Home რუბრიკები პოლიტიკა ამერიკელები ჯორჯ სოროსისა და მისი ორგანიზაციების ტერორისტებად გამოცხადებას მოითხოვენ

ამერიკელები ჯორჯ სოროსისა და მისი ორგანიზაციების ტერორისტებად გამოცხადებას მოითხოვენ

2984
ჯორჯ სოროსი

ჯორჯ სოროსის ფონდის მიერ გულუხვად დაფინანსებული .. არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოში დასავლეთის ინტერესებს იცავენ და აქტიურად ეწევიან ანტისახელმწიფოებრივ მოღვაწეობას _ ებრძვიან ყველაფერ ეროვნულს, მართლმადიდებლობას და დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის ნიღბით ცდილობენ .. დასავლური ფასეულობების დამკვიდრებას. მიუხედავად ამისა, მათ, როგორც იტყვიან, უბატონოდ ხმას ვერავინ სცემს _ ვერც ხელისუფლება და ვერც საზოგადოება.

აი ამ არასამთავრობოების მამა-მარჩენალს, “ხალხებზე მზრუნველ” ე.წ. ფილანტროპს, რომელიც გულზე არ ეხატებათ არც ნარკოტიკებთან მებრძოლებს, რადგან მარიხუანის ლეგალიზაციას უჭერს მხარს, არც ულტრაკონსერვატიულ კათოლიკებს, რომლებიც მილიარდერს ეკლესიის მადესტაბილირებელ ათეისტად მიიჩნევენ, სამშობლოში _ უნგრეთში, პრობლემების შექმნის შემდეგ ახლა უკვე იმ ქვეყანაშიც აუმხედრდნენ, რომლის მოქალაქეც ამჟამად არის:

ამერიკაში უკვე 100 ათასამდე (2 სექტემბრის მონაცემებით) მოქალაქემ მოაწერა ხელი პეტიციას, რომლის მიხედვით აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მილიარდერი ჯორჯ სოროსი ტერორისტად უნდა გამოაცხადოს და ქონება და აქტივი ჩამოართვას.

პეტიციის ავტორები ამტკიცებენ, რომ სოროსი რამდენჯერმე შეგნებულად შეეცადა აშშ-ში პოლიტიკური ვითარების დესტაბილიზაციას. განცხადების მიხედვით, მილიარდერმა რამდენიმე ათეული ორგანიზაცია დაარსა ერთადერთი მიზნით: აშშ-ის მთავრობის კრახის გამოსაწვევად. პეტიციაზე ხელმომწერებმა სოროსი, აგრეთვე, დაადანაშაულეს დემოკრატიულ პარტიასა და აშშ-ის ფედერალურ მთავრობაზე გავლენის განხორციელებაში.

პეტიციაზე ხელმომწერები მოითხოვენ, რომ იუსტიციის სამინისტრომ დაუყოვნებლივ გამოაცხადოს სოროსი და მისი ყველა ორგანიზაცია ტერორისტებად და ჩამოართვას მათ ქონება და ყველა აქტივი.

“იმის გათვალისწინებით, რომ ჯორჯ სოროსი გამიზნულად და მუდმივად ცდილობდა აშშ-ში სიტუაციის დესტაბილიზაციას და ქვეყნისა და მისი მოქალაქეების მიმართ ძალადობის პროვოცირებას, აშშ-ის ფედერალურმა ხელისუფლებამ და იუსტიციის დეპარტამენტმა დაუყოვნებლივ უნდა გამოაცხადოს ჯორჯ სოროსი, მისი ყველა ორგანიზაცია და თანამშრომელი ტერორისტებად და ყველა მის ორგანიზაციას და თანამშრომელს ჩამოერთვას ქონება და აქტივები ქონების კონფისკაციის კანონის ძალით”, _ წერია პეტიციაში.

იმისათვის, რომ თეთრმა სახლმა ეს დოკუმენტი განიხილოს, მას 100 ათასმა ადამიანმა უნდა მოაწეროს ხელი 2017 წლის 19 სექტემბრამდე.

ნიკა კორინთელი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here