Home რუბრიკები პოლიტიკა ამერიკელი გენერალი: “იყიდეთ, იყიდეთ, იყიდეთ, იყიდეთ რამე!..”

ამერიკელი გენერალი: “იყიდეთ, იყიდეთ, იყიდეთ, იყიდეთ რამე!..”

ამერიკელი გენერალი: “იყიდეთ, იყიდეთ, იყიდეთ, იყიდეთ რამე!..”

ქართულსომხურ კეთილმეზობლურ ქიშპობას დიდი ხნის ისტორია რომ აქვს, ყველამ ვიცით. სხვას რომ თავი დავანებოთ, “დინამოსადაარარატისცნობილი საფეხბურთო ბატალიებიც შესანიშნავად მეტყველებს ყველაფერზე. ამ ფონზეც კი ერთობ საინტერესოდ გამოიყურება ხსენებული ქართულსომხური კინკლაობა უკვე საერთაშორისო პოლიტიკურ არენაზე.

მკითხველი რომ არ დაიბნეს, ამთავითვე ვიტყვი: საუბარია ჩვენში ბოლო პერიოდში დამკვიდრებულ ტრენდულ ფრაზებზე _ “ზვიადს თავის დროზე ჭკუა რომ არ ესწავლებინა ელცინისთვის, ახლა ვიქნებოდით სომხეთივით!” ან კიდევ: “მიშას ასეთი ხისტი და პრინციპული პოზიცია რომ არ დაეჭირა რუსეთთან, ვიქნებოდით ახლა სომხეთივით!”. ალბათ, ხვდებით, რომ ამ ფრაზების მთქმელებისომხეთივით ყოფნაშიგულისხმობენ ცუდად, უარყოფითად ყოფნას, ანუ საქართველოსთვისცუდისადაკარგისკრიტერიუმი ისევსომხეთითგანისაზღვრება _ თუსომხეთივითვართ, ეს აპრიორში ცუდია, ხოლო, თუ სომხეთისგან განსხვავებულად ვართ, ეს უკვე კარგია. თუნდაც გვშიოდეს, გვწყუროდეს, სოციალურად განადგურებული ვიყოთ და ჩვენი ფიზიკური გადარჩენაც კი ბეწვზე ეკიდოს _ ეგ არაფერი. მთავარია ის, რომსომხებივითარ ვართ.

და როგორ არიან სომხები? საინტერესოა, რას ხედავენ “სომხეთივით ყოფნაში” ცუდს ის “პატრიოტი ქართველები”, რომლებიც ხშირად იყენებენ ხოლმე ამ ფრაზას: “კიდევ კარგი, რუსეთთან ხისტი პოზიციები დავიჭირეთ, თორემ ხომ ვიქნებოდით ახლა სომხეთივით?!”

რეალობა ასეთია: სომხეთი ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის ერთადერთია, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად ტერიტორია კი არ დათმო, არამედ დაიმატა. ვგულისხმობთ, რუსეთის გარდა, ანუ დომინანტი, მმართველი ქვეყნის გარდა, დანარჩენ ქვეშევრდომ 14 რესპუბლიკას. სომხეთი, ასევე რუსეთის შემდეგ, ერთადერთი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკაა, რომელშიც სოციალური პრობლემები თითქმის ნულზეა დასული და, ფაქტობრივად, იქ არ არსებობს უკმაყოფილო პენსიონერი.

იქნებ იცით, უცხოეთის ქვეყნებში სომხეთის რამდენი მოქალაქეა გაქცეული _ მოხუცის ან ბავშვის მომვლელად მომსახურე ან თავშესაფრის მთხოვნელი? ასეთი სომხების რაოდენობა თითქმის ნულის ტოლია. თუკი სომხები გასული არიან უცხოეთში სამუშაოდ, ისინი იქ საკმაოდ კარგ სამსახურებში მუშაობენ მაღალი ანაზღაურებით. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ უშველებელი რუსული ბაზარი, როგორც სასაქონლო, ასევე, შოუბიზნესი, მთლიანად სომხების ხელშია.

