე პირველ და მეორე მსოფლიო, აგრეთვე, კორეისა და ვიეტნამის ომებში დაიღუპა ამერიკელი ჯარისკაცები. სწორედ ჩვენს საზოგადოებას მიაჩნია დასაშვებად, მოკლას ნებისმიერი პროგრესული ლიდერი, რომელიც გაბედავს და ხმას აღიმაღლებს ჩვენთან დამკვიდრებული უსამართლობის წინააღმდეგ. აი როგორია ავადმყოფი საზოგადოება, ბატონო სოლჟენიცინო!..”

ამერიკელი მსახიობისა და მომღერლის, დინ რიდის, ღირსეული პასუხი ცილისმწამებელ სოლჟენიცინს

* აშშში შავკანიანთა მასობრივ დისკრიმინაციაზე:

“…თქვენ ლაპარაკობთ რასობრივ სიძულვილზე. ამერიკაში (და არა საბჭოთა კავშირში) 200 წლის განმავლობაში არავინ დასჯილა შავკანიანთა მკვლელობებისთვის, რომლებიც ნახევრად მონურ მდგომარეობაში იმყოფებიან ამერიკაში და არა საბჭოთა კავშირში, პოლიცია განურჩევლად სცემს და აპატიმრებს ნებისმიერ შავკანიანს, რომელიც შეეცდება თავისი უფლებების დაცვას.

“ამერიკული სიტყვის თავისუფლების” 200 წლის შემდეგ აშშ-ის ბევრ რაიონში მიაჩნიათ, რომ შავკანიანის მკვლელობა იგივეა, რაც დათვზე ნადირობა”…

სხვათა შორის, ეს თემა დღესაც ზეაქტუალურია ამერიკულ სინამდვილეში.

* მედიცინაზე ღარიბებისთვის და უმუშევრობაზე:

“…თქვენ ამბობთ, რომ “სიტყვის თავისუფლება, პატიოსანი და სრული თავისუფლება სიტყვისა პირველი პირობაა ნებისმიერი საზოგადოების ჯანმრთელობისა. თქვენი აზრები გაუზიარეთ იმ ადამიანებს, რომელთა “ჯანმრთელობაც” მდგომარეობს მხოლოდ იმაში, რომ მათი შვილებიდან ყოველი მეორე დაბადებისთანავე იღუპება, რადგან მშობლებს არ აქვთ ფული ექიმისთვის, და მთელი სიცოცხლის განმავლობაში იტანჯებიან, რადგან არ აქვთ სამედიცინო მომსახურება. უთხარით ამის შესახებ კაპიტალისტურ სამყაროში მცხოვრებ ადამიანებს, რომელთა “ჯანმრთელობა” მდგომარეობს იმაში, რომ მთელ ცხოვრებას უმუშევრად დარჩენის შიშში ატარებენ…”

* განათლებაზე აშშში:

“…მოუყევით კაპიტალისტური სამყაროს ადამიანებს თქვენი იდეის _ “სიტყვის თავისუფლების, როგორც ჯანმრთელობის პირველი პირობის” _ შესახებ, თუ უფულობის გამო მათი შვილებს არ აქვთ გონებრივი განვითარების საშუალება სკოლაში და ამიტომ ვერასოდეს შეძლებენ წერა-კითხვის სწავლასაც კი! თქვენ ლაპარაკობთ სიტყვის თავისუფლებაზე მაშინ, როცა დედამიწის მოსახლეობის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ ლაპარაკობს სიტყვის წაკითხვის შესაძლებლობაზე!..”

