მთავარი პოლიტიკა არჩევნებში ქართულმა კი არა, ამერიკულმა ოცნებამ გაიმარჯვა

არჩევნებში ქართულმა კი არა, ამერიკულმა ოცნებამ გაიმარჯვა

რა გამარჯვებას ზეიმობენ ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება” _ იმას, რომ ნაცებს 27% დაუწერეს?!

836
გააზიარეთ
კელი დეგნანი და თამარ ჟვანია ცეესკოში

 31 ოქტომბერს, დღის პირველ ნახევარში, არჩევნების დასრულებამდე კარგა ხნით ადრე, აშშის ელჩი საქართველოში, ქალბატონი კელი დეგნანი ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ესტუმრა. ეს ფაქტი მრავლისმეტყველია, რადგან არც ერთი ქვეყნის ელჩს არაფერი ესაქმება სუვერენული სახელმწიფოს (მით უმეტეს, გაგანია არჩევნების პერიოდში) ცესკოში. აქედან გამომდინარე, ქალბატონი ელჩის ვიზიტი, სულ ცოტა, საქართველოს საშინაო საქმეებში უხეში ჩარევაა.

ასეთი რამ მხოლოდ ე.წ. ბანანის ქვეყნებში შეიძლება მოხდეს, თუმცა ამ ქვეყნებისგან საქართველო მხოლოდ იმით განსხვავდება, რომ ჩვენთან ბანანი არ ხარობს. სხვა მხრივ კი ბანანის ქვეყნებს მხოლოდ ხინკალ-საცივით სჯობია. ბანანის ქვეყნების მსგავსად, ხინკალსაცივის საქართველოს დამოუკიდებლობაც მხოლოდ ქაღალდზე, ანუ მხოლოდ დე იურე არსებობს. დე ფაქტო კი ქოცნაცების (ადრეც არაერთხელ აღვნიშნე, მაგრამ გავიმეორებ, რომ, დიახ, ქოცნაცების, რადგან ისინი ერთი ლიბერასტული ფესვიდან აღმოცენებული ყლორტები არიან) ხელისუფლებამ, დიდი ხანია, ნებაყოფლობით თქვა უარი ქვეყნის სუვერენიტეტზე და ჩვენი ბედკრული სამშობლოს საგარეო თუ საშინაო პოლიტიკა იმართება აშშისობკომიდან”, რომელსაც საქართველოში აშშის საელჩოსაც ეძახიან

მკითხველს ვთხოვ, მომიტევოს ეს კულინარიულ-პოლიტიკური ლირიკა და ახლა გთავაზობთ ამონარიდს ოფიციალური კომენტარიდან, რომელიც მედიასთან გააკეთა ცესკოდან გამოსულმა საქართველოში აშშ-ის “ობკომის” პირველმა მდივანმა, ამხანაგმა დეგნანმა.

დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ვეწვიე, რადგან ამ გუნდმა დღევანდელი არჩევნების ორგანიზება გააკეთა. ისინი პასუხისმგებელნი არიან ამ არჩევნების წარმართვაზე, რაც არის უზომოდ მნიშვნელოვანი საქმიანობა. იმედი მაქვს, ქართველი ხალხი დააფასებს ცესკოს მიერ გაწეულ საქმიანობას”.

რაზე ისაუბრეს სინამდვილეში თამარ ჟვანიამ და კელი დეგნანმა და რა უნდა დავუფასოთ ქართველმა ხალხმა ცესკოსა და თამარ ჟვანიას, ამაზე არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება მსჯელობა და ვარაუდების გამოთქმა.