ზუსტად ვიცი, “ანტისომხეთის” წარმომადგენლები “არგუმენტირებულად” იტყვიან: სამაგიეროდ გიუმრიში (ყოფილი ლენინაკანი) უდიდესი რუსული სამხედრო ბაზა უდგათ და რუსეთს “ჩმორებივით” ჰყავს სომხებიო. კი, ბატონო, მაგრამ იქნებ ისიც მითხრათ ვინმემ, რა მოაქვს უარყოფითი და ცუდი მაგ ბაზას სომხეთის მოსახლეობისთვის და, საერთოდ, სომხური სახელმწიფოსთვის? მაგ უდიდეს ბაზას სწორედ გიუმრის მოსახლეობა ემსახურება და ეს ბაზა მათთვის მაღალანაზღაურებიან სამუშაო ადგილებს ქმნის. ამასთანავე, იმავე რუსულ სამხედრო ბაზას საკვებითა და სხვა საჭირო ნივთებით ამარაგებს სომხური ადგილობრივი მრეწველობა და, სომხური კერძო საწარმოებისთვის დიდი შემოსავლის მოტანასთან ერთად, მაგ რუსულ ბაზას სომხეთის ბიუჯეტისთვისაც მნიშვნელოვანი მოგება მოაქვს. თანაც სომხეთს არ უწევს ფიქრი თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე, მეტიც: აქტიურად განიხილება საკითხი, სომხური შეიარაღებული ძალების რუსულ არმიასთან გაერთიანების შესახებ

ამ ფონზე სომხეთის მოქალაქეები თავისუფლად გადაადგილდებიან ევროპაშიც და ამერიკაშიც, ხოლო რისთვისაც ჩვენ შალახოს ცეკვა და სამდღიანი ზარზეიმი გავმართეთ, ზუსტად იმავე ტიპის ხელშეკრულებაზე ხელის მოსაწერად სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც კი არ ჩასულა ევროპაში _ თავისი რომელიღაც დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გაუშვა

იმავე ევროპასა და ამერიკაში კი ლამის მონურ პირობებში ლუკმაპურის საშოვნელად გადახვეწილი მილიონობით ადამიანების 90 პროცენტი სწორედ იმ სამი “ყველაზე მაგარი” რესპუბლიკის წარმომადგენლები არიან, რომლებიც “არ დაუჩმორდნენ” რუსეთს _ საქართველო, უკრაინა და მოლდოვა.

პლუს, უკვე ღიადაც გვემუქრება ევროპა “ვიზალიბერალიზაციის” გაუქმებით, რაც სომხებს, სხვათა შორის, არ ემუქრება.

სამაგიეროდ, ჩვენ ნატო დიდი მზრუნველობით გვთავაზობს ამ ორგანიზაციაში შესვლას, სოხუმისა და ცხინვალის დათმობის სანაცვლოდ, და საქართველოს ტერიტორიაზე ნატოს წესდების მეხუთე მუხლის დროებითი შეჩერების ფონზე.

არადა, მეხუთე მუხლი სწორედ ის მუხლია, რომელსაც ნატოს, ანუ ჩრდილოატლანტიკური სამხედრო ალიანსისქვაკუთხედსუწოდებენ. ალიანსის ერთ წევრზე თავდასხმა ყველა წევრზე თავდასხმად განიხილება. დანარჩენი წევრები ვალდებულნი არიან, სამხედრო ძალით დაეხმარონ მას, ვისაც თავს დაესხა ვინმე. აი ეს წერია ნატოს წესდების მეხუთე მუხლში და ჩვენ ვაპირებთ, სოხუმისა და ცხინვალის გარეშე ნატოში შევიდეთ, მაგრამ ამის მერეც ყველას ექნება უფლება და შესაძლებლობა, თავს დაგვესხას. მეხუთე მუხლიჩვენ მიმართ მხოლოდ მოგვიანებით ამოქმედდება, ანუ მაშინ, როდესაც საქართველო თბილისიდან ქუთაისამდე გაჭიმული ტრასაღა დარჩება და, როგორც ჩანს, სურამთან მდგარ ნაზუქის გამყიდველ ქალებს ნატოს შიშით ვეღარავინ გაუბედავსთავდასხმას”.

