Home რუბრიკები საზოგადოება საქართელოს ხელისუფლება აგრძელებს ევროინტეგრაციას და ეწინააღმდეგება საკუთარი ამომრჩევლის ნებას

საქართელოს ხელისუფლება აგრძელებს ევროინტეგრაციას და ეწინააღმდეგება საკუთარი ამომრჩევლის ნებას

ლაშა ლომიძე

პოლიტიკური გაერთიანებასაქართველოს ხნის ეროვნული ფრონტი“- თანათავმჯდომარემ ლაშა ლომიძემპრაიმტაიმისპრესკლუბში ბრიფინგის დროს ოქტომბრის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე ისაუბრა და როგორც საზოგადოებას,ასევე საქართველოს მთავრობას კიდევ ერთხელ შეახსენა,რომსაქართველოს ეროვნული ფრონტისორგანიზებით და რამდენიმე ათეული ორგანიზაციის მხარდაჭერით, მთელი საქართველოს მაშტაბით მოხდა 2 მილიონი ხელმოწერის შეგროვება,რომლის შედეგადაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია და მხარი დაუჭირა საქართველოს პოლიტიკურ და სამხედრო ნეიტრალიტეტს.

„მიუხედავად იმისა,რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ უკვე აირჩია ქვეყნის ნეიტრალური კურსი, საქართელოს ხელისუფლება აგრძელებს ევროინტეგრაციას და ეწინააღმდეგება საკუთარი ამომრჩევლის ნებას. მაგალითად, 24 ნოემბერს ბრიუსელში იგეგმება ე.წ. „აღმოსავლური პარტნიორობის“ მორიგი სამიტი, სადაც საქართველოს მხარეც მიიღებს მონაწილეობას. ცნობისთვის, „აღმოსავლური პარტნიორობა“ არის ევროსაბჭოს პროექტი და მიზნად ისახავსსაქართველოს,უკრაინის, ბელორუსიის, აზერბაიჯანის, მოლდოვის და სომხეთის აღნიშნული ქვეყნების ევროინტეგრაციას, რაც საქართელოსთვის არაფრის მომტანია და მაგრამ ე.წ. ევროპელი პარტნიორები გვიქმნიან ილუზიას, რომ ევროკავშირში გაწევრიანებით ჩვენი ქვეყანა განვითარდება. რეალურად კი საბერძნეთის, იტალიის, ესპანეთის და სხვა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მაგალითზე ვხედავთ, რომ ევროინტეგრაცია ეკონომიკას ღუპავს. საბერძნეთში უმძიმესი კრიზისია, რაც მისი ევროკავშირში გაწევრიანების შედეგ დაიწყო,რადგან ადგილობრივი წარმოება მოიშალა და ეს სახელმწიფო გადაიქცა მსოფლიოს უმსხვილესი კორპორაციების პროდუქციის სარეალიზაციო ბაზრად. უარესი მოხდება საქართველოს შემთხვევაშიც, თუ ევროკავშირში გავწევრიანდებით, რადგან ჩვენ არ გვაქვს ადგილობრივი წარმოება, მსხვილი ქარხნების და საწარმოების უმრავლესობა,რომლებიც საბჭოთა კავშირის დროს ფუნქციონირებდა დიდიხანია დაიხურა.უცხოელი ინვესტორები კი სულაც არ არიან დაინტერესებული ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებით. ასევე, ფარსია ვიზალიბერალიზაცია,რომლის მიხედვითაც საქართელოს მოქალაქეს უფლება აქვს ევროპაში, როგორც ტურისტად ჩავიდეს და მუშაობის უფლება კი ეკრძალება,მითუმეტეს ათასობით ქართველი უკანვე გამოაბრუნეს ვითომდა ამ პროგრამით გათვალისწინებული ნორმების დარღვევის გამო.

რაც შეეხება NATO-ს ეგიდით ამ ზაფხულს საქარველოში ჩატარებულ სამხედრო წვრთნებს, იგულისხმება „ღირსეული პარტნიორი 2017“, ეს კიდევ ერთი მცდელობაა,რომ აშშ-მ საქართველო პოლიგონად აქციოს და რუსეთის წინააღმდეგ კიდევ ერთ სამხედრო კონფლიქტში ჩაგვითრიოს, რაც კატასტროფის მომტანი იქნება. წინა ხელისუფლების უგუნურ ქმედებებს რუსეთის მხრიდან აფხაზეთის და სამაჩაბლოს აღიარება მოყვა, და ამ ფაქტით კიდევ უფრო შემცირდა დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების შანსი, ხოლო დღევანდელი ხელისუფლებაც ამ მხრივ იგივე კურსს აგრძელებს, რასაც აკეთებდა სააკაშვილის ხელისუფლება. “- განაცხადა ლაშა ლომიძემ.

2 COMMENTS

  1. ki batono getanxmebit. 100% martali xart, tkvenc da tkvennairad moazrtovneebic, magram! gana puchad ar gecjhvenebat tkveni shepasebebi?? mxolod saubari , axsna -ganamartebebi arapris momtania. gaertiandit sagad moazrovne dzalebi, daadekit swor da martal gzas rom xalxi gendot da daijeros tkveni, ise ki kvelaperi drois kargvaa da upro metic samarcxvinoa!!!!!!!!!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here