ცესკოს თავმჯდომარეს, სავარაუდოდ, ურჩიეს (გნებავთ _ დირექტივა მისცეს, გნებავთ _ უბრძანეს), რომ მეორე ადგილზე როგორმე გაეყვანა ქართველთა სისხლისმწოველი, სადისტი მწამებელი, მიშნაცების ე.წ. გაერთიანებული ოპოზიცია. მაგრამ საქართველოს ცესკოს თავმჯდომარემ, ქალბატონმა თამარ ჟვანიამ საქართველოში აშშისობკომისპირველი მდივნის დავალება, ეტყობა, მეტისმეტი გულმოდგინებით შეასრულა და მიშნაცებს ქართველი საზოგადოებისთვის შეურაცხმყოფელი და შოკისმომგვრელი 27% დაუწერა. სწორედ ამ მოულოდნელობის შედეგია ის, რაც დღეს რუსთაველის პროსპექტზე, პარლამენტის შენობის წინ, პატარა მოედანზე ხდება _ გათავხედებული მიშნაცები ისედაც საარაკოდ გაყალბებულ პროცენტებს აღარ სჯერდებიან, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ და წინააღმდეგ შემთხვევაში სახელმწიფო გადატრიალებით ემუქრებიან მმართველ ქოცების ხელისუფლებას.

პრაგმატული მოსაზრებებიდან გამომდინარე, მიშნაცების ეს გადაწყვეტილება წმინდა წყლის სიგიჟეა, რადგან მიშნაცების 27%-ს პლუს “გირჩი-ნარკომანების”, “ლელო-მევახშეებისა” და ა.შ. ის მცირეპროცენტიანი პარტიები, რომლებმაც რის ვაივაგლახით, მაგრამ მაინც მოახერხეს პარლამენტში შეძრომა, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში მიშნაცებს დაუჭერენ მხარს. საბოლოოდ მათმა ჯამურმა პროცენტმა შეიძლება 40%-ს “აარტყას” და, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ მათაც (როგორც კაც ზვამბაიას ათქმევინა კონსტანტინე გამსახურდიამ) “თხის ქონში გავლებული ღვედივით მოქნილი ენები” აქვთ, “ქართული ოცნების” ლიდერები _ კობახიძეები, თალაკვაძეები თუ მდინარაძეები და ა.შ., ლაყბობაში (პარლამენტი სალაყბო ადგილია) ვერ აჯობებენ ბევრისთვის საძულველ მიშნაცების ლიდერებს. ამის მოწმენი არაერთხელ ვყოფილვართ წინა მოწვევის პარლამენტში, რომელშიც იმ ადამიანებისგან, რომლებმაც თავიანთ თავზე (ხშირად სიკვდილის საფრთხის ფასადაც კი) იწვნიეს მიშნაცების 9-წლიანი ტერორი და თავგანწირული ბრძოლით მოიყვანეს 2012 წლის 1 ოქტომბერი, აღარავინ დარჩა. იმდენი მოახერხა ბიძინა ივანიშვილმა, რომ ჯერ ყველა ნაღდი ქართველისთვის საძულველი რესპუბლიკელები დაგვასვა თავზე, ხოლო დღეს სააკაშვილის რეჟიმთან მებრძოლთაგან, თითქმის კი არა, მართლა აღარავინ დარჩაქართულ ოცნებაში”. ეს ხალხი ახალმა “ლიდერებმა” ჩაანაცვლეს _ კობახიძემ, თალაკვაძემ, მდინარაძემ. და ჰოი, თავხედობავ, მიშნაცებთან საპარლამენტო დებატებში იმ სისხლიანი 9 წლით აპელირებდნენ, როცა ან ნაცებს ემსახურებოდნენ, ან, უკეთეს შემთხვევაში, ჩირგვებში ისხდნენ, ხოლო ციხის სკანდალური კადრების მომპოვებელ და ევროპაში გამსაჯაროებელ წინააღმდეგობის მოძრაობას, რომელმაც ლომის წილი დაიდო სააკაშვილის ფაშისტურ-სადისტური რეჟიმის განადგურებაში, ხოლო დღეს მის სამართალმემკვიდრე “პატრიოტთა ალიანსს” საპარლამენტო არჩევნებში სამარცხვინო და შეურაცხმყოფელი 3% მიუგდეს.

ისე, ნათქვამია: “ზოგი ჭირი მარგებელია”-ო:

პირველი _ ამ 3%-თ, ჩემი აზრით, დაიმსხვრა მითი, რომ “პატრიოტები” ბიძინას სატელიტები არიან; და მეორე _ მიტინგებზე გამოყვანილი ხალხის რაოდენობის დრონებიდან ზუსტი თვლა, სპორტის სასახლის სამჯერ გადავსება, აუდიოჩანაწერებისა თუ მრავალი ათასი ხელმოწერილი ანკეტის მტკიცებულებების სახით წარდგენა პირადად ბიძინასთვის თუ “მეგობარი” დასავლეთ ევროპისა და აშშ-ის შესაბამისი ინსტანციებისთვის, დროის, შრომისა და ისედაც მწირი ფინანსების უნაყოფო ხარჯვაა. ეს არჩევნები რომ გაყალბდა, სხვა ობიექტურ თუ სუბიექტურ მიზეზებთან ერთად, “პატრიოტებისბოლო აქციაც მოწმობს _ ამომრჩეველთა შესაბამისი რაოდენობა იმ 3%-ისა, რომელიც მათ მიუგდეს, ანუ პატრიოტთა 30 ათასი მომხრე თავისუფლების მოედანზე იდგა და ვინ დაიჯერებს, რომ სულ ეგ იყო და ეგ საქართველოს მასშტაბით პატრიოტთა პოტენციალი?!

არ მინდა, მავანმა იფიქროს, რომ “პატრიოტებზე” ვარ აცრილი. უბრალოდ, ყოველივე ზემოთქმული სიმართლეა და, აქედან გამომდინარე, კიდევ ერთი უტყუარი მტკიცებულება იმისა, რომ არჩევნები გაყალბდა ქოც-ნაცების ტანდემის სასარგებლოდ და იმას, რასაც ვუყურებთ თუ ვისმენთ, მრავალჯერ ნანახ-მოსმენილი უნიჭოდ დადგმული სპექტაკლი და ქართველი ერისთვის კიდევ ერთხელ სულში ჩაფურთხებაა.

ამ სპექტალს, რომელიც ქვეყნის მთავარ პროსპექტზე მიმდინარეობს, ნელ-ნელა ხელმოცარული აქტორებიც ემატებიან, თანაც ყველა უსუსური არგუმენტით, რომლის შინაარსი დაახლოებით ასეთია _ “მე მიშისტი არ ვარ, მაგრამ ქვეყნის მთავარი მტერი ბიძინაა, მაგას ჩამოვაგდებთ და მერე”… ცოცხის ღირსია ბატონი ბიძინაც და მისი “სტიპენდიანტი”, ე.წ. შემოქმედებითი ინტელიგენციაც, იმიტომ, რომ ბიძინას თვალში დირეს ვერ ხედავენ _ ბიძინამ ეს ააშენა, ის გაარემონტა და ა.შ. კი, ბატონო, გაკეთებულ-აშენებული მეც მომწონს, მაგრამ…

აი, ეს ჯადოსნური სიტყვა “მაგრამ” არის, ყველაფერს თავდაყირა რომ აყენებს: მაგრამ რად მინდა ფუნიკულიორის ისეთი პარკი, რომელშიც სიძვირის გამო შვილიშვილებს ვერ გავასეირნებ? რად მინდა ბიძინას ქველმოქმედება, როდესაც ოჯახის მამა ნაგვის ბუნკერებში იქექება, რადგან შვილები შიმშილით უკვდება… ბოლოს არ შემიძლია, ჩვენი ქვეყნის უბედურების მთავარი “მაგრამ” არ ვახსენო _ რა გამარჯვებას ზეიმობენ ბიძინა ივანიშვილი დაქართული ოცნება” _ იმას, რომ ნაცებს 27% დაუწერეს?!

არადა, 2012 წლის ოქტომბერში მიშნაცები მათივე გათხრილ პოლიტიკურ საფლავში იწვნენ და მიწის მიყრაღა უნდოდა, მაგრამ ბიძინამ ერთხელ და სამუდამოდ დამარხვის და “ნაცმოძრაობის”, როგორც პოლიტიკური პარტიის, გასამართლება-აკრძალვის ნაცვლად, ხალხის მწამებლები საფლავიდან ამოიღო, რეანიმაციაში მოათავსა, მიშა სააკაშვილი ქვეყნიდან გააპარა და ახლა ქართველ ერს დაგვცინის, _ მიშნაცები დავამარცხეო…

მოკლედ, ჯერჯერობით ისე ჩანს, რომ ამ არჩევნებზე ამერიკულმა ოცნებამ გაიმარჯვა _ აშშის გუბერნია საქართველოში ამერიკულის მსგავსი ორპარტიული პოლიტიკური სისტემა დამყარდა; სისტემა, რომელიც ამერიკაში, პრაქტიკულად, გამორიცხავს ხელისუფლებაში მესამე პოლიტიკური პარტიის მოსვლას. იქიდან გამომდინარე, რომ ამერიკაში ეროვნული საკითხი არ აღელვებთ, იგი ვითომ განსხვავებული იდეოლოგიებით იმართება. ვითომ იმიტომ, რომ რესპუბლიკელებისა და დემოკრატების იდეოლოგიებს შორის ფუნდამენტური განსხვავება არ არის: დემოკრატები ლიბერასტობას “აწვებიან”, ხოლო რესპუბლიკელები _ ლიბერალურ კონსერვატორობას. ორ საუკუნეზე მეტია, რაც ამერიკას 8-წლიანი მორიგეობით (თუ იშვიათ გამონაკლისებს არ ჩავთვლით) ხან დემოკრატი ვირები, ხანაც რესპუბლიკელი სპილოები მართავენ. ამ მეტაფორით არავის შეურაცხვყოფ, რადგან ეს უწყინარი ცხოველები შესაბამისად ამ პარტიების სიმბოლოებია და მათ პარტიულ დროშებზეა გამოსახული.

იქიდან გამომდინარე, რომ, ამერიკისგან განსხვავებით, საქართველოში ეროვნული საკითხი მეტად მგრძნობიარე თემაა და თანამედროვე ლიბერასტული ოკეანის წესებს არ შეეფერება, ამერიკელთა ჩანაფიქრით, ქოც-ნაცების კოაბიტაციური ჰარმონიის დამრღვევ მესამე ძალად ეროვნული იდეოლოგიის პარტიები განიხილება და ამიტომ საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში არჩევნების გზით ანგარიშგასაწევი ეროვნული ძალის შემოსვლა, პრაქტიკულად, გამორიცხულია.

თანამედროვე გეოპოლიტიკაში მიმდინარე სისხლიანი პროცესების გათვალისწინებით (ისლამური ტერორის შედეგად ევროკავშირისა და ნატოს დაშლის რეალური ალბათობა აშშ-ში, პრაქტიკულად, გარდაუვალი სამოქალაქო ომი და ასევე, დიდი ალბათობით, რუსეთ-თურქეთის სრულმაშტაბიანი ომი და ა.შ.) არ არის გამორიცხული, საქართველოს გამოსვლა ამ ლიბერასტული ჩიხიდან. ამისათვის “მარტივი” გამოსავალი არსებობს _ უფლის ნებით, საქართველოში უნდა გამოჩნდეს თავდადებისთვის მზად მყოფი ეროვნული ლიდერი. ვიმეორებ: ლიდერი და არა ბელადი, რომელსაც ქართველი ერი ენდობა, რომელიც ქვეყანაში არსებულ დაქსაქსულ ეროვნულ ძალებს თავის გარშემო გააერთიანებს, ერთ მუშტად შეკრავს და საქართველო საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოჩნდება. როგორც იტყვიან, გამგები გამიგებს, რასაც ვგულისხმობ საჭირო დროსა და საჭირო ადგილში.

დავით მხეიძე

გააზიარეთ

1 COMMENT

  1. ძირითადად ავტორს ვეთანხმები ერთის გარდა – სასურველია “ობკომი” არ გამოიყენოთ. სტალინის მმართველობის დროს “ობკომი ” ხალხის სამსახურში იდგა და თავის მოვალეობას პირნათლად ასრულებდა.

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: იოსებ Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here