ჩემი მეზობელი ლოთებისა არ იყოს, _ ეგ იგივეა, ხაში უნივროდ გაჭამონ. არადა, ჩვენს რეალობაში ტრაგედია სწორედ ის არის, უბნის ლოთები რომ უკეთესად აცნობიერებენ სიმართლეს და შექმნილ მდგომარეობას, ვიდრე ისინი, ვისაც ამ ქვეყნის ბედი აბარია.

აქ კი, კიდევ ერთი საკითხი იწევს წინა პლანზე _ და ვის აბარია დღეს ქვეყნის ბედი, განსაკუთრებით კი მისი თავდაცვა? ამაზე პასუხს ნათლად გასცემს ბოლო დღეებში ინტერნეტით გავრცელებული და სოციალური ქსელების მომხმარებელთა მიერ ატაცებული ფოტო, რომელზეც აღბეჭდილია საქართველოს თავდაცის სამინიტროში უცხოეთის დელეგაციის მიღება. ფოტოს ოფიციალურად ადევს ლოგოდ “საქართველოს თავდაცვის სამინისტრო”, რაც ნიშნავს და ადასტურებს იმას, რომ იგი რეალურად ამ უწყებამ გაავრცელა და არანაირ “სიყალბესთან” საქმე არ გვაქვს. მოლაპარაკების მაგიდას ორივე მხრიდან ექვს-ექვსი წარმომადგენელი უზის, მაგრამ განსხვავება მაინც თვალში საცემია, რადგან უცხოელთა დელეგაციაში ექვსიდან ექვსივე მამაკაცია, სამხედრო მუნდირებში გამოწყობილნი, საშუალო ასაკს გადაცილებულნი და აშკარად სამხედრო საქმის სპეციალისტები. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 6 წარმომადგენლიდან კი მხოლოდ ერთია ჭაბუკი, ხოლო ხუთი _ მიპრანჭულმოპრანჭული, მოკეკლუცე გოგონა.

აი, ასე წყდება დღეს საქართველოში თავდაცვის საკითხები და როგორ გგონიათ, ექნებათ კი ამ გოგონებს პასუხი ამერიკელი გენერლისთვის, რომელიც მოგვიწოდებს, რუსეთისთვის მოუნელებელ ლუკმად უნდა გადაიქცეთო”?

“ამერიკის ხმის” ქართული რედაქცია ესაუბრა ამერიკელ გენერალ-ლეიტენანტ ბენ ჰოჯესს, ევროპაში ამერიკის შეერთებული შტატების არმიის გადამდგარ სარდალს.

“ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ დავადგინოთ, რა დრო დასჭირდება გარკვეულ მოქმედებებს ნატოს მხრიდან, თუკი რუსეთი საქართველოს თავს დაესხმება. საქართველომ უნდა გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა, რათა მსგავს შემთხვევაში შექმნას ისეთი წინაღობები, რომლებითაც რუსეთს საკმარისი ტკივილი მიადგება და საქართველო მისთვის მოუნელებელ ლუკმად იქცევა. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, აუცილებელი წინაპირობაა “ჯაველინის” სისტემის რაკეტების ყიდვა ამერიკის შეერთებული შტატებისგან. საქართველოს უპირველესი ამოცანაა, რუსეთის სამხედრო აგრესიის შემთხევაში, გაძლოს იმდენ ხანს, სანამ მას მეგობრები დაეხმარებიან!” _ განაცხადა ბენ ჰოჯესმა.

პირადად რომ არ მენახა ეს მასალა საინფორმაციო სააგენტოების ვებგვერდებზე, გენერლის ფორმაში ჩაცმული კაცის ფოტოსურთით, მეღორის ან ზეინკლის კომენტარი უფრო მეგონებოდა, რომელიც სამხედრო საკითხებზე დაახლოებით 5 წლის ბავშვივით მსჯელობს.

ბატონო გენერალო ჰოჯეს (ბენ, ძამიამეთქი, ვიტყოდი, მაგრამ ირონიის განწყობაზე აღარ ვარ)! თქვენ, ამხელანატო”-”ნასა”-”აშუშუფიგურამ, გამოდის, ისიც კი არ იცით, რა დრო დაგჭირდებათ რუსეთის სამხედრო აგრესის შემთხვევაში საქართველომდე ჩამოსაღწევად? რა, ურმებით მოდიხართ დასახმარებლად ამ გაგანია 21- საუკუნეში?

