Home სხვადასხვა დაიჯესტი აბა გაბედე!

აბა გაბედე!

215
აბა გაბედე!

ნორვეგიაში ცუდი რამ თუ წამოგცდა პედერასტებზე, სამ წლამდე ციხეს მოგისჯიან. ნორვეგიის მთავრობამ მოქალაქეებს აუკრძალა ტრანსგენდერების შესახებ ცუდის თქმა საკუთარ ოჯახებში საუბრის დროსაც კი. “როიტერიიუწყება, რომ ნორვეგიის პარლამენტმა ხმა მისცა კანონის გაფართოებას, რომელიც 1981 წელსაა მიღებული და რომელიც ამჟამადაც ძალაშია. ამ კანონს დაემატა დებულება, რომ ავის მთქმელი დაისჯება არა მხოლოდ საჯაროდ თავისი უარყოფითი დამოკიდებულების გამჟღავნებისას, არამედ პრივატულ საუბარში რამეს თუ აკადრებს ამ საცოდავ ორიენტაციააღრეულებს. დასავლეთის დემოკრატიულ და ტოლერანტულ საზოგადოებაშისიძულვილის ენასადგილი არ უნდა ჰქონდეს!

ციხეში თუ წამოსცდა?

ამაზე კანონი დუმს, რადგან ჯერ ვერ გაურკვევიათ, ციხე საჯარო სივრცეა თუ ოჯახური ურთიერთობის ჩაკეტილი კერა, კერძო საქონელი.

ჯერჯერობით მხოლოდ ისაა გარკვეული, რომ საჯაროდ ამ თემატიკაზე “მიკერძოებული” საუბარი სამი წლით თავისუფლბის აღკვეთით ისჯება, ხოლო თუ კერძო სივრცეში (!) იყბედებს, ან დააჯარიმებენ, ან ერთი წლით პენიტენციურ დაწესებულებაში გახეხავს კედლებს.

ნორვეგიელებს ეს გაფართოებული კანონი არ მოეწონათ და შეუტიეს ხელისუფლებას, რადგან ამ შემთხვევაში ლგბტ-თემის დაცვასთან კი არ გვაქვსო საქმე, არამედ სიტყვის თავისუფლების შეზღუდვასთან. სწორედ ასე დაახასიათა ახალი კანონი ოსლოს უნივერსიტეტის სამართლის დოცენტმა ანინ კიერულფმა “როიტერის” სააგენტოს მიერ ჩამორთმეულ ინტერვიუში.

ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამართლის პროფესორმა ჯონათან ტერლიმაც იგივე გაიმეორა. მან თქვა, რომ სიტყვის თავისუფლება ევროპაში თანდათან შეიზღუდა და ამის მიზეზია მთავრობების მიერ ზოგიერთი სიტყვის კრიმინალიზება. კერძოდ, ამ კურსით მიდის აშშ-ის დემოკრატიული პარტია. თავის კომენტარში მან ახლახან გააკრიტიკა ახალი სისხლის სამართლის კოდექსი, რომლის მიხედვით ისჯებიან ადამიანები, თუ ტრანსგენდერების მიმართ სიძულვილის ენით იწყებენ ლაპარაკს. ამ შემთხვევაში ლაპარაკია არა საზოგადოების წინაშე წარმოთქმულ სიტყვაზე, არამედ კერძო საუბარში აზრის გაცვლაზე!

ყველაზე საშიში ფაქტორი არის ის, რომ საუბარზე კონტროლის დაწესება აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ძირითად ღირებულებად ჩამოყალიბდა. ოდესღაც ეს პარტია სიტყვის თავისუფლებისთვის იბრძოდა. ამჟამად კი გადაიქცა პარტიად, რომელიც მოითხოვს ცენზურას ინტერნეტში და სიძულვილის დანერგვის კანონების დაწესებას. ჯო ბაიდენმა უკვე მოითხოვა სიტყვაზე კონტროლის დაწესება და მასმედიის საკითხების დროებით ხელმძღვანელად დანიშნა ადამიანი იმ სააგენტოდან, რომელიც აშშ-ში სიტყვის თავისუფლების აშკარა მოწინააღმდეგეა.

ეს არის საშიში ტენდენცია, რომელსაც ამჟამად, სამწუხაროდ, მხარს უჭერენ მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლები და პოლიტიკოსები. ამ კუთხით, კარგი იქნება, თუ გავიხსენებთ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის გამოსვლას კონგრესმენთა წინაშე, როცა მოუწოდა შეერთებულ შტატებს, მისდიონ სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპულ მოდელს.

ამიტომ დღეს ჩვენ, როგორც სიტყვის თავისუფლების დამცველებმა, უნდა ვაცნობოთ საზოგადოებრიობას, საით მიაქანება ისეთი ქვეყნები, როგორიც არის ნორვეგია. საშიშროება ემუქრება სიტყვის თავისუფლებას, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში განგვსაზღვრავდა ჩვენ, ვითარცა ერს. როგორც კი გადავაბიჯებთ სიტყვის კრიმინალიზაციის რუბიკონს და დავკარგავთ კონტროლს, დავკარგავთ თავისუფლებასაც”…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here