Home სხვადასხვა დაიჯესტი ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი: “სიტუაცია უკრაინაში დაყოვნებული მოქმედების ბომბია”

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი: “სიტუაცია უკრაინაში დაყოვნებული მოქმედების ბომბია”

სებასტიან კურცი

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი სებასტიან კურცი თავის წერილში, რომელიცპოლიტიკოშიაგამოქვეყნებული, აცხადებს, რომ უკრაინაში შექმნილი სიტუაცია უკიდურესად საშიშია გარემოსთვის.

მისი სიტყვებით რომ ვთქვათ, უკრაინაში არსებული ვითარებადაყოვნებული მოქმედების ბომბია”, რომელიც საფრთხის შემცველია ქლორის საცავებისთვის, ქიმიური და მეტალურგიული ქარხნებისთვის, საშიში ნარჩენების საწყობებისთვის, ასევე, ქვანახშირის მაღაროებისთვის. ნებისმიერმა ინციდენტმა შეიძლება გარემოს დაბინძურება და ადამიანების დაღუპვა გამოიწვიოს. კურცის აზრით, ეკოლოგიური კატასტროფის თავიდან ასაცილებლად სასწრაფო ზომებია მისაღები.

სებასტიან კურცი წერს, რომ უკრაინას თავს გადახდა “ბოლო პერიოდის ერთ-ერთი დიდი ტექნოლოგიური კატასტროფა _ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის კატასტროფა. დღეს უკრაინაში ომია, რომელიც ნეგატიურად მოქმედებს დონბასისა და ქვეყნის დანარჩენი ნაწილის, კიევისა და მოსკოვის, ასევე, რუსეთისა და სხვა ქვეყნების ურთიერთობაზე.

ამ კონფლიქტმა შეიძლება ზიანი მიაყენოს გარემოს.

სიტუაცია უკრაინაში დაყოვნებული მოქმედების ბომბია იმიტომაც, რომ დაპირისპირებული მხარეები გეოგრაფიული კუთხის ერთმანეთთან ახლოს იმყოფება და ნებისმიერი ინციდენტი შეიძლება საფრთხის შემცველი გამოდგეს ორივესთვის, აგრეთვე, უკრაინის მეზობელი ქვეყნებისთვის.

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი მაგალითისთვის ასახელებს დონეცკის გამფილტრავ სადგურს, რომელშიც 7 ტონა ქლორის აირი ინახებოდა და რომელიც წლის დასაწყისში დაიბომბა. ეს საცავი რომ აფეთქებულიყო, ზარალი კოლოსალური იქნებოდა.

მინისტრს მიაჩნია, რომ კონფლიქტში მონაწილე ყველა მხარემ, “სულ ცოტა, უნდა გაითვალისწინოს ამ ობიექტების სამოქალაქო მნიშვნელობა და არ მიუახლოვდეს მათ”. ისინი უსაფრთხო ზონებად უნდა იქნას მიჩნეული. განსაკუთრებულ შემთხვევებში უნდა მოეწყოს კავშირის დასამყარებელი სპეციალური არხები. ასევე, უნდა ამოქმედდეს საავიაციო სამსახურები და მოწყობილობა. “დაბინძურება საზღვრებს არ ითვალისწინებს, ამიტომ რეგიონში მცხოვრები თითოეული ადამიანი გულისყურით უნდა მოეკიდოს რისკების შემცირებას და ეკოლოგიური კატასტროფის თავიდან აცილების საქმეს”, _ ხაზი გაუსვა ავსტრიელმა მინისტრმა.

ქიმიურმა ნივთიერებებმა შეიძლება მოწამლოს მდინარეები და მიწისქვეშა წყლები, რაც უეჭველად დააზარალებს ასიათასობით ადამიანს, ნეგატიურად იმოქმედებს სოფლის მეურნეობაზე არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ მეზობელ რუსეთშიც.

“კონფლიქტში მონაწილე ყველა მხარემ გვერდზე უნდა გადადოს პოლიტიკა და ყურადღება გაამახვილოს ომით განადგურებულ ამ რეგიონზე”, _ აცხადებს კურცი. სამმხრივმა საკონტაქტო ჯგუფმა, რომელშიც შედის უკრაინა, რუსეთი და ეუთო, ასეთი მიდგომა თავის დაგეგმილ შეხვედრებზე უნდა განიხილოს. აუცილებელია, სასწრაფოდ განხორციელდეს პოლიტიკა, რომელიც დაფუძნებული იქნება ფაქტობრივ მონაცემებზე, რათა თავიდან იქნას აცილებული დონეცკის მოსახლეობის “მომწამვლელი” კატასტროფა.

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის აზრით, უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად მხარეებმა ცეცხლი უნდა შეწყვიტონ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here