ან რას ნიშნავს _ “რუსეთისთვის მოუნელებელ ლუკმად უნდა გადაიქცეთ”? გამოდის, “ლუკმამაინც გავხდებით, უბრალოდ, ამით რუსეთს კუჭი ასტკივდება და თქვენ ეს გაგიხარდებათ?

აი, რუსეთისთვის “საკმარისი ტკივილი” რანაირია, ეგ, ალბათ, თქვენმა “ბრძენმა” ექსპერტებმა უკვე განსაზღვრეს და იქნებ ჩვენც გაგვიმხილოთ, რადგან, როდესაც რუსეთისთვის “ტკივილის მიყენებას” დავიწყებთ, “არასაკმარისი” არ მოგვივიდეს, ჰა?

“ჯაველინებს” რაც შეეხება, როგორც ადრეც ვთქვით ამავე გაზეთის ერთ-ერთ წერილში, ეს მხოლოდ და მხოლოდ ტანკსაწინააღმდეგო სისტემაა და, თუკი რუსეთმა ტანკების გარეშე, “დისტანციურად” შემოგვიტია, მაშინ რა ვქნათ?

ან ესიყიდეგაყიდემოსულა ჩვენ შორის, თუ ასეთიძმაკაცებიდაჯიგრებივართ ერთმანეთისთვის? რა არის ეს, თქვენთვის უკვე გამოუყენებელჯაველინებსბევრ მილიონად რომ გვტენით და თანაც ჭკუას გვარიგებთ _ ამით უნდა გაუძლოთ რუსეთს იმდენ ხანს, რამდენიც ჩვენ, თქვენს მეგობრებს, საქართველომდე ჩამოსასვლელად გვჭირდებაო?

თუკი ასეთი მნიშვნელოვანია თქვენთვისაც და ჩვენთვისაც ამ “ბოროტი და ხიხია” რუსეთის დამარცხება და განადგურება, გვაჩუქეთ ძმაკაცურად ეგ იარაღი, რომლითაც თურმე რუსეთსყელში გავეჩხირებით”. რა იყო, ჩვენ სასაკლაოზე გვიშვებთ და თქვენ რამდენიმე მილიონის ზარალიც არ გინდათ ნახოთ ამის გამო?

როგორ გითხრათ და, ამერიკელი გენერლებისა და სამხედრო ექსპერტების ბოლოდროინდელი განცხადებები ვაჭარ მაკარს, მის ქარვასლასა და კოტეს თავადი ბიძის სიტყვებს მაგონებს: “იყიდე-გაყიდე! იყიდე-გაყიდე! რა სულ იყიდე-გაყიდე გაკერიათ პირზე?!”

რუსეთთან სამხედრო “დატაკების” შემთხვევაში, ჩვენზე მზრუნველი და ჩვენთვის თავის გამწირველი მეგობრები “კავკასიური ცარცის წრის” პერსონაჟის როლში უფრო წარმომიდგენია. ე ბიჯო, ხელსაყრელი დროა ჩვენი ძველი “ჯაველინების” გასასაღებლადო, _ შესძახებენ, ალბათ, ამერიკელი სამხედროები და შავი ზღვის სანაპიროს მოადგებიან სიმღერით: “იყიდეთ, იყიდეთ, იყიდეთ, იყიდეთ რამე!.. ჩქარა, თორემ, ჩქარა თორემ… გაიყიდება!”

ბაკურ სვანიძე

3 COMMENTS

  1. ბ–ნო ბაკურ, მთლიანად ვეთანხმები ამ სტატიაში გამოთქმულ თქვენს მოსაზრებებს. ანდა, რამდენად ლოგიკურად და სამართლიანად მიგაჩნიათ, რომ მთელ ხარჯებს, რომლებიც დაკავშირებულია ქართული სამხედრო შენაერთების გაგზავნასთან ავღანეთში და მათ საბრძოლო მოქმედებებთან, ფარავს საქართველო, რაც მილიონები ჯდება? მათ ომში ჩვენ რატომ უნდა ვმონაწილეობდეთ, რაც დიდ მსხვერპლთანაა დაკავშირებული? როგორ ფიქრობთ, რამ დააბრმავა ჩვენი ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა და, პირველ რიგში, ყმაღლესი მთავარსარდალი?!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here