* ერთმანეთს ადარებს პრინციპებს, რომლებზეც დაფუძნებულია საბჭოთა და აშშის საზოგადოებები:

“…საბჭოთა კავშირში არის უსამართლობები და ნაკლოვანებები, მაგრამ სამყაროში ყველაფერი შედარებითია, პრინციპში, თქვენი საზოგადოება (გულისხმობს საბჭოთა კავშირის საზოგადოებას) მიისწრაფვის ნამდვილად ჯანმრთელი და სამართლიანი საზოგადოების შექმნისკენ. პრინციპები, რომლებზეც აგებულია თქვენი საზოგადოება, ჯანმრთელი, სუფთა და სამართლიანია. ხოლო პრინციპები, რომლებზეც აგებულია ჩვენი საზოგადოება, სასტიკი, ანგარებიანი და უსამართლოა. სამართლიან საწყისებზე აშენებულ საზოგადოებას უეჭველად უფრო დიდი პერსპექტივა აქვს, მივიდეს სამრათლიან საზოგადოებამდე, ვიდრე იმ საზოგადოებას, რომელიც შენდება უსამართლობასა და ადამიანის მიერ ადამიანის ექსპლუატაციაზე. საზოგადოება და მთავრობა ჩემი ქვეყნისა (გულისხმობს აშშ-ს) დროს ჩამორჩა, იმიტომ, რომ მისი ერთადერთი მიზანია მსოფლიოში სტატუს-კვოს შენარჩუნება. თქვენი ქვეყანა (სსრკ) მიისწრაფვის კაცობრიობისთვის სწორი ნაბიჯების გადადგმისკენ და, თუკი ის რაღაცაში სრულყოფილი არ არის და ზოგჯერ წაიბორძიკებს კიდეც, ჩვენ მთელი სისტემა კი არ უნდა დავგმოთ ამ ნაკლოვანებებისთვის, არამედ მივესალმოთ მას გაბედულებისა და ახალი გზის გაკვალვის მცდელობისთვის.

* იმ უპირატესობაზე, რომლებსაც აძლევს საბჭოთა საზოგადოება რიგით მოქალაქეს:

“…არა, ბატონო სოლჟენიცინო, სიტყვის თავისუფლების თქვენეული განსაზღვრება, როგორც ჯანმრთელობის პირველი პირობისა, მცდარია. პირველი პირობა არის ის, რომ ქვეყანა უნდა აშენდეს მორალურად, გონებრივად, სულიერად და ფიზიკურად ჯანმრთელი, იმისათვის, რომ მის მოქალაქეებს შეეძლოთ კითხვა, შრომა და ერთად მშვიდობიანი ცხოვრება…”

დინ რიდმა საკადრისი პასუხი გასცა ცილისმწამებელ სოლჟენიცინს, მაგრამ საქმე ახლა სხვა რამ არის: ბევრი ნეგატიური ასპექტი, რომლებზეც ლაპარაკობდა ამერიკელი მომღერალი და მსახიობი 1971 წელს, რუსეთშიც შეინიშნება. დინ რიდს იმედი გაუცრუვდებოდა იმის გამო, რომ მისი იდეალი _ საბჭოთა კავშირი _ აღარ არსებობს და იმის გამოც, რაც დღეს თანამედროვე რუსეთში ხდება…”

zen.yandex.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

1 COMMENT

  1. ნეტავ დინრიდს ეცოცხლა მეტხ ა ნს მას ოჯახი არ გამოადგა ცოლმაც უღალატ ა დედამისი მამამის უღალატა მესამე ცოლმა ცილს წამდა ეჭვიანობის გ ა მო და ტავი მოაკვლევინა მამა ყავდა მკაცრი სულ ქამდიტ სცემდა მამამისი ბოლოს ტავიც მოიკლა მან ფეხიც დაკარგა მის შვილებზეჯავრს იყრიდა რენატა ბლუმემ პასუხიც უნდა აგებდე ს დინ რიდს ტავი მოაკვლეინა ის ტავს არ მოიკლავდა კარგი ცოლი რომ ყოლოდა დინ რიდი კარგი მომღერალი იყო გამოდგა ის მესამე ცოლს ემსხვერპლა ნეტავ შემსძლოს ბერლინში ჩასვლაც მას ბოზ რენაფას პასუხს ვაგებინებდი სახელს და გვარს არ ვასახელებ ამ შემტხვევაში მაპატიტ ეს მომღერალის ფანი ვარ მაპატიოს ღმერტმა